პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში არ კლებულობს სიძულვილით სავსე პოსტების რაოდენობა" - გურამ ოდიშარიას ემოციური პოსტი სიძულვილის შესახებ
"საქართველოში არ კლებულობს სიძულვილით სავსე პოსტების რაოდენობა" - გურამ ოდიშარიას ემოციური პოსტი სიძულვილის შესახებ

"სა­ქარ­თვე­ლო­ში არ კლე­ბუ­ლობს სი­ძულ­ვი­ლით სავ­სე წე­რი­ლე­ბის, პოს­ტე­ბის, გზავ­ნი­ლე­ბის... რა­ო­დე­ნო­ბა", - წერს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე კულ­ტუ­რის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი გუ­რამ ოდი­შა­რია და სი­ძულ­ვი­ლის თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ემო­ცი­ურ ამ­ბავს იხ­სე­ნებს.

"სი­ძულ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ

ერთხელ, სტუ­დენ­ტო­ბი­სას, მე და ჩემ­მა ბავ­შვო­ბის აფხაზ­მა მე­გო­ბარ­მა სო­ხუ­მი­დან ერთ-ერთ აფხა­ზურ სო­ფელ­ში მის ბე­ბი­ას ჩა­ვა­კი­თხეთ. რო­დე­საც ეზო­ში ვსე­ირ­ნობ­დით, გველს გა­და­ვე­ყა­რეთ. მისი მოკ­ვლა გა­დავ­წყვი­ტეთ და ქვებს და­ვუ­წყეთ ძებ­ნა. ამ დროს სამ­ზა­დი­დან მე­გობ­რის ბე­ბია გა­მო­ვარ­და - არ გა­ბე­დოთ, ბი­ჭე­ბო, ის ხომ სტუ­მა­რია, სტუ­მარს კი ასე არ ეპყრო­ბი­ა­ნო.

ბე­ბია გველს მი­უ­ახ­ლოვ­და და აფხა­ზუ­რად და­ი­წყო ლოც­ვა. გველ­მა თით­ქოს მისი სი­ტყვე­ბი შე­ის­მი­ნაო (დღე­საც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მარ­თლაც შე­ის­მი­ნა), სრი­ალ-სრი­ა­ლით და­ტო­ვა ეზო. ბე­ბი­ამ "სტუ­მა­რი" ლოც­ვა-ლოც­ვით ღო­ბემ­დე მი­ა­ცი­ლა.

ამ მო­გო­ნე­ბას მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ავ­გა­რო­ზი­ვით და­ვა­ტა­რებ. მე­გობ­რის ბე­ბი­ამ იმ დღეს მას­წავ­ლა, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად ვინც შე­იძ­ლე­ბა გძულ­დეს, ისიც კი ღმერ­თის წყა­ლო­ბაა!

მას შემ­დეგ დამ­ჩემ­და - როცა რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვხვდე­ბი, მე­გობ­რის ბე­ბი­ას ლოც­ვას ვიხ­სე­ნებ. თან თავს ვე­უბ­ნე­ბი - თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც გძლია სი­ძულ­ვილ­მა, რაც შე­იძ­ლე­ბა ხან­მოკ­ლე უნდა გა­ხა­დო მრის­ხა­ნე­ბა...

ამას შენი თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნა­დაც უნდა ეცა­დო, ეცა­დო - ში­ნა­გა­ნი მრის­ხა­ნე­ბის ცუ­ნა­მი მოკ­ლე დრო­ში სიყ­ვა­რუ­ლით ჩა­ა­ნაც­ვლო. და თუ ამას ვერა და ვერ ახერ­ხებ, და არ შე­გიძ­ლია სიყ­ვა­რუ­ლი, პა­ტი­ვის­ცე­მით მა­ინც უნდა ჩა­ა­ნაც­ვლო (სიყ­ვა­რულს ხომ მა­ინც სუ­ლის სხვა სი­მაღ­ლე და სხვა ღირ­სე­ბა სჭირ­დე­ბა).

ვაც­ლავ ჰა­ვე­ლი თა­ვის ერთ-ერთ წე­რილ­ში ინ­დი­ელ­თა მითს იხ­სე­ნებს - არ­სე­ბობ­და ორ­თა­ვა ფრინ­ვე­ლი, რო­მელ­თა თა­ვებ­მა ერ­თმა­ნე­თი შე­ი­ძუ­ლეს და ერ­თმა­ნე­თის ჯიბ­რზე ქვე­ბის ყლაპ­ვა და­ი­წყეს. ფრინ­ველს ორი თავი კი ება, მაგ­რამ სტო­მა­ქი ჰქონ­და ერთი და მის­მა კუჭ­მა მო­ძუ­ლე თა­ვე­ბის მიერ გა­დაყ­ლა­პუ­ლი ქვე­ბი ვერ მო­ი­ნე­ლა. ფრინ­ვე­ლი და­ი­ღუ­პა.

რა გა­მო­დის? სი­ძულ­ვი­ლი - თვით­მკვლე­ლო­ბაა!!!

ვინც სის­ტე­მა­ტუ­რად ეც­ნო­ბა ჩვენს მა­ს­მე­დი­ას (ბოლო წლებ­ში ამ საქ­მე­ში და ამ გან­ხრით Facebook-იც ჩა­ერ­თო), და­მე­თან­ხმე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ კლე­ბუ­ლობს სი­ძულ­ვი­ლით სავ­სე წე­რი­ლე­ბის, პოს­ტე­ბის, გზავ­ნი­ლე­ბის... რა­ო­დე­ნო­ბა. არ ვინ­დობთ ერ­თმა­ნეთს, არც ჭო­რებ­სა და ყურ­მოკ­რულ ამ­ბებს ვე­რი­დე­ბით, არც ცი­ლის­წა­მე­ბას, არც სას­ტიკ ცი­ნიზმს... არა­და, მთე­ლი ქვე­ყა­ნა უს­მენს, კი­თხუ­ლობს მო­ძუ­ლე­თა სი­ტყვებს.

ბო­რო­ტი ენერ­გი­ის შტურმ­მა ბევ­რს შე­უ­მოკ­ლა სი­ცო­ცხლე.

ავი წე­რი­ლე­ბის თხზვა სი­ტყვით მკვლე­ლო­ბის ერთ-ერთი სა­ხეა. სი­ტყვით მკვლელს კი, სამ­წუ­ხა­როდ, არა­ვინ სჯის.

ისე, ძა­ლი­ან უბე­დუ­რია მო­ძუ­ლე კაცი. ვაც­ლავ ჰა­ვე­ლი წერ­და - ასეთ ადა­მი­ანს წე­სი­ე­რად გა­ღი­მე­ბაც კი არ შე­უძ­ლი­აო. მო­ძუ­ლე­სათ­ვის ამ­ქვეყ­ნად უმ­თავ­რე­სი ფერი შა­ვია. ალ­ბათ აქე­დან და­ი­ბა­და გა­მოთ­ქმა "შავი პი­ა­რი".

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მალე მოვა თა­ო­ბა, რო­მე­ლიც ჩა­უღ­რმავ­დე­ბა რა ჩვენს ტი­რა­ჟი­რე­ბულ სი­ძულ­ვილს, ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს ვერ გვა­პა­ტი­ებს.

დრო­გა­მოშ­ვე­ბით, სი­ძულ­ვი­ლი ლა­მის ეროვ­ნულ ტრა­გე­დი­ად გვექ­ცე­ვა ხოლ­მე...

იმი­ტომ რომ, სა­დაც სი­ძულ­ვი­ლია, უბე­დუ­რე­ბის ზო­ნაც იქ არის.

იმი­ტომ, რომ სი­ძულ­ვი­ლი სიყ­ვა­რულ­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლია თა­ვი­სი

მარ­ტი­ვი, პრი­მი­ტი­უ­ლი ენის წყა­ლო­ბით.

იმი­ტომ რომ, სი­ძულ­ვი­ლი ცდი­ლობს, გე­ნე­ტი­კურ მახ­სოვ­რო­ბა­ში და­ი­დოს ბინა და მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­ე­ცეს თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას.

იმი­ტომ რომ, ზო­გი­ერ­თი ლა­მობს, სი­ძულ­ვი­ლი თვით­დამ­კვიდ­რე­ბა­ში და­იხ­მა­რი­ოს...

სი­ძულ­ვი­ლი ანამ­ცე­ცებს ეროვ­ნულ ენერ­გი­ას და ის ძალა. რო­მე­ლიც ქვეყ­ნის აღმშე­ნებ­ლო­ბა­ში უნდა იხარ­ჯე­ბო­დეს, ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბა­ში ქრე­ბა.

არა და არ მთავ­რდე­ბა დრო­დად­რო სი­სას­ტი­კე­ში გა­და­სუ­ლი სი­ძულ­ვი­ლის ეს­კა­ლა­ცია.

არა და არ მთავ­რდე­ბა დრო ქვა­თა სრო­ლი­სა...

ხან­და­ხან მეც და­მეს­ხმე­ბა ხოლ­მე თავს და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი სი­ძულ­ვი­ლი; რა თქმა უნდა, თქვენც, რომ­ლე­ბიც ამ სტრი­ქო­ნებს კი­თხუ­ლობთ ახლა.

და რა ვქნათ? სი­ძულ­ვილს სი­ძულ­ვი­ლით ვუ­პა­სუ­ხოთ?

არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში! თუ ასე მოხ­და, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ სი­ძულ­ვილ­მა დაგ­ვა­მარ­ცხა!...

მე ჩემი ავ­გა­რო­ზი მუ­დამ თან და­მაქვს - ფიქ­რში ხში­რად მწვა­ნე ბი­ბი­ნა სო­ფელ­ში ვარ და აფხა­ზი ბე­ბი­ას ხმა ყურ­ში მეს­მის - "რას შვრე­ბით, ბი­ჭე­ბო, ის ხომ სტუ­მა­რია..." გვე­ლი ბე­ბი­ას ლოც­ვას ემორ­ჩი­ლე­ბა და ეზოს ტო­ვებს. ქვას ხე­ლი­დან ვაგ­დებ...

ასეა, ჩემი სი­ძულ­ვი­ლის ქვა იმ დღეს სა­მუ­და­მოდ დავ­ტო­ვე იმ სო­ფელ­ში...

და­ბო­ლოს - ერთი ომი მა­ინც უნდა გქონ­დეს გა­მოვ­ლი­ლი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი იმუ­ნი­ტე­ტის ჯავ­შან­ჟი­ლე­ტი რომ გი­ცავ­დეს ავი სი­ტყვე­ბის თავ­დას­ხმე­ბი­სა­გან.

მე ის ომი (თა­ნაც რამ­დე­ნი­მე) გა­მო­ვი­ა­რე. სამ­წუ­ხა­როდ".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები კიევიდან - რუსებმა ქალაქს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს

"საქართველოში არ კლებულობს სიძულვილით სავსე პოსტების რაოდენობა" - გურამ ოდიშარიას ემოციური პოსტი სიძულვილის შესახებ

"საქართველოში არ კლებულობს სიძულვილით სავსე პოსტების რაოდენობა" - გურამ ოდიშარიას ემოციური პოსტი სიძულვილის შესახებ

"საქართველოში არ კლებულობს სიძულვილით სავსე წერილების, პოსტების, გზავნილების... რაოდენობა", - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე კულტურის ყოფილი მინისტრი გურამ ოდიშარია და სიძულვილის თემასთან დაკავშირებით ემოციურ ამბავს იხსენებს.

"სიძულვილის წინააღმდეგ

ერთხელ, სტუდენტობისას, მე და ჩემმა ბავშვობის აფხაზმა მეგობარმა სოხუმიდან ერთ-ერთ აფხაზურ სოფელში მის ბებიას ჩავაკითხეთ. როდესაც ეზოში ვსეირნობდით, გველს გადავეყარეთ. მისი მოკვლა გადავწყვიტეთ და ქვებს დავუწყეთ ძებნა. ამ დროს სამზადიდან მეგობრის ბებია გამოვარდა - არ გაბედოთ, ბიჭებო, ის ხომ სტუმარია, სტუმარს კი ასე არ ეპყრობიანო.

ბებია გველს მიუახლოვდა და აფხაზურად დაიწყო ლოცვა. გველმა თითქოს მისი სიტყვები შეისმინაო (დღესაც დარწმუნებული ვარ, მართლაც შეისმინა), სრიალ-სრიალით დატოვა ეზო. ბებიამ „სტუმარი“ ლოცვა-ლოცვით ღობემდე მიაცილა.

ამ მოგონებას მთელი ცხოვრება ავგაროზივით დავატარებ. მეგობრის ბებიამ იმ დღეს მასწავლა, რომ ყველაზე მეტად ვინც შეიძლება გძულდეს, ისიც კი ღმერთის წყალობაა!

მას შემდეგ დამჩემდა - როცა რთულ სიტუაციაში ვხვდები, მეგობრის ბებიას ლოცვას ვიხსენებ. თან თავს ვეუბნები - თუ მაინცდამაინც გძლია სიძულვილმა, რაც შეიძლება ხანმოკლე უნდა გახადო მრისხანება...

ამას შენი თავის გადასარჩენადაც უნდა ეცადო, ეცადო - შინაგანი მრისხანების ცუნამი მოკლე დროში სიყვარულით ჩაანაცვლო. და თუ ამას ვერა და ვერ ახერხებ, და არ შეგიძლია სიყვარული, პატივისცემით მაინც უნდა ჩაანაცვლო (სიყვარულს ხომ მაინც სულის სხვა სიმაღლე და სხვა ღირსება სჭირდება).

ვაცლავ ჰაველი თავის ერთ-ერთ წერილში ინდიელთა მითს იხსენებს - არსებობდა ორთავა ფრინველი, რომელთა თავებმა ერთმანეთი შეიძულეს და ერთმანეთის ჯიბრზე ქვების ყლაპვა დაიწყეს. ფრინველს ორი თავი კი ება, მაგრამ სტომაქი ჰქონდა ერთი და მისმა კუჭმა მოძულე თავების მიერ გადაყლაპული ქვები ვერ მოინელა. ფრინველი დაიღუპა.

რა გამოდის? სიძულვილი - თვითმკვლელობაა!!!

ვინც სისტემატურად ეცნობა ჩვენს მასმედიას (ბოლო წლებში ამ საქმეში და ამ განხრით Facebook-იც ჩაერთო), დამეთანხმება, რომ საქართველოში არ კლებულობს სიძულვილით სავსე წერილების, პოსტების, გზავნილების... რაოდენობა. არ ვინდობთ ერთმანეთს, არც ჭორებსა და ყურმოკრულ ამბებს ვერიდებით, არც ცილისწამებას, არც სასტიკ ცინიზმს... არადა, მთელი ქვეყანა უსმენს, კითხულობს მოძულეთა სიტყვებს.

ბოროტი ენერგიის შტურმმა ბევრს შეუმოკლა სიცოცხლე.

ავი წერილების თხზვა სიტყვით მკვლელობის ერთ-ერთი სახეა. სიტყვით მკვლელს კი, სამწუხაროდ, არავინ სჯის.

ისე, ძალიან უბედურია მოძულე კაცი. ვაცლავ ჰაველი წერდა - ასეთ ადამიანს წესიერად გაღიმებაც კი არ შეუძლიაო. მოძულესათვის ამქვეყნად უმთავრესი ფერი შავია. ალბათ აქედან დაიბადა გამოთქმა "შავი პიარი".

დარწმუნებული ვარ, მალე მოვა თაობა, რომელიც ჩაუღრმავდება რა ჩვენს ტირაჟირებულ სიძულვილს, ძალიან ბევრ რამეს ვერ გვაპატიებს.

დროგამოშვებით, სიძულვილი ლამის ეროვნულ ტრაგედიად გვექცევა ხოლმე...

იმიტომ რომ, სადაც სიძულვილია, უბედურების ზონაც იქ არის.

იმიტომ, რომ სიძულვილი სიყვარულზე პოპულარულია თავისი

მარტივი, პრიმიტიული ენის წყალობით.

იმიტომ რომ, სიძულვილი ცდილობს, გენეტიკურ მახსოვრობაში დაიდოს ბინა და მემკვიდრეობით გადაეცეს თაობიდან თაობას.

იმიტომ რომ, ზოგიერთი ლამობს, სიძულვილი თვითდამკვიდრებაში დაიხმარიოს...

სიძულვილი ანამცეცებს ეროვნულ ენერგიას და ის ძალა. რომელიც ქვეყნის აღმშენებლობაში უნდა იხარჯებოდეს, ურთიერთდაპირისპირებაში ქრება.

არა და არ მთავრდება დროდადრო სისასტიკეში გადასული სიძულვილის ესკალაცია.

არა და არ მთავრდება დრო ქვათა სროლისა...

ხანდახან მეც დამესხმება ხოლმე თავს დაუმსახურებელი სიძულვილი; რა თქმა უნდა, თქვენც, რომლებიც ამ სტრიქონებს კითხულობთ ახლა.

და რა ვქნათ? სიძულვილს სიძულვილით ვუპასუხოთ?

არავითარ შემთხვევაში! თუ ასე მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ სიძულვილმა დაგვამარცხა!...

მე ჩემი ავგაროზი მუდამ თან დამაქვს - ფიქრში ხშირად მწვანე ბიბინა სოფელში ვარ და აფხაზი ბებიას ხმა ყურში მესმის - "რას შვრებით, ბიჭებო, ის ხომ სტუმარია..." გველი ბებიას ლოცვას ემორჩილება და ეზოს ტოვებს. ქვას ხელიდან ვაგდებ...

ასეა, ჩემი სიძულვილის ქვა იმ დღეს სამუდამოდ დავტოვე იმ სოფელში...

დაბოლოს - ერთი ომი მაინც უნდა გქონდეს გამოვლილი, ფსიქოლოგიური იმუნიტეტის ჯავშანჟილეტი რომ გიცავდეს ავი სიტყვების თავდასხმებისაგან.

მე ის ომი (თანაც რამდენიმე) გამოვიარე. სამწუხაროდ".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს