სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი ქართველები სკოლის ბანკეტზე და როგორ ემზადებოდნენ ამ დღისთვის
როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი ქართველები სკოლის ბანკეტზე და როგორ ემზადებოდნენ ამ დღისთვის

სკო­ლის დამ­თავ­რე­ბას ჯერ ბოლო ზა­რით, შემ­დეგ კი ბან­კე­ტით აღ­ვნიშ­ნავთ. ბან­კე­ტის­თვის მოს­წავ­ლე­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემ­ზა­დე­ბი­ან, ცდი­ლო­ბენ ჩა­იც­ვან გან­სხვა­ვე­ბუ­ლად, ამ­ზა­დე­ბენ მუ­სი­კა­ლურ ნომ­რებს, გო­გო­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა პირ­ვე­ლად სწო­რედ ბან­კეტ­ზე იც­ვამს ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მელს და იკე­თებს მა­კი­აჟს. რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სკო­ლის ბან­კეტ­ზე და რო­გორ ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ ამ დღის­თვის, ამას თა­ვად გვი­ამ­ბო­ბენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბევ­რმა მათ­გან­მა სკო­ლის ბან­კეტ­ზე სა­უბ­რის­გან და მი­თუ­მე­ტეს, ფო­ტოს მო­წო­დე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა.

ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე (მსა­ხი­ო­ბი): მე­ა­სე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა და­ვამ­თავ­რე, ახლა ეს სკო­ლა აღარ არ­სე­ბობს, რის გა­მოც გული დამ­წყდა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კარ­გად ვსწავ­ლობ­დი, რა­ტომ­ღაც არ მომ­წონ­და ჩემი სკო­ლა. უბედ­ნი­ე­რე­სი ვი­ყა­ვი სკო­ლას რომ ვამ­თავ­რებ­დი. ყვე­ლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემ­ზა­დე­ბო­და ბან­კე­ტის­თვის, კა­ბებს იკე­რავ­დნენ, მარ­გა­ლი­ტის მძი­ვე­ბი და სა­ყუ­რე­ე­ბი შე­ი­ძი­ნეს. მე კი წა­ვე­დი და თმა ბი­ჭუ­რად შე­ვი­ჭე­რი. ვი­ყი­დე სა­ლა­თის­ფე­რი შარ­ვა­ლი და ზე­და­ტა­ნი, შე­ვაგ­რო­ვეთ თან­ხა და ერთ-ერთ პრეს­ტი­ჟულ რეს­ტო­რან­ში აღ­ვნიშ­ნეთ ბან­კე­ტი. პირ­ვე­ლად მა­კი­ა­ჟი ბან­კე­ტის­თვის გა­ვი­კე­თე. ყვე­ლა გაპ­რან­ჭუ­ლი, რომ მი­დი­ო­და ბან­კეტ­ზე, მეც ამი­ტომ გა­ვი­კე­თე მა­კი­ა­ჟი. ერთი სული მქონ­და, რო­დის ჩა­ვა­ბა­რებ­დი თე­ატ­რა­ლურ­ში, არას­დროს მომ­ნატ­რე­ბია სკო­ლა. ჩემს სამ კლა­სელ­თან ვმე­გობ­რობ. ჩემი კლა­სე­ლი იყო მსა­ხი­ო­ბი გუგა კა­ხი­ა­ნი, თე­ატ­რა­ლურ­შიც ერ­თად ვსწავ­ლობ­დით.

ანუ­ნა მდივ­ნიშ­ვი­ლი (მომ­ღე­რა­ლი): 2012 წელს და­ვამ­თავ­რე 53-ე სკო­ლა. ბან­კე­ტი ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში აღ­ვნიშ­ნეთ. ძა­ლი­ან ვე­ცა­დეთ, რომ კარ­გი გა­მო­სუ­ლი­ყო. მთე­ლი კლა­სი ჩაბ­მუ­ლი ვი­ყა­ვით, ბან­კე­ტის და ბოლო ზა­რის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში. შეკ­რუ­ლი კლა­სი ვი­ყა­ვით, ბი­ჭებ­მა გა­მოგ­ვი­ა­რეს, ერ­თად წა­ვე­დით რეს­ტო­რან­ში და კარ­გი ბან­კე­ტი გა­მო­ვი­და. ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი კარ­გად მღე­რი­ან და ერ­თად ვიმ­ღე­რეთ. რაც შე­ე­ხე­ბა კა­ბას, რამ­დე­ნი­მე დი­ზა­ი­ნერ­თან ვი­ყა­ვი, სა­ბო­ლო­ოდ კი ისე­თი კაბა შე­ვი­კე­რე, რომ­ლის დი­ზა­ი­ნიც მე მე­კუთ­ვნის.

რუსა ჩა­ჩუა (მო­დე­ლი): ჩემი სკო­ლის ბან­კე­ტი კარ­გად არ მახ­სოვს, რად­გან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა­ფე­რი ხდე­ბო­და ჩემს ბან­კეტ­ზე, კაბა შე­ვი­კე­რე, მა­შინ მო­დუ­რი იყო ტაფ­ტის კა­ბე­ბი, ძვირ­ფა­სი ნა­ჭე­რი შე­ვი­ძი­ნე და სხვა­დას­ხვა­ფე­რის კა­ბე­ბი გვეც­ვა.

მა­ნი­კა ასა­თი­ა­ნი (ტე­ლე­წამ­ყვა­ნი): სკო­ლა 2010 წელს და­ვამ­თავ­რე. ბან­კე­ტი ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში გა­და­ვი­ხა­დეთ, მი­ხა­რო­და სკო­ლის დამ­თავ­რე­ბა, სპე­ცი­ა­ლუ­რად ბან­კე­ტის­თვის ირაკ­ლი რუ­სა­ძეს­თან შე­ვი­ძი­ნე კაბა. ყვე­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კაბა მეც­ვა. ძა­ლი­ან გა­ვერ­თეთ ბან­კეტ­ზე, ორი თვის გა­თხო­ვი­ლი ვი­ყა­ვი და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბა­კეტ­ზე ჩემი მე­უღ­ლე, ბე­ქაც მო­ვი­და. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ რამ­დენ­ჯერ­მე შე­ვიკ­რი­ბეთ კლა­სე­ლე­ბი, მაგ­რამ ვი­ღაც ყო­ველ­თვის გვაკ­ლია. ბან­კეტ­ზე კი მთე­ლი კლა­სი ვი­ყა­ვით.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი ქართველები სკოლის ბანკეტზე და როგორ ემზადებოდნენ ამ დღისთვის

როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი ქართველები სკოლის ბანკეტზე და როგორ ემზადებოდნენ ამ დღისთვის

სკოლის დამთავრებას ჯერ ბოლო ზარით, შემდეგ კი ბანკეტით აღვნიშნავთ. ბანკეტისთვის მოსწავლეები განსაკუთრებულად ემზადებიან, ცდილობენ ჩაიცვან განსხვავებულად, ამზადებენ მუსიკალურ ნომრებს, გოგონების უმეტესობა პირველად სწორედ ბანკეტზე იცვამს ქუსლიან ფეხსაცმელს და იკეთებს მაკიაჟს. როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი ადამიანები სკოლის ბანკეტზე და როგორ ემზადებოდნენ ამ დღისთვის, ამას თავად გვიამბობენ. აღსანიშნავია, რომ ბევრმა მათგანმა სკოლის ბანკეტზე საუბრისგან და მითუმეტეს, ფოტოს მოწოდებისგან თავი შეიკავა.

ნინო გაჩეჩილაძე (მსახიობი): მეასე საშუალო სკოლა დავამთავრე, ახლა ეს სკოლა აღარ არსებობს, რის გამოც გული დამწყდა. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვსწავლობდი, რატომღაც არ მომწონდა ჩემი სკოლა. უბედნიერესი ვიყავი სკოლას რომ ვამთავრებდი. ყველა განსაკუთრებულად ემზადებოდა ბანკეტისთვის, კაბებს იკერავდნენ, მარგალიტის მძივები და საყურეები შეიძინეს. მე კი წავედი და თმა ბიჭურად შევიჭერი. ვიყიდე სალათისფერი შარვალი და ზედატანი, შევაგროვეთ თანხა და ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში აღვნიშნეთ ბანკეტი. პირველად მაკიაჟი ბანკეტისთვის გავიკეთე. ყველა გაპრანჭული, რომ მიდიოდა ბანკეტზე, მეც ამიტომ გავიკეთე მაკიაჟი. ერთი სული მქონდა, როდის ჩავაბარებდი თეატრალურში, არასდროს მომნატრებია სკოლა. ჩემს სამ კლასელთან ვმეგობრობ. ჩემი კლასელი იყო მსახიობი გუგა კახიანი, თეატრალურშიც ერთად ვსწავლობდით.

ანუნა მდივნიშვილი (მომღერალი): 2012 წელს დავამთავრე 53-ე სკოლა. ბანკეტი ერთ-ერთ რესტორანში აღვნიშნეთ. ძალიან ვეცადეთ, რომ კარგი გამოსულიყო. მთელი კლასი ჩაბმული ვიყავით, ბანკეტის და ბოლო ზარის ორგანიზებაში. შეკრული კლასი ვიყავით, ბიჭებმა გამოგვიარეს, ერთად წავედით რესტორანში და კარგი ბანკეტი გამოვიდა. ჩვენი ბიჭები კარგად მღერიან და ერთად ვიმღერეთ. რაც შეეხება კაბას, რამდენიმე დიზაინერთან ვიყავი, საბოლოოდ კი ისეთი კაბა შევიკერე, რომლის დიზაინიც მე მეკუთვნის.

რუსა ჩაჩუა (მოდელი): ჩემი სკოლის ბანკეტი კარგად არ მახსოვს, რადგან მნიშვნელოვანი არაფერი ხდებოდა ჩემს ბანკეტზე, კაბა შევიკერე, მაშინ მოდური იყო ტაფტის კაბები, ძვირფასი ნაჭერი შევიძინე და სხვადასხვაფერის კაბები გვეცვა.

მანიკა ასათიანი (ტელეწამყვანი): სკოლა 2010 წელს დავამთავრე. ბანკეტი ერთ-ერთ რესტორანში გადავიხადეთ, მიხაროდა სკოლის დამთავრება, სპეციალურად ბანკეტისთვის ირაკლი რუსაძესთან შევიძინე კაბა. ყველასგან განსხვავებული კაბა მეცვა. ძალიან გავერთეთ ბანკეტზე, ორი თვის გათხოვილი ვიყავი და მოგვიანებით ბაკეტზე ჩემი მეუღლე, ბექაც მოვიდა. სკოლის დამთავრების შემდეგ რამდენჯერმე შევიკრიბეთ კლასელები, მაგრამ ვიღაც ყოველთვის გვაკლია. ბანკეტზე კი მთელი კლასი ვიყავით.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება