დედოფლისწყაროში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დაცხრილეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავად პარტიაში განუცხადეს.
მათივე განმარტებით, შემთხვევა, სავარაუდოდ, წუხელ ღამით მოხდა.
"დედოფლისწყაროში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან დაცხრილეს – ჩალეწილია შუშები. ასეთი ვითარება პარტიის წარმომადგენლებმა დილით აღმოაჩინეს, გამოიძახეს პატრული, რომელიც ერთი საათის შემდეგ მივიდა, თუმცა ამ დროისთვის ადგილზე მუშაობს", - განაცხადეს პარტიაში.
"ნაციონალების" აღნიშნულ ოფისში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაზა კედელაშვილის ბიუროცაა განთავსებული. კედელაშვილი პარტიის ერთ-ერთ ლიდერ ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად დედოფლისწყაროში იმყოფება.
გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!
AMBEBI.GE/საზოგადოება