პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ბიჭის აღსარება, რომელიც იტალიის ციხეში ქურდობისათვის სასჯელს იხდიდა
ქართველი ბიჭის აღსარება, რომელიც იტალიის ციხეში ქურდობისათვის სასჯელს იხდიდა

ოთო 32 წლი­საა და დრო­ე­ბით იტა­ლი­ა­ში ცხოვ­რობს, თუმ­ცა "სა­მუ­შა­ოს სპე­ცი­ფი­კი­დან" გა­მომ­დი­ნა­რე ქვეყ­ნის შეც­ვლაც უწევს ხოლ­მე. იმე­დი აქვს, რომ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს გა­იც­ნობს ასე­ვე მშვე­ნი­ერ გო­გო­ნას და და­ქორ­წინ­დე­ბი­ან. ექ­ნე­ბათ პა­ტა­რა ლა­მა­ზი სახ­ლი და იცხოვ­რე­ბენ ბედ­ნი­ე­რად...

ჩემი რეს­პონ­დენ­ტის ინ­ტერ­ვი­უ­ზე და­ყო­ლი­ე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა და სა­ბო­ლო­ოდ, მხო­ლოდ ანო­ნი­მუ­რო­ბის გა­რან­ტი­ით და­თან­ხმდა გულ­წრფელ სა­უ­ბარს. ოთოს (სა­ხე­ლი შეც­ვლი­ლია) ის­ტო­რია ევ­რო­პა­ში გად­მოხ­ვე­წი­ლი ბევ­რი ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლის ის­ტო­რი­ას გავს. "ის, ცუდი ბი­ჭია, ცი­ხე­ში იჯდა" (მხ/ფ "უძი­ნარ­თა მზე"), იტა­ლი­ის ცი­ხე­ში და თა­ნაც რამ­დენ­ჯერ­მე.

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტე სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბა?

- არ მინ­დო­და სა­უ­ბა­რი წუ­წუ­ნით და­მე­წყო, მაგ­რამ ასე გა­მო­დის. რამ­დე­ნი­მე წლის წინ მამა გარ­და­მეც­ვა­ლა მძი­მე სე­ნით. მა­ნამ­დე დიდ­ხანს ავად­მყო­ფობ­და და ოჯა­ხის მთე­ლი და­ნა­ზო­გი, მან­ქა­ნა, სახ­ლი მის მკურ­ნა­ლო­ბას მოხ­მარ­და. ავად­მყო­ფო­ბამ­დე მა­მას თა­ვი­სი ბიზ­ნე­სი ჰქონ­და და არა­სო­დეს გვი­ჭირ­და. მეც უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე, ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტე­ტი. მა­მას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­და. ჩემი პრო­ფე­სი­ით სამ­სა­ხუ­რი რა თქმა უნდა, ვერ ვი­შოვ­ნე. ყველ­გან გა­მოც­დი­ლე­ბას ითხოვ­დნენ. ფუ­ლის მა­თხოვ­რად ვი­ქე­ცი. თუკი ვინ­მეს ვიც­ნობ­დი, ბო­ლოს, ყვე­ლას ვალი მქონ­და. ბოლო პე­რი­ოდ­ში მან­ქა­ნის ნა­წი­ლებ­ზე და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა და პუ­რის ფულს ვშო­უ­ლობ­დი. მა­შინ გა­ვი­ცა­ნი ორი ტიპი, მან­ქა­ნე­ბი ჩა­მოჰ­ყავ­დათ გერ­მა­ნი­ი­დან. მოკ­ლედ, ნა­სეს­ხე­ბი ფული გა­და­ვუ­ხა­დე და გერ­მა­ნი­ამ­დე ჩაყ­ვა­ნა­ზე შევ­თან­ხმდით. იქ, ერთი-ორი ჩემი უბ­ნე­ლი მე­გუ­ლე­ბო­და. რომ მოვ­დი­ო­დი, გუ­ლის სიღ­რმე­ში მა­ინც ბავ­შვუ­რად მჯე­რო­და, რომ შევ­ძლებ­დი და სამ­სა­ხურს ვი­შოვ­ნი­დი, "მომ­პა­რა­ვო­ბა" ჩემი თვით­მი­ზა­ნი არ ყო­ფი­ლა.

- პირ­ვე­ლად რის­თვის და­გი­ჭი­რეს?

- გერ­მა­ნი­ა­ში ხში­რი კონ­ტრო­ლის გამო დიდ­ხანს ვერ გავ­ჩერ­დი. საფ­რან­გეთ­ში გა­და­ვე­დი, მაგ­რამ ვერ მო­ვერ­გე სი­ტუ­ა­ცი­ას. ისე­თი ახ­ლო­ბე­ლიც არა­ვინ მყავ­და, რომ მო­ე­ხე­და, ეგ კი ევ­რო­პა­ში ახა­ლი ჩა­სუ­ლის­თვის ბევ­რს ნიშ­ნავს. საფ­რან­გე­თი­დან რომ­ში, ერთ ჩემს კლა­სელს და­ვუ­რე­კე. მი­თხრა, აქამ­დე ჩა­მო­დი და მერე ჩვენ ვი­ცი­თო და ბევ­რი აღარ მი­ფიქ­რია. ამ წან­წალ­ში თით­ქმის ოთხი თვე გა­ვი­და. რამ­დენ­ჯერ­მე სად­გურ­ში მე­ძი­ნა, ერთხელ - მან­ქა­ნე­ბის სად­გომ­ზეც. იტა­ლი­ა­ში ორი კვი­რის ჩა­მო­სუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ პუ­რის სა­ყი­დე­ლი ფუ­ლიც აღარ მქონ­და. უკვე მე­რი­დე­ბო­და იმ ბი­ჭე­ბის, ვინც დამ­ხვდნენ და მი­პატ­რო­ნეს, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე პა­ტი­ვის­ცე­მა გა­და­მე­ხა­და. ერთ ტიპს სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­კე­თე­ბუ­ლი ჩან­თა ვე­თხო­ვე. შიგ­ნი­დან, სარ­ჩუ­ლის ნაც­ვლად, ალუ­მი­ნის ქა­ღალ­დი­ვით რა­ღაც ჰქონ­და გა­მო­კე­რე­ბუ­ლი, რომ მა­ღა­ზი­ი­დან გა­მოს­ვლის დროს სიგ­ნა­ლი­ზა­ცია არ ჩარ­თუ­ლი­ყო. ძვირ­ფა­სი სუ­ნა­მო­ე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვე­დი. ოთხი სუ­ნა­მო ავი­ღე, მაგ­რამ აშ­კა­რა იყო ჩემი დი­ლე­ტან­ტო­ბა. კონ­სულ­ტან­ტმა გო­გომ და­მი­ნა­ხა და ეტყო­ბა დაც­ვას აც­ნო­ბა. მივ­ხვდი, რომ რა­ღაც ისე ვერ იყო და სუ­ნა­მო­ე­ბის უკან და­დე­ბა გა­დავ­წყვი­ტე, მაგ­რამ დაც­ვის წევ­რი კა­რებ­ში იდგა და თვალს არ მა­ცი­ლებ­და. გა­მო­ვე­დი, გა­მა­ტა­რა და მა­ღა­ზი­ი­დან ათ მეტრში გა­მა­ჩე­რა. სუ­ნა­მო­ე­ბი ისევ ჩან­თა­ში მე­ლა­გა. ცოტა ხან­ში, პო­ლი­ცია მო­ვი­და და გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში წა­მიყ­ვა­ნეს. ის ღამე კო­მი­სა­რი­ატ­ში გა­ვა­ტა­რე.

არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა ის ორი პო­ლი­ცი­ე­ლი. არ ვიცი, რით და­ვიმ­სა­ხუ­რე მათი კე­თილ­გან­წყო­ბა. ერთს ინ­გლი­სუ­რად ვე­კონ­ტაქ­ტე­ბო­დი ცო­ტას. ლა­მის ბო­დი­შებს მიხ­დი­და, რომ და­მი­ჭი­რა. არ ხარ შენ კრი­მი­ნა­ლი და თავს ნუ იფუ­ჭე­ბო - მი­თხრა. წა­ვი­და, ყავა მო­მი­ტა­ნა ავ­ტო­მა­ტი­დან და თა­ვი­სი სი­გა­რე­ტი მომ­ცა. რაც იქ ვი­ყა­ვი, ხელ­ბორ­კი­ლი არ და­უ­დი­ათ, არც სა­სა­მარ­თლო­ში გა­დაყ­ვა­ნის დროს. წვრილ­მან ქურ­დო­ბა­ზე სა­სა­მარ­თლო დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით იმარ­თე­ბა, თურ­მე. მე­ო­რე დი­ლით გა­მა­სა­მარ­თლეს, ვე­რა­ფერს ვი­გებ­დი რას ამ­ბობ­დნენ. თარ­ჯი­მა­ნი თუ გინ­დაო, ინ­გლი­სუ­რად მი­თხრეს, მაგ­რამ შე­მე­შინ­და. ბულ­გა­რუ­ლი გა­კე­თე­ბუ­ლი სა­ბუ­თი მქონ­და, ქარ­თვე­ლი თარ­ჯი­მა­ნი რომ მო­მე­თხო­ვა, მიხ­ვდე­ბოდ­ნენ რომ ბულ­გა­რე­ლი არ ვი­ყა­ვი და ცალ­კე მა­გა­ზე შე­მექ­მნე­ბო­და პრობ­ლე­მა. სამი თვე მო­მი­სა­ჯეს. შიდა პა­ტიმ­რო­ბა­ში მიშ­ვებ­დნენ, მაგ­რამ რად­გან მუდ­მი­ვი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი არ მქონ­და, ცი­ხე­ში გა­მიშ­ვეს.

- გახ­სოვს პირ­ვე­ლი დღე ცი­ხე­ში?

- შე­იძ­ლე­ბა, კა­ცის­გან ძა­ლი­ან სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რად მო­გეჩ­ვე­ნოთ, მაგ­რამ პირ­ვე­ლად რომ გი­სო­სებს მიღ­მა აღ­მოვ­ჩნდი, მხო­ლოდ დე­და­ზე ვფიქ­რობ­დი. წარ­მო­მედ­გი­ნა, რა ძა­ლი­ან ცუ­დად გახ­დე­ბო­და, რო­დე­საც გა­ი­გებ­და, თუ რა დღე­ში ჩა­ვიგ­დე თავი.

პირ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე დღე ნამ­დვი­ლი ჯო­ჯო­ხე­თი აღ­მოჩ­ნდა. სატ­რან­ზი­ტო გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ყვე­ლა ჯუ­რის პა­ტი­მარს ნა­ხავ­დით. უმე­ტე­სო­ბა მუ­სულ­მა­ნე­ბი იყ­ვნენ. რო­გორც კი ლოც­ვის დრო მო­უ­ვი­დო­დათ, და­ე­ცე­მოდ­ნენ მუხ­ლებ­ზე და ხმა­მაღ­ლა იწყებ­დნენ ლოც­ვას. ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლე­ბი იყ­ვნენ. ვცდი­ლობ­დი სიმ­შვი­დე შე­მე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა. რა­ღა­ცებს მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ ალ­ბათ უკე­თე­სი იყო რომ არ მეს­მო­და, თო­რემ პა­სუ­ხის გა­ცე­მა მო­მი­წევ­და.

- გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან ცოტა ხან­ში ისევ და­გი­ჭი­რეს. შე­გიძ­ლია აღ­წე­რო რა მდგო­მა­რე­ო­ბაა იტა­ლი­ის ცი­ხე­ებ­ში და რო­გორ ექ­ცე­ვი­ან პა­ტიმ­რებს?

- ბი­ნის ქურ­დო­ბა­ზე და­მი­ჭი­რეს. რად­გან მა­ნამ­დე ნა­სა­მარ­თლე­ვი ვი­ყა­ვი, წე­ლი­წა­დი და ორი თვე მო­მი­სა­ჯეს, მაგ­რამ ად­ვო­კა­ტი ავიყ­ვა­ნე და ექვს თვე­ში ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რით გა­მო­მიშ­ვეს.

პი­რო­ბე­ბის რა გი­თხრათ, სას­ტუმ­რო არ არის, რაც არ უნდა იყოს, ციხე ცი­ხეა. ბად­რაგს ისე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს, რო­გორც შენ მი­დი­ხარ სამ­სა­ხურ­ში ყო­ველ დღე. იყ­ვნენ შე­და­რე­ბით ცი­ნი­კო­სი და აგ­რე­სი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც, მაგ­რამ ღა­მის ორ სა­ათ­ზე საკ­ნი­დან არა­ვის გა­მო­ვუგ­დი­ვარ და დე­რე­ფან­ში შიშ­ვე­ლი არა­ვის და­ვუ­ყე­ნე­ბი­ვარ, რო­გორც ამას სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ხე­ებ­ზე ამ­ბო­ბენ. შე­იძ­ლე­ბა ხდე­ბა, მაგ­რამ მე რაც იქ ვი­ყა­ვი, ეგეთ შემ­თხვე­ვას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. ხში­რად დავ­ყავ­დით სა­ვარ­ჯი­შოდ. იტა­ლი­უ­რი არ ვი­ცო­დი, თო­რემ სკო­ლაც იყო შიგ­ნით. ენის კურ­სე­ბიც ჰქონ­დათ, მინ­დო­და ენა მეს­წავ­ლა, მაგ­რამ მა­ლე­ვე გა­მო­ვე­დი. ჰყავთ პერ­სო­ნა­ლი, რო­მე­ლიც პა­ტიმ­რებ­ზე, მათ უფ­ლე­ბებ­ზე, გა­ნათ­ლე­ბა­სა და გა­რე­მოს­თან ადაპ­ტი­რე­ბა­ზე ზრუ­ნავს. რა­ღაც სო­ცი­ა­ლურ მუ­შაკ­სა და პე­და­გოგს შო­რი­საა, "ედუ­კა­ტო­რე­ბი" ჰქვი­ათ. პა­ტი­მარს ბევ­რი უფ­ლე­ბა აქვს ცი­ხე­ში, უბ­რა­ლოდ ჩვენ არ ვი­ცით ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბი. ეს ერ­თგვა­რად, ენის არ­ცოდ­ნის გა­მოც ხდე­ბა. თან ხომ იცით, ქარ­თვე­ლე­ბი რო­გო­რი ტი­პე­ბი ვართ, გვი­ტყდე­ბა სწავ­ლა და პო­ლი­ცი­ის­გან თუნ­დაც სარ­გებ­ლის მი­ღე­ბა. კი­დევ იმათ საჭ­მელ­თან გა­მი­ჭირ­და შე­გუ­ე­ბა, ყო­ველ დღე მა­კა­რო­ნი მოჰ­ქონ­დათ. კუჭი მტკი­ვა იმის მერე.

- მხო­ლოდ მა­კა­რონს გაჭ­მევ­დნენ?

- არა, სხვა საჭ­მე­ლიც მოჰ­ქონ­დათ, მაგ­რამ მა­კა­რო­ნი აუ­ცი­ლე­ბე­ლი ატ­რი­ბუ­ტი იყო.

- სხვა ქარ­თვე­ლე­ბი თუ იხ­დიდ­ნენ სას­ჯელს შენ­თან ერ­თად?

- სა­დაც მე ვი­ყა­ვი, იმ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ათამ­დე ქარ­თვე­ლი იყო. სხვა სარ­თულ­ზე ჰყავ­დათ მე­ტა­დო­ნის პროგ­რა­მა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი პა­ტიმ­რე­ბი. ცალ­კე "კუ­ტო­კი" ვი­ყა­ვით. თა­ვი­დან სხვა სა­კან­ში მოვ­ხვდი, სა­დაც ქარ­თვე­ლის ჭა­ჭა­ნე­ბა არ იყო. ლა­მის გავ­გიჟ­დი და ქარ­თვე­ლებ­თან გა­დაყ­ვა­ნა ვი­თხო­ვე. იმე­დი არ მქონ­და, მაგ­რამ და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს ჩემი მო­თხოვ­ნა. თუმ­ცა, ისევ ჩვენ თუ გა­ვა­ფუ­ჭებთ სი­ტუ­ა­ცი­ას. რო­გორც ვიცი, ბო­ლოს რამ­დე­ნი­მე ბიჭს უარი უთხრეს და­ნარ­ჩენ ქარ­თვე­ლებ­თან გა­დაყ­ვა­ნა­ზე, რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი ერ­თად შა­რი­აო, უპა­სუ­ხეს.

- მარ­თა­ლია, რომ ევ­რო­პა­ში ჩა­სუ­ლი ბი­ჭე­ბი, შე­და­რე­ბით ძველ ჩა­მო­სუ­ლებ­თან, სახ­ლე­ბის გა­ქურდვის ე.წ. "სპე­ცი­ა­ლურ კურსს" გა­დი­ან და ზოგ­ჯერ ამა­ში ფულ­საც იხ­დი­ან?

- ქურ­დად არ დავ­ბა­დე­ბულ­ვარ, ამი­ტომ მჭირ­დე­ბო­და რა­ღა­ცის სწავ­ლა, რომ არ ჩავ­ვარ­დნი­ლი­ყა­ვი და სხვე­ბის­თვის საფრ­თხის შექ­მნის გა­რე­შე მე­მოქ­მე­და. მო­მი­პა­რავს, მაგ­რამ მკვლე­ლი არ ვარ. ევ­რო­პა­ში მა­გით ვართ ცნო­ბი­ლე­ბი, რომ ადა­მი­ა­ნებს არ ვე­ხე­ბით. ძარ­ცვა და ყა­ჩა­ღო­ბა ჩვენ­თვის უცხოა. "ხე­ლო­ბის" შეს­წავ­ლა­ში ფული არ გა­და­მიხ­დია, იმ "სას­ტავ­ში" არ იყო "მო­სუ­ლი" ფუ­ლის აღე­ბა.

- იმ ხალ­ხთან შე­ხე­ბა ისევ გაქვს?

- და­იქ­საქ­სა ის ჯგუ­ფი. ზოგი და­ი­ჭი­რეს, ზოგი სხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­და­ვი­და, ერ­თიც სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და.

- რას ნა­ნობ?

- ბევრ რა­მეს ვნა­ნობ. თუმ­ცა, ბევ­რი რამ შექ­მნი­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­ვა­კე­თე და არა იმი­ტომ, რომ მე ეს ასე მინ­დო­და. რა­საც ძა­ლი­ან ვნა­ნობ და რაც მარ­თლა ჩემ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი, არის ის, რომ ცი­ხე­ში, რო­დე­საც ჰე­პა­ტი­ტის ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს, უარი ვთქვი. ვი­ფიქ­რე, რა ვიცი რას გა­მი­კე­თე­ბენ-მეთ­ქი. მოკ­ლედ, ჰე­პა­ტი­ტი "ავი­კი­დე".

- რას ურ­ჩევ­დი იმ ახალ­გაზ­რდებს, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პა­ში, იოლი ცხოვ­რე­ბის სა­ძი­ებ­ლად წა­მოს­ვლას გეგ­მა­ვენ?

- იმ­დე­ნი შეც­დო­მა მაქვს დაშ­ვე­ბუ­ლი, უფ­ლე­ბა არ მაქვს ვინ­მეს ჭკუა და­ვა­რი­გო. ყვე­ლას თა­ვი­სი გზა აქვს გა­სავ­ლე­ლი. ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით იმას ვე­ტყო­დი, რომ იოლი აქ არა­ფე­რი არ არის. ადრე თუ გვი­ან და­გი­ჭე­რენ, გა­მარ­თლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მხო­ლოდ ქურ­დო­ბის­თვის, მაგ­რამ რო­დე­საც ბი­ნა­ში შე­დი­ხარ, არას­დროს გაქვს გა­რან­ტია, რომ იქ მარ­თლაც არა­ვინ არის, ან ბავ­შვს არ სძი­ნავს. ზე­მოთ ვთქვი, რომ ქარ­თვე­ლე­ბი ფი­ზი­კურ კონ­ტაქტს ერი­დე­ბი­ან, მაგ­რამ აფექ­ტი­სა და სტრე­სის პი­რო­ბებ­ში არა­ვინ იცის, ვის რო­გო­რი რე­აქ­ცია ექ­ნე­ბა.

- კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­უბ­რობ?

- დიახ. ერთი ქარ­თვე­ლი სახ­ლის პატ­რონს გა­და­ა­წყდა. გა­მოქ­ცე­ვა უნ­დო­და, მაგ­რამ ის გა­მო­ე­კი­და. შე­მო­აკ­ვდა...

- რამ­დე­ნი წელი მი­უ­სა­ჯეს?

- ჯერ იტა­ლი­ა­ში იხ­დის სას­ჯელს სხვა და­ნა­შა­უ­ლის­თვის, კი­დევ რამ­დე­ნი­მე თვე დარ­ჩა. შემ­დეგ საფ­რან­გეთ­ში გა­და­იყ­ვა­ნენ ამ კონ­კრე­ტუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის სას­ჯე­ლის მო­სახ­დე­ლად.

- ამის შემ­დეგ რას აპი­რებ?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ დავ­ბრუნ­დე­ბი და დე­და­ჩემს სი­გა­რე­ტის ფუ­ლის თხოვ­ნას ვერ და­ვუ­წყებ. პერ­სპექ­ტი­ვას ვერ ვხე­დავ სა­ქარ­თვე­ლო­ში. რაც და­ვა­შა­ვე, იმის­თვის უკვე მო­ვი­ხა­დე სას­ჯე­ლი. შრო­მა არ მე­ზა­რე­ბა, სო­ფელ­შიც მი­მუ­შა­ვია ფი­ზი­კუ­რად, ახ­ლაც ზე­თის­ხი­ლის კრე­ფა­ზე ვმუ­შა­ობ, მაგ­რამ ცო­ტას იხ­დი­ან. გა­ვი­გე დის­კო­ტე­კებ­ზე დაც­ვა­ში აყავთ ბი­ჭე­ბი და არ არის ცუდი ანა­ზღა­უ­რე­ბა, მაგ­რამ არა­ლე­გა­ლე­ბის, მით უმე­ტეს კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლის მქო­ნე­ე­ბის და­საქ­მე­ბას ერი­დე­ბი­ან. იცი? ძა­ლი­ან მინ­და ვთქვა, რომ აღა­რა­სო­დეს მო­ვი­პა­რავ...

ნინო მა­მუ­კა­ძე

სპე­ცი­ა­ლუ­რად იტა­ლი­ი­დან, AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ქართველი ბიჭის აღსარება, რომელიც იტალიის ციხეში ქურდობისათვის სასჯელს იხდიდა

ქართველი ბიჭის აღსარება, რომელიც იტალიის ციხეში ქურდობისათვის სასჯელს იხდიდა

ოთო 32 წლისაა და დროებით იტალიაში ცხოვრობს, თუმცა "სამუშაოს სპეციფიკიდან" გამომდინარე ქვეყნის შეცვლაც უწევს ხოლმე. იმედი აქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს გაიცნობს ასევე მშვენიერ გოგონას და დაქორწინდებიან. ექნებათ პატარა ლამაზი სახლი და იცხოვრებენ ბედნიერად...

ჩემი რესპონდენტის ინტერვიუზე დაყოლიება ძალიან რთული აღმოჩნდა და საბოლოოდ, მხოლოდ ანონიმურობის გარანტიით დათანხმდა გულწრფელ საუბარს. ოთოს (სახელი შეცვლილია) ისტორია ევროპაში გადმოხვეწილი ბევრი ახალგაზრდა ქართველის ისტორიას გავს. "ის, ცუდი ბიჭია, ციხეში იჯდა" (მხ/ფ "უძინართა მზე"), იტალიის ციხეში და თანაც რამდენჯერმე.

- რატომ გადაწყვიტე საქართველოს დატოვება?

- არ მინდოდა საუბარი წუწუნით დამეწყო, მაგრამ ასე გამოდის. რამდენიმე წლის წინ მამა გარდამეცვალა მძიმე სენით. მანამდე დიდხანს ავადმყოფობდა და ოჯახის მთელი დანაზოგი, მანქანა, სახლი მის მკურნალობას მოხმარდა. ავადმყოფობამდე მამას თავისი ბიზნესი ჰქონდა და არასოდეს გვიჭირდა. მეც უნივერსიტეტი დავამთავრე, ეკონომიკის ფაკულტეტი. მამას გარდაცვალების შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა. ჩემი პროფესიით სამსახური რა თქმა უნდა, ვერ ვიშოვნე. ყველგან გამოცდილებას ითხოვდნენ. ფულის მათხოვრად ვიქეცი. თუკი ვინმეს ვიცნობდი, ბოლოს, ყველას ვალი მქონდა. ბოლო პერიოდში მანქანის ნაწილებზე დავიწყე მუშაობა და პურის ფულს ვშოულობდი. მაშინ გავიცანი ორი ტიპი, მანქანები ჩამოჰყავდათ გერმანიიდან. მოკლედ, ნასესხები ფული გადავუხადე და გერმანიამდე ჩაყვანაზე შევთანხმდით. იქ, ერთი-ორი ჩემი უბნელი მეგულებოდა. რომ მოვდიოდი, გულის სიღრმეში მაინც ბავშვურად მჯეროდა, რომ შევძლებდი და სამსახურს ვიშოვნიდი, "მომპარავობა" ჩემი თვითმიზანი არ ყოფილა.

- პირველად რისთვის დაგიჭირეს?

- გერმანიაში ხშირი კონტროლის გამო დიდხანს ვერ გავჩერდი. საფრანგეთში გადავედი, მაგრამ ვერ მოვერგე სიტუაციას. ისეთი ახლობელიც არავინ მყავდა, რომ მოეხედა, ეგ კი ევროპაში ახალი ჩასულისთვის ბევრს ნიშნავს. საფრანგეთიდან რომში, ერთ ჩემს კლასელს დავურეკე. მითხრა, აქამდე ჩამოდი და მერე ჩვენ ვიცითო და ბევრი აღარ მიფიქრია. ამ წანწალში თითქმის ოთხი თვე გავიდა. რამდენჯერმე სადგურში მეძინა, ერთხელ - მანქანების სადგომზეც. იტალიაში ორი კვირის ჩამოსული ვიყავი, რომ პურის საყიდელი ფულიც აღარ მქონდა. უკვე მერიდებოდა იმ ბიჭების, ვინც დამხვდნენ და მიპატრონეს, ამიტომ გადავწყვიტე პატივისცემა გადამეხადა. ერთ ტიპს სპეციალურად გაკეთებული ჩანთა ვეთხოვე. შიგნიდან, სარჩულის ნაცვლად, ალუმინის ქაღალდივით რაღაც ჰქონდა გამოკერებული, რომ მაღაზიიდან გამოსვლის დროს სიგნალიზაცია არ ჩართულიყო. ძვირფასი სუნამოების მაღაზიაში შევედი. ოთხი სუნამო ავიღე, მაგრამ აშკარა იყო ჩემი დილეტანტობა. კონსულტანტმა გოგომ დამინახა და ეტყობა დაცვას აცნობა. მივხვდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო და სუნამოების უკან დადება გადავწყვიტე, მაგრამ დაცვის წევრი კარებში იდგა და თვალს არ მაცილებდა. გამოვედი, გამატარა და მაღაზიიდან ათ მეტრში გამაჩერა. სუნამოები ისევ ჩანთაში მელაგა. ცოტა ხანში, პოლიცია მოვიდა და განყოფილებაში წამიყვანეს. ის ღამე კომისარიატში გავატარე.

არასოდეს დამავიწყდება ის ორი პოლიციელი. არ ვიცი, რით დავიმსახურე მათი კეთილგანწყობა. ერთს ინგლისურად ვეკონტაქტებოდი ცოტას. ლამის ბოდიშებს მიხდიდა, რომ დამიჭირა. არ ხარ შენ კრიმინალი და თავს ნუ იფუჭებო - მითხრა. წავიდა, ყავა მომიტანა ავტომატიდან და თავისი სიგარეტი მომცა. რაც იქ ვიყავი, ხელბორკილი არ დაუდიათ, არც სასამართლოში გადაყვანის დროს. წვრილმან ქურდობაზე სასამართლო დაჩქარებული წესით იმართება, თურმე. მეორე დილით გამასამართლეს, ვერაფერს ვიგებდი რას ამბობდნენ. თარჯიმანი თუ გინდაო, ინგლისურად მითხრეს, მაგრამ შემეშინდა. ბულგარული გაკეთებული საბუთი მქონდა, ქართველი თარჯიმანი რომ მომეთხოვა, მიხვდებოდნენ რომ ბულგარელი არ ვიყავი და ცალკე მაგაზე შემექმნებოდა პრობლემა. სამი თვე მომისაჯეს. შიდა პატიმრობაში მიშვებდნენ, მაგრამ რადგან მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ მქონდა, ციხეში გამიშვეს.

- გახსოვს პირველი დღე ციხეში?

- შეიძლება, კაცისგან ძალიან სენტიმენტალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ პირველად რომ გისოსებს მიღმა აღმოვჩნდი, მხოლოდ დედაზე ვფიქრობდი. წარმომედგინა, რა ძალიან ცუდად გახდებოდა, როდესაც გაიგებდა, თუ რა დღეში ჩავიგდე თავი.

პირველი რამდენიმე დღე ნამდვილი ჯოჯოხეთი აღმოჩნდა. სატრანზიტო განყოფილებაში ყველა ჯურის პატიმარს ნახავდით. უმეტესობა მუსულმანები იყვნენ. როგორც კი ლოცვის დრო მოუვიდოდათ, დაეცემოდნენ მუხლებზე და ხმამაღლა იწყებდნენ ლოცვას. ძალიან აგრესიულები იყვნენ. ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა. რაღაცებს მეუბნებოდნენ, მაგრამ ალბათ უკეთესი იყო რომ არ მესმოდა, თორემ პასუხის გაცემა მომიწევდა.

- გათავისუფლებიდან ცოტა ხანში ისევ დაგიჭირეს. შეგიძლია აღწერო რა მდგომარეობაა იტალიის ციხეებში და როგორ ექცევიან პატიმრებს?

- ბინის ქურდობაზე დამიჭირეს. რადგან მანამდე ნასამართლევი ვიყავი, წელიწადი და ორი თვე მომისაჯეს, მაგრამ ადვოკატი ავიყვანე და ექვს თვეში ელექტრონული სამაჯურით გამომიშვეს.

პირობების რა გითხრათ, სასტუმრო არ არის, რაც არ უნდა იყოს, ციხე ციხეა. ბადრაგს ისეთი დამოკიდებულება აქვს, როგორც შენ მიდიხარ სამსახურში ყოველ დღე. იყვნენ შედარებით ცინიკოსი და აგრესიული თანამშრომლებიც, მაგრამ ღამის ორ საათზე საკნიდან არავის გამოვუგდივარ და დერეფანში შიშველი არავის დავუყენებივარ, როგორც ამას საქართველოს ციხეებზე ამბობენ. შეიძლება ხდება, მაგრამ მე რაც იქ ვიყავი, ეგეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. ხშირად დავყავდით სავარჯიშოდ. იტალიური არ ვიცოდი, თორემ სკოლაც იყო შიგნით. ენის კურსებიც ჰქონდათ, მინდოდა ენა მესწავლა, მაგრამ მალევე გამოვედი. ჰყავთ პერსონალი, რომელიც პატიმრებზე, მათ უფლებებზე, განათლებასა და გარემოსთან ადაპტირებაზე ზრუნავს. რაღაც სოციალურ მუშაკსა და პედაგოგს შორისაა, "ედუკატორები" ჰქვიათ. პატიმარს ბევრი უფლება აქვს ციხეში, უბრალოდ ჩვენ არ ვიცით ჩვენი უფლებები. ეს ერთგვარად, ენის არცოდნის გამოც ხდება. თან ხომ იცით, ქართველები როგორი ტიპები ვართ, გვიტყდება სწავლა და პოლიციისგან თუნდაც სარგებლის მიღება. კიდევ იმათ საჭმელთან გამიჭირდა შეგუება, ყოველ დღე მაკარონი მოჰქონდათ. კუჭი მტკივა იმის მერე.

- მხოლოდ მაკარონს გაჭმევდნენ?

- არა, სხვა საჭმელიც მოჰქონდათ, მაგრამ მაკარონი აუცილებელი ატრიბუტი იყო.

- სხვა ქართველები თუ იხდიდნენ სასჯელს შენთან ერთად?

- სადაც მე ვიყავი, იმ განყოფილებაში ათამდე ქართველი იყო. სხვა სართულზე ჰყავდათ მეტადონის პროგრამაში მყოფი ქართველი პატიმრები. ცალკე "კუტოკი" ვიყავით. თავიდან სხვა საკანში მოვხვდი, სადაც ქართველის ჭაჭანება არ იყო. ლამის გავგიჟდი და ქართველებთან გადაყვანა ვითხოვე. იმედი არ მქონდა, მაგრამ დააკმაყოფილეს ჩემი მოთხოვნა. თუმცა, ისევ ჩვენ თუ გავაფუჭებთ სიტუაციას. როგორც ვიცი, ბოლოს რამდენიმე ბიჭს უარი უთხრეს დანარჩენ ქართველებთან გადაყვანაზე, რამდენიმე ქართველი ერთად შარიაო, უპასუხეს.

- მართალია, რომ ევროპაში ჩასული ბიჭები, შედარებით ძველ ჩამოსულებთან, სახლების გაქურდვის ე.წ. "სპეციალურ კურსს" გადიან და ზოგჯერ ამაში ფულსაც იხდიან?

- ქურდად არ დავბადებულვარ, ამიტომ მჭირდებოდა რაღაცის სწავლა, რომ არ ჩავვარდნილიყავი და სხვებისთვის საფრთხის შექმნის გარეშე მემოქმედა. მომიპარავს, მაგრამ მკვლელი არ ვარ. ევროპაში მაგით ვართ ცნობილები, რომ ადამიანებს არ ვეხებით. ძარცვა და ყაჩაღობა ჩვენთვის უცხოა. "ხელობის" შესწავლაში ფული არ გადამიხდია, იმ "სასტავში" არ იყო "მოსული" ფულის აღება.

- იმ ხალხთან შეხება ისევ გაქვს?

- დაიქსაქსა ის ჯგუფი. ზოგი დაიჭირეს, ზოგი სხვა ქვეყანაში გადავიდა, ერთიც საქართველოში დაბრუნდა.

- რას ნანობ?

- ბევრ რამეს ვნანობ. თუმცა, ბევრი რამ შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე გავაკეთე და არა იმიტომ, რომ მე ეს ასე მინდოდა. რასაც ძალიან ვნანობ და რაც მართლა ჩემზე იყო დამოკიდებული, არის ის, რომ ციხეში, როდესაც ჰეპატიტის ვაქცინის გაკეთება შემომთავაზეს, უარი ვთქვი. ვიფიქრე, რა ვიცი რას გამიკეთებენ-მეთქი. მოკლედ, ჰეპატიტი "ავიკიდე".

- რას ურჩევდი იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ევროპაში, იოლი ცხოვრების საძიებლად წამოსვლას გეგმავენ?

- იმდენი შეცდომა მაქვს დაშვებული, უფლება არ მაქვს ვინმეს ჭკუა დავარიგო. ყველას თავისი გზა აქვს გასავლელი. ჩემი გამოცდილების გათვალისწინებით იმას ვეტყოდი, რომ იოლი აქ არაფერი არ არის. ადრე თუ გვიან დაგიჭერენ, გამართლების შემთხვევაში მხოლოდ ქურდობისთვის, მაგრამ როდესაც ბინაში შედიხარ, არასდროს გაქვს გარანტია, რომ იქ მართლაც არავინ არის, ან ბავშვს არ სძინავს. ზემოთ ვთქვი, რომ ქართველები ფიზიკურ კონტაქტს ერიდებიან, მაგრამ აფექტისა და სტრესის პირობებში არავინ იცის, ვის როგორი რეაქცია ექნება.

- კონკრეტული ფაქტიდან გამომდინარე საუბრობ?

- დიახ. ერთი ქართველი სახლის პატრონს გადააწყდა. გამოქცევა უნდოდა, მაგრამ ის გამოეკიდა. შემოაკვდა...

- რამდენი წელი მიუსაჯეს?

- ჯერ იტალიაში იხდის სასჯელს სხვა დანაშაულისთვის, კიდევ რამდენიმე თვე დარჩა. შემდეგ საფრანგეთში გადაიყვანენ ამ კონკრეტული დანაშაულისთვის სასჯელის მოსახდელად.

- ამის შემდეგ რას აპირებ?

- საქართველოში ვერ დავბრუნდები და დედაჩემს სიგარეტის ფულის თხოვნას ვერ დავუწყებ. პერსპექტივას ვერ ვხედავ საქართველოში. რაც დავაშავე, იმისთვის უკვე მოვიხადე სასჯელი. შრომა არ მეზარება, სოფელშიც მიმუშავია ფიზიკურად, ახლაც ზეთისხილის კრეფაზე ვმუშაობ, მაგრამ ცოტას იხდიან. გავიგე დისკოტეკებზე დაცვაში აყავთ ბიჭები და არ არის ცუდი ანაზღაურება, მაგრამ არალეგალების, მით უმეტეს კრიმინალური წარსულის მქონეების დასაქმებას ერიდებიან. იცი? ძალიან მინდა ვთქვა, რომ აღარასოდეს მოვიპარავ...

ნინო მამუკაძე

სპეციალურად იტალიიდან, AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია