საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელისაშვილს განცხადებების გარდა მოუწევს, პროკურატურას მტკიცებულებებიც წარუდგინოს, თუკი ასეთი გააჩნია - თეა წულუკიანი
ელისაშვილს განცხადებების გარდა მოუწევს, პროკურატურას მტკიცებულებებიც წარუდგინოს, თუკი ასეთი გააჩნია - თეა წულუკიანი

ამ ქვე­ყა­ნა­ში კო­რუფ­ცია ვერ დაბ­რუნ­დე­ბა, - ასე უპა­სუ­ხა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტატ ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბას, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს პა­ტიმ­რე­ბის შე­წყა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­რუფ­ცი­ა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

"გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია და კო­რუფ­ცია ამ ქვე­ყა­ნა­ში ვერ დაბ­რუნ­დე­ბა. თუკი ვინ­მემ, ვინც არ უნდა იყოს ის, რამე და­ა­შა­ვა ამ სფე­რო­ში და კა­ნო­ნი და­არ­ღვია, ეს არის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი წე­სით დას­ჯა­დი. პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ თე­მა­ზე მუ­შა­ობს და რა თქმა უნდა, ბა­ტონ ელი­საშ­ვილს გან­ცხა­დე­ბე­ბის გარ­და მო­უ­წევს, ალ­ბათ, ყვე­ლა ის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, თუკი ასე­თი გა­აჩ­ნია, პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­ა­წო­დოს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­დეს", - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

კი­თხვა­ზე, ჰქონ­და თუ არა მას პა­ტიმ­რე­ბის შე­წყა­ლე­ბის ფაქ­ტებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში კო­რუფ­ცი­ის არ­სე­ბო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია, იუს­ტი­ცი­ის მინ­სიტრმა აღ­ნიშ­ნა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ის­მი­ნა.

"იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო არას­დროს ყო­ფი­ლა ჩარ­თუ­ლი ამ­ნის­ტი­ის კა­ნონ­ზე მუ­შა­ო­ბა­ში, არც პრო­ექ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა­სა და არც იმ საქ­მე­ე­ბის გან­ხილ­ვა­ში, რომ­ლე­ბიც ამ­ნის­ტი­ის კა­ნო­ნის მოქ­მე­დე­ბის ქვეშ უნდა მოხ­ვედ­რი­ლი­ყო", - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ორი დღის წინ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 339-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, რაც ზე­გავ­ლე­ნით ვაჭ­რო­ბას გუ­ლის­ხმობს, გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­ფუძ­ვე­ლი შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა გახ­და, რომ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ი­თაც, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ზო­გი­ერ­თი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი კონ­კრე­ტუ­ლი პა­ტიმ­რე­ბის შე­წყა­ლე­ბით არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რის გა­მოც ისი­ნი შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რო­ე­ბის პე­რი­ოდ­ში მას­ზე ზე­წო­ლას ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გუ­შინ ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი და შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის მოქ­მე­დი თავ­მჯდო­მა­რე ზვი­ად ქო­რი­ძე და­კი­თხეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გა­მოგ­ვყე­ვით, რომ არ გა­მო­ტო­ვოთ პო­ლი­ტი­კის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბი.

გა­მო­ი­წე­რეთ პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პო­ლი­ტი­კა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

ელისაშვილს განცხადებების გარდა მოუწევს, პროკურატურას მტკიცებულებებიც წარუდგინოს, თუკი ასეთი გააჩნია - თეა წულუკიანი

ელისაშვილს განცხადებების გარდა მოუწევს, პროკურატურას მტკიცებულებებიც წარუდგინოს, თუკი ასეთი გააჩნია - თეა წულუკიანი

ამ ქვეყანაში კორუფცია ვერ დაბრუნდება, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თბილისის საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილის ბრალდებას, რომელიც ხელისუფლების მაღალჩინოსნებს პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით კორუფციაში ადანაშაულებს.

"გამოძიება უკვე დაწყებულია და კორუფცია ამ ქვეყანაში ვერ დაბრუნდება. თუკი ვინმემ, ვინც არ უნდა იყოს ის, რამე დააშავა ამ სფეროში და კანონი დაარღვია, ეს არის სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი. პროკურატურა ამ თემაზე მუშაობს და რა თქმა უნდა, ბატონ ელისაშვილს განცხადებების გარდა მოუწევს, ალბათ, ყველა ის მტკიცებულება, თუკი ასეთი გააჩნია, პროკურატურას მიაწოდოს, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით წავიდეს", - განაცხადა წულუკიანმა.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას პატიმრების შეწყალების ფაქტებთან მიმართებაში კორუფციის არსებობასთან დაკავშირებით ინფორმაცია, იუსტიციის მინსიტრმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი მედიის საშუალებით მოისმინა.

"იუსტიციის სამინისტრო არასდროს ყოფილა ჩართული ამნისტიის კანონზე მუშაობაში, არც პროექტის შემუშავებასა და არც იმ საქმეების განხილვაში, რომლებიც ამნისტიის კანონის მოქმედების ქვეშ უნდა მოხვედრილიყო", - განაცხადა წულუკიანმა.

მთავარმა პროკურატურამ ორი დღის წინ სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს, გამოძიება დაიწყო. აღნიშნულის საფუძველი შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადება გახდა, რომლის ინფორმაციითაც, "ქართული ოცნების" ზოგიერთი მაღალჩინოსანი კონკრეტული პატიმრების შეწყალებით არის დაინტერესებული, რის გამოც ისინი შეწყალების კომისიის თავმჯდომაროების პერიოდში მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში გუშინ ალეკო ელისაშვილი და შეწყალების კომისიის მოქმედი თავმჯდომარე ზვიად ქორიძე დაკითხეს.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."