პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინვესტიციები შემცირდა - მთავარი დამნაშავე კალაძის უწყებაა
ინვესტიციები შემცირდა - მთავარი დამნაშავე კალაძის უწყებაა

ენერ­გე­ტი­კა­სა და და­მა­მუ­შა­ვე­ბელ მრეწ­ვე­ლო­ბა­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი მცირ­დე­ბა. ეს ის დარ­გე­ბია, რო­მელ­ზე­დაც უცხო­უ­რი კა­პი­ტა­ლის მო­ზიდ­ვის თვალ­საზ­რი­სით, მთავ­რო­ბა ყვე­ლა­ზე მეტ იმედს ამ­ყა­რებ­და. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, მთლი­ა­ნო­ბა­ში, სამ კვარ­ტალ­ში 1 მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე მეტი ინ­ვეს­ტი­ცია შე­მო­ვი­და. ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 17%-ით ჩა­მორ­ჩე­ბა შარ­შან­დელ მაჩ­ვე­ნე­ბელს და 92%-ით აღე­მა­ტე­ბა შარ­შან­წინ­დელს.

წი­ნას­წა­რი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბამ 2015 წლის მე-3 კვარ­ტალ­ში 489 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა, რაც 2014 წლის მე-3 კვარ­ტა­ლის და­ზუს­ტე­ბულ მო­ნა­ცემ­ზე 33%-ით ნაკ­ლე­ბია. სამ კვარ­ტალ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ვეს­ტო­რებ­მა 1,019 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი და­ა­ბან­დეს, რაც წინა წლის შე­სა­ბა­მი­სი პე­რი­ო­დის მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით 17%-ით ნაკ­ლე­ბია. ამ­ჯე­რად უმ­სხვი­ლე­სი ინ­ვეს­ტო­რი ქვეყ­ნე­ბია: აზერ­ბა­ი­ჯა­ნი (სა­ერ­თო მო­ცუ­ლო­ბის 35%), ნი­დერ­ლან­დე­ბი (11%) და თურ­ქე­თი (9%).

სამი უმ­სხვი­ლე­სი სექ­ტო­რის წილ­მა (გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით) 2015 წლის მე-3 კვარ­ტალ­ში 72% შე­ად­გი­ნა. ყვე­ლა­ზე მეტი პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცია ტრან­სპორ­ტი­სა და კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის სექ­ტორ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და - 218 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი, რაც მთლი­ა­ნი მო­ცუ­ლო­ბის 45%-ია. მე­ო­რე ად­გილ­ზეა სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რი - 73 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი, ხოლო მე­სა­მე­ზე და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი მრეწ­ვე­ლო­ბა - 68 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი (შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით 44 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით ნაკ­ლე­ბი). ენერ­გე­ტი­კა­ში მე-3 კვარ­ტალ­ში სულ 22 მლნ დო­ლა­რის უცხო­უ­რი კა­პი­ტა­ლი შე­მო­ვი­და, რაც 29 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით ნაკ­ლე­ბია წინა წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით. სამ კვარ­ტალ­ში კი ენერ­გე­ტი­კას 129 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით შე­უმ­ცირ­და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი.

წლის და­სა­წყის­ში ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი კახა კა­ლა­ძე წლის ბო­ლომ­დე თა­ვის სექ­ტორ­ში 640 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ას ელო­და. "ოპ­ტი­მის­ტუ­რად ვარ გან­წყო­ბი­ლი", _ გა­ნა­ცხა­და რამ­დე­ნი­მე თვის წი­ნათ კა­ლა­ძემ და კონ­კრე­ტულ გეგ­მებ­ზეც ისა­უბ­რა. კერ­ძოდ, წელს აჭა­რა­ში 50-დან 60 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე ინ­ვეს­ტი­ცია უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო, "ტატა ჯგუფს" ენერ­გე­ტი­კა­ში 100 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი უნდა და­ე­ბან­დე­ბი­ნა, ხოლო "და­რი­ალ­ჰე­სის" პრო­ექტს 30 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი მო­ე­ტა­ნა.

"ეს, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბია. მხო­ლოდ ენერ­გე­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით, 2015 წელს 640 მი­ლი­ო­ნი ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა", - სჯე­რო­და კა­ლა­ძეს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

ინვესტიციები შემცირდა - მთავარი დამნაშავე კალაძის უწყებაა

ინვესტიციები შემცირდა - მთავარი დამნაშავე კალაძის უწყებაა

ენერგეტიკასა და დამამუშავებელ მრეწველობაში ინვესტიციები მცირდება. ეს ის დარგებია, რომელზედაც უცხოური კაპიტალის მოზიდვის თვალსაზრისით, მთავრობა ყველაზე მეტ იმედს ამყარებდა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მთლიანობაში, სამ კვარტალში 1 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა. ეს მაჩვენებელი 17%-ით ჩამორჩება შარშანდელ მაჩვენებელს და 92%-ით აღემატება შარშანწინდელს.

წინასწარი სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წლის მე-3 კვარტალში 489 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის მე-3 კვარტალის დაზუსტებულ მონაცემზე 33%-ით ნაკლებია. სამ კვარტალში საქართველოში ინვესტორებმა 1,019 მილიარდი დოლარი დააბანდეს, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 17%-ით ნაკლებია. ამჯერად უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნებია: აზერბაიჯანი (საერთო მოცულობის 35%), ნიდერლანდები (11%) და თურქეთი (9%).

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2015 წლის მე-3 კვარტალში 72% შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა - 218 მილიონი დოლარი, რაც მთლიანი მოცულობის 45%-ია. მეორე ადგილზეა საფინანსო სექტორი - 73 მილიონი დოლარი, ხოლო მესამეზე დამამუშავებელი მრეწველობა - 68 მილიონი დოლარი (შარშანდელთან შედარებით 44 მილიონი დოლარით ნაკლები). ენერგეტიკაში მე-3 კვარტალში სულ 22 მლნ დოლარის უცხოური კაპიტალი შემოვიდა, რაც 29 მილიონი დოლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სამ კვარტალში კი ენერგეტიკას 129 მილიონი დოლარით შეუმცირდა ინვესტიციები.

წლის დასაწყისში ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე წლის ბოლომდე თავის სექტორში 640 მილიონი დოლარის ინვესტიციას ელოდა. "ოპტიმისტურად ვარ განწყობილი", _ განაცხადა რამდენიმე თვის წინათ კალაძემ და კონკრეტულ გეგმებზეც ისაუბრა. კერძოდ, წელს აჭარაში 50-დან 60 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო, "ტატა ჯგუფს" ენერგეტიკაში 100 მილიონი დოლარი უნდა დაებანდებინა, ხოლო "დარიალჰესის" პროექტს 30 მილიონი დოლარი მოეტანა.

"ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციებია. მხოლოდ ენერგეტიკის მიმართულებით, 2015 წელს 640 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია განხორციელდება", - სჯეროდა კალაძეს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია