საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის საგარეო ვალი განუხრელად იზრდებოდა" - ვალების მომსახურება ქვეყნის ეკონომიკისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთია
"ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის საგარეო ვალი განუხრელად იზრდებოდა" - ვალების მომსახურება ქვეყნის ეკონომიკისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთია

ცნო­ბი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთლი­ან­მა სა­გა­რეო ვალ­მა, 2015 წლის 30 ივ­ნი­სის მდგო­მა­რე­ო­ბით, 14,1 მლრდ აშშ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. აქე­დან სა­ხელ­მწი­ფო სა­გა­რეო ვა­ლის მო­ცუ­ლო­ბა 5.9 მლრდ აშშ დო­ლა­რია. 2015 წლის პირ­ვე­ლი სამი კვარტლის მდგო­მა­რე­ო­ბით, გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, სა­გა­რეო ვალი აშშ დო­ლარ­ში შემ­ცი­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა ვა­ლუ­ტის კურ­სის ცვლი­ლე­ბის გამო ლარ­ში პი­რი­ქით, გაზ­რდი­ლია. მთავ­რო­ბის უმ­სხვი­ლეს მრა­ვალ­მხრივ კრე­დი­ტორ­თა სა­მე­უ­ლი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: გან­ვი­თა­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცია, ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბან­კი და აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი, ხოლო უმ­სხვი­ლეს ორ­მხრივ კრე­დი­ტორ­თა სა­მე­უ­ლია: გერ­მა­ნია, ია­პო­ნია და რუ­სე­თი.

რო­გორც ეკო­ნო­მი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ავთო სი­ლა­გა­ძე ამ­ბობს, 2010 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ვალი გა­ნუხ­რე­ლად იზ­რდე­ბო­და:

ავთო სი­ლა­გა­ძე - გა­სუ­ლი წლე­ბის სტა­ტის­ტი­კას თუ მო­ვიშ­ვე­ლი­ებთ, ასეთ სუ­რათს და­ვი­ნა­ხავთ: 2010 წლის 31 დე­კემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით, მთლი­ა­ნი სა­გა­რეო ვალი იყო 10,6 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი. 2011 წლის ბო­ლოს კი, 11,6 მი­ლი­არ­დი გახ­და ანუ და­ახ­ლო­ე­ბით 1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რით გა­ი­ზარ­და. 2012 წლის ბო­ლოს ჩვე­ნი ქვეყ­ნის მთლი­ა­ნი ვალი 13,3 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი გახ­და ანუ კი­დევ 1,5 მი­ლი­არ­დით მო­ი­მა­ტა. 2013 წელს მთლი­ა­ნი სა­გა­რეო ვალი უმ­ნიშ­ვნე­ლოდ, მაგ­რამ მა­ინც შემ­ცირ­და და 13, 255 მლრდ ლარი შე­ად­გი­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა 2014 წელს, 13,8 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი გახ­და ანუ ისევ გა­ი­ზარ­და. ამ­ჟა­მად, მთლი­ა­ნი სა­გა­რეო ვალი უკვე 14,1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რია. აქე­დან დას­კვნა: მთლი­ა­ნი სა­გა­რეო ვალი ძა­ლი­ან სწრა­ფი ტემ­პით იზ­რდე­ბო­და 2010-2102 წლებ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, ხოლო შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში ასეთ ზრდას ად­გი­ლი აღარ ჰქო­ნია. ახლა რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ვალს - სა­ხელ­მწი­ფო ვალ­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა რო­გორც მთავ­რო­ბის, ასე­ვე ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ვა­ლე­ბი.

მთავ­რო­ბის ვალი 2010-2012 წლებ­ში ასე­ვე სწრა­ფი ტემ­პე­ბით იზ­რდე­ბო­და, შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში კი, მდგო­მა­რე­ო­ბა შე­და­რე­ბით დას­ტა­ბი­ლურ­და. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით ანუ 2015 წლის შუა პე­რი­ოდ­ში, მთავ­რო­ბის ვალი 4,3 მი­ლი­არდ დო­ლა­რია. ბოლო წლებ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ვალი, რო­მე­ლიც ახლა 233 მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენს მა­შინ, რო­დე­საც 2013 წლის ბო­ლოს 500 მი­ლი­ონ დო­ლარს აღ­წევ­და. 2014 წლის ბო­ლო­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ვა­ლებს მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრა­ფად ის­ტუმ­რებ­და, რი­თაც ძა­ლი­ან და­აჩ­ქა­რა ლა­რის დე­ვალ­ვა­ცი­ის პრო­ცე­სი, მაგ­რამ ეს უკვე სულ სხვა თე­მაა.

ავთო სი­ლა­გა­ძის თქმით, ჩვენს ქვე­ყა­ნას ვა­ლის მომ­სა­ხუ­რე­ბა საკ­მა­ოდ ძვი­რი უჯ­დე­ბა და ეს უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­შიც გა­მოჩ­ნდე­ბა:

- სულ მალე, მთლი­ა­ნი სა­გა­რეო ვა­ლის მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის 1 მი­ლი­არდ 400 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის თან­ხა გვექ­ნე­ბა გა­სას­ტუმ­რე­ბე­ლი. ეს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­და­სახ­დე­ლი თან­ხაა, რად­გან ქვე­ყა­ნამ 900 მი­ლი­ო­ნამ­დე ძი­რი­თა­დი ვალი უნდა გა­და­ი­ხა­დოს, ხოლო პრო­ცენ­ტის სა­ხით 500 მი­ლი­ო­ნის ფარ­გლებ­ში უნდა გა­და­ვი­ხა­დოთ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის საგარეო ვალი განუხრელად იზრდებოდა" - ვალების მომსახურება ქვეყნის ეკონომიკისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთია

"ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის საგარეო ვალი განუხრელად იზრდებოდა" - ვალების მომსახურება ქვეყნის ეკონომიკისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთია

ცნობილია, რომ საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2015 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 14,1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 5.9 მლრდ აშშ დოლარია. 2015 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საგარეო ვალი აშშ დოლარში შემცირებულია, თუმცა ვალუტის კურსის ცვლილების გამო ლარში პირიქით, გაზრდილია. მთავრობის უმსხვილეს მრავალმხრივ კრედიტორთა სამეული ასე გამოიყურება: განვითარების საერთაშორისო ასოციაცია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი და აზიის განვითარების ბანკი, ხოლო უმსხვილეს ორმხრივ კრედიტორთა სამეულია: გერმანია, იაპონია და რუსეთი.

როგორც ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ავთო სილაგაძე ამბობს, 2010 წლიდან მოყოლებული, ჩვენი ქვეყნის ვალი განუხრელად იზრდებოდა:

ავთო სილაგაძე - გასული წლების სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, ასეთ სურათს დავინახავთ: 2010 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანი საგარეო ვალი იყო 10,6 მილიარდი დოლარი. 2011 წლის ბოლოს კი, 11,6 მილიარდი გახდა ანუ დაახლოებით 1 მილიარდი დოლარით გაიზარდა. 2012 წლის ბოლოს ჩვენი ქვეყნის მთლიანი ვალი 13,3 მილიარდი დოლარი გახდა ანუ კიდევ 1,5 მილიარდით მოიმატა. 2013 წელს მთლიანი საგარეო ვალი უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც შემცირდა და 13, 255 მლრდ ლარი შეადგინა. რაც შეეხება 2014 წელს, 13,8 მილიარდი დოლარი გახდა ანუ ისევ გაიზარდა. ამჟამად, მთლიანი საგარეო ვალი უკვე 14,1 მილიარდი დოლარია. აქედან დასკვნა: მთლიანი საგარეო ვალი ძალიან სწრაფი ტემპით იზრდებოდა 2010-2102 წლებში, დაახლოებით, ხოლო შემდგომ პერიოდში ასეთ ზრდას ადგილი აღარ ჰქონია. ახლა რაც შეეხება სახელმწიფო ვალს - სახელმწიფო ვალში განიხილება როგორც მთავრობის, ასევე ეროვნული ბანკის ვალები.

მთავრობის ვალი 2010-2012 წლებში ასევე სწრაფი ტემპებით იზრდებოდა, შემდგომ პერიოდში კი, მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა. დღეის მდგომარეობით ანუ 2015 წლის შუა პერიოდში, მთავრობის ვალი 4,3 მილიარდ დოლარია. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა ეროვნული ბანკის ვალი, რომელიც ახლა 233 მილიონ დოლარს შეადგენს მაშინ, როდესაც 2013 წლის ბოლოს 500 მილიონ დოლარს აღწევდა. 2014 წლის ბოლოდან მოყოლებული, ეროვნული ბანკი ვალებს მაქსიმალურად სწრაფად ისტუმრებდა, რითაც ძალიან დააჩქარა ლარის დევალვაციის პროცესი, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა თემაა.

ავთო სილაგაძის თქმით, ჩვენს ქვეყანას ვალის მომსახურება საკმაოდ ძვირი უჯდება და ეს უახლოეს პერიოდშიც გამოჩნდება:

- სულ მალე, მთლიანი საგარეო ვალის მომსახურებისთვის 1 მილიარდ 400 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა გვექნება გასასტუმრებელი. ეს დაუყოვნებლივ გადასახდელი თანხაა, რადგან ქვეყანამ 900 მილიონამდე ძირითადი ვალი უნდა გადაიხადოს, ხოლო პროცენტის სახით 500 მილიონის ფარგლებში უნდა გადავიხადოთ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია