პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის აეროპორტში ანკარის ინტერპოლის მიერ მრავალი დანაშაულისთვის ძებნილი კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერი დააკავეს
თბილისის აეროპორტში ანკარის ინტერპოლის მიერ მრავალი დანაშაულისთვის ძებნილი კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერი დააკავეს

შსს-მ ან­კა­რის ინ­ტერ­პო­ლის მიერ ძებ­ნი­ლი პირი და­ა­კა­ვა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, თბი­ლი­სის ინ­ტერ­პო­ლის და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­სა­ზღვრო სა­მიგ­რა­ციო კონ­ტრო­ლის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად, თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე ძებ­ნი­ლი, თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე, 1962 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ალი რიზა ის­ლა­მი, რო­მე­ლიც ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფოს პას­პორ­ტით ლატ­ვი­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლას ცდი­ლობ­და, თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში და­ა­კა­ვეს.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა და­კა­ვე­ბის და შემ­დგო­მი ექ­სტრა­დი­ცი­ის მიზ­ნით, ან­კა­რის ინ­ტერ­პო­ლის მიერ სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა­ში 2015 წლის 30 ნო­ემ­ბერს გა­მო­ცხად­და. მას თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის სის­ხლის სა­მარ­თლის 58-ე კო­დექ­სის 220/1, 220/2, 188/3-4-5 და 53-ე მუხ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­დე­ნა ედე­ბა ბრა­ლად, რაც კრი­მი­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შექ­მნას, წევ­რო­ბას და ჰე­რო­ი­ნის გა­და­ზიდ­ვას გუ­ლის­ხმობს. თურ­ქე­თის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, იგეგ­მე­ბო­და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ევ­რო­პის მი­მარ­თუ­ლე­ბით ტრან­სპორ­ტი­რე­ბა. 2013 წლის 20 თე­ბერ­ვალს ქა­ლაქ სტამ­ბულ­ში ჩა­ტარ­და ოპე­რა­ცია, რა დრო­საც ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან 101 კი­ლოგ­რა­მი და 700 გრა­მი ჰე­რო­ი­ნი ამო­ი­ღეს. გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად ასე­ვე დად­გინ­და, რომ კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის ლი­დე­რი ალი რიზა ის­ლა­მი იყო", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ­ჟა­მად ალი რიზა ის­ლა­მი და­კა­ვე­ბუ­ლი და გა­დაყ­ვა­ნი­ლია თბი­ლი­სის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის N1 იზო­ლა­ტორ­ში. მის მი­მართ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი წი­ნა­სა­ექ­სტრა­დი­ციო პრო­ცე­დუ­რე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

თბილისის აეროპორტში ანკარის ინტერპოლის მიერ მრავალი დანაშაულისთვის ძებნილი კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერი დააკავეს

თბილისის აეროპორტში ანკარის ინტერპოლის მიერ მრავალი დანაშაულისთვის ძებნილი კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერი დააკავეს

შსს-მ ანკარის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, თბილისის ინტერპოლის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1962 წელს დაბადებული ალი რიზა ისლამი, რომელიც ნიდერლანდების სამეფოს პასპორტით ლატვიიდან საქართველოში შემოსვლას ცდილობდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

"აღნიშნული პიროვნება დაკავების და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით, ანკარის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნაში 2015 წლის 30 ნოემბერს გამოცხადდა. მას თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის 58-ე კოდექსის 220/1, 220/2, 188/3-4-5 და 53-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა ედება ბრალად, რაც კრიმინალური ორგანიზაციის შექმნას, წევრობას და ჰეროინის გადაზიდვას გულისხმობს. თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, იგეგმებოდა ნარკოტიკული საშუალების ევროპის მიმართულებით ტრანსპორტირება. 2013 წლის 20 თებერვალს ქალაქ სტამბულში ჩატარდა ოპერაცია, რა დროსაც ავტომანქანიდან 101 კილოგრამი და 700 გრამი ჰეროინი ამოიღეს. გამოძიების შედეგად ასევე დადგინდა, რომ კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი ალი რიზა ისლამი იყო", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ამჟამად ალი რიზა ისლამი დაკავებული და გადაყვანილია თბილისის დროებითი მოთავსების N1 იზოლატორში. მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ