მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზვიად ქორიძემ იმ პოლიტიკოსების გვარები დაასახელა, რომლებიც კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით "არაჯანსაღ აქტიურობას" იჩენენ
ზვიად ქორიძემ იმ პოლიტიკოსების გვარები დაასახელა, რომლებიც კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით "არაჯანსაღ აქტიურობას" იჩენენ

მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე ზვი­ად ქო­რი­ძე და­კი­თხეს. ქო­რი­ძე სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში გუ­შინ ღა­მით, ად­ვო­კატ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. რო­გორც და­კი­თხვის შემ­დეგ შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მან იმ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გვა­რე­ბი და­ა­სა­ხე­ლა, რომ­ლე­ბიც კონ­კრე­ტუ­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის შე­წყა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით "არა­ჯან­საღ აქ­ტი­უ­რო­ბას" იჩე­ნენ.

"რა თქმა უნდა, კონ­კრე­ტუ­ლი გვა­რე­ბი და­ვა­სა­ხე­ლე იმი­ტომ, რომ გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბამ პი­რა­დად ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მაქვს ინ­ტე­რე­სი და მო­ლო­დი­ნი, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა ბო­ლომ­დე მი­იყ­ვანს ამ გა­მო­ძი­ე­ბას და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა დე­ტა­ლე­ბი.

ვი­სა­უბ­რე იმ კონ­კრე­ტულ ფაქ­ტებ­ზე, რომ­ლებ­საც ად­გი­ლი ჰქონ­და კო­მი­სი­ა­ში ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის დროს, რო­დე­საც მე კო­მი­სი­ის წევ­რი ვი­ყა­ვი და რო­მე­ლიც ხდე­ბა ამ წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­შიც, რაც შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ას მე ვხელ­მძღვა­ნე­ლობ. ზოგი რამ არის კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბით გამ­ყა­რე­ბუ­ლი, ზოგი მო­საზ­რე­ბე­ბი­თა და ფაქ­ტე­ბის ლო­გი­კით, რო­მელ­ზეც გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა იმუ­შა­ოს ", - გა­ნა­ცხა­და ქო­რი­ძემ.

მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ორი დღის წინ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 339-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, რაც ზე­გავ­ლე­ნით ვაჭ­რო­ბას გუ­ლის­ხმობს, გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­ფუძ­ვე­ლი შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა გახ­და, რომ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ი­თაც, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ზო­გი­ერ­თი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი კონ­კრე­ტუ­ლი პა­ტიმ­რე­ბის შე­წყა­ლე­ბით არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რის გა­მოც ისი­ნი შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რო­ე­ბის პე­რი­ოდ­ში მას­ზე ზე­წო­ლას ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გუ­შინ თა­ვად ალე­კო ელი­საშ­ვი­ლიც და­კი­თხეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ზვიად ქორიძემ იმ პოლიტიკოსების გვარები დაასახელა, რომლებიც კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით "არაჯანსაღ აქტიურობას" იჩენენ

ზვიად ქორიძემ იმ პოლიტიკოსების გვარები დაასახელა, რომლებიც კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით "არაჯანსაღ აქტიურობას" იჩენენ

მთავარ პროკურატურაში შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე დაკითხეს. ქორიძე საგამოძიებო უწყებაში გუშინ ღამით, ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა. როგორც დაკითხვის შემდეგ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, მან იმ პოლიტიკოსების გვარები დაასახელა, რომლებიც კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით "არაჯანსაღ აქტიურობას" იჩენენ.

"რა თქმა უნდა, კონკრეტული გვარები დავასახელე იმიტომ, რომ გამოძიების დაწყებამ პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაქვს ინტერესი და მოლოდინი, რომ პროკურატურა ბოლომდე მიიყვანს ამ გამოძიებას და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება დეტალები.

ვისაუბრე იმ კონკრეტულ ფაქტებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კომისიაში ალეკო ელისაშვილის თავმჯდომარეობის დროს, როდესაც მე კომისიის წევრი ვიყავი და რომელიც ხდება ამ წელიწადნახევრის განმავლობაშიც, რაც შეწყალების კომისიას მე ვხელმძღვანელობ. ზოგი რამ არის კონკრეტული ფაქტებით გამყარებული, ზოგი მოსაზრებებითა და ფაქტების ლოგიკით, რომელზეც გამოძიებამ უნდა იმუშაოს ", - განაცხადა ქორიძემ.

მთავარმა პროკურატურამ ორი დღის წინ სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს, გამოძიება დაიწყო. აღნიშნულის საფუძველი შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადება გახდა, რომლის ინფორმაციითაც, "ქართული ოცნების" ზოგიერთი მაღალჩინოსანი კონკრეტული პატიმრების შეწყალებით არის დაინტერესებული, რის გამოც ისინი შეწყალების კომისიის თავმჯდომაროების პერიოდში მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში გუშინ თავად ალეკო ელისაშვილიც დაკითხეს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"