პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ სახელმწიფო გამაცნობს ქარდავასნაირ "ჯალათს", სხვების დასაჭერადაც გავცემ თანხებს!" - რა უნდა ქართულ პოლიტიკაში კიევის ექსმერს
"თუ სახელმწიფო გამაცნობს ქარდავასნაირ "ჯალათს", სხვების დასაჭერადაც გავცემ თანხებს!" - რა უნდა ქართულ პოლიტიკაში კიევის ექსმერს

ქო­ბუ­ლეთ­ში და­სახ­ლე­ბუ­ლი კი­ე­ვის ყო­ფი­ლი მერი ლე­ო­ნიდ ჩერ­ნო­ვეც­კი, ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლას აა­ნონ­სებს - გეგ­მე­ბი საკ­მა­ოდ ამ­ბი­ცი­უ­რი აქვს, სა­ქარ­თვე­ლოს შვე­ი­ცა­რი­ულ მო­დელ­ზე მო­წყო­ბას გეგ­მავს. რა­ტომ გა­და­წყვი­ტა ოფი­ცი­ა­ლურ­მა მი­ლი­არ­დერ­მა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა და რო­მელ პო­ლი­ტი­კურ ჯგუფს მო­ი­აზ­რებს პარტნი­ო­რად? - "კვი­რის პა­ლიტ­რის" კი­თხვებს კი­ე­ვის ყო­ფი­ლი მერი ლე­ო­ნიდ ჩერ­ნო­ვეც­კი ექ­სკლუ­ზი­უ­რად პა­სუ­ხობს:

- პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა იმ მი­ზე­ზით გა­დავ­წყვი­ტე, რომ სი­ცო­ცხლის ბოლო დღე­ე­ბის გა­ტა­რე­ბას აქ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვა­პი­რებ! სა­ქარ­თვე­ლო ჩემი ბე­დია! 64 წლის ვარ და არ ვიცი რამ­დენ აქ­ტი­ურ ცხოვ­რე­ბის დღეს მა­ჩუ­ქებს კი­დევ უფა­ლი, მაგ­რამ ტკი­ვი­ლით ვუ­ყუ­რებ იმას, რომ დღეს­დღე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლო არა­კომ­ფორ­ტუ­ლია მისი მო­ქა­ლა­ქე­თა უმე­ტე­სი ნა­წი­ლის­თვის. ვერც იმას ვუ­ყუ­რებ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ღა­რი­ბე და სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის სიმ­ცი­რეა. პარ­ლა­მენ­ტიც არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად მუ­შა­ობს. რად ღირ­და თუნ­დაც კა­ნო­ნი ჩა­მო­სულ­თათ­ვის ვი­ზე­ბის გა­ცე­მის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც დიდი დარ­ტყმა იყო ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის­თვის და სა­ვა­რა­უ­დოდ, ინფლა­ცი­ის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზიც გახ­და.

ვი­ფიქ­რე, რომ რად­გან მსგავ­სი ქვეყ­ნის მარ­თვის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს, შე­მიძ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ისე­თი კა­ნო­ნე­ბი შევ­თა­ვა­ზო, რო­მელ­თა რე­ა­ლი­ზე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში, კი­ევ­ში, ვერ მო­ვა­ხერ­ხე. ოლი­გარ­ქე­ბი­სა და ძი­რი­თა­დად ია­ნუ­კო­ვი­ჩის მხრი­დან ჩემს მი­მართ დიდი კრი­ტი­კის მი­უ­ხე­და­ვად, უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლა­ქის, კი­ე­ვის, მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნი­სას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მო­ვა­ხერ­ხე. პირ­ველ რიგ­ში ვი­ტყვი მთა­ვარს: ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პირ­ვე­ლი­ვე წელს ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტი ხუთ­ჯერ, წე­ლი­წად­ში ერთი მი­ლი­არ­დი­დან 5 მი­ლი­არდ დო­ლა­რამ­დე გავ­ზარ­დე. შევ­ქმე­ნი კი­ე­ვის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან კონ­ტაქ­ტის პირ­და­პი­რი ხაზი ქოლ-ცენ­ტრი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფი­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ხა­ზის მეშ­ვე­ო­ბით.

დღე­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან, და­ახ­ლო­ე­ბით, 11 000 მი­მარ­თვას ვღე­ბუ­ლობ­დი, რომ­ლებ­საც პი­რა­დად ვწყვეტ­დი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებს რა­ი­ო­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­თა მეშ­ვე­ო­ბით ვა­ნა­წი­ლებ­დი. ყო­ველ კვი­რას, კი­ე­ვის მო­სახ­ლე­ო­ბას ტე­ლე­ვი­ზი­ის მეშ­ვე­ო­ბით კი­თხვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­ში უშუ­ა­ლოდ ვე­კონ­ტაქ­ტე­ბო­დი და ყვე­ლა მიმ­დი­ნა­რე პრობ­ლე­მას ად­გილ­ზე­ვე ვაგ­ვა­რებ­დით. ლიკ­ვი­და­ცია მო­ვახ­დი­ნე ბევ­რი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ქურ­დუ­ლი არა­ბი­უ­ჯე­ტუ­რი ფონ­დე­ბი­სა და გავ­ყი­დე წამ­გე­ბი­ა­ნი კო­მუ­ნა­ლუ­რი სა­წარ­მო­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა. უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­ვა­ტა­რე მი­წის პირ­ვე­ლი უქ­ცი­ო­ნე­ბი, რა­მაც ბი­უ­ჯეტს მი­ლი­არ­დო­ბით ჰრივ­ნა მო­უ­ტა­ნა. უკ­რა­ი­ნის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად ბი­უ­ჯე­ტის უზარ­მა­ზა­რი ზრდის ხარ­ჯზე, 600 ათას პენ­სი­ო­ნე­რის­თვის პენ­სია 25 დო­ლა­რით გავ­ზარ­დეთ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

იხი­ლეთ ასე­ვე|რო­გო­რია ლე­ო­ნიდ ჩერ­ნო­ვეც­კის პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლი და რა ქო­ნე­ბას ფლობს კი­ე­ვის ყო­ფი­ლი მერი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"თუ სახელმწიფო გამაცნობს ქარდავასნაირ "ჯალათს", სხვების დასაჭერადაც გავცემ თანხებს!" - რა უნდა ქართულ პოლიტიკაში კიევის ექსმერს

"თუ სახელმწიფო გამაცნობს ქარდავასნაირ "ჯალათს", სხვების დასაჭერადაც გავცემ თანხებს!" - რა უნდა ქართულ პოლიტიკაში კიევის ექსმერს

ქობულეთში დასახლებული კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი, ქართულ პოლიტიკაში მოსვლას აანონსებს - გეგმები საკმაოდ ამბიციური აქვს, საქართველოს შვეიცარიულ მოდელზე მოწყობას გეგმავს. რატომ გადაწყვიტა ოფიციალურმა მილიარდერმა ქართულ პოლიტიკაში მოსვლა და რომელ პოლიტიკურ ჯგუფს მოიაზრებს პარტნიორად? - "კვირის პალიტრის" კითხვებს კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი ექსკლუზიურად პასუხობს:

- პოლიტიკაში მოსვლა იმ მიზეზით გადავწყვიტე, რომ სიცოცხლის ბოლო დღეების გატარებას აქ, საქართველოში ვაპირებ! საქართველო ჩემი ბედია! 64 წლის ვარ და არ ვიცი რამდენ აქტიურ ცხოვრების დღეს მაჩუქებს კიდევ უფალი, მაგრამ ტკივილით ვუყურებ იმას, რომ დღესდღეობით საქართველო არაკომფორტულია მისი მოქალაქეთა უმეტესი ნაწილისთვის. ვერც იმას ვუყურებ, რომ საქართველოში სიღარიბე და სამუშაო ადგილების სიმცირეა. პარლამენტიც არაპროფესიონალურად მუშაობს. რად ღირდა თუნდაც კანონი ჩამოსულთათვის ვიზების გაცემის შესახებ, რომელიც დიდი დარტყმა იყო ქვეყნის ეკონომიკისთვის და სავარაუდოდ, ინფლაციის ძირითადი მიზეზიც გახდა.

ვიფიქრე, რომ რადგან მსგავსი ქვეყნის მართვის დიდი გამოცდილება მაქვს, შემიძლია საქართველოს ისეთი კანონები შევთავაზო, რომელთა რეალიზება უკრაინაში, კიევში, ვერ მოვახერხე. ოლიგარქებისა და ძირითადად იანუკოვიჩის მხრიდან ჩემს მიმართ დიდი კრიტიკის მიუხედავად, უკრაინის დედაქალაქის, კიევის, მერის თანამდებობაზე ყოფნისას მნიშვნელოვანი საქმეების განხორციელება მოვახერხე. პირველ რიგში ვიტყვი მთავარს: ხელმძღვანელობის პირველივე წელს ქალაქის ბიუჯეტი ხუთჯერ, წელიწადში ერთი მილიარდიდან 5 მილიარდ დოლარამდე გავზარდე. შევქმენი კიევის მოსახლეობასთან კონტაქტის პირდაპირი ხაზი ქოლ-ცენტრისა და სპეციალურად გამოყოფილი სატელეფონო ხაზის მეშვეობით.

დღეში მოქალაქეებისგან, დაახლოებით, 11 000 მიმართვას ვღებულობდი, რომლებსაც პირადად ვწყვეტდი და პასუხისმგებლობებს რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელთა მეშვეობით ვანაწილებდი. ყოველ კვირას, კიევის მოსახლეობას ტელევიზიის მეშვეობით კითხვა-პასუხის რეჟიმში უშუალოდ ვეკონტაქტებოდი და ყველა მიმდინარე პრობლემას ადგილზევე ვაგვარებდით. ლიკვიდაცია მოვახდინე ბევრი, ფაქტობრივად, ქურდული არაბიუჯეტური ფონდებისა და გავყიდე წამგებიანი კომუნალური საწარმოების უმეტესობა. უკრაინაში ჩავატარე მიწის პირველი უქციონები, რამაც ბიუჯეტს მილიარდობით ჰრივნა მოუტანა. უკრაინის ისტორიაში პირველად ბიუჯეტის უზარმაზარი ზრდის ხარჯზე, 600 ათას პენსიონერისთვის პენსია 25 დოლარით გავზარდეთ.

იხილეთ გაგრძელება

იხილეთ ასევე|როგორია ლეონიდ ჩერნოვეცკის პოლიტიკური წარსული და რა ქონებას ფლობს კიევის ყოფილი მერი

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."