ალეკო ელისაშვილის კომენტარი დაკითხვაზე შესვლამდე

ალეკო ელისაშვილის კომენტარი დაკითხვაზე შესვლამდე

საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს.

დაკითხვა ელისაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას უკავშირდება იმის თაობაზე, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი პატიმრების შეწყალების სანაცვლოდ ფულს იღებს.

როგორც ელისაშვილმა პროკურატურაში დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარია "ქართული ოცნების" რამდენიმე მაღალჩინოსანზე, რომელიც მასზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში, კონკრეტული პატიმრების შეწყალების მოთხოვნით ზეწოლას ახორციელებდა.

მისივე მტკიცებით, აღნიშნულ პოლიტიკოსებს "ბე-ს" სახით 200 000 დოლარი ჰქონდათ აღებული, კონკრეტული პატიმრების შეწყალების შემდეგ კი ნახევარი მილიონი დოლარი უნდა მიეღოთ.

"ამის შესახებ წელიწადნახევრის წინ ინფორმაცია მივაწოდე გიორგი ბადაშვილს, თუმცა ბადაშვილმა ყური არ შეიბერტყა. ამ საკითხზე ვესაუბრე მის მოადგილე გიორგი გოგაძესაც, ასევე პრეზიდენტს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და ადმინისტრაციის წარმომადგენელს, რომელსაც უშუალოდ ევალება სამართალდამცველ უწყებებთან ურთიერთობა, გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილსა და თინა ხიდაშელს", - განაცხადა ელისაშვილმა.

როგორც მან განმარტა, იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურის მხრიდან გამოძიება ეფექტურად წარიმართება, აღნიშნული მაღალჩინოსნების სახელებს და გვარებს გაასაჯაროებს.

"მე წელიწადნახევრის წინ ვუთხარი სახელი და გვარები პროკურატურას და ვაპირებ დღესაც გავიმეორეო მათი სახელები და გვარები, ვინც ფულს იხდიდა, ვისშიც ფულს იხდიდნენ და ვინც ფულს იღებდა. კიდევ ერთმა ადამიანმა დამიდასტურა, რომ მზად არის ჩვენება მისცეს", - აღნიშნა ელისაშვილმა, რომლის ინფორმაციითაც, იგივე ტიპის ზეწოლა ახლა შეწყალების კომისიის მოქმედ თავმჯდომარე, ზვიად ქორიძეზე მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ