საზოგადოება
სამართალი
პოლიტიკა

13

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეწყვილეებს შორის სიყვარული იწყება, სხვა მოთხოვნილებებიც ჩნდება" - სალომე ჭაჭუა პირადსა და კარიერაზე
"მეწყვილეებს შორის სიყვარული იწყება, სხვა მოთხოვნილებებიც ჩნდება" - სალომე ჭაჭუა პირადსა და კარიერაზე

სა­მე­ჯლი­სო-სპორ­ტუ­ლი მო­ცეკ­ვა­ვის, სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას ცხო­რე­ბა­ში ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დიდი ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­და, იყო რყე­ვე­ბი პი­რა­დულ­ში, ქმარ­თან, მსა­ხი­ობ გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძეს­თან გა­შო­რე­ბა და რის­კი­ა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი კა­რი­ე­რა­ში, სა­ლო­მე, მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის ტერ­მი­ნო­ლო­გი­ით, პარ­კეტ­ზე ახალ მე­წყვი­ლეს­თან ერ­თად დად­გა. ეს ყვე­ლა­ფე­რი იო­ლად არ მომ­ხდა­რა, თუმ­ცა დღეს უკვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ცუდი უკან მო­ი­ტო­ვა და კარ­გი სი­ახ­ლე­ე­ბის მო­ლო­დინ­შია. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს ფრაგ­მენტს, რო­მე­ლიც მან ჟურ­ნალ "სარ­კეს" მის­ცა.

- სა­ლო­მე, რა სი­ახ­ლე­ე­ბია თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში?

- ბევ­რი სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე მაქვს. სტუ­დია გა­ვა­ფარ­თო­ვე და სხვა­გან გა­და­ვე­დი, სა­დაც შე­მიძ­ლია შიდა ტურ­ნი­რე­ბიც ჩა­ვა­ტა­რო. ჩემი მოს­წავ­ლე­ე­ბი ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ბოლო ტურ­ნი­რი კი­ევ­ში გვქონ­და და თა­ვი­ანთ ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ა­ში მე­ო­რე ად­გი­ლი აი­ღეს.

მეც კარ­გი შე­დე­გე­ბი მაქვს. მე და ჩემი მეწ­ვი­ლე მსოფ­ლიო ასე­ულ­ში ჯერ­ჯე­რო­ბით 97-ე ად­გილ­ზე ვართ. ნელ-ნელა მი­ვი­წევთ წინ. ბევ­რს ვუ­შა­ობ იმის­თვის, რომ სა­უ­კე­თე­სო 50 მო­ცეკ­ვა­ვე წყვილს შო­რის მოვ­ხვდეთ. თვე­ში ორ­ჯერ მა­ინც სა­ზღვარ­გა­რეთ ტურ­ნირ­ზე ვარ და ჩემი მიზ­ნის­თვის ქუ­ლებს ვაგ­რო­ვებ.

- მე­წყვი­ლეს, მაქ­სიმ რი­ჟი­კოვს, ბო­ლომ­დე კარ­გად შე­ე­წყვეთ?

- ახ­ლა­ხან ერთი წელი შეგ­ვის­რულ­და, რაც წყვილ­ში ვცეკ­ვავთ. ერ­თმა­ნეთს იმ­დე­ნად კარ­გად შე­ვე­წყვეთ, სხვას­თან ერ­თად ცეკ­ვის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე არც ვფიქ­რობთ. მაქ­სი ძა­ლი­ან კარ­გად აღ­ზრდი­ლი და კომ­ფორ­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნია. ჩემს სტუ­დი­ა­ში ქო­რე­ოგ­რა­ფა­დაც მუ­შა­ობს. შე­იძ­ლე­ბა ჩვე­ნი აზ­რე­ბი რა­ღაც მო­ძა­რო­ბა­ზე ერ­თმა­ნეთს არ და­ემ­თხვევს, მაგ­რამ კა­მა­თი თით­ქმის არას­დროს მოგ­ვდის. ყო­ველ­თვის შე­თან­ხმე­ბამ­დე მივ­დი­ვართ.

მწვრთნე­ლე­ბი გვა­მე­ცა­დი­ნე­ბენ და ამ შემ­თხვე­ვა­ში მათ­ზეა ბევ­რი რამ და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ერ­თად დიდ დროს ვა­ტა­რებთ და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ცოტა რთუ­ლი ხა­სი­ა­თი მაქვს, ერ­თმა­ნეთს მა­ინც კარ­გად ვუ­გებთ.

- თქვე­ნი ხა­სი­ა­თის სირ­თუ­ლედ რას მი­იჩ­ნევთ?

- ბევ­რი შრო­მა მიყ­ვარს და მინ­და, რომ ჩემ­ნა­ი­რად ივარ­ჯი­შოს. ამა­ში კარ­გად მომ­ყვე­ბა და უთან­ხმო­ე­ბაც არ მოგ­ვდის.

- თქვენ­ზე უკვე ბევ­რს ჭო­რა­ო­ბენ. ამ­ბო­ბენ, რომ ერ­თმა­ნე­თი გიყ­ვართ.

- ჩემ გვერ­დით მაქ­სიმ რი­ჟი­კო­ვი იდ­გე­ბა თუ სხვა ვი­ღაც, ყო­ველ­თვის იჭო­რა­ვე­ბენ და იტყვი­ან, რომ რა­ღაც ხდე­ბა. ჩემ­სა და მაქსს შო­რის არა­ფე­რი ხდე­ბა, გარ­და იმი­სა, რომ კარ­გი მე­გობ­რე­ბი ვართ და საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა გვა­კაშ­ვი­რებს. ასეთ ჭო­რებ­ზე ადრე ძა­ლი­ან ვბრაზ­დე­ბო­დი, ახლა კი ყუ­რა­დღე­ბას აღარ ვაქ­ცევ.

- ეს ჭო­რე­ბი ალ­ბათ იმი­ტომ ვრცელ­დე­ბა, რომ სწო­რე­დაც ხში­რია მა­გა­ლი­თე­ბი, როცა მე­წყვი­ლე­ებს ერ­თმა­ნე­თი უყ­ვარ­დე­ბათ. ამ ურ­თი­ერ­თო­ბის პლუ­სად და მი­ნუ­სად რა მი­გაჩ­ნი­ათ?

- პლუ­სი ისაა, რომ ერ­თმა­ნე­თი უყ­ვარ­დე­ბათ. მი­ნუ­სია, როცა მე­წყვი­ლე­ებს შო­რის სიყ­ვა­რუ­ლი იწყე­ბა, სხვა მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბიც ჩნდე­ბა, ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია, ერ­თმა­ნეთ­თან მხო­ლოდ საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­დეთ. ამ დროს არც ეჭ­ვი­ა­ნობ და არც ზედ­მეტ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გრძნობ, მხო­ლოდ საქ­მე­სა და წარ­მა­ტე­ბა­ზე ფიქ­რობ.

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი რო­გორ მოქ­მე­დებს თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე?

- ჩემს საქ­მე­ში პი­რა­დი არას­დროს ფი­გუ­რი­რებს, მით უმე­ტეს, ახლა გვერ­დით არა­ვინ მყავს. ჩემ­სა და გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძეს შო­რის რაც მოხ­და ამ სა­კი­თხზე ღიად არ ვსა­უბ­რობ და არც ვი­სა­უბ­რებ, მაგ­რამ გე­ტყვით, რომ ამ ცვლი­ლე­ბას ჩემს კა­რი­ე­რა­ზე ცუ­დად არ უმოქ­მე­დია. სუ­ლე­ლი უნდა იყო, რომ არ გა­ნი­ცა­დო, როცა ურ­თი­ერ­თო­ბა ინ­გრე­ვა, მაგ­რამ ძლი­ე­რი უნდა იყო და ბევ­რი არ უნდა ილა­პა­რა­კო. როცა ბევ­რს არ ტლი­კი­ნებ, ამ დროს უფრო ძლი­ე­რი ხარ.

- რო­გორც ჩანს, თქვენ ძლი­ე­რი ხართ, მაგ­რამ ალ­ბათ გა­რე­და­ნაც გჭირ­დე­ბათ თა­ნად­გო­მა ცხოვ­რე­ბის რთუ­ლი პე­რი­ო­დე­ბის გა­და­ლახ­ვა­ში.

- ჩემი ოჯა­ხი ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა. დე­დის, ძმის და დის აზ­რსა და თა­ნად­გო­მას ჩემ­თვის ყო­ველ­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სე­ბუ­რად ძლი­ე­რია. უკან და­ხე­ვა არ მჩვე­ვია, რქე­ბით ბო­ლომ­დე ვაწ­ვე­ბი, სა­ნამ ჩემ­სას არ გა­ვი­ტან და ეს თვი­სე­ბა ბევრ რა­მე­ში მეხ­მა­რე­ბა.

სი­ტყვა "დეპ­რე­სი­ას" ხში­რად ხმა­რო­ბენ, არა­და ბევ­რმა მისი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ იცის. მე კი კარ­გად ვიცი, ეს რაც არის. მამა ცუ­დად რომ მყავ­და, მა­შინ გა­მოვ­ცა­დე. პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გამო კი დეპ­რე­სი­ა­ში არას­დროს ჩავ­ვარ­დნილ­ვარ.

- "სარ­კის" წინა ნო­მერ­ში თქვენ­მა ყო­ფილ­მა ქმარ­მა, მსა­ხი­ობ­მა გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძემ, კა­რი­ე­რა­ში წარ­მა­ტე­ბა გი­სურ­ვათ. მო­გი­წო­დათ, რომ მი­ზანს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­აღ­წი­ოთ. წა­ი­კი­თხეთ რო­გორ მოგ­მარ­თათ?

- ეს ინ­ტერ­ვიუ წა­ვი­კი­თხე და მეც ვუ­პა­სუ­ხებ. გი­ორ­გი ჩემი დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია და ყო­ველ­თვის წარ­მა­ტე­ბის­კენ მი­ბიძ­გებს. "სარ­კის" ფურ­ცლე­ბი­დან მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი და მეც იმა­ვეს ვუ­სურ­ვებ, რად­გან, რო­გორც მე ვგიჟ­დე­ბი ჩემს პრო­ფე­სი­ა­ზე, ისიც ასე­ვე გიჟ­დე­ბა მსხა­ი­ო­ბო­ბა­ზე. ერ­თმა­ნე­თის­თვის პრო­ფე­სი­ულ წინსვლა­ში ხელი არას­დროს შეგ­ვიშ­ლია, პი­რი­ქით. ამი­ტომ თუ ვინ­მე ფიქ­რობს, რომ მე და გი­ორ­გი ჩემი კა­რი­ე­რის გამო დავ­შორ­დით ერ­თმა­ნეთს, ვე­ტყვი, რომ ეს არა­ფერ შუ­ა­შია.

- ახლა რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ ერ­თმა­ნეთ­თან?

- როცა შევ­ხვდე­ბით, ერ­თმა­ნეთს ყო­ველ­თვის მო­ვი­კი­თხავთ ხოლ­მე. არ გვაქვს ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ ერ­თმა­ნე­თი და­ვი­ვი­წყოთ და არც კი მი­ვე­სალ­მოთ. რა სი­სუ­ლე­ლეა! ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას მე­გობ­რო­ბას ვერ და­ვარ­ქმევ, რად­გან რთუ­ლია დიდი სიყ­ვა­რუ­ლი­დან ეგ­რე­ვე მე­გობ­რო­ბა­ზე გა­დას­ვლა, მაგ­რამ კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ნამ­დვი­ლად გვაქვს.

სო­ფიო ბო­ჭო­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

იხი­ლეთ ასე­ვე: "სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას­თან და­შო­რე­ბა მძი­მედ გა­და­ვი­ტა­ნე, სა­კუ­თარ თავს ვერ ვშვე­ლო­დი" - გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე მძი­მე დეპ­რე­სი­ა­ზე ალა­პა­რაკ­და

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

"მეწყვილეებს შორის სიყვარული იწყება, სხვა მოთხოვნილებებიც ჩნდება" - სალომე ჭაჭუა პირადსა და კარიერაზე

"მეწყვილეებს შორის სიყვარული იწყება, სხვა მოთხოვნილებებიც ჩნდება" - სალომე ჭაჭუა პირადსა და კარიერაზე

სამეჯლისო-სპორტული მოცეკვავის, სალომე ჭაჭუას ცხორებაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში დიდი ცვლილებები მოხდა, იყო რყევები პირადულში, ქმართან, მსახიობ გიორგი ვარდოსანიძესთან გაშორება და რისკიანი ნაბიჯები კარიერაში, სალომე, მოცეკვავეების ტერმინოლოგიით, პარკეტზე ახალ მეწყვილესთან ერთად დადგა. ეს ყველაფერი იოლად არ მომხდარა, თუმცა დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ცუდი უკან მოიტოვა და კარგი სიახლეების მოლოდინშია. გთავაზობთ ინტერვიუს ფრაგმენტს, რომელიც მან ჟურნალ "სარკეს" მისცა.

- სალომე, რა სიახლეებია თქვენს საქმიანობაში?

- ბევრი სასიამოვნო სიახლე მაქვს. სტუდია გავაფართოვე და სხვაგან გადავედი, სადაც შემიძლია შიდა ტურნირებიც ჩავატარო. ჩემი მოსწავლეები ძალიან წარმატებულები არიან. ბოლო ტურნირი კიევში გვქონდა და თავიანთ ასაკობრივ კატეგორიაში მეორე ადგილი აიღეს.

მეც კარგი შედეგები მაქვს. მე და ჩემი მეწვილე მსოფლიო ასეულში ჯერჯერობით 97-ე ადგილზე ვართ. ნელ-ნელა მივიწევთ წინ. ბევრს ვუშაობ იმისთვის, რომ საუკეთესო 50 მოცეკვავე წყვილს შორის მოვხვდეთ. თვეში ორჯერ მაინც საზღვარგარეთ ტურნირზე ვარ და ჩემი მიზნისთვის ქულებს ვაგროვებ.

- მეწყვილეს, მაქსიმ რიჟიკოვს, ბოლომდე კარგად შეეწყვეთ?

- ახლახან ერთი წელი შეგვისრულდა, რაც წყვილში ვცეკვავთ. ერთმანეთს იმდენად კარგად შევეწყვეთ, სხვასთან ერთად ცეკვის გაგრძელებაზე არც ვფიქრობთ. მაქსი ძალიან კარგად აღზრდილი და კომფორტული ადამიანია. ჩემს სტუდიაში ქორეოგრაფადაც მუშაობს. შეიძლება ჩვენი აზრები რაღაც მოძარობაზე ერთმანეთს არ დაემთხვევს, მაგრამ კამათი თითქმის არასდროს მოგვდის. ყოველთვის შეთანხმებამდე მივდივართ.

მწვრთნელები გვამეცადინებენ და ამ შემთხვევაში მათზეა ბევრი რამ დამოკიდებული. ერთად დიდ დროს ვატარებთ და, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობის პროცესში ცოტა რთული ხასიათი მაქვს, ერთმანეთს მაინც კარგად ვუგებთ.

- თქვენი ხასიათის სირთულედ რას მიიჩნევთ?

- ბევრი შრომა მიყვარს და მინდა, რომ ჩემნაირად ივარჯიშოს. ამაში კარგად მომყვება და უთანხმოებაც არ მოგვდის.

- თქვენზე უკვე ბევრს ჭორაობენ. ამბობენ, რომ ერთმანეთი გიყვართ.

- ჩემ გვერდით მაქსიმ რიჟიკოვი იდგება თუ სხვა ვიღაც, ყოველთვის იჭორავებენ და იტყვიან, რომ რაღაც ხდება. ჩემსა და მაქსს შორის არაფერი ხდება, გარდა იმისა, რომ კარგი მეგობრები ვართ და საქმიანი ურთიერთობა გვაკაშვირებს. ასეთ ჭორებზე ადრე ძალიან ვბრაზდებოდი, ახლა კი ყურადღებას აღარ ვაქცევ.

- ეს ჭორები ალბათ იმიტომ ვრცელდება, რომ სწორედაც ხშირია მაგალითები, როცა მეწყვილეებს ერთმანეთი უყვარდებათ. ამ ურთიერთობის პლუსად და მინუსად რა მიგაჩნიათ?

- პლუსი ისაა, რომ ერთმანეთი უყვარდებათ. მინუსია, როცა მეწყვილეებს შორის სიყვარული იწყება, სხვა მოთხოვნილებებიც ჩნდება, ამიტომ უმჯობესია, ერთმანეთთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდეთ. ამ დროს არც ეჭვიანობ და არც ზედმეტ პასუხისმგებლობას გრძნობ, მხოლოდ საქმესა და წარმატებაზე ფიქრობ.

- პირად ცხოვრებაში ცვლილებები როგორ მოქმედებს თქვენს საქმიანობაზე?

- ჩემს საქმეში პირადი არასდროს ფიგურირებს, მით უმეტეს, ახლა გვერდით არავინ მყავს. ჩემსა და გიორგი ვარდოსანიძეს შორის რაც მოხდა ამ საკითხზე ღიად არ ვსაუბრობ და არც ვისაუბრებ, მაგრამ გეტყვით, რომ ამ ცვლილებას ჩემს კარიერაზე ცუდად არ უმოქმედია. სულელი უნდა იყო, რომ არ განიცადო, როცა ურთიერთობა ინგრევა, მაგრამ ძლიერი უნდა იყო და ბევრი არ უნდა ილაპარაკო. როცა ბევრს არ ტლიკინებ, ამ დროს უფრო ძლიერი ხარ.

- როგორც ჩანს, თქვენ ძლიერი ხართ, მაგრამ ალბათ გარედანაც გჭირდებათ თანადგომა ცხოვრების რთული პერიოდების გადალახვაში.

- ჩემი ოჯახი ძალიან მეხმარება. დედის, ძმის და დის აზრსა და თანადგომას ჩემთვის ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი თავისებურად ძლიერია. უკან დახევა არ მჩვევია, რქებით ბოლომდე ვაწვები, სანამ ჩემსას არ გავიტან და ეს თვისება ბევრ რამეში მეხმარება.

სიტყვა "დეპრესიას" ხშირად ხმარობენ, არადა ბევრმა მისი მნიშვნელობა არ იცის. მე კი კარგად ვიცი, ეს რაც არის. მამა ცუდად რომ მყავდა, მაშინ გამოვცადე. პირადი ცხოვრების გამო კი დეპრესიაში არასდროს ჩავვარდნილვარ.

- "სარკის" წინა ნომერში თქვენმა ყოფილმა ქმარმა, მსახიობმა გიორგი ვარდოსანიძემ, კარიერაში წარმატება გისურვათ. მოგიწოდათ, რომ მიზანს აუცილებლად უნდა მიაღწიოთ. წაიკითხეთ როგორ მოგმართათ?

- ეს ინტერვიუ წავიკითხე და მეც ვუპასუხებ. გიორგი ჩემი დიდი გულშემატკივარია და ყოველთვის წარმატებისკენ მიბიძგებს. "სარკის" ფურცლებიდან მადლობას გადავუხდი და მეც იმავეს ვუსურვებ, რადგან, როგორც მე ვგიჟდები ჩემს პროფესიაზე, ისიც ასევე გიჟდება მსხაიობობაზე. ერთმანეთისთვის პროფესიულ წინსვლაში ხელი არასდროს შეგვიშლია, პირიქით. ამიტომ თუ ვინმე ფიქრობს, რომ მე და გიორგი ჩემი კარიერის გამო დავშორდით ერთმანეთს, ვეტყვი, რომ ეს არაფერ შუაშია.

- ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ ერთმანეთთან?

- როცა შევხვდებით, ერთმანეთს ყოველთვის მოვიკითხავთ ხოლმე. არ გვაქვს ისეთი ურთიერთობა, რომ ერთმანეთი დავივიწყოთ და არც კი მივესალმოთ. რა სისულელეა! ჩვენს ურთიერთობას მეგობრობას ვერ დავარქმევ, რადგან რთულია დიდი სიყვარულიდან ეგრევე მეგობრობაზე გადასვლა, მაგრამ კარგი ურთიერთობა ნამდვილად გვაქვს.

სოფიო ბოჭორიძე

ჟურნალი "სარკე"

იხილეთ ასევე: "სალომე ჭაჭუასთან დაშორება მძიმედ გადავიტანე, საკუთარ თავს ვერ ვშველოდი" - გიორგი ვარდოსანიძე მძიმე დეპრესიაზე ალაპარაკდა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება