პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას გულისხმობს დაგროვებითი საპენსიო სისტემა, მოგვიტანს თუ არა ის უზრუნველყოფილ სიბერეს და როდიდან გეგმავს მთავრობა საპენსიო ფონდების შექმნას?
რას გულისხმობს დაგროვებითი საპენსიო სისტემა, მოგვიტანს თუ არა ის უზრუნველყოფილ სიბერეს და როდიდან გეგმავს მთავრობა საპენსიო ფონდების შექმნას?

სა­ქარ­თვე­ლო­ში დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო სის­ტე­მის შექ­მნა­ზე მუ­შა­ო­ბა და­წყე­ბუ­ლია. რას გუ­ლის­ხმობს დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო სის­ტე­მა, მოგ­ვი­ტანს თუ არა ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ სი­ბე­რეს და რო­დი­დან გეგ­მავს მთავ­რო­ბა სა­პენ­სიო ფონ­დე­ბის შექ­მნას? – ამ და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე BPN.GE ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს სა­პენ­სიო რე­ფორ­მე­ბის მთა­ვარ სპე­ცი­ა­ლისტს, ირაკ­ლი ბურ­ჭუ­ლა­ძეს ესა­უბ­რა.

– რო­დის ამოქ­მედ­დე­ბა ახა­ლი სა­პენ­სიო რე­ფორ­მა, რო­მე­ლიც კერ­ძო სა­პენ­სიო ფონ­დე­ბის შექ­მნას გუ­ლის­ხმობს?

– ახალ სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლას მთავ­რო­ბა 2017 წლის 1 იან­ვრი­დან გეგ­მავს. დღეს ჩვენ გვაქვს მხო­ლოდ ერთი სა­ხის პენ­სია, რო­მელ­საც სა­ხელ­მწი­ფო სთა­ვა­ზობს მო­ქა­ლა­ქეს. არ­სე­ბუ­ლი პენ­სია და მისი მო­ცუ­ლო­ბა არ გა­მომ­დი­ნა­რე­ობს კონ­კრე­ტუ­ლი პენ­სი­ო­ნე­რის სა­მუ­შაო სტა­ჟი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბი­დან, ამის გა­მოა, რომ ყვე­ლა იღებს ერ­თნა­ი­რი რა­ო­დე­ნო­ბის პენ­სი­ას.

– რას გუ­ლის­ხმობს დაგ­რო­ვე­ბი­თი მო­დე­ლის სა­პენ­სიო სქე­მა? რა ასა­კი­დან შეძ­ლებს ადა­მი­ა­ნი მას­ში ჩარ­თვას?

– თუ ადა­მი­ა­ნი ფონდში გა­და­რი­ცხავს სა­კუ­თა­რი ხელ­ფა­სი­დან 2%-ს, მი­ი­ღებს ასე­ვე 2%-იან და­ნა­მატს სა­ხელ­მწი­ფოს­გან და 2%-ს სა­კუ­თა­რი დამ­საქ­მებ­ლის­გან, შე­სა­ბა­მი­სად, ის ავ­ტო­მა­ტუ­რად გახ­დე­ბა 6%-ის მფლო­ბე­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი 6% გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია და­ბეგ­ვრის­გან და ის სრუ­ლად ჩა­ე­რი­ცხე­ბა აღ­ნიშ­ნულ სის­ტე­მა­ში მო­ნა­წი­ლეს. ასე­ვე ადა­მი­ა­ნი რო­მე­ლიც, მო­ნა­წი­ლე­ობს დაგ­რო­ვე­ბით სა­პენ­სიო სის­ტე­მა­ში, სა­ხელ­მწი­ფოს­გან წა­ხა­ლის­დე­ბა. მას ექ­ნე­ბა სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თე­ბი და ფი­ნან­სუ­რი ინ­ტე­რე­სი. რაც შე­ე­ხე­ბა ფონდში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ასა­კი არ არის ჯერ­ჯე­რო­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი. ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ 20-25 წელი არის ის პე­რი­ო­დი, რა დრო­შიც სის­ტე­მა­ში მო­ნა­წი­ლე ადა­მი­ა­ნი პენ­სი­ა­ზე გას­ვლის დროს ადეკ­ვა­ტუ­რი თან­ხის მი­ღე­ბას შეძ­ლებს. ეს თან­ხა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შე­ნა­ტა­ნებ­ზე, დრო­ზე და ფონ­დის მო­გე­ბა­ზე.

– დამ­საქ­მებ­ლი­სა და და­საქ­მე­ბუ­ლის­თვის სა­პენ­სიო ფონდში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით იქ­ნე­ბა?

– ფონდში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა იქ­ნე­ბა ნა­ხევ­რად სა­ვალ­დე­ბუ­ლო, ნა­ხევ­რად ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი, ეს არის ჰიბ­რი­დუ­ლი სქე­მა, რო­მელ­შიც 2017 წლი­დან ყვე­ლა ლე­გა­ლუ­რად და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ავ­ტო­მა­ტუ­რად ჩა­ერ­თვე­ბა, თუმ­ცა მათ უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, რომ გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ამ სქე­მა­ზე უარი თქვან და და­ტო­ვონ. ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა არ გავ­რცელ­დე­ბა დამ­საქ­მე­ბელ­ზე, რად­გან ის ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, თუ და­საქ­მე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბა სის­ტე­მა­ში და სა­კუ­თა­რი ნე­ბით არ და­ტო­ვებს ფონდს, ჩა­უ­რი­ცხოს მას კუთ­ვნი­ლი 2%.

– რო­გორ და­ა­ზღვევთ რის­კებს და რა­ტომ უნდა ჰქონ­დეს ადა­მი­ანს ნდო­ბა სა­პენ­სიო ფონ­დის მი­მართ?

– ჩა­მო­ყა­ლიბ­და სტე­რე­ო­ტი­პი, თით­ქოს ამ თან­ხას ვი­ღაც ვი­ღა­ცას უხ­დის. რე­ა­ლუ­რად, ეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­დე­ლია, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ ან­გა­რიშ­ზე თან­ხის ჩა­რი­ცხვას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მა­გა­ლი­თის­თვის შეგ­ვიძ­ლია შე­ვა­და­როთ ბან­კებს და დაგ­რო­ვე­ბით ანა­ბარს, რომ­ლის შე­მოწ­მე­ბა და თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბა პი­როვ­ნე­ბას მუდ­მი­ვად შე­უძ­ლია. პრინ­ცი­პი სა­პენ­სიო ფონ­დი­სა, და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვეა. უბ­რა­ლოდ, აქ გვაქვს სა­ხელ­მწი­ფოს­გან და დამ­საქ­მებ­ლის­გან და­მა­ტე­ბი­თი ინ­ვეს­ტი­რე­ბა.

ფონ­დის სახ­სრებს და­ი­ცავს მო­გე­ბა, ფონდს კი უნდა ჰქონ­დეს ინფლა­ცი­ა­ზე მა­ღა­ლი მო­გე­ბა. შე­მუ­შავ­დე­ბა ისე­თი მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რო­მე­ლიც მაქ­სი­მა­ლუ­რად და­აბ­ლან­სებს რის­კებს და მე­ო­რე მხრივ, თან­ხის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის ინ­ვეს­ტი­რე­ბა მოხ­დე­ბა უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რას გულისხმობს დაგროვებითი საპენსიო სისტემა, მოგვიტანს თუ არა ის უზრუნველყოფილ სიბერეს და როდიდან გეგმავს მთავრობა საპენსიო ფონდების შექმნას?

რას გულისხმობს დაგროვებითი საპენსიო სისტემა, მოგვიტანს თუ არა ის უზრუნველყოფილ სიბერეს და როდიდან გეგმავს მთავრობა საპენსიო ფონდების შექმნას?

საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნაზე მუშაობა დაწყებულია. რას გულისხმობს დაგროვებითი საპენსიო სისტემა, მოგვიტანს თუ არა ის უზრუნველყოფილ სიბერეს და როდიდან გეგმავს მთავრობა საპენსიო ფონდების შექმნას? – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე BPN.GE ეკონომიკის სამინისტროს საპენსიო რეფორმების მთავარ სპეციალისტს, ირაკლი ბურჭულაძეს ესაუბრა.

– როდის ამოქმედდება ახალი საპენსიო რეფორმა, რომელიც კერძო საპენსიო ფონდების შექმნას გულისხმობს?

– ახალ სისტემაზე გადასვლას მთავრობა 2017 წლის 1 იანვრიდან გეგმავს. დღეს ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი სახის პენსია, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს მოქალაქეს. არსებული პენსია და მისი მოცულობა არ გამომდინარეობს კონკრეტული პენსიონერის სამუშაო სტაჟისა და გამოცდილებიდან, ამის გამოა, რომ ყველა იღებს ერთნაირი რაოდენობის პენსიას.

– რას გულისხმობს დაგროვებითი მოდელის საპენსიო სქემა? რა ასაკიდან შეძლებს ადამიანი მასში ჩართვას?

– თუ ადამიანი ფონდში გადარიცხავს საკუთარი ხელფასიდან 2%-ს, მიიღებს ასევე 2%-იან დანამატს სახელმწიფოსგან და 2%-ს საკუთარი დამსაქმებლისგან, შესაბამისად, ის ავტომატურად გახდება 6%-ის მფლობელი. აღნიშნული 6% გათავისუფლებულია დაბეგვრისგან და ის სრულად ჩაერიცხება აღნიშნულ სისტემაში მონაწილეს. ასევე ადამიანი რომელიც, მონაწილეობს დაგროვებით საპენსიო სისტემაში, სახელმწიფოსგან წახალისდება. მას ექნება საგადასახადო შეღავათები და ფინანსური ინტერესი. რაც შეეხება ფონდში მონაწილეობას, ასაკი არ არის ჯერჯერობით განსაზღვრული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ 20-25 წელი არის ის პერიოდი, რა დროშიც სისტემაში მონაწილე ადამიანი პენსიაზე გასვლის დროს ადეკვატური თანხის მიღებას შეძლებს. ეს თანხა დაფუძნებული იქნება შენატანებზე, დროზე და ფონდის მოგებაზე.

– დამსაქმებლისა და დასაქმებულისთვის საპენსიო ფონდში მონაწილეობა ნებაყოფლობით იქნება?

– ფონდში მონაწილეობა იქნება ნახევრად სავალდებულო, ნახევრად ნებაყოფლობითი, ეს არის ჰიბრიდული სქემა, რომელშიც 2017 წლიდან ყველა ლეგალურად დასაქმებული ადამიანი ავტომატურად ჩაერთვება, თუმცა მათ უფლება ექნებათ, რომ განცხადების საფუძველზე ამ სქემაზე უარი თქვან და დატოვონ. ნებაყოფლობით მონაწილეობის უფლება არ გავრცელდება დამსაქმებელზე, რადგან ის ვალდებული იქნება, თუ დასაქმებული დარჩება სისტემაში და საკუთარი ნებით არ დატოვებს ფონდს, ჩაურიცხოს მას კუთვნილი 2%.

– როგორ დააზღვევთ რისკებს და რატომ უნდა ჰქონდეს ადამიანს ნდობა საპენსიო ფონდის მიმართ?

– ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, თითქოს ამ თანხას ვიღაც ვიღაცას უხდის. რეალურად, ეს განსხვავებული მოდელია, რომელიც საკუთარ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას ითვალისწინებს. მაგალითისთვის შეგვიძლია შევადაროთ ბანკებს და დაგროვებით ანაბარს, რომლის შემოწმება და თვალყურის დევნება პიროვნებას მუდმივად შეუძლია. პრინციპი საპენსიო ფონდისა, დაახლოებით იგივეა. უბრალოდ, აქ გვაქვს სახელმწიფოსგან და დამსაქმებლისგან დამატებითი ინვესტირება.

ფონდის სახსრებს დაიცავს მოგება, ფონდს კი უნდა ჰქონდეს ინფლაციაზე მაღალი მოგება. შემუშავდება ისეთი მექანიზმები, რომელიც მაქსიმალურად დააბლანსებს რისკებს და მეორე მხრივ, თანხის გარკვეული ნაწილის ინვესტირება მოხდება უცხოურ ვალუტაში.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"