სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკელი მეცნიერი ირწმუნება, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არსებობს
ამერიკელი მეცნიერი ირწმუნება, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არსებობს

ამე­რი­კე­ლი ნე­ი­რო­ქი­რურ­გი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ სი­ცო­ცხლე არ­სე­ბობს. ათა­სო­ბით ადა­მი­ანს გა­და­უ­ტა­ნია კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვდი­ლი და უმ­რავ­ლე­სო­ბა ყვე­ბა, რომ "გვი­რა­ბის ბო­ლოს სი­ნათ­ლე" და­ი­ნა­ხეს, მაგ­რამ მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს მხო­ლოდ ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბია. ისე­თი მეც­ნი­ე­რის პოვ­ნა, რო­მელ­საც იმ­ქვეყ­ნი­უ­რი ცხოვ­რე­ბის წამს, არც ისე მარ­ტი­ვია. თუმ­ცა ექი­მი ალექ­სან­დრ ებე­ნი სხვა­ნა­ი­რად ფიქ­რობს.

შვი­დი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბის გამო ებე­ნი კო­მა­ში იყო. რო­დე­საც ექი­მე­ბი მზად იყ­ვნენ მკურ­ნა­ლო­ბა შე­ე­წყვი­ტათ და ნა­თე­სა­ვე­ბიც ევ­თა­ნა­ზი­ა­ზე და­თან­ხმდნენ, ებენ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად თვა­ლე­ბი გა­ა­ხი­ლა.

ალექ­სან­დრის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო სას­წა­უ­ლია, მაგ­რამ ნამ­დვი­ლი სას­წა­უ­ლი სხვა რამ არის. იმ დროს, რო­დე­საც მისი სხე­უ­ლი კო­მა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ალექ­სან­დრი, რო­გორც თა­ვად ყვე­ბა, იმ­ქვეყ­ნად გა­ემ­გზავ­რა და ან­გე­ლოზს შეხ­ვდა, რო­მელ­მაც სუ­პერ ფი­ზი­კუ­რი არ­სე­ბო­ბის სფე­რო გა­უხ­სნა. ის ირ­წმუ­ნე­ბა, რომ თა­ვად სამ­ყა­როს სა­წყისს შეხ­ვდა და შე­ე­ხო.

სა­ნამ მას ეს ის­ტო­რია გა­დახ­დე­ბო­და თავს, ებე­ნი მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ნევ­რო­ლო­გი იყო. მას არ წამ­და ღმერ­თის, არც იმ­ქვეყ­ნი­უ­რი ცხოვ­რე­ბის, არც სუ­ლის არ­სე­ბო­ბის. ამ ის­ტო­რი­ას არა­ვინ მი­აქ­ცევ­და ყუ­რა­დღე­ბას, რი­გით ადა­მი­ანს რომ მო­ე­ყო­ლა, მაგ­რამ ექიმ ებე­ნის შემ­თხვე­ვა რე­ვო­ლუ­ცი­უ­რია. ებენს უამ­რა­ვი პა­ცი­ენ­ტი ყავ­და, ვინც კო­მის შემ­დეგ იმ­ქვეყ­ნი­ურ ცხოვ­რე­ბა­ზე ყვე­ბო­და, ექიმს კი მათი არ სჯე­რო­და.

ამ­ჟა­მად ებე­ნი ჰარ­ვარ­დის სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლა­შიც ას­წავ­ლის. სტუ­დენ­ტებს ხში­რად უყ­ვე­ბა, რაც გა­დახ­და. არა­ვინ თვლის მას გი­ჟად. ებენ­მა წიგ­ნი და­წე­რა "სა­მო­თხის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა: ნე­ი­რო­ქი­რურ­გის მოგ­ზა­უ­რო­ბა სა­ი­ქი­ო­ში". წიგნ­ში რო­გორც თა­ვის, ისე მისი პა­ცი­ენ­ტის ის­ტო­რი­ებს ყვე­ბა. გთა­ვა­ზობთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­ნაკ­ვე­თებს წიგ­ნი­დან.

"მე ვიცი, რაც ემარ­თე­ბა ადა­მი­ა­ნის ტვინს, რო­დე­საც სიკ­ვდი­ლის პი­რას იმ­ყო­ფე­ბა და ყო­ველ­თვის ვთვლი­დი, რომ სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლის მიღ­მა მოგ­ზა­უ­რო­ბას სა­მეც­ნი­ე­რო ახ­სნა გა­აჩ­ნდა. ტვი­ნი ძა­ლი­ან რთუ­ლი მე­ქა­ნიზ­მია. მე არ ვთვლი­დი, რომ კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ყო­ლი­ლი ის­ტო­რი­ე­ბი რე­ა­ლუ­რი იყო..."

"ოთხი წლის წინ ძლი­ე­რი თა­ვის ტკი­ვი­ლით გა­ვიღ­ვი­ძე. ექი­მებ­მა გა­და­წყვი­ტეს, რომ იშ­ვი­ა­თი სა­ხე­ო­ბის და­ა­ვა­დე­ბა მქონ­და - ბაქ­ტე­რი­უ­ლი მი­ნინ­გი­ტი. მალე კო­მა­ში ჩავ­ვარ­დი და ერთი კვი­რა ღრმა კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი. იმის სა­მეც­ნი­ე­რო ახ­სნა, რომ სა­ნამ ჩემი სხე­უ­ლი კო­მა­ში იყო, ჩემი გო­ნე­ბა და ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო ცო­ცხლობ­და, არ არ­სე­ბობს. ჩემ­სა და სხვა მსგავს შემ­თხვე­ვებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა გახ­ლავთ - პირ­ვე­ლი ის, რომ ჩე­მამ­დე არა­ვინ მოხ­ვედ­რი­ლა ამ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში, როცა მათი ტვი­ნის ბირ­თვი სა­ერ­თოდ არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და და მე­ო­რე, მათი სხე­უ­ლი ექი­მე­ბის გა­მუდ­მე­ბუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ არ ყო­ფი­ლა.

რამ­დე­ნი­მე თვე ვცდი­ლობ­დი გა­მეც­ნო­ბი­ე­რე­ბი­ნა, რა შე­მემ­თხვა. ჩემი თავ­გა­და­სა­ვა­ლის და­სა­წყის­ში ღრუბ­ლებ­ში ვი­ყა­ვი. დიდ, რბილ, მო­ვარ­დის­ფრო, თეთრ ღრუბ­ლებ­ში. ღრუბ­ლე­ბის მაღ­ლა გამჭვირ­ვა­ლე არ­სე­ბე­ბის გუნ­დი დაფ­რი­ნავ­და, რომ­ლე­ბიც გრძელ კვალს ტო­ვებ­დნენ. ჩი­ტე­ბი? ან­გე­ლო­ზე­ბი? ეს სი­ტყვე­ბი ამო­მი­ტივ­ტივ­და, რო­დე­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­გო­ნე­ბებს ვი­წერ­დი. მაგ­რამ ისი­ნი სრუ­ლად გან­სხვავ­დე­ბოდ­ნენ ჩვე­ნი პლა­ნე­ტის­თვის ცნო­ბი­ლი ფორ­მე­ბის­გან. გა­ცი­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ.

ჩემი მოგ­ზა­უ­რო­ბის მან­ძილ­ზე ვი­ღაც ქალი სულ ჩემს გვერ­დით იმ­ყო­ფე­ბო­და. დე­ტა­ლუ­რად მახ­სოვს, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. ლურ­ჯი თვა­ლე­ბი ჰქონ­და, ორ­ქოს­ფე­რი კუ­ლუ­ლე­ბი და მშვე­ნი­ე­რი სახე. მისი სა­მო­სი უბ­რა­ლო იყო, გლე­ხი­ვით ეცვა, მაგ­რამ ფე­რე­ბი იყო გა­სა­ო­ცა­რი - ცის­ფე­რი, ლურ­ჯი და ნა­რინ­ჯის­ფე­რი.

უსი­ტყვოდ მე­სა­უბ­რე­ბო­და. ვი­ცო­დი, რომ ის და ირ­გვლივ სამ­ყა­რო რე­ა­ლუ­რი იყო. მისი შე­ტყო­ბი­ნე­ბა სამი წი­ნა­და­დე­ბის­გან შედ­გე­ბო­და და დე­და­მი­წის ენა­ზე რომ ვთარ­გმნო, ასე იქ­ნე­ბა: "შენ ყო­ველ­თვის უყ­ვარ­ხარ და ზრუ­ნა­ვენ შენ­ზე, ძვირ­ფა­სო. ნუ­რაფ­რის გე­ში­ნია. არა­ფე­რია ისე­თი, რა­საც არას­წო­რად იზამ­დი. ბევრ რა­მეს გა­ნა­ხებთ, მაგ­რამ შემ­დეგ შენ დაბ­რუნ­დე­ბი."

სი­ა­რულს ვაგ­რძე­ლებ­დი და სი­ცა­რი­ე­ლის შე­სას­ვლელ­თან მოვ­ხვდი. სრუ­ლი­ად შავ, უსა­ზღვრო, მაგ­რამ წყნარ­ში. ვიცი რამ­დე­ნად და­უ­ჯე­რებ­ლად ჟღერს ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი რე­ა­ლუ­რად მოხ­და. თა­ნა­მედ­რო­ვე ფი­ზი­კა გვე­უბ­ნე­ბა, რომ სამ­ყა­რო ერ­თი­ა­ნი და და­უ­ცალ­კა­ვე­ბე­ლია, რომ ყო­ვე­ლი ობი­ექ­ტი და მოვ­ლე­ნა სხვა ობი­ექ­ტებ­თან და მოვ­ლე­ნებ­თა­ნაა კავ­შირ­ში. დღეს ეს იდე­ე­ბი რე­ა­ლუ­რია. როცა თავი უკეთ ვიგ­რძე­ნი, ვცა­დე მო­მე­ყო­ლა ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ სხვე­ბის­თვის, მაგ­რამ არა­ვინ მი­ჯე­რებ­და. ერ­თა­დერ­თი, სა­დაც მსგავს პრობ­ლე­მას არ წა­ვა­წყდი, ეკ­ლე­სია გახ­ლდათ. ჩემი მოგ­ზა­უ­რო­ბის მან­ძილ­ზე შემ­დე­გი სი­ტყვე­ბი დამ­ყვე­ბო­და მეგ­ზუ­რად, რომ ღმერ­თს ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვარ.

მე კვლავ ექი­მი და მეც­ნი­ე­რი ვარ, მაგ­რამ ძა­ლი­ან გან­ვსხვავ­დე­ბი იმ ადა­მი­ა­ნის­გან, რო­მე­ლიც ადრე ვი­ყა­ვი, რად­გან რე­ა­ლო­ბის ახა­ლი სუ­რა­თი და­ვი­ნა­ხე და და­მი­ჯე­რეთ, ნე­ბის­მი­ე­რი სა­მუ­შაო, რომ­ლის გა­წე­ვაც ჩვენ და ჩვენს შთა­მო­მავ­ლებს მო­უ­წევთ, ღირს ამად".

მომ­ზა­დე­ბუ­ლია econet.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ამერიკელი მეცნიერი ირწმუნება, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არსებობს

ამერიკელი მეცნიერი ირწმუნება, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არსებობს

ამერიკელი ნეიროქირურგი ირწმუნება, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არსებობს. ათასობით ადამიანს გადაუტანია კლინიკური სიკვდილი და უმრავლესობა ყვება, რომ ”გვირაბის ბოლოს სინათლე” დაინახეს, მაგრამ მეცნიერები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ჰალუცინაციებია. ისეთი მეცნიერის პოვნა, რომელსაც იმქვეყნიური ცხოვრების წამს, არც ისე მარტივია. თუმცა ექიმი ალექსანდრ ებენი სხვანაირად ფიქრობს.

შვიდი დღის განმავლობაში იშვიათი დაავადების გამო ებენი კომაში იყო. როდესაც ექიმები მზად იყვნენ მკურნალობა შეეწყვიტათ და ნათესავებიც ევთანაზიაზე დათანხმდნენ, ებენმა მოულოდნელად თვალები გაახილა.

ალექსანდრის გამოჯანმრთელება სამედიცინო სასწაულია, მაგრამ ნამდვილი სასწაული სხვა რამ არის. იმ დროს, როდესაც მისი სხეული კომაში იმყოფებოდა, ალექსანდრი, როგორც თავად ყვება, იმქვეყნად გაემგზავრა და ანგელოზს შეხვდა, რომელმაც სუპერ ფიზიკური არსებობის სფერო გაუხსნა. ის ირწმუნება, რომ თავად სამყაროს საწყისს შეხვდა და შეეხო.

სანამ მას ეს ისტორია გადახდებოდა თავს, ებენი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნევროლოგი იყო. მას არ წამდა ღმერთის, არც იმქვეყნიური ცხოვრების, არც სულის არსებობის. ამ ისტორიას არავინ მიაქცევდა ყურადღებას, რიგით ადამიანს რომ მოეყოლა, მაგრამ ექიმ ებენის შემთხვევა რევოლუციურია. ებენს უამრავი პაციენტი ყავდა, ვინც კომის შემდეგ იმქვეყნიურ ცხოვრებაზე ყვებოდა, ექიმს კი მათი არ სჯეროდა.

ამჟამად ებენი ჰარვარდის სამედიცინო სკოლაშიც ასწავლის. სტუდენტებს ხშირად უყვება, რაც გადახდა. არავინ თვლის მას გიჟად. ებენმა წიგნი დაწერა ”სამოთხის მტკიცებულება: ნეიროქირურგის მოგზაურობა საიქიოში”. წიგნში როგორც თავის, ისე მისი პაციენტის ისტორიებს ყვება. გთავაზობთ ყველაზე მნიშვნელოვან მონაკვეთებს წიგნიდან.

”მე ვიცი, რაც ემართება ადამიანის ტვინს, როდესაც სიკვდილის პირას იმყოფება და ყოველთვის ვთვლიდი, რომ საკუთარი სხეულის მიღმა მოგზაურობას სამეცნიერო ახსნა გააჩნდა. ტვინი ძალიან რთული მექანიზმია. მე არ ვთვლიდი, რომ კლინიკური სიკვდილის შემდეგ ადამიანების მოყოლილი ისტორიები რეალური იყო..."

”ოთხი წლის წინ ძლიერი თავის ტკივილით გავიღვიძე. ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ იშვიათი სახეობის დაავადება მქონდა - ბაქტერიული მინინგიტი. მალე კომაში ჩავვარდი და ერთი კვირა ღრმა კომატოზურ მდგომარეობაში ვიყავი. იმის სამეცნიერო ახსნა, რომ სანამ ჩემი სხეული კომაში იყო, ჩემი გონება და შინაგანი სამყარო ცოცხლობდა, არ არსებობს. ჩემსა და სხვა მსგავს შემთხვევებს შორის განსხვავება გახლავთ - პირველი ის, რომ ჩემამდე არავინ მოხვედრილა ამ განზომილებაში, როცა მათი ტვინის ბირთვი საერთოდ არ ფუნქციონირებდა და მეორე, მათი სხეული ექიმების გამუდმებული დაკვირვების ქვეშ არ ყოფილა.

რამდენიმე თვე ვცდილობდი გამეცნობიერებინა, რა შემემთხვა. ჩემი თავგადასავალის დასაწყისში ღრუბლებში ვიყავი. დიდ, რბილ, მოვარდისფრო, თეთრ ღრუბლებში. ღრუბლების მაღლა გამჭვირვალე არსებების გუნდი დაფრინავდა, რომლებიც გრძელ კვალს ტოვებდნენ. ჩიტები? ანგელოზები? ეს სიტყვები ამომიტივტივდა, როდესაც მოგვიანებით მოგონებებს ვიწერდი. მაგრამ ისინი სრულად განსხვავდებოდნენ ჩვენი პლანეტისთვის ცნობილი ფორმებისგან. გაცილებით განვითარებულები იყვნენ.

ჩემი მოგზაურობის მანძილზე ვიღაც ქალი სულ ჩემს გვერდით იმყოფებოდა. დეტალურად მახსოვს, როგორ გამოიყურებოდა. ლურჯი თვალები ჰქონდა, ორქოსფერი კულულები და მშვენიერი სახე. მისი სამოსი უბრალო იყო, გლეხივით ეცვა, მაგრამ ფერები იყო გასაოცარი - ცისფერი, ლურჯი და ნარინჯისფერი.

უსიტყვოდ მესაუბრებოდა. ვიცოდი, რომ ის და ირგვლივ სამყარო რეალური იყო. მისი შეტყობინება სამი წინადადებისგან შედგებოდა და დედამიწის ენაზე რომ ვთარგმნო, ასე იქნება: ”შენ ყოველთვის უყვარხარ და ზრუნავენ შენზე, ძვირფასო. ნურაფრის გეშინია. არაფერია ისეთი, რასაც არასწორად იზამდი. ბევრ რამეს განახებთ, მაგრამ შემდეგ შენ დაბრუნდები.”

სიარულს ვაგრძელებდი და სიცარიელის შესასვლელთან მოვხვდი. სრულიად შავ, უსაზღვრო, მაგრამ წყნარში. ვიცი რამდენად დაუჯერებლად ჟღერს ეს ყველაფერი, მაგრამ ყველაფერი რეალურად მოხდა. თანამედროვე ფიზიკა გვეუბნება, რომ სამყარო ერთიანი და დაუცალკავებელია, რომ ყოველი ობიექტი და მოვლენა სხვა ობიექტებთან და მოვლენებთანაა კავშირში. დღეს ეს იდეები რეალურია. როცა თავი უკეთ ვიგრძენი, ვცადე მომეყოლა ჩემი გამოცდილების შესახებ სხვებისთვის, მაგრამ არავინ მიჯერებდა. ერთადერთი, სადაც მსგავს პრობლემას არ წავაწყდი, ეკლესია გახლდათ. ჩემი მოგზაურობის მანძილზე შემდეგი სიტყვები დამყვებოდა მეგზურად, რომ ღმერთს ძალიან ვუყვარვარ.

მე კვლავ ექიმი და მეცნიერი ვარ, მაგრამ ძალიან განვსხვავდები იმ ადამიანისგან, რომელიც ადრე ვიყავი, რადგან რეალობის ახალი სურათი დავინახე და დამიჯერეთ, ნებისმიერი სამუშაო, რომლის გაწევაც ჩვენ და ჩვენს შთამომავლებს მოუწევთ, ღირს ამად”.

მომზადებულია econet.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს