პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გასამართლებული ცააძისა და ფირცხალავას ოჯახის წევრები დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავენ
კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გასამართლებული ცააძისა და ფირცხალავას ოჯახის წევრები დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავენ

კორ­ტე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის საქ­მე­ზე გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი გი­ორ­გი ცა­ა­ძი­სა და ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას ოჯა­ხის წევ­რე­ბი დღეს სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგს გა­მარ­თა­ვენ. ბრი­ფინ­გი "პირ­ვე­ლი რა­დი­ოს" პრესკლუბ­ში 12.00 სა­ათ­ზე ჩა­ტარ­დე­ბა.

რო­გორც კორ­ტე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რებ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" აც­ნო­ბეს, საქ­მე ეხე­ბა ამ საქ­მე­ზე ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნილ გა­რე­მო­ე­ბებს. მათი გან­ცხა­დე­ბით, მო­სა­მარ­თლე ბად­რი კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვი­ლის მი­მართ გაჩ­ნდა ეჭვი, რო­მელ­ზეც დღე­ვან­დელ ბრი­ფინგზე ისა­უბ­რე­ბენ. ოჯა­ხის წევ­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სრუ­ლად მათ გუ­შინ გა­და­ე­ცათ.

"ჩვენ გვაქვს გო­ნივ­რუ­ლი ეჭვი, რომ კორ­ტე­ბის გა­ნა­ჩე­ნის მი­ღე­ბის სა­ნაც­ვლოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხა ქრთა­მის სა­ხით აიღო. თუ რა­ტომ გაჩ­ნდა ეს ინ­ფორ­მა­ცია, ჩვენ ამის სა­ვა­რა­უ­დო მამ­ხი­ლე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია მო­ვი­პო­ვეთ", - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერთი გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლის, გი­ორ­გი ცა­ა­ძის დამ, ირი­ნა ცა­ა­ძემ.

კი­დევ ერთი გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლის, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას მე­უღ­ლის შე­ფა­სე­ბით, კორ­ტე­ბის საქ­მის მო­სა­მარ­თლემ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. "კორ­ტე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის საქ­მის მო­სა­მარ­თლე ბად­რი კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვილ­მა ყა­ჩა­ღი და "ნარ­კო­ბა­რი­გა" იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის ან­დერ­ძი, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ივა­ნიშ­ვილს ხელ­ში გა­დას­ცა, ერთი ერ­თში მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის მი­მართ შე­ას­რუ­ლა. ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ნა­ჩე­ნი, რო­მე­ლიც ჩვენ სრუ­ლად გუ­შინ გად­მოგ­ვე­ცა და ეს გა­ნა­ჩე­ნი უპ­რე­ცე­დენ­ტოა სა­სა­მარ­თლოს ის­ტო­რი­ა­ში", - აცხა­დებს ბრალ­დე­ბულ ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას მე­უღ­ლე ნინო ხვი­ტია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გა­მოგ­ვყე­ვით, თუ და­ინ­ტრე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია.

გა­მო­ი­წე­რეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/სა­ზო­გა­დო­ე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გასამართლებული ცააძისა და ფირცხალავას ოჯახის წევრები დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავენ

კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გასამართლებული ცააძისა და ფირცხალავას ოჯახის წევრები დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავენ

კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გასამართლებული გიორგი ცააძისა და ირაკლი ფირცხალავას ოჯახის წევრები დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავენ. ბრიფინგი "პირველი რადიოს" პრესკლუბში 12.00 საათზე ჩატარდება.

როგორც კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების ოჯახის წევრებმა "ინტერპრესნიუსს" აცნობეს, საქმე ეხება ამ საქმეზე ახლად აღმოჩენილ გარემოებებს. მათი განცხადებით, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის მიმართ გაჩნდა ეჭვი, რომელზეც დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრებენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მოსამართლის გადაწყვეტილება სრულად მათ გუშინ გადაეცათ.

"ჩვენ გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ კორტების განაჩენის მიღების სანაცვლოდ სოლიდური თანხა ქრთამის სახით აიღო. თუ რატომ გაჩნდა ეს ინფორმაცია, ჩვენ ამის სავარაუდო მამხილებელი დოკუმენტაცია მოვიპოვეთ", - განაცხადა ერთ-ერთი გასამართლებულის, გიორგი ცააძის დამ, ირინა ცააძემ.

კიდევ ერთი გასამართლებულის, ირაკლი ფირცხალავას მეუღლის შეფასებით, კორტების საქმის მოსამართლემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. "კორტების სპეცოპერაციის საქმის მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ყაჩაღი და "ნარკობარიგა" იური ვაზაგაშვილის ანდერძი, რომელიც გარდაცვალებამდე ივანიშვილს ხელში გადასცა, ერთი ერთში მხოლოდ რამდენიმე ადამიანის მიმართ შეასრულა. ეს არის პოლიტიკური განაჩენი, რომელიც ჩვენ სრულად გუშინ გადმოგვეცა და ეს განაჩენი უპრეცედენტოა სასამართლოს ისტორიაში", - აცხადებს ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას მეუღლე ნინო ხვიტია.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია