მოსკოვის ცენტრში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. აფეთქება პოკროვკას ქუჩაზე, ავტობუსის გაჩერებასთან მოხდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, აფეთქება შესაძლოა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, გაჩერებაზე მდგომი ადამიანების მიმართულებით ასაფეთქებელი მოწყობილობა ისროლეს.
გამოძიება ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს.