პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დემოგრაფიული ბომბი აფხაზეთში - ინცესტი და სისხლის აღრევა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება
დემოგრაფიული ბომბი აფხაზეთში - ინცესტი და სისხლის აღრევა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება

ეს ტრა­გე­დია ორი­ვე მხა­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით დატ­რი­ალ­და! - 1990-იანი წლე­ბი­დან და­ი­წყო, რო­გორც ქარ­თუ­ლი გე­ნო­ფონ­დის, ისე აფხა­ზუ­რის დაღ­მას­ვლა. დღეს აფხა­ზუ­რი ეთ­ნო­სი, ფაქ­ტობ­რი­ვად, გაქ­რო­ბის პი­რას დგას და რუ­სუ­ლი მხა­რე მათ იმ გა­მო­სა­ვალს სთა­ვა­ზობს, რაც ხსნა ნამ­დვი­ლად არ არის.

ქარ­თველ­მა დე­მოგ­რა­ფებ­მა აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის აღ­წე­რის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე დაყ­რდნო­ბით კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რეს. შე­დე­გი სა­გან­გა­შოა!

XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლომ­დე აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ მო­ი­პო­ვე­ბო­და, ვი­ნა­ი­დან იგი რუ­სე­თის პრო­ტექ­ტო­რა­ტის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და და მე­ფის მთავ­რო­ბას აღ­წე­რა არ ჩა­უ­ტა­რე­ბია და სწო­რედ ამ დროს და­ი­დო პირ­ვე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნობ­რი­ვი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 64 000 იყო. მომ­დევ­ნო 100 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა საგ­რძნობ­ლად იზ­რდე­ბო­და, მათ შო­რის იზ­რდე­ბო­და ეთ­ნი­კუ­რი აფხა­ზე­ბის წი­ლობ­რი­ვი შე­მად­გენ­ლო­ბა. XX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე მეტი იყო, კერ­ძოდ 524 000, ხოლო 1991 წელს, რო­დე­საც ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი კონ­ფლიქ­ტი და­ი­წყო, ეს ციფ­რი 540 000-მდე გა­ი­ზარ­და. 2003 წელს აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო მთავ­რო­ბამ აღ­წე­რა ჩა­ა­ტა­რა და დადო ციფ­რი - 214 000. 2014 წელს კი ეს ციფ­რი 242 000-მდე გა­ი­ზარ­და.

ქარ­თვე­ლი დე­მოგ­რა­ფე­ბის დას­კვნით, მთე­ლი XX სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში, აფხა­ზე­ბის წი­ლობ­რი­ვი შე­მად­გენ­ლო­ბა 3,3-ით გა­ი­ზარ­და, ქარ­თუ­ლი ეთ­ნო­სის მო­სახ­ლე­ო­ბა 6,8-ით, სო­მე­ხი მო­სახ­ლე­ო­ბა 70-ჯერ, ხოლო რუსი მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ლობ­რი­ვი შე­მად­გენ­ლო­ბა 62-ჯერ გა­ი­ზარ­და.

სა­ინ­ტე­რე­სო გახ­ლავთ ის, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, "მა­ტე­ბა­ში" სომ­ხე­ბი ლი­დე­რო­ბენ. და აი, რა­ტომ:

ზო­გა­დად, მო­სახ­ლე­ო­ბის ზრდა ხდე­ბა ორი გზით - ბუ­ნებ­რი­ვი მა­ტე­ბი­სა და მიგ­რა­ცი­ის შე­დე­გად. ქარ­თუ­ლი და აფხა­ზი მო­სახ­ლე­ო­ბა იზ­რდე­ბო­და ბუ­ნებ­რი­ვი მა­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, სომ­ხე­ბი­სა და რუ­სე­ბის წი­ლობ­რი­ვი ზრდა კი გა­მო­იწ­ვია დიდ­მა მიგ­რა­ცი­ამ. ქარ­თველ­მა ექ­სპერ­ტებ­მა ისიც გა­მოთ­ვა­ლეს, თუ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბო­და თა­ვად აფხა­ზუ­რი გე­ნო­ფონ­დი და რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და მისი წი­ლობ­რი­ვი შე­მად­გენ­ლო­ბა, აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ერ­თოდ არც ერთ ქარ­თველს რომ არ ეცხოვ­რა. და­ას­კვნეს, რომ ქარ­თვე­ლე­ბის გა­რე­შე 80-იან წლებ­ში აფხა­ზი ეთ­ნო­სის შე­მად­გენ­ლო­ბა იქ­ნე­ბო­და, მაქ­სი­მუმ, 30%, ხოლო 1991 წელს, რო­დე­საც ეს კონ­ფლიქ­ტე­ბი და­ი­წყო - მხო­ლოდ 32%.

აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო რეს­პუ­ბი­კის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ან­ზორ გო­ო­ვიმ, 2015 წლის 22 აპ­რილს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მა ექ­სტრა­კორ­პო­რა­ლუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის კლი­ნი­კა "ალ­ტრა­ვი­ტას­თან". ასე გახ­და მოს­კო­ვის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა პროგ­რა­მა "აფხა­ზე­თის დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის" ნა­წი­ლი.

აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, აფხა­ზეთ­ში დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პრობ­ლე­მა ძალ­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რია იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც ომს უშე­დე­გოდ არ ჩა­უვ­ლია. ქორ­წი­ნე­ბა­ში შე­მა­ვა­ლი ბევ­რი მა­მა­კა­ცი (ასა­კი 39-40 წელი და მეტი) ომ­გა­მოვ­ლი­ლია და რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი უნა­რი ბევ­რს და­კარ­გუ­ლი აქვს.

ამო­ნა­რი­დი ან­ზორ გო­ო­ვის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბი­დან:

"გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ რა ეს ფაქ­ტო­რი, რუ­სე­თის უშ­ვი­ლო­ბას­თან ბრძო­ლის წამ­ყვან კლი­ნი­კას­თან გა­ვე­დით. ალ­ტრა­ვი­ტას რუ­სეთ­ში ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლის ყვე­ლა­ზე დიდი ბან­კი აქვს, რო­მე­ლიც ეკოს პრო­ცე­დუ­რის მა­ღალ ხა­რისხს გან­სა­ზღვრავს. ექ­სტრა­კორ­პო­რა­ლუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პი სო­ხუმ­ში ჩა­ტარ­დე­ბა, რუ­სეთ­ში გა­და­საგ­ზავ­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბი კი ყო­ველ­თვი­უ­რად აირ­ჩე­ვა. ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა იაფი არ ღირს და ეს მძი­მედ და­აწ­ვე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს, მაგ­რამ ჩვენ სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ გაგ­ვაჩ­ნია. დე­მოგ­რა­ფი­ის სა­კი­თხი პირ­და­პირ ეხე­ბა ეროვ­ნულ უსაფრ­თხო­ე­ბას. მე, კი­დევ, აფხა­ზი მო­სახ­ლე­ო­ბის ზრდის სხვა სა­შუ­ა­ლე­ბას, უბ­რა­ლოდ, ვერ ვხე­დავ", - აღ­ნიშ­ნა გო­ო­ვიმ.

"ქრო­ნი­კა+"-ს დე­ტა­ლებ­ზე ესა­უბ­რე­ბა "სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი აღორ­ძი­ნე­ბის ფონ­დის" თავ­მჯდო­მა­რე, თა­მარ ჩი­ბურ­და­ნი­ძე:

- რო­გორც ან­ზორ გო­ო­ვი აღ­ნიშ­ნავს, აფხა­ზეთ­ში უშ­ვი­ლო­ბა ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მაა. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, ისი­ნი რუ­სეთ­ში, ხსე­ნე­ბულ კლი­ნი­კა­ში აფხა­ზი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის ჩაყ­ვა­ნას და ინ­ვიტ­რო პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბას აპი­რე­ბენ სა­ხელ­მწი­ფოს ხარ­ჯზე. ანუ აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბას სურს, რომ უშ­ვი­ლო­ბის პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად რუ­სე­თის ბი­ო­რე­სურ­სე­ბის ბან­კი გა­მო­ი­ყე­ნოს, მაგ­რამ არა აფხა­ზუ­რი გე­ნის კო­დით, არა­მედ რუ­სუ­ლი გე­ნით. ფაქ­ტობ­რი­ვად, ხდე­ბა შეჯ­ვა­რე­ბა, იგი­ვე ასი­მი­ლა­ცია.

- კი მაგ­რამ, იქ­ნებ აფხა­ზუ­რი დნმ-ს ბი­ო­რე­სურ­სებ­ზეა სა­უ­ბა­რი?

- მე არ ვიცი, მათ ბან­კში რო­მე­ლი გე­ნის კოდი ინა­ხე­ბა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ თუ ეს პროგ­რა­მა ამუ­შავ­და, აფხა­ზურ ეთ­ნოს­ში ასი­მი­ლა­ცია წავა. რუ­სუ­ლი კლი­ნი­კის შე­თა­ვა­ზე­ბა გუ­ლის­ხმობს ასე­ვე იმას, რომ ბი­ო­რე­სურ­სი, ანუ გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ერთჯე­რა­დად არ ხდე­ბა. მა­მა­კა­ცის ერთი ბი­ო­რე­სურ­სით შე­საძ­ლე­ბე­ლია რამ­დე­ნი­მე ქა­ლის ინ­სე­ნი­მა­ცია მოხ­დეს. ეს კი ძა­ლი­ან დიდი საფრ­თხის შემ­ცვე­ლი გახ­ლავთ ისე­თი მცი­რე ტრა­დი­ცი­უ­ლი ერის­თვის, რო­გო­რიც აფხა­ზე­ბი არი­ან.

- ნა­თე­სა­ურ აღ­რე­ვას გუ­ლის­ხმობთ?

- რა თქმა უნდა! მე მიკ­ვირს აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასე უმტრო სა­კუ­თარ ერს?! ალ­ბათ, პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბის გა­რე­შე ამის გა­და­წყვე­ტა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. მა­ინ­ტე­რე­სებს, ფლობს თუ არა აფხა­ზი მო­სახ­ლე­ო­ბა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას - რას უქა­დის მათ სა­კუ­თა­რი მთავ­რო­ბა? ეს არ არის აფხა­ზუ­რი გე­ნო­ფონ­დის გა­დარ­ჩე­ნა, ეს არის აფხა­ზუ­რი გე­ნის სხვა ერის გე­ნო­ფონდთან ასი­მი­ლა­ცია და ამის ხარ­ჯზე მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდა.

თა­მარ როს­ტი­აშ­ვი­ლი

(შემ­ცი­რე­ბუ­ლი ვერ­სია)

გა­ზე­თი "ქრო­ნი­კა+"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

დემოგრაფიული ბომბი აფხაზეთში - ინცესტი და სისხლის აღრევა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება

დემოგრაფიული ბომბი აფხაზეთში - ინცესტი და სისხლის აღრევა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება

ეს ტრაგედია ორივე მხარის მონაწილეობით დატრიალდა! - 1990-იანი წლებიდან დაიწყო, როგორც ქართული გენოფონდის, ისე აფხაზურის დაღმასვლა. დღეს აფხაზური ეთნოსი, ფაქტობრივად, გაქრობის პირას დგას და რუსული მხარე მათ იმ გამოსავალს სთავაზობს, რაც ხსნა ნამდვილად არ არის.

ქართველმა დემოგრაფებმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის აღწერის მაჩვენებელზე დაყრდნობით კვლევა ჩაატარეს. შედეგი საგანგაშოა!

XIX საუკუნის ბოლომდე აფხაზეთის მოსახლეობის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვებოდა, ვინაიდან იგი რუსეთის პროტექტორატის ქვეშ იმყოფებოდა და მეფის მთავრობას აღწერა არ ჩაუტარებია და სწორედ ამ დროს დაიდო პირველი მონაცემები, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთის მოსახლეობის რაოდენობრივი მაჩვენებელი 64 000 იყო. მომდევნო 100 წლის განმავლობაში აფხაზეთის მოსახლეობა საგრძნობლად იზრდებოდა, მათ შორის იზრდებოდა ეთნიკური აფხაზების წილობრივი შემადგენლობა. XX საუკუნის ბოლოს აფხაზეთის მოსახლეობა ნახევარ მილიონზე მეტი იყო, კერძოდ 524 000, ხოლო 1991 წელს, როდესაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტი დაიწყო, ეს ციფრი 540 000-მდე გაიზარდა. 2003 წელს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ აღწერა ჩაატარა და დადო ციფრი - 214 000. 2014 წელს კი ეს ციფრი 242 000-მდე გაიზარდა.

ქართველი დემოგრაფების დასკვნით, მთელი XX საუკუნის განმავლობაში, აფხაზების წილობრივი შემადგენლობა 3,3-ით გაიზარდა, ქართული ეთნოსის მოსახლეობა 6,8-ით, სომეხი მოსახლეობა 70-ჯერ, ხოლო რუსი მოსახლეობის წილობრივი შემადგენლობა 62-ჯერ გაიზარდა.

საინტერესო გახლავთ ის, რომ ხსენებული ანგარიშის მიხედვით, "მატებაში" სომხები ლიდერობენ. და აი, რატომ:

ზოგადად, მოსახლეობის ზრდა ხდება ორი გზით - ბუნებრივი მატებისა და მიგრაციის შედეგად. ქართული და აფხაზი მოსახლეობა იზრდებოდა ბუნებრივი მატების საშუალებით, სომხებისა და რუსების წილობრივი ზრდა კი გამოიწვია დიდმა მიგრაციამ. ქართველმა ექსპერტებმა ისიც გამოთვალეს, თუ როგორ განვითარდებოდა თავად აფხაზური გენოფონდი და როგორი იქნებოდა მისი წილობრივი შემადგენლობა, აფხაზეთის ტერიტორიაზე საერთოდ არც ერთ ქართველს რომ არ ეცხოვრა. დაასკვნეს, რომ ქართველების გარეშე 80-იან წლებში აფხაზი ეთნოსის შემადგენლობა იქნებოდა, მაქსიმუმ, 30%, ხოლო 1991 წელს, როდესაც ეს კონფლიქტები დაიწყო - მხოლოდ 32%.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბიკის ჯანდაცვის მინისტრმა, ანზორ გოოვიმ, 2015 წლის 22 აპრილს ხელშეკრულება გააფორმა ექსტრაკორპორალური განაყოფიერების კლინიკა "ალტრავიტასთან". ასე გახდა მოსკოვის სამედიცინო დაწესებულება პროგრამა "აფხაზეთის დემოგრაფიული განვითარების" ნაწილი.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, აფხაზეთში დემოგრაფიული პრობლემა ძალზე აქტუალურია იმდენად, რამდენადაც ომს უშედეგოდ არ ჩაუვლია. ქორწინებაში შემავალი ბევრი მამაკაცი (ასაკი 39-40 წელი და მეტი) ომგამოვლილია და რეპროდუქციული უნარი ბევრს დაკარგული აქვს.

ამონარიდი ანზორ გოოვის ოფიციალური განცხადებიდან:

"გავითვალისწინეთ რა ეს ფაქტორი, რუსეთის უშვილობასთან ბრძოლის წამყვან კლინიკასთან გავედით. ალტრავიტას რუსეთში ბიოლოგიური მასალის ყველაზე დიდი ბანკი აქვს, რომელიც ეკოს პროცედურის მაღალ ხარისხს განსაზღვრავს. ექსტრაკორპორალური განაყოფიერების პირველი ეტაპი სოხუმში ჩატარდება, რუსეთში გადასაგზავნი პაციენტები კი ყოველთვიურად აირჩევა. ხელოვნური განაყოფიერება იაფი არ ღირს და ეს მძიმედ დააწვება სახელმწიფო ბიუჯეტს, მაგრამ ჩვენ სხვა გამოსავალი არ გაგვაჩნია. დემოგრაფიის საკითხი პირდაპირ ეხება ეროვნულ უსაფრთხოებას. მე, კიდევ, აფხაზი მოსახლეობის ზრდის სხვა საშუალებას, უბრალოდ, ვერ ვხედავ", - აღნიშნა გოოვიმ.

"ქრონიკა+"-ს დეტალებზე ესაუბრება "საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" თავმჯდომარე, თამარ ჩიბურდანიძე:

- როგორც ანზორ გოოვი აღნიშნავს, აფხაზეთში უშვილობა ძალიან დიდი პრობლემაა. ხელშეკრულების თანახმად, ისინი რუსეთში, ხსენებულ კლინიკაში აფხაზი ქალბატონების ჩაყვანას და ინვიტრო პროცედურების ჩატარებას აპირებენ სახელმწიფოს ხარჯზე. ანუ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობას სურს, რომ უშვილობის პრობლემის მოსაგვარებლად რუსეთის ბიორესურსების ბანკი გამოიყენოს, მაგრამ არა აფხაზური გენის კოდით, არამედ რუსული გენით. ფაქტობრივად, ხდება შეჯვარება, იგივე ასიმილაცია.

- კი მაგრამ, იქნებ აფხაზური დნმ-ს ბიორესურსებზეა საუბარი?

- მე არ ვიცი, მათ ბანკში რომელი გენის კოდი ინახება, მაგრამ ფაქტია, რომ თუ ეს პროგრამა ამუშავდა, აფხაზურ ეთნოსში ასიმილაცია წავა. რუსული კლინიკის შეთავაზება გულისხმობს ასევე იმას, რომ ბიორესურსი, ანუ განაყოფიერების გამოყენება ერთჯერადად არ ხდება. მამაკაცის ერთი ბიორესურსით შესაძლებელია რამდენიმე ქალის ინსენიმაცია მოხდეს. ეს კი ძალიან დიდი საფრთხის შემცველი გახლავთ ისეთი მცირე ტრადიციული ერისთვის, როგორიც აფხაზები არიან.

- ნათესაურ აღრევას გულისხმობთ?

- რა თქმა უნდა! მე მიკვირს აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის, როგორ შეიძლება ასე უმტრო საკუთარ ერს?! ალბათ, პოლიტიკური ნების გარეშე ამის გადაწყვეტა შეუძლებელი იქნებოდა. მაინტერესებს, ფლობს თუ არა აფხაზი მოსახლეობა ამ ინფორმაციას - რას უქადის მათ საკუთარი მთავრობა? ეს არ არის აფხაზური გენოფონდის გადარჩენა, ეს არის აფხაზური გენის სხვა ერის გენოფონდთან ასიმილაცია და ამის ხარჯზე მოსახლეობის რაოდენობის გაზრდა.

თამარ როსტიაშვილი

(შემცირებული ვერსია)

გაზეთი "ქრონიკა+"

"მგონია, ჩემი მშობლიური სახლი იწვის, ვერ ვიძინებ, იქ ვარ ჩემს ცეცხლმოკიდებულ ქალაქში და ვლოცულობ, იწვიმოს" - ვითარება აფხაზეთში და ადგილობრივები, დახმარების ამაო მოლოდინში

ხანძარმა ავარიულად გათიშა "ფსოუ 220" - აფხაზეთის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

"სოხუმს ტყის ხანძრის ჩაქრობაში თბილისის დახმარება არ სჭირდება"  - სერგეი შამბა