კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაშა მახარაძის დედის მტკიცებით, მისი შვილის მკვლელობის ფაქტს თვითმხილველი ჰყავს
ლაშა მახარაძის დედის მტკიცებით, მისი შვილის მკვლელობის ფაქტს თვითმხილველი ჰყავს

ლაშა მა­ხა­რა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბა გა­მოვ­ლინ­და. მოკ­ლუ­ლის დე­დამ, და­კი­თხვი­სას ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მკვლე­ლო­ბის ფაქტს ჰყავს მოწ­მე - ლა­შას მე­გო­ბა­რი, რო­მელ­მაც თა­ვად და­ი­ნა­ხა, რო­გორ ეს­რო­ლა ოქ­რო­პი­რი­ძემ მა­ხა­რა­ძეს.

"ეს არის არ­ჩილ და­თუ­ნიშ­ვი­ლი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ლაშა იმ სა­ღა­მოს იმ­ყო­ფე­ბო­და აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე. ისი­ნი ერ­თად უნდა წა­სუ­ლიყ­ვნენ მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე. და­თუ­ნიშ­ვი­ლი მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ჩემ­თან არ მო­სუ­ლა. ის სტრეს­ში იყო, რად­გან ჩემი შვი­ლი ხე­ლებ­ში ჩა­აკ­ვდა, თუმ­ცა მან გა­და­ლა­ხა სტრე­სი, აგ­ვის­ტო­ში მო­ვი­და და დე­ტა­ლუ­რად მო­მიყ­ვა ყვე­ლა­ფე­რი. რო­გორც ის ამ­ბობს, ოქ­რო­პი­რი­ძე მან­ქა­ნით მი­ვი­და და ლა­შას ვი­ღა­ცა­ზე ჰკი­თხა, სად არი­სო. ლა­შამ უთხრა, მან­ქა­ნი­დან რა­ტომ მე­ლა­პა­რა­კე­ბიო, რის შემ­დე­გაც ოქ­რო­პი­რი­ძემ სამ­ჯერ ეს­რო­ლა. და­თუ­ნიშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს, რომ ლაშა წა­იქ­ცა, მალე კი გა­შავ­და და მოკ­ვდა", - აღ­ნი­შან ნინო დი­დე­ბუ­ლი­ძემ.

მისი თქმით, პირი, რო­მე­ლიც მკვლე­ლო­ბას შე­ეს­წრო, მისი უფ­რო­სი შვი­ლის მე­გო­ბა­რია, რო­მე­ლიც ასე­ვე გარ­დაც­ვლი­ლია.

"არ­ჩილ და­თუ­ნიშ­ვი­ლი არის სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რად­გან ლა­შას ვერ უშ­ვე­ლა. მი­თხრა, რომ არ სურს ოქ­რო­პი­რი­ძის და­კა­ვე­ბა, რომ სურს ის გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ, რათა ღო­რი­ვით თვი­თონ დაკ­ლას. მე მო­ვუ­წო­დე, რომ არ მინ­და ჩემი შვი­ლის მე­გო­ბა­რი მკვლელ ოქ­რო­პი­რი­ძეს და­ემ­სგავ­სოს", - აღ­ნიშ­ნა დი­დე­ბუ­ლი­ძემ.

თა­ვის მხრივ, პრო­კუ­რორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ არ­ჩილ და­თუ­ნიშ­ვი­ლი, რო­მელ­ზეც მოკ­ლუ­ლის დედა სა­უბ­რობს, გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში და­ი­კი­თხა, თუმ­ცა მას მსგავს დე­ტა­ლებ­ზე არ უსა­უბ­რია.

მოკ­ლუ­ლის დე­დის და­კი­თხვა გრძელ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ლაშა მახარაძის დედის მტკიცებით, მისი შვილის მკვლელობის ფაქტს თვითმხილველი ჰყავს

ლაშა მახარაძის დედის მტკიცებით, მისი შვილის მკვლელობის ფაქტს თვითმხილველი ჰყავს

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეში ახალი გარემოება გამოვლინდა. მოკლულის დედამ, დაკითხვისას ნაფიც მსაჯულებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მკვლელობის ფაქტს ჰყავს მოწმე - ლაშას მეგობარი, რომელმაც თავად დაინახა, როგორ ესროლა ოქროპირიძემ მახარაძეს.

"ეს არის არჩილ დათუნიშვილი, რომელთან ერთადაც ლაშა იმ საღამოს იმყოფებოდა აბაშიძის ქუჩაზე. ისინი ერთად უნდა წასულიყვნენ მეგობრის დაბადების დღეზე. დათუნიშვილი მკვლელობის შემდეგ ჩემთან არ მოსულა. ის სტრესში იყო, რადგან ჩემი შვილი ხელებში ჩააკვდა, თუმცა მან გადალახა სტრესი, აგვისტოში მოვიდა და დეტალურად მომიყვა ყველაფერი. როგორც ის ამბობს, ოქროპირიძე მანქანით მივიდა და ლაშას ვიღაცაზე ჰკითხა, სად არისო. ლაშამ უთხრა, მანქანიდან რატომ მელაპარაკებიო, რის შემდეგაც ოქროპირიძემ სამჯერ ესროლა. დათუნიშვილი იხსენებს, რომ ლაშა წაიქცა, მალე კი გაშავდა და მოკვდა", - აღნიშან ნინო დიდებულიძემ.

მისი თქმით, პირი, რომელიც მკვლელობას შეესწრო, მისი უფროსი შვილის მეგობარია, რომელიც ასევე გარდაცვლილია.

"არჩილ დათუნიშვილი არის საშინელ მდგომარეობაში, რადგან ლაშას ვერ უშველა. მითხრა, რომ არ სურს ოქროპირიძის დაკავება, რომ სურს ის გაათავისუფლონ, რათა ღორივით თვითონ დაკლას. მე მოვუწოდე, რომ არ მინდა ჩემი შვილის მეგობარი მკვლელ ოქროპირიძეს დაემსგავსოს", - აღნიშნა დიდებულიძემ.

თავის მხრივ, პროკურორმა განაცხადა, რომ არჩილ დათუნიშვილი, რომელზეც მოკლულის დედა საუბრობს, გამოძიების პროცესში დაიკითხა, თუმცა მას მსგავს დეტალებზე არ უსაუბრია.

მოკლულის დედის დაკითხვა გრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია