პოლიტიკა
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს რამდენი მოქალაქე იხდის სასჯელს თურქეთის ციხეებში და რისი უფლება მიენიჭათ მსჯავრდებულებს
საქართველოს რამდენი მოქალაქე იხდის სასჯელს თურქეთის ციხეებში და რისი  უფლება მიენიჭათ მსჯავრდებულებს

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის მი­ნის­ტრი კახა კა­ხიშ­ვი­ლი თურ­ქე­თის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრ ბე­ქირ ბოზ­დაღს შეხ­ვდა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, თურ­ქეთ­ში ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე გან­სა­ხილ­ვე­ლი მთა­ვა­რი თემა თურ­ქე­თის პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე მსჯავ­რდე­ბულ­თა სას­ჯე­ლის მოხ­დის პი­რო­ბე­ბი იყო.

"კახა კა­ხიშ­ვილ­მა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრთან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე პა­ტი­მარ­თა უფ­ლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და მათი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის სა­კი­თხე­ბი და­ა­ყე­ნა. კერ­ძოდ, მან იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე მსჯავ­რდე­ბულ­თა ერთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გან­თავ­სე­ბა, მათი ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი არ­ხე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, ქარ­თუ­ლი მხა­რის მიერ თურ­ქე­თის პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის­თვის ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­წო­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, ასე­ვე, ქარ­თველ მსჯავ­რდე­ბულ­თათ­ვის სამ­ლოც­ვე­ლო ოთა­ხის გა­მო­ყო­ფა და დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე შე­სა­ბა­მი­სი კვე­ბის რა­ცი­ო­ნით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა სთხო­ვა. თურ­ქე­თის 36 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს 274 მო­ქა­ლა­ქე იმ­ყო­ფე­ბა. ქარ­თუ­ლი არ­ხე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მია მხო­ლოდ სტამ­ბო­ლის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს 121 მო­ქა­ლა­ქე იხ­დის სას­ჯელს", - აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მი­ნის­ტრმა თურ­ქე­თის სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე პრო­ბა­ცი­ო­ნე­რე­ბის სა­კი­თხიც გა­ნი­ხი­ლა.

"ესე­ნი არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არც დე­პორ­ტა­ცი­ას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი აკ­რძა­ლუ­ლი აქვთ თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბა, რის გა­მოც ფი­ნან­სუ­რი და ყო­ფი­თი პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბათ. ისი­ნი ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან აი­ღონ ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვე­ბი, რაც სირ­თუ­ლე­ებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი", - აღ­ნიშ­ნა­ვენ უწყე­ბა­ში.

თა­ვად კახა კა­ხიშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სა­კი­თხი სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე უნდა და­რე­გუ­ლირ­დეს. ამას­თან, მისი თქმით, სა­სურ­ვე­ლია გა­და­ი­ხე­დოს თურ­ქეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბის ვა­დე­ბის სა­კი­თხი.

სა­ქარ­თვე­ლოს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თურ­ქე­თის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა კახა კა­ხიშ­ვი­ლის თხოვ­ნა გა­ი­ზი­ა­რა. მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე მსჯავ­რდე­ბულ­თა თან­ხმო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათ ერთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ნა­თავ­სე­ბენ, ასე­ვე, უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი არ­ხე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ბა­ცი­ო­ნერ­თა და გა­სა­ჩივ­რე­ბის სა­კი­თხებს, ბე­ქირ ბოზ­და­ღის თქმით, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­გუ­ლი­რე­ბის პრო­ცე­სი და რე­ფორ­მა უკვე და­წყე­ბუ­ლია. თა­ვის მხრივ, უწყე­ბის ცნო­ბით, მოგ­ვა­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მყო­ფი თურ­ქი მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბი.

"კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლოს პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში თურ­ქე­თის 93 მო­ქა­ლა­ქე იხ­დის სას­ჯელს. ისი­ნი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი არი­ან თურ­ქუ­ლე­ნო­ვა­ნი არ­ხე­ბით; გა­მო­ყო­ფი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ლოც­ვე­ლო ოთა­ხე­ბი, სა­დაც ლოც­ვის და რი­ტუ­ა­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ; ასე­ვე, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ შეხ­ვდნენ სა­სუ­ლი­ე­რო პირს; მათ­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია კვე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი რა­ცი­ო­ნი მარ­ხვი­სა და დღე­სას­წა­უ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში; თურქ პა­ტიმ­რებს აქვთ ერ­თმა­ნეთ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მებ­ში არ­სე­ბულ ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მია თურ­ქუ­ლე­ნო­ვა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რა და სხვა", - აღ­ნიშ­ნა­ვენ უწყე­ბა­ში.

შეხ­ვედ­რებს თურ­ქეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი ირაკ­ლი კოპ­ლა­ტა­ძეც ეს­წრე­ბო­და. თურ­ქე­თის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტმა მას თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და. შეხ­ვედ­რა­ზე დას­მუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის ტექ­ნი­კურ დე­ტა­ლებ­ზე კი, ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ი­სა და თურ­ქე­თის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და სა­პა­ტიმ­რო­ე­ბის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ ენის ია­ვუზ ილ­დი­რიმ­თან გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე იმ­სჯე­ლეს.

თურ­ქეთ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის მი­ნის­ტრი კახა კა­ხიშ­ვი­ლი, დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად, დღეს სტამ­ბოლ­ში N3 L ტი­პის და­ხუ­რულ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ეწ­ვე­ვა და იქ მყოფ ქარ­თველ მსჯავ­რდე­ბუ­ლებს შეხ­ვდე­ბა. მი­ნის­ტრი ქარ­თვე­ლი პა­ტიმ­რებს გა­ე­სა­უბ­რე­ბა და მათი სას­ჯე­ლის მოხ­დის პი­რო­ბებს ად­გილ­ზე გა­ეც­ნო­ბა.

კახა კა­ხიშ­ვილ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტი თურ­ქეთ­ში ათა­თურ­ქის მავ­ზო­ლე­უ­მის მო­ნა­ხუ­ლე­ბი­თა და მისი საფ­ლა­ვის გვირ­გვი­ნის შემ­კო­ბით და­ი­წყო.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

საქართველოს რამდენი მოქალაქე იხდის სასჯელს თურქეთის ციხეებში და რისი უფლება მიენიჭათ მსჯავრდებულებს

საქართველოს რამდენი მოქალაქე იხდის სასჯელს თურქეთის ციხეებში და რისი  უფლება მიენიჭათ მსჯავრდებულებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი თურქეთის იუსტიციის მინისტრ ბექირ ბოზდაღს შეხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, თურქეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განსახილველი მთავარი თემა თურქეთის პენიტენციურ დაწესებულებებში საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდის პირობები იყო.

"კახა კახიშვილმა იუსტიციის მინისტრთან საქართველოს მოქალაქე პატიმართა უფლებრივი მდგომარეობისა და მათი პირობების გაუმჯობესების საკითხები დააყენა. კერძოდ, მან იუსტიციის მინისტრს საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულთა ერთ დაწესებულებაში განთავსება, მათი ქართულენოვანი არხებით უზრუნველყოფა, ქართული მხარის მიერ თურქეთის პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკებისთვის ქართულენოვანი ლიტერატურის მიწოდების საშუალება, ასევე, ქართველ მსჯავრდებულთათვის სამლოცველო ოთახის გამოყოფა და დღესასწაულებზე შესაბამისი კვების რაციონით უზრუნველყოფა სთხოვა. თურქეთის 36 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს 274 მოქალაქე იმყოფება. ქართული არხები ხელმისაწვდომია მხოლოდ სტამბოლის დაწესებულებებში, სადაც საქართველოს 121 მოქალაქე იხდის სასჯელს", - აცხადებენ სამინისტროში. მათივე განმარტებით, მინისტრმა თურქეთის საპატიმრო დაწესებულებებიდან გათავისუფლებული საქართველოს მოქალაქე პრობაციონერების საკითხიც განიხილა.

"ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც არც დეპორტაციას ექვემდებარებიან და გარკვეული პერიოდი აკრძალული აქვთ თურქეთის ტერიტორიის დატოვება, რის გამოც ფინანსური და ყოფითი პრობლემები ექმნებათ. ისინი ვალდებულნი არიან აიღონ ბინადრობის ნებართვები, რაც სირთულეებთან არის დაკავშირებული", - აღნიშნავენ უწყებაში.

თავად კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ საკითხი საკანონმდებლო დონეზე უნდა დარეგულირდეს. ამასთან, მისი თქმით, სასურველია გადაიხედოს თურქეთში საქართველოს მოქალაქეების მიერ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადების საკითხი.

საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის იუსტიციის მინისტრმა კახა კახიშვილის თხოვნა გაიზიარა. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულთა თანხმობის შემთხვევაში, მათ ერთ დაწესებულებაში განათავსებენ, ასევე, უზრუნველყოფენ ქართულენოვანი არხებით. რაც შეეხება პრობაციონერთა და გასაჩივრების საკითხებს, ბექირ ბოზდაღის თქმით, ამ მიმართულებით საკანონმდებლო რეგულირების პროცესი და რეფორმა უკვე დაწყებულია. თავის მხრივ, უწყების ცნობით, მოგვარებულია საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი თურქი მსჯავრდებულების პრობლემები.

"კერძოდ, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში თურქეთის 93 მოქალაქე იხდის სასჯელს. ისინი უზრუნველყოფილი არიან თურქულენოვანი არხებით; გამოყოფილია სპეციალური სამლოცველო ოთახები, სადაც ლოცვის და რიტუალების ჩატარების საშუალება აქვთ; ასევე, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ სასულიერო პირს; მათთვის ხელმისაწვდომია კვების სპეციალური რაციონი მარხვისა და დღესასწაულების პერიოდში; თურქ პატიმრებს აქვთ ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება, საქართველოს პენიტენციურ სისტემებში არსებულ ბიბლიოთეკებში ხელმისაწვდომია თურქულენოვანი ლიტერატურა და სხვა", - აღნიშნავენ უწყებაში.

შეხვედრებს თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი კოპლატაძეც ესწრებოდა. თურქეთის იუსტიციის მინისტმა მას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე დასმული საკითხების მოგვარების ტექნიკურ დეტალებზე კი, ქართული დელეგაციისა და თურქეთის სასჯელაღსრულებისა და საპატიმროების გენერალურ დირექტორ ენის იავუზ ილდირიმთან გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, დელეგაციასთან ერთად, დღეს სტამბოლში N3 L ტიპის დახურულ სასჯელაღსრულების დაწესებულებას ეწვევა და იქ მყოფ ქართველ მსჯავრდებულებს შეხვდება. მინისტრი ქართველი პატიმრებს გაესაუბრება და მათი სასჯელის მოხდის პირობებს ადგილზე გაეცნობა.

კახა კახიშვილმა ოფიციალური ვიზიტი თურქეთში ათათურქის მავზოლეუმის მონახულებითა და მისი საფლავის გვირგვინის შემკობით დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია