პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ხდებიან საქართველოს მოქალაქეები "ისლამური სახელმწიფოს" წევრები, როგორ დებენ ფიცს და როგორ ვრცელდება ეს იდეოლოგია ჩვენთან?
როგორ ხდებიან საქართველოს მოქალაქეები "ისლამური სახელმწიფოს" წევრები, როგორ დებენ ფიცს და როგორ ვრცელდება ეს იდეოლოგია ჩვენთან?

რამ­დე­ნი­მე დღის წინ კონ­ტრტე­რო­რის­ტულ­მა სამ­სა­ხურ­მა "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს­თან" შე­საძ­ლო კავ­ში­რის ბრალ­დე­ბით 11 სახ­ლში ჩხრე­კა ჩა­ა­ტა­რა და რამ­დე­ნი­მე პირი და­ა­კა­ვა კი­დეც. ით­ქვა, რომ ისი­ნი ემ­ხრო­ბი­ან ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცია "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" იდე­ო­ლო­გი­ას. რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია ეს ინ­ფორ­მა­ცია და შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ასე შო­რი­დან ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა?

"ქრო­ნი­კის" შე­კი­თხვებს პა­სუ­ხობს სტა­ნის­ლავ ქა­ქუ­ჩა­ია - უში­რო­ე­ბის გე­ნე­რა­ლი თა­და­რიგ­ში, დამ­ნა­შა­ვე­თა ფსი­ქო­ლო­გი­ის ცნო­ბი­ლი მკვლე­ვა­რი.

- რო­გორ ხდე­ბა ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა მათ­თან პი­რა­დი კონ­ტაქ­ტის გა­რე­შე?

- იმის­თვის, რომ "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წევ­რი - მო­ჯა­ჰე­დი ან სი­რი­ა­ში შა­ჰი­დი გახ­დნენ, სუ­ლაც არ არის სა­ჭი­რო სად­მე წას­ვლა, საკ­მა­რი­სია აღი­ა­რონ მათი"წეს­დე­ბა", რო­მელ­საც "ფიცს" უწო­დე­ბენ და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია აუ­ცი­ლებ­ლად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლის გა­ზი­ა­რე­ბა, ანუ, რო­გორც თქვენ ამ­ბობთ, "პი­რა­დი კონ­ტაქ­ტი" ონ­ლა­ინ სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია. აღი­ა­რე­ბენ და და­დე­ბენ თუ არა ფიცს, იმ წუ­თი­დან "წევ­რი" ხდე­ბი­ან.

- და ეს ასე იო­ლია?

- ძა­ლი­ან. მაგ­რამ ფი­ცის "მი­ღე­ბამ­დე" საკ­მა­ოდ დიდი გზაა გა­სავ­ლე­ლი.

- ფიც­ში რა იგუ­ლის­ხმე­ბა და რა "გზა­ზეა" ლა­პა­რა­კი?

- "ფიცი" პრაქ­ტი­უ­ლად არის "მოწ­მო­ბა", რო­მე­ლიც წევ­რო­ბას ადას­ტუ­რებს.

- ზე­პი­რი "მოწ­მო­ბა"..

- დიახ, რო­მელ­საც და­წე­რილ­ზე მეტი ძალა აქვს.

- ეს რო­გორ?

- "ფიცი" უბ­რა­ლოდ სი­ტყვე­ბი არ არის. "გა­და­ბი­რე­უ­ლი", თუ მისი წარ­მოთ­ქმის "ღირ­სი" გახ­და, წარ­მოთ­ქმის­თა­ნა­ვე წევ­რი - შა­ჰი­დი ხდე­ბა და მო­ვა­ლეა, შე­ას­რუ­ლოს ნე­ბის­მი­ე­რი და­ვა­ლე­ბა.

- "თვით­მკვლელ" ტე­რო­რის­ტად გახ­დო­მის ჩათ­ვლით?

- დიახ, მაგ­რამ ამ "პრო­ფე­სი­ას" სა­გან­გე­ბოდ ას­წავ­ლი­ან. ამი­ტომ პირ­და­პირ "თვით­მკვლე­ლი ტე­რო­რის­ტი" არ ხდე­ბი­ან. მა­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე ე. წ. "ნა­ბი­ჯი" არ­სე­ბობს და მხო­ლოდ შემ­დეგ ხდე­ბა მათი "გა­დამ­ზა­დე­ბა".

- და აქვე ხდე­ბი­ან ასე­თი "გა­ბე­დუ­ლე­ბი" თუ გა­წევ­რი­ა­ნე­ბამ­დე უკვე არი­ან?

- ეს მხო­ლოდ მათ იცი­ან, ვინც ეს ფიცი დადო და მზად არის მისი პი­რო­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად, რა­ზეც მათი შემ­დგო­მი ქმე­დე­ბე­ბი მი­უ­თი­თებს. ხოლო "ფიცი", რო­გორც სი­ტყვა­თა კრე­ბუ­ლი კი არა, მთა­ვა­რი რი­ტუ­ა­ლია, რომ­ლი­თაც ამ ფი­ცის მი­ღე­ბა ხდე­ბა. ვინც მას გა­ი­მე­ო­რებს, "გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ტა­ნი­ლი აქვს."

- და მი­ანც მი­დი­ან ამა­ზე?

- ეს უკვე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ჰიპ­ნო­ზუ­რი სრუ­ლი დატ­ვირ­თვის ზე­გავ­ლე­ნაა, რომ­ლი­თაც ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო და ასე მიმ­ზიდ­ვე­ლი გახ­და ადა­მი­ან­თა იმ ნა­წი­ლის­თვის, ვინც მას­ში გა­ერ­თი­ან­და და რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი ნე­ბი­თა და სურ­ვი­ლით, ალა­ჰის სა­ხე­ლით, თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად იხო­ცე­ბი­ან სა­კუ­თარ მსხვერ­პლებ­თან ერ­თად. მაგ­რამ საქ­მე ისაა, რომ სი­რი­ა­ში ომში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის მე­ომ­რე­ბის მი­სა­ზი­დად ვრცელ­დე­ბა სა­გან­გე­ბოდ შექ­მნი­ლი მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნი ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი, რომ­ლებ­შიც ძა­ლი­ან ბევ­რი საც­დუ­რია ახალ­გაზ­რდის­თვის, რად­გან ნაჩ­ვე­ნე­ბია მე­ომ­რე­ბის ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ისე­თი კად­რე­ბი, რო­მე­ლიც სა­მო­თხე­ში ცხოვ­რე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ას ქმნის: სა­ცხოვ­რებ­ლად მა­ღალ­ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო­ე­ბი, ასე­ვე, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბი­თა და ძვირ­ფა­სი ტრან­სპორ­ტით და რაც მთა­ვა­რია, მათი ნაც­ნო­ბი ასე­ვე ახალ­გაზ­რდე­ბის მე­თა­უ­რო­ბით, რომ­ლებ­საც იქ წამ­ყვა­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი უჭი­რავთ. სხვა რა უნდა ახალ­გაზ­რდას, რო­მელ­საც მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი ენერ­გია აქვს, ძალ-ღონე ერ­ჩის და ზუს­ტად იცის, რომ ფი­ზი­კუ­რად შეძ­ლებს ყვე­ლა­ფერს, რაც მე­ო­მარს მო­ე­თხო­ვე­ბა. სუ­ლი­ე­რი მა­მე­ბის­გან ეს საქ­ცი­ე­ლი მხარ­და­ჭე­რი­ლია, ხოლო გო­ნებ­რივ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე არც თა­ვად ფიქ­რობს და არც ვინ­მე სხვა, ამი­ტო­მაც იქ მის­ვლამ­დე "ფიცს" დე­ბენ, ხოლო ჩა­სუ­ლე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად "თვით­მკვლე­ლე­ბი" არი­ან შა­ჰი­დის ქამ­რის გა­რე­შე და ნე­ბის­მი­ერ და­ვა­ლე­ბას შე­ას­რუ­ლე­ბენ "ალა­ჰის სა­ხე­ლით", რაც უმე­ტეს­წი­ლად სხვის მოკ­ვდი­ნე­ბას­თან ერ­თად მათ სიკ­ვდილ­საც უდ­რის. თუმ­ცა ეს უკვე "წმინ­და" სიკ­ვდი­ლია, რო­მელ­საც "იმ­ქვეყ­ნად" კი­დევ უფრო დიდ "სა­მო­თხე­ში" ცხოვ­რე­ბა მოს­დევს.

- ეს რწმე­ნა თა­ვის­თა­ვად უჩ­ნდე­ბათ?

- არა, ამა­ზე სა­გან­გე­ბოდ "ზრუ­ნა­ვენ" და "გა­მოჰ­ყავთ" "თვით­მკვლე­ლე­ბი".

- მაგ­რამ ინ­ფორმ­ცა­ია თვით­მკვლე­ლი კა­მი­კა­ძე­ე­ბის შეს­ხა­ებ ჯერ კი­დევ მე-13 სა­უ­კუ­ნი­დან არ­სე­ბობს.

- "კა­მი­კა­ძე" თვით­მკვლელ ის­ლა­მის­ტებ­თან მხო­ლოდ ასო­ცირ­დე­ბა, მაგ­რამ მხო­ლოდ სი­ტყვის გარ­და­სულ მნიშ­ვნე­ლო­ბას­თან კავ­ში­რის გამო. სი­ნამ­დვი­ლე­ში, თვით­მკვლელ ის­ლა­მის­ტებს შა­ჰი­დე­ბი ეწო­დე­ბათ, მაგ­რამ ხან­და­ხან "კა­მი­კა­ძე­ე­ბად" მო­იხ­სე­ნი­ე­ბი­ან, რაც არ არის სწო­რი.

- რა­ტომ?

- იმი­ტომ, რომ მე­ცა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში, როცა ია­პო­ნი­ას ჩინ­გიზ ხა­ნის შვი­ლიშ­ვი­ლი ყუ­ბი­ლაი ხანი და­პყრო­ბით და­ე­მუქ­რა, ია­პო­ნი­ის მი­სას­ვლელ­თან მისი ჯა­რის­კა­ცე­ბი­ა­ნი ასო­ბით გემი ჯერ კი­ედვ ომის და­წყე­ბამ­დე მო­უ­ლო­ნე­ლად ამო­ვარ­დნილ­მა ტა­ი­ფუნ­მა სრუ­ლი­ად გა­ა­ნად­გუ­რა.

ტა­ი­ფუ­ნი "კა­მი­კა­ძედ" მო­ი­ნათ­ლა, რაც ქარ­თუ­ლად "ღვთა­ებ­რივ ქარს" ნიშ­ნავს და სწო­რედ მისი სა­ხე­ლი - კა­მი­კა­ძე" და­ე­მა­ტა ია­პო­ნურ სი­ტყვა "ტი­კო­ტა­ის", რაც "მო­ხა­ლი­სე თვით­მკვლელს" ნიშ­ნავს და "კა­მი­კა­ძე­ტი­კო­ტაი" მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში გა­მოჩ­ნდა. მათი უმე­ტე­სო­ბა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი საგ­ნე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლებ­მაც სა­გან­გე­ოდ ის­წავ­ლეს ფრე­ნა, რაც დიდ სირ­თუ­ლეს არ წარ­მო­ად­გენ­და, რად­გან თვითმფრი­ნა­ვი მცი­რე რე­აქ­ტი­ულძ­რა­ვი­ა­ნი და ფრე­ნის მოკ­ლე არე­ა­ლი­ა­ნი იყო, რომ­ლი­თაც "თვით­მკვლე­ლი" პი­ლო­ტი, მზან­თან შეჭ­რი­ლი, მას­თან ერ­თად ფეთ­ქდე­ბო­და. 1945 წელს ია­პო­ნი­ას უკვე 5 ათა­სამ­დე ასე­თი თვითმფრი­ნა­ვი ჰავ­და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, იმ დროს 2 500-ზე მეტი კა­მი­კა­ძე და­ი­ხო­ცა. ძი­რი­თა­დად პირ­ვე­ლა­დი გა­ნათ­ლე­ბით ფი­ლო­ლო­გე­ბი იყ­ვნენ, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლე­ბი და პატ­რი­ო­ტე­ბი, ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის თავ­გან­წი­რუ­ლე­ბი.

ხში­რად მამა-შვი­ლი მი­დი­ოდ­ნენ და მებ­რძო­ლე­ბად ეწე­რე­ბოდ­ნენ. მათი ზო­გი­ერ­თი მწვრთნე­ლი დღე­საც ცო­ცხა­ლია და ყვე­ბი­ან, რო­გორ ას­წავ­ლიდ­ნენ, და­ეძ­ლი­ათ სა­კუ­თარ თავ­ში შიში. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, გაწ­ვრთნი­ლე­ბი ცო­ტას ლა­პა­რა­კობ­დნენ. გმი­რუ­ლი სუ­ლით შემ­კუ­ლე­ბი სი­ცო­ცხლე­ში­ვე იც­ვლიდ­ნენ სა­ხელს და არე­ა­ლი­დან ქრე­ბოდ­ნენ, რო­გორც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, და ასე უსა­ხე­ლოდ წი­რავ­დნენ თავს სამ­შობ­ლოს­თვის. სრუ­ლი­ად შეგ­ნე­ბუ­ლად მი­დი­ოდ­ნენ და­ვა­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად, ჯან­მრთე­ლი, საღი აზ­როვ­ნე­ბით და არა ფა­ნა­ტიზ­მით შე­პყრო­ბი­ლე­ბი. გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ჰქონ­დათ, რას აკე­თებ­დნენ სამ­შობ­ლოს და­სა­ცა­ვად. მათ არაფ­რით ხიბ­ლავ­დნენ, არც ამ­ქვეყ­ნი­ურ და არც იმ­ქვეყ­ნი­ურ სი­კე­თე­ებს, სა­მო­თხის სა­ხით, "ქრთა­მად" არ სთა­ვა­ზობ­დნენ და არც არა­ფერს ჰპირ­დე­ბოდ­ნენ... ია­პო­ნე­ლებ­მა მა­ში­ნაც იცოდ­ნენ მათი ფასი და დღე­საც იცი­ან და მათი სა­ხე­ლის უკ­ვდავ­სა­ყო­ფად უზარ­მა­ზა­რი მუ­ზე­უ­მი აქვთ ტო­კი­ოს ცენ­ტრში, სა­დაც ყო­ვე­ლი ია­პო­ნე­ლი თავს მო­ვა­ლედ თვლის წელ­წად­ში ერთხელ მა­ინც მი­ვი­დეს, მი­იყ­ვა­ნოს სა­კუ­თა­რი შთა­მო­მავ­ლო­ბა და აჩ­ვე­ნოს ეს გმი­რე­ბი.

სი­ტყვა შა­ჰი­დი კი არა­ბუ­ლია და სი­ტყვა­სიტ­ვით "და­დას­ტუ­რე­ბას" ნიშ­ნავს, მაგ­რამ "სა­სა­მარ­თლოს მოწ­მის" ან ძი­რი­თა­დად იმ პი­რე­ბის აღმნიშ­ვნე­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, ვინც რე­ლი­გი­ის­თვის, სარ­წმუ­ნო­ე­ბის­თვის მო­წა­მებ­რი­ვად აღეს­რულ­ნენ. ის­ლა­მის­ტუ­რი ტე­რო­რიზ­მი აზან­ზა­რებს და ში­შის ზარს სცემს სამ­ყა­როს, მისი დამ­კვე­თე­ბი და შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი - ტე­რო­რის­ტე­ბი სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლოს, ან რა­ი­მე სიწ­მინ­დის რე­ა­ლურ მტერს კი არ ერძვი­ან, არამ­დე ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით ან­გა­რიშს­წო­რე­ბის ას­ტრაქ­ტუ­ლი ტაქ­ტი­კა აქვთ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი "წარ­მო­სა­ხუ­ლი" არარ­სე­ბუ­ლის წი­ნაღ­მდეგ, ვი­საც "ოპო­ნენ­ტად" მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ და მას ხე­და­ვენ არა ერ­თსა და ორ პირ­ში, არა­მედ ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფებ­ში და ერ­თბა­შად ებ­რძვი­ან, უმო­წყა­ლოდ ხო­ცა­ვენ სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო­ებს და რაც მეტს, მით უფრო "კარ­გი" და ეს საქ­ცი­ე­ლი მუს­ლი­მა­ნუ­რი სარ­წმუ­ნო­ე­ბის "სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო" ყუ­რა­ნით არის ნა­საზ­რდო­ე­ბი და იდე­ო­ლო­გი­ით მომ­ზაზ­დე­ბუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­ის ზე­მოქ­მე­დე­ბა არის ის­ლა­მის­ტუ­რი ტე­რო­რიზ­მის ერ-თერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა.

თვით­მკვლე­ლი ტე­რო­რის­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბით, პრაქ­ტი­კუ­ლად, მზად­დე­ბა უსა­შინ­ლე­სი ია­რა­ღი, უფრო სწო­რად მკვლე­ლი, რო­მე­ლიც არის "ტყვია" მკვლე­ლის ხელ­ში. ვინ არის მკვლე­ლი, დღემ­დე უც­ნო­ბია, რად­გან ხან ვისი სა­ხე­ლით ინიღ­ბე­ბა და ხან - ვისი. ხან ერთი ის­ლა­მუ­რი მოძ­რა­ო­ბაა, ხან - მე­ო­რე და სი­ნამ­დვი­ლე­ში ამ "შე­ი­ა­რა­ღე­ბის" მფლო­ბე­ლის ვი­ნა­ო­ბა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით არის მო­ცუ­ლი, სა­მა­გი­ე­როდ ნა­თე­ლია, რომ თვით­მკვლე­ლი ტე­რო­რის­ტე­ბის­კან­დი­და­ტე­ბის გა­და­ბი­რე­ბა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მაშს­ტა­ბით წარ­მა­ტე­ბით გრძელ­დე­ბა.

- თავ­გან­წირ­ვის სა­ნაც­ვლოდ "ქრთა­მი" ახ­სე­ნეთ...

- დიახ, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით ხში­რად ვრცელ­დე­ბა და­პი­რე­ბე­ბის შემ­ცვე­ლი მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნი ვი­ე­დორ­გო­ლე­ბი, რო­მე­ლიც დიდ ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს მა­ყუ­რე­ბელ­ზე. მა­გა­ლი­თად:

ამ ბოლო დროს გავ­რცე­ლე­ბულ სა­რეკ­ლა­მო რგო­ლებს შო­რის გა­მოჩ­ნდა ვი­დე­ორ­გო­ლი, რო­მელ­შიც გავ­ლე­ნი­ან­მა მუს­ლი­მან­მა სუ­ლი­ერ­მა ლი­დე­რებ­მა "ალა­ჰის სა­ხე­ლით" მუს­ლი­მან ტუ­ნი­სელ გო­გო­ნებს სი­რი­ა­ში აჯან­ყე­ბუ­ლი მე­ომ­რე­ბის სირ­თუ­ლე­ე­ბის შე­სამ­სუ­ბუ­ქებ­ლად და მხარ­და­სა­ჭე­რად მო­უ­წო­დეს არა სა­ომ­რად, არა­მედ "ქა­ლის სით­ბოს" მო­ნატ­რე­ბულ მე­ომ­რებ­თან სქე­სობ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის და ამის­თვის იმ­ქვეყ­ნად "სა­მუ­და­მო სა­მო­თხეს" დაჰ­პირ­დნენ, ცხა­დია, ამ­ქვეყ­ნად ფუ­ლად ანა­ზღა­უ­რე­ბას­თან ერ­თად აქაც "ყუ­რა­ნით" ისარ­გებ­ლეს, რომ­ლის 24-ე სუ­რის თა­ნახ­მად, მი­სა­ღე­ბია "მუტა" - დრო­ე­ბი­თი ქორ­წი­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­დან 99 წლამ­დე, რაც ბუ­ნებ­რი­ვია, "კო­რექ­ტი­რე­ბის" ნა­ყო­ფია და ამ კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვის­თვის არის გათ­ვლი­ლი, მით უმე­ტეს, მა­მა­კა­ცი ვალ­დე­ბუ­ლია, ამ "ქორ­წი­ნე­ბის­თვის" ქალი და­ა­ჯილ­დო­ოს. მე­ომ­რებს კი, სა­ნამ ცო­ცხლე­ბი არი­ან, ფული ბლო­მად აქვთ.

ცნო­ბი­ლია, რომ ტუ­ნი­სე­ლი ქა­ლე­ბის გამ­გზავ­რე­ბა სი­რი­ა­ში სრუ­ლად იყო მხარ­და­ჭე­რი­ლი და სა­ზღვრის გა­და­ლახ­ვა არ გას­ჭირ­ვე­ბი­ათ. მაგ­რამ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ ზო­გი­ერ­თი ად­გი­ლობ­რი­ვი "პატ­რი­ო­ტი" მა­მა­კა­ცი გან­ქორ­წინ­და, რათა ცოლი მო­ჯა­ჰე­დე­ბის­თვის "მხარ­და­სა­ჭე­რად" გა­ეშ­ვა! მათი უმე­ტე­სო­ბა უკვე და­ორ­სუ­ლე­ბუ­ლი დაბ­რუნ­და უკან.

არა­ვინ იცის, რამ­დე­ნი იყო წა­სუ­ლი, მაგ­რამ ცნო­ბი­ლია, რომ თითო ქალს, სულ ცოტა, 30 კაც­თან მა­ინც ჰქონ­და ერ­თდრო­უ­ლად სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი.

სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ "საღვთო ომში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლე­ბი პან­კი­სის ხე­ო­ბის მკვიდ­რი ქის­ტებ წა­ვიდ­ნენ, შემ­დეგ აჭა­რის მუს­ლი­მა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბი­და­ნაც გა­მოჩ­ნდნენ მო­ხა­ლი­სე­ე­ბი და რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი და­ა­კა­ვეს და "ახალ­გა­მომ­ცხვარ­მა მო­ჯა­ჰედ­მა" ქარ­თველ­მა მუს­ლი­მა­ნებ­მა, პან­კი­სი­დან წა­სუ­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ვერ გას­ცეს პა­სუ­ხი შე­კი­თხვას, რა­ტომ გახ­დნენ მო­ჰა­ჯე­დე­ბი. პან­კის­ში სი­რი­ის "საღვთო ომის" მხარ­და­ჭე­რა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბის სახ­ლე­ბის ჩხრე­კამ და ომა­ლო­ში "წი­თურ გე­ნერ­ლად" მო­ნათ­ლუ­ლი ომარ ალ-ში­შა­ნის ახლო ნა­თე­სა­ვე­ბის და­კა­ვე­ბამ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია, რად­გან "თე­მის უხუ­ცე­სებს" შო­რის არ არის ერ­თი­ა­ნი აზრი, ვის­თან ერ­თად უნდა იყონ და იბ­რძო­ლონ პან­კი­სი­დან წა­სულ­მა მე­ომ­რებ­მა სი­რი­ა­ში, სა­დაც "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" გარ­და "კავ­კა­სი­ის სა­ა­მი­როც" არის, მაგ­რამ მათი უმე­ტე­სო­ბა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მხა­რეს ყოფ­ნას ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას. შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ თა­ვის დრო­ზე იქ იყო თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ერაყ­ში უნდა იყოს, თუ სა­ერ­თოდ ცო­ცხა­ლია. ხოლო "კავ­კა­სი­ის სა­ა­მი­როს" მომ­ხრე პან­კი­სე­ლე­ბი, ასე­ვე, მაით თა­ნა­მე­მა­მუ­ლე ფე­ი­სუ­ლა მარ­გოშ­ვი­ლის­თვის მხარ­და­ჭე­რას მო­ი­თხო­ვენ, ანუ, ზო­გა­დად, სი­რი­ა­ში წას­ვლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი აქვთ. მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოც" და "სა­ა­მი­როც" ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა და მხო­ლოდ სა­ხელ­წო­დე­ბით გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან. ამას­თა­ნა­ვე, ცნო­ბი­ლია "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მებ­რძოლ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, "სა­ა­მი­რო­სი" - არა.

- პან­კის­ში და სა­ერ­თოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში ახ­ლად შექ­მნი­ლი "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" იდე­ო­ლო­გია რო­გორ ვრცელ­დე­ბა?

- გროზ­ნოს "ქის­ტუ­რი სათ­ვის­ტო­მო­დან", რო­მე­ლიც კარ­გად და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია.

- რას ით­ვა­ლის­წი­ნებს "ჯი­ჰა­დი"?

- ჯი­ჰა­დი მუს­ლი­მა­ნის რე­ლი­გი­უ­რი ის მო­ვა­ლე­ო­ბაა, რო­მე­ლიც ის­ლა­მის სა­ხე­ლით ურ­წმუ­ნო­თა წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას გუ­ლის­ხმობ­და. ყუ­რან­ში არის მი­თი­თე­ბე­ბი: არ ეო­მონ სხვა რე­ლი­გი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, "გა­და­ი­ბი­რო ნ ", ანუ ბრძნუ­ლი, კე­თი­ლი და­რი­გე­ბე­ბით გა­და­იყ­ვა­ნონ "ჭეშ­მა­რიტ რე­ლი­გი­ა­ზე". ომით და­იც­ვან თავი ის­ლა­მის მტრე­ბის­გან. თავს და­ეს­ხან და და­ხო­ცონ ურ­წმუ­ნო­ე­ბი წე­ლი­წა­დის ნე­ბის­მი­ერ დროს და ად­გი­ლას, წმინ­და თვე­ე­ბის, რა­მა­და­ნის - მარ­ხვის დღე­ე­ბის გარ­და. ჯი­ჰა­დი ალა­ჰის რწმე­ნის გა­მავ­რცე­ლებ­ლის ძა­ლის­ხმე­ვაა. ალა­ჰის რწმე­ნის გა­სავ­რცე­ლე­ბე­ლად და მთელ სამ­ყა­რო­ზე მისი სი­ტყვის "ჭეშ­მა­რიტ სი­ტყვად" გა­დაქ­ცე­ვის მიღ­წე­ვა, რო­გორც მშვი­დო­ბი­ა­ნი, ასე­ვე ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით. საქ­მე ისაა, რომ ის­ლა­მუ­რი სა­მარ­თა­ლი არ უშ­ვებს ომს მუს­ლი­მან­თა შო­რის, მაგ­რამ უშ­ვებს ერ­თი­ა­ნი მუს­ლი­მა­ნუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს - "ISIS"-ის სა­ხით, რო­მე­ლიც ახა­ლი შექ­მნი­ლია, მა­ნამ­დე მას სხვა სა­ხე­ლი ჰქონ­და, როცა სხვა­თა მიერ იყო მარ­თუ­ლი.

- მი­ზა­ნი?

- ერ­თი­ა­ნი მუს­ლი­მა­ნუ­რი სამ­ყა­როს შექ­მნა.

- და ეს მიღ­წე­ვა­დია?

- და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რა ზო­მებს მი­მარ­თავს და­ნარ­ჩე­ნი სამ­ყა­რო, ძა­ლას და­უ­პი­რის­პი­რებს თუ გო­ნე­ბას...

ქე­თე­ვან ჩე­მია

გა­ზე­თი "ქრო­ნი­კა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

როგორ ხდებიან საქართველოს მოქალაქეები "ისლამური სახელმწიფოს" წევრები, როგორ დებენ ფიცს და როგორ ვრცელდება ეს იდეოლოგია ჩვენთან?

როგორ ხდებიან საქართველოს მოქალაქეები "ისლამური სახელმწიფოს" წევრები, როგორ დებენ ფიცს და როგორ ვრცელდება ეს იდეოლოგია ჩვენთან?

რამდენიმე დღის წინ კონტრტერორისტულმა სამსახურმა "ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაძლო კავშირის ბრალდებით 11 სახლში ჩხრეკა ჩაატარა და რამდენიმე პირი დააკავა კიდეც. ითქვა, რომ ისინი ემხრობიან ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" იდეოლოგიას. რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია და შესაძლებელია თუ არა ასე შორიდან ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება?

"ქრონიკის" შეკითხვებს პასუხობს სტანისლავ ქაქუჩაია - უშიროების გენერალი თადარიგში, დამნაშავეთა ფსიქოლოგიის ცნობილი მკვლევარი.

- როგორ ხდება ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება მათთან პირადი კონტაქტის გარეშე?

- იმისთვის, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წევრი - მოჯაჰედი ან სირიაში შაჰიდი გახდნენ, სულაც არ არის საჭირო სადმე წასვლა, საკმარისია აღიარონ მათი"წესდება", რომელსაც "ფიცს" უწოდებენ და ჩამოყალიბებულია აუცილებლად შესასრულებელი ვალდებულებები, რომლის გაზიარება, ანუ, როგორც თქვენ ამბობთ, "პირადი კონტაქტი" ონლაინ სრულიად შესაძლებელია. აღიარებენ და დადებენ თუ არა ფიცს, იმ წუთიდან "წევრი" ხდებიან.

- და ეს ასე იოლია?

- ძალიან. მაგრამ ფიცის "მიღებამდე" საკმაოდ დიდი გზაა გასავლელი.

- ფიცში რა იგულისხმება და რა "გზაზეა" ლაპარაკი?

- "ფიცი" პრაქტიულად არის "მოწმობა", რომელიც წევრობას ადასტურებს.

- ზეპირი "მოწმობა"..

- დიახ, რომელსაც დაწერილზე მეტი ძალა აქვს.

- ეს როგორ?

- "ფიცი" უბრალოდ სიტყვები არ არის. "გადაბირეული", თუ მისი წარმოთქმის "ღირსი" გახდა, წარმოთქმისთანავე წევრი - შაჰიდი ხდება და მოვალეა, შეასრულოს ნებისმიერი დავალება.

- "თვითმკვლელ" ტერორისტად გახდომის ჩათვლით?

- დიახ, მაგრამ ამ "პროფესიას" საგანგებოდ ასწავლიან. ამიტომ პირდაპირ "თვითმკვლელი ტერორისტი" არ ხდებიან. მანამდე რამდენიმე ე. წ. "ნაბიჯი" არსებობს და მხოლოდ შემდეგ ხდება მათი "გადამზადება".

- და აქვე ხდებიან ასეთი "გაბედულები" თუ გაწევრიანებამდე უკვე არიან?

- ეს მხოლოდ მათ იციან, ვინც ეს ფიცი დადო და მზად არის მისი პირობების შესასრულებლად, რაზეც მათი შემდგომი ქმედებები მიუთითებს. ხოლო "ფიცი", როგორც სიტყვათა კრებული კი არა, მთავარი რიტუალია, რომლითაც ამ ფიცის მიღება ხდება. ვინც მას გაიმეორებს, "განაჩენი გამოტანილი აქვს."

- და მიანც მიდიან ამაზე?

- ეს უკვე ფსიქოლოგიური და ჰიპნოზური სრული დატვირთვის ზეგავლენაა, რომლითაც ყველაფერი დაიწყო და ასე მიმზიდველი გახდა ადამიანთა იმ ნაწილისთვის, ვინც მასში გაერთიანდა და რომლებიც საკუთარი ნებითა და სურვილით, ალაჰის სახელით, თითქმის ყოველდღიურად იხოცებიან საკუთარ მსხვერპლებთან ერთად. მაგრამ საქმე ისაა, რომ სირიაში ომში მონაწილეობისთვის მეომრების მისაზიდად ვრცელდება საგანგებოდ შექმნილი მაღალხარისხიანი ვიდეორგოლები, რომლებშიც ძალიან ბევრი საცდურია ახალგაზრდისთვის, რადგან ნაჩვენებია მეომრების ცხოვრების ამსახველი ისეთი კადრები, რომელიც სამოთხეში ცხოვრების ასოციაციას ქმნის: საცხოვრებლად მაღალვარსკვლავიანი სასტუმროები, ასევე, მაღალი ხარისხის მომსახურებითა და ძვირფასი ტრანსპორტით და რაც მთავარია, მათი ნაცნობი ასევე ახალგაზრდების მეთაურობით, რომლებსაც იქ წამყვანი პოზიციები უჭირავთ. სხვა რა უნდა ახალგაზრდას, რომელსაც მოჭარბებული ენერგია აქვს, ძალ-ღონე ერჩის და ზუსტად იცის, რომ ფიზიკურად შეძლებს ყველაფერს, რაც მეომარს მოეთხოვება. სულიერი მამებისგან ეს საქციელი მხარდაჭერილია, ხოლო გონებრივ განვითარებაზე არც თავად ფიქრობს და არც ვინმე სხვა, ამიტომაც იქ მისვლამდე "ფიცს" დებენ, ხოლო ჩასულები პრაქტიკულად "თვითმკვლელები" არიან შაჰიდის ქამრის გარეშე და ნებისმიერ დავალებას შეასრულებენ "ალაჰის სახელით", რაც უმეტესწილად სხვის მოკვდინებასთან ერთად მათ სიკვდილსაც უდრის. თუმცა ეს უკვე "წმინდა" სიკვდილია, რომელსაც "იმქვეყნად" კიდევ უფრო დიდ "სამოთხეში" ცხოვრება მოსდევს.

- ეს რწმენა თავისთავად უჩნდებათ?

- არა, ამაზე საგანგებოდ "ზრუნავენ" და "გამოჰყავთ" "თვითმკვლელები".

- მაგრამ ინფორმცაია თვითმკვლელი კამიკაძეების შესხაებ ჯერ კიდევ მე-13 საუკუნიდან არსებობს.

- "კამიკაძე" თვითმკვლელ ისლამისტებთან მხოლოდ ასოცირდება, მაგრამ მხოლოდ სიტყვის გარდასულ მნიშვნელობასთან კავშირის გამო. სინამდვილეში, თვითმკვლელ ისლამისტებს შაჰიდები ეწოდებათ, მაგრამ ხანდახან "კამიკაძეებად" მოიხსენიებიან, რაც არ არის სწორი.

- რატომ?

- იმიტომ, რომ მეცამეტე საუკუნეში, როცა იაპონიას ჩინგიზ ხანის შვილიშვილი ყუბილაი ხანი დაპყრობით დაემუქრა, იაპონიის მისასვლელთან მისი ჯარისკაცებიანი ასობით გემი ჯერ კიედვ ომის დაწყებამდე მოულონელად ამოვარდნილმა ტაიფუნმა სრულიად გაანადგურა.

ტაიფუნი "კამიკაძედ" მოინათლა, რაც ქართულად "ღვთაებრივ ქარს" ნიშნავს და სწორედ მისი სახელი - კამიკაძე" დაემატა იაპონურ სიტყვა "ტიკოტაის", რაც "მოხალისე თვითმკვლელს" ნიშნავს და "კამიკაძეტიკოტაი" მეორე მსოფლიო ომში გამოჩნდა. მათი უმეტესობა ჰუმანიტარული საგნების მეცნიერები იყვნენ, რომლებმაც საგანგეოდ ისწავლეს ფრენა, რაც დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა, რადგან თვითმფრინავი მცირე რეაქტიულძრავიანი და ფრენის მოკლე არეალიანი იყო, რომლითაც "თვითმკვლელი" პილოტი, მზანთან შეჭრილი, მასთან ერთად ფეთქდებოდა. 1945 წელს იაპონიას უკვე 5 ათასამდე ასეთი თვითმფრინავი ჰავდა, საბოლოო ჯამში, იმ დროს 2 500-ზე მეტი კამიკაძე დაიხოცა. ძირითადად პირველადი განათლებით ფილოლოგები იყვნენ, ინტელექტუალები და პატრიოტები, ქვეყნის კეთილდღეობისთვის თავგანწირულები.

ხშირად მამა-შვილი მიდიოდნენ და მებრძოლებად ეწერებოდნენ. მათი ზოგიერთი მწვრთნელი დღესაც ცოცხალია და ყვებიან, როგორ ასწავლიდნენ, დაეძლიათ საკუთარ თავში შიში. საბოლოო ჯამში, გაწვრთნილები ცოტას ლაპარაკობდნენ. გმირული სულით შემკულები სიცოცხლეშივე იცვლიდნენ სახელს და არეალიდან ქრებოდნენ, როგორც მოქალაქეები, და ასე უსახელოდ წირავდნენ თავს სამშობლოსთვის. სრულიად შეგნებულად მიდიოდნენ დავალების შესასრულებლად, ჯანმრთელი, საღი აზროვნებით და არა ფანატიზმით შეპყრობილები. გაცნობიერებული ჰქონდათ, რას აკეთებდნენ სამშობლოს დასაცავად. მათ არაფრით ხიბლავდნენ, არც ამქვეყნიურ და არც იმქვეყნიურ სიკეთეებს, სამოთხის სახით, "ქრთამად" არ სთავაზობდნენ და არც არაფერს ჰპირდებოდნენ... იაპონელებმა მაშინაც იცოდნენ მათი ფასი და დღესაც იციან და მათი სახელის უკვდავსაყოფად უზარმაზარი მუზეუმი აქვთ ტოკიოს ცენტრში, სადაც ყოველი იაპონელი თავს მოვალედ თვლის წელწადში ერთხელ მაინც მივიდეს, მიიყვანოს საკუთარი შთამომავლობა და აჩვენოს ეს გმირები.

სიტყვა შაჰიდი კი არაბულია და სიტყვასიტვით "დადასტურებას" ნიშნავს, მაგრამ "სასამართლოს მოწმის" ან ძირითადად იმ პირების აღმნიშვნელად გამოიყენება, ვინც რელიგიისთვის, სარწმუნოებისთვის მოწამებრივად აღესრულნენ. ისლამისტური ტერორიზმი აზანზარებს და შიშის ზარს სცემს სამყაროს, მისი დამკვეთები და შემსრულებლები - ტერორისტები საკუთარი სამშობლოს, ან რაიმე სიწმინდის რეალურ მტერს კი არ ერძვიან, არამდე ძალადობრივი გზით ანგარიშსწორების ასტრაქტული ტაქტიკა აქვთ შემუშავებული "წარმოსახული" არარსებულის წინაღმდეგ, ვისაც "ოპონენტად" მოიხსენიებენ და მას ხედავენ არა ერთსა და ორ პირში, არამედ ადამიანთა ჯგუფებში და ერთბაშად ებრძვიან, უმოწყალოდ ხოცავენ სრულიად უდანაშაულოებს და რაც მეტს, მით უფრო "კარგი" და ეს საქციელი მუსლიმანური სარწმუნოების "სახელმძღვანელო" ყურანით არის ნასაზრდოები და იდეოლოგიით მომზაზდებული ფსიქოლოგიის ზემოქმედება არის ისლამისტური ტერორიზმის ერ-თერთი მიმართულება.

თვითმკვლელი ტერორისტების მომზადებით, პრაქტიკულად, მზადდება უსაშინლესი იარაღი, უფრო სწორად მკვლელი, რომელიც არის "ტყვია" მკვლელის ხელში. ვინ არის მკვლელი, დღემდე უცნობია, რადგან ხან ვისი სახელით ინიღბება და ხან - ვისი. ხან ერთი ისლამური მოძრაობაა, ხან - მეორე და სინამდვილეში ამ "შეიარაღების" მფლობელის ვინაობა საიდუმლოებით არის მოცული, სამაგიეროდ ნათელია, რომ თვითმკვლელი ტერორისტებისკანდიდატების გადაბირება მთელი მსოფლიოს მაშსტაბით წარმატებით გრძელდება.

- თავგანწირვის სანაცვლოდ "ქრთამი" ახსენეთ...

- დიახ, სოციალური ქსელებით ხშირად ვრცელდება დაპირებების შემცველი მაღალხარისხიანი ვიედორგოლები, რომელიც დიდ ზეგავლენას ახდენს მაყურებელზე. მაგალითად:

ამ ბოლო დროს გავრცელებულ სარეკლამო რგოლებს შორის გამოჩნდა ვიდეორგოლი, რომელშიც გავლენიანმა მუსლიმანმა სულიერმა ლიდერებმა "ალაჰის სახელით" მუსლიმან ტუნისელ გოგონებს სირიაში აჯანყებული მეომრების სირთულეების შესამსუბუქებლად და მხარდასაჭერად მოუწოდეს არა საომრად, არამედ "ქალის სითბოს" მონატრებულ მეომრებთან სქესობრივი ურთიერთობისთვის და ამისთვის იმქვეყნად "სამუდამო სამოთხეს" დაჰპირდნენ, ცხადია, ამქვეყნად ფულად ანაზღაურებასთან ერთად აქაც "ყურანით" ისარგებლეს, რომლის 24-ე სურის თანახმად, მისაღებია "მუტა" - დროებითი ქორწინება რამდენიმე საათიდან 99 წლამდე, რაც ბუნებრივია, "კორექტირების" ნაყოფია და ამ კონკრეტული შემთხვევისთვის არის გათვლილი, მით უმეტეს, მამაკაცი ვალდებულია, ამ "ქორწინებისთვის" ქალი დააჯილდოოს. მეომრებს კი, სანამ ცოცხლები არიან, ფული ბლომად აქვთ.

ცნობილია, რომ ტუნისელი ქალების გამგზავრება სირიაში სრულად იყო მხარდაჭერილი და საზღვრის გადალახვა არ გასჭირვებიათ. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ზოგიერთი ადგილობრივი "პატრიოტი" მამაკაცი განქორწინდა, რათა ცოლი მოჯაჰედებისთვის "მხარდასაჭერად" გაეშვა! მათი უმეტესობა უკვე დაორსულებული დაბრუნდა უკან.

არავინ იცის, რამდენი იყო წასული, მაგრამ ცნობილია, რომ თითო ქალს, სულ ცოტა, 30 კაცთან მაინც ჰქონდა ერთდროულად სქესობრივი კავშირი.

საინტერესო ის არის, რომ "საღვთო ომში" მონაწილეობის მიღების მიზნით საქართველოში პირველები პანკისის ხეობის მკვიდრი ქისტებ წავიდნენ, შემდეგ აჭარის მუსლიმანი მოსახლეობიდანაც გამოჩნდნენ მოხალისეები და რამდენიმე მათგანი დააკავეს და "ახალგამომცხვარმა მოჯაჰედმა" ქართველმა მუსლიმანებმა, პანკისიდან წასულებისგან განსხვავებით, ვერ გასცეს პასუხი შეკითხვას, რატომ გახდნენ მოჰაჯედები. პანკისში სირიის "საღვთო ომის" მხარდაჭერაში ეჭვმიტანილების სახლების ჩხრეკამ და ომალოში "წითურ გენერლად" მონათლული ომარ ალ-შიშანის ახლო ნათესავების დაკავებამ ადგილობრივების აღშფოთება გამოიწვია, რადგან "თემის უხუცესებს" შორის არ არის ერთიანი აზრი, ვისთან ერთად უნდა იყონ და იბრძოლონ პანკისიდან წასულმა მეომრებმა სირიაში, სადაც "ისლამური სახელმწიფოს" გარდა "კავკასიის საამიროც" არის, მაგრამ მათი უმეტესობა "ისლამური სახელმწიფოს" მხარეს ყოფნას ანიჭებს უპირატესობას. შეიძლება იმიტომ, რომ თავის დროზე იქ იყო თარხან ბათირაშვილი, რომელიც ერაყში უნდა იყოს, თუ საერთოდ ცოცხალია. ხოლო "კავკასიის საამიროს" მომხრე პანკისელები, ასევე, მაით თანამემამულე ფეისულა მარგოშვილისთვის მხარდაჭერას მოითხოვენ, ანუ, ზოგადად, სირიაში წასვლის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ "ისლამური სახელმწიფოც" და "საამიროც" ტერორისტული ორგანიზაციაა და მხოლოდ სახელწოდებით განსხვავდება ერთმანეთისგან. ამასთანავე, ცნობილია "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლთა რაოდენობა, "საამიროსი" - არა.

- პანკისში და საერთოდ საქართველოში ახლად შექმნილი "ისლამური სახელმწიფოს" იდეოლოგია როგორ ვრცელდება?

- გროზნოს "ქისტური სათვისტომოდან", რომელიც კარგად დაფინანსებულია.

- რას ითვალისწინებს "ჯიჰადი"?

- ჯიჰადი მუსლიმანის რელიგიური ის მოვალეობაა, რომელიც ისლამის სახელით ურწმუნოთა წინააღმდეგ ბრძოლას გულისხმობდა. ყურანში არის მითითებები: არ ეომონ სხვა რელიგიების წარმომადგენლებს, "გადაიბირო ნ ", ანუ ბრძნული, კეთილი დარიგებებით გადაიყვანონ "ჭეშმარიტ რელიგიაზე". ომით დაიცვან თავი ისლამის მტრებისგან. თავს დაესხან და დახოცონ ურწმუნოები წელიწადის ნებისმიერ დროს და ადგილას, წმინდა თვეების, რამადანის - მარხვის დღეების გარდა. ჯიჰადი ალაჰის რწმენის გამავრცელებლის ძალისხმევაა. ალაჰის რწმენის გასავრცელებელად და მთელ სამყაროზე მისი სიტყვის "ჭეშმარიტ სიტყვად" გადაქცევის მიღწევა, როგორც მშვიდობიანი, ასევე ძალის გამოყენებით. საქმე ისაა, რომ ისლამური სამართალი არ უშვებს ომს მუსლიმანთა შორის, მაგრამ უშვებს ერთიანი მუსლიმანური სახელმწიფოს - "ISIS"-ის სახით, რომელიც ახალი შექმნილია, მანამდე მას სხვა სახელი ჰქონდა, როცა სხვათა მიერ იყო მართული.

- მიზანი?

- ერთიანი მუსლიმანური სამყაროს შექმნა.

- და ეს მიღწევადია?

- დამოკიდებულია იმაზე, რა ზომებს მიმართავს დანარჩენი სამყარო, ძალას დაუპირისპირებს თუ გონებას...

ქეთევან ჩემია

გაზეთი "ქრონიკა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია