პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეკლესიებით სპეკულაცია არ დამთავრებულა საქართველოში" - რატი ამაღლობელი შეწყალებასთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციას ფარისევლობად აფასებს
"ეკლესიებით სპეკულაცია არ დამთავრებულა საქართველოში" - რატი ამაღლობელი შეწყალებასთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციას ფარისევლობად აფასებს

პო­ე­ტი რატი ამაღ­ლო­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პო­ზი­ცი­ას პატ­რი­არ­ქის­თვის შე­წყა­ლე­ბის უფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბის თა­ო­ბა­ზე, ფა­რი­სევ­ლო­ბად აფა­სებს. რო­გორც ამაღ­ლო­ბელ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ცალ­სა­ხაა, რომ პატ­რი­არ­ქს შე­წყა­ლე­ბის უფ­ლე­ბა არ უნდა ჰქონ­დეს.

"ყვე­ლა­ზე გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის რე­აქ­ცია, რომ­ლე­ბიც იმის მა­გივ­რად, რომ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის და სე­კუ­ლა­რიზ­მის პრინ­ციპს იცავ­დნენ, ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან იმას, რის გა­მოც არი­ან სა­ერ­თოდ მო­წო­დე­ბულ­ნი, რომ იყ­ვნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და და­იც­ვან კონ­სტი­ტუ­ცია. ეს ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი და გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი და ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი­ცაა", - გა­ნა­ცხა­და ამაღ­ლო­ბელ­მა.

მისი აზ­რით, სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გუნ­დის პო­ზი­ცია გა­მოწ­ვე­უ­ლია, ერთი მხრივ, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში ქუ­ლე­ბის ჩა­წე­რის სურ­ვი­ლით და მე­ო­რე მხრივ, ეჭ­ვი­ა­ნო­ბით, რომ შე­წყა­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბაა.

"ეს არის არ­ჩევ­ნე­ბის წინ კონ­ფორ­მიზ­მის გა­მოვ­ლი­ნე­ბა, ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლო­ბა... ფა­რი­სევ­ლო­ბა ჰქვია ამას ქრის­ტი­ა­ნო­ბა­ში. ხა­ტე­ბით, ჯვრე­ბით, ეკ­ლე­სი­ე­ბით სპე­კუ­ლა­ცია სამ­წუ­ხა­როდ არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში და ალ­ბათ, კი­დევ კარ­გა ხანს არც დამ­თავ­რდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ამაღ­ლო­ბელ­მა.

რატი ამაღ­ლო­ბე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სა­პატ­რი­არ­ქოს გან­მარ­ტე­ბის შემ­დეგ, პატ­რი­არ­ქის­თვის შე­წყა­ლე­ბის უფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბის სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბა უნდა დას­რულ­დეს და პო­ლი­ტი­კო­სებ­მა მსგავ­სი თე­მე­ბი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის­თვის, ძა­ლა­უფ­ლე­ბის გაზ­რდი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ვი­დენ­დე­ბის­თვის არ უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ.

პატ­რი­არ­ქის მიერ პა­ტიმ­რე­ბის შე­წყა­ლე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქომ გან­მარ­ტე­ბა გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა. "ა.წ. 5 დე­კემ­ბერს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში შედ­გა სპექ­ტაკ­ლი პა­ტი­მა­რი ქა­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ეს იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის სცე­ნა და დარ­ბა­ზი მჯავ­რდე­ბუ­ლებს და­ეთ­მო. წარ­მოდ­გე­ნაც და შექ­მნი­ლი გა­რე­მოც მე­ტად ემო­ცი­უ­რი იყო; მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ სწო­რედ ამ ფონ­ზე ბრძა­ნა, რომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და, პატ­რი­არ­ქსაც ჰქო­ნო­და პა­ტიმ­რე­ბის შე­წყა­ლე­ბის უფ­ლე­ბა.

ეს იყო მათ­და­მი სო­ლი­და­რო­ბის, მათი დახ­მა­რე­ბი­სა და თა­ნად­გო­მის სურ­ვი­ლით ნათ­ქვა­მი აზრი და არა მო­თხოვ­ნა სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე ამ წი­ნა­და­დე­ბის გან­ხილ­ვი­სა", - ნათ­ქვა­მია სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ეკლესიებით სპეკულაცია არ დამთავრებულა საქართველოში" - რატი ამაღლობელი შეწყალებასთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციას ფარისევლობად აფასებს

"ეკლესიებით სპეკულაცია არ დამთავრებულა საქართველოში" - რატი ამაღლობელი შეწყალებასთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციას ფარისევლობად აფასებს

პოეტი რატი ამაღლობელი ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიციას პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭების თაობაზე, ფარისევლობად აფასებს. როგორც ამაღლობელმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ცალსახაა, რომ პატრიარქს შეწყალების უფლება არ უნდა ჰქონდეს.

"ყველაზე გამაოგნებელია ხელისუფლების წარმომადგენლების რეაქცია, რომლებიც იმის მაგივრად, რომ სახელმწიფოებრიობის და სეკულარიზმის პრინციპს იცავდნენ, ეწინააღმდეგებიან იმას, რის გამოც არიან საერთოდ მოწოდებულნი, რომ იყვნენ ხელისუფლებაში და დაიცვან კონსტიტუცია. ეს ძალიან უცნაური და გამაოგნებელი და ამ ყველაფერთან ერთად, არაკვალიფიციურიცაა", - განაცხადა ამაღლობელმა.

მისი აზრით, სახელისუფლებო გუნდის პოზიცია გამოწვეულია, ერთი მხრივ, წინასაარჩევნო პერიოდში ქულების ჩაწერის სურვილით და მეორე მხრივ, ეჭვიანობით, რომ შეწყალება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა.

"ეს არის არჩევნების წინ კონფორმიზმის გამოვლინება, ყველაფერზე წამსვლელობა... ფარისევლობა ჰქვია ამას ქრისტიანობაში. ხატებით, ჯვრებით, ეკლესიებით სპეკულაცია სამწუხაროდ არ დამთავრებულა საქართველოში და ალბათ, კიდევ კარგა ხანს არც დამთავრდება", - განაცხადა ამაღლობელმა.

რატი ამაღლობელი მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს განმარტების შემდეგ, პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭების საკითხზე მსჯელობა უნდა დასრულდეს და პოლიტიკოსებმა მსგავსი თემები მანიპულაციისთვის, ძალაუფლების გაზრდისა და პოლიტიკური დივიდენდებისთვის არ უნდა გამოიყენონ.

პატრიარქის მიერ პატიმრების შეწყალების ინიციატივასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ განმარტება გუშინ გაავრცელა. "ა.წ. 5 დეკემბერს რუსთაველის თეატრში შედგა სპექტაკლი პატიმარი ქალების მონაწილეობით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო თეატრის სცენა და დარბაზი მჯავრდებულებს დაეთმო. წარმოდგენაც და შექმნილი გარემოც მეტად ემოციური იყო; მისმა უწმინდესობამ სწორედ ამ ფონზე ბრძანა, რომ კარგი იქნებოდა, პატრიარქსაც ჰქონოდა პატიმრების შეწყალების უფლება.

ეს იყო მათდამი სოლიდარობის, მათი დახმარებისა და თანადგომის სურვილით ნათქვამი აზრი და არა მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე ამ წინადადების განხილვისა", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია