სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხულოელი არასრულწლოვანის დედა: 13 წლის ჩემი თანხმობით გათხოვდა, ნუ დაუპატიმრებენ ქმარს და ნუ დაუნგრევენ ოჯახს
ხულოელი არასრულწლოვანის დედა: 13 წლის ჩემი თანხმობით გათხოვდა, ნუ დაუპატიმრებენ ქმარს და ნუ დაუნგრევენ ოჯახს

ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კორ­ტოხ­ში მცხოვ­რე­ბი ნა­დიმ პაქ­სა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ, არას­რულ­წლო­ვან­თან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის გამო, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის აღ­ძვრამ მისი ნა­თე­სა­ვე­ბის პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია. პაქ­სა­ძის სი­დედ­რი ნანი სო­ლო­მო­ნი­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, რომ ის თა­ნახ­მა იყო, მისი 13 წლის გო­გო­ნა ცო­ლად გაჰ­ყო­ლო­და 19 წლის ნა­დიმს იმი­ტომ, რომ ბიჭი კარ­გი ოჯა­ხის შვი­ლი იყო. გთა­ვა­ზობთ ნანი სო­ლო­მო­ნი­ძის კო­მენ­ტარს, რო­მე­ლიც მა­ღალმთი­ან ხუ­ლო­ში ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის ტრა­დი­ცი­ა­საც ეხე­ბა:

იხი­ლეთ ვი­დეო

"რა თქმა უნდა, თა­ნახ­მა ვი­ყა­ვი, რომ ჩემი 13 წლის მაია ნა­დიმს გაჰ­ყო­ლო­და. კარ­გი ოჯა­ხის შვი­ლი იყო და რა­ტომ უნდა მეთ­ქვა უარი. მშვე­ნი­ე­რი ოჯა­ხი შექ­მნეს, ორი შვი­ლიც გა­უჩ­ნდათ. არ მინ­და ჩემს სი­ძეს შე­ექ­მნას პრობ­ლე­მე­ბი. მისი მშობ­ლე­ბი ავად არი­ან, 80 წლის ბე­ბოც მო­სავ­ლე­ლია, ორი შვი­ლი გა­საზ­რდე­ლი ჰყავს და არ მინ­და, პი­რო­ბი­თი მის­ცენ ან ჯა­რი­მა და­ა­კის­რონ, არ აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა და ვერ გა­და­იხ­დის. მე რომ გავ­თხოვ­დი 16 წლის ვი­ყა­ვი, ჩვენ­თან სო­ფელ­ში ხში­რია ამ ასაკ­ში გა­თხო­ვე­ბა. ახლა გა­ვი­გე, რომ შე­მო­ვი­და რა­ღაც კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც ად­რე­ულ ქორ­წი­ნე­ბას კრძა­ლავს.

ჩემს შვილს პირ­ვე­ლი ბავ­შვი 14 წლის ასაკ­ში შე­ე­ძი­ნა, იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში მა­შინ რე­გის­ტრა­ცი­ა­ზე არ ყო­ფი­ლა პრობ­ლე­მა. ახლა კი მე­ო­რე შვი­ლი რომ შე­ე­ძი­ნა და 12 ნო­ემ­ბერს ნა­დი­მი რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის მი­ვი­და, მა­შინ აღუძ­რეს საქ­მე, ჩემი სიძე და­ი­ბა­რეს და­კი­თხვა­ზე, მერე დაგ­ვი­ბა­რეს მე და ჩემი მე­უღ­ლე და ნა­დი­მის მშობ­ლე­ბიც. ჯერ ხუ­ლო­ში დაგ­ვკი­თხეს, შემ­დეგ საქ­მე გა­დას­ცეს ბა­თუმს. დღეს რომ მი­ვე­დი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა მი­თხრა, ად­ვო­კა­ტი აიყ­ვა­ნეთ და სა­კი­თხში ის გა­გარ­კვევ­თო. არ გვაქვს ჩვენ ად­ვო­კა­ტის ფული, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი ვართ და გა­ჭირ­ვე­ბით ვა­ხერ­ხებთ თა­ვის რჩე­ნას.

ეს კა­ნო­ნი ახა­ლია და ჩვენ არ უნდა შეგ­ვე­ხოს. ამის მერე არას­რულ­წლო­ვანს ვინც მო­იყ­ვას ცო­ლად, მხო­ლოდ იმათ­ზე უნდა გავ­რცელ­დეს. ჩემი შვი­ლი კარგ ოჯა­ხი გა­თხოვ­და და ნუ და­უნ­გრე­ვენ ოჯახს, ნუ და­უ­პა­ტიმ­რე­ბენ ქმარს და ნუ გა­ა­უ­ბე­დუ­რე­ბენ ხალ­ხს", - აცხა­დებს ნანი სო­ლო­მო­ნი­ძე.

მაია სო­ლო­მო­ნი­ძე ახლა 16 წლის არის. ის მე­ცხრე კლას­ში იყო, როცა გა­თხოვ­და, სკო­ლის დამ­თავ­რე­ბა კი ფეხ­მძი­მო­ბის გამო ვე­ღარ შეძ­ლო. მისი მე­უღ­ლე ნა­დიმ პაქ­სა­ძე სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვს:

"19 წლის ვი­ყა­ვი როცა 13 წლის გოგო მო­ვიყ­ვა­ნე ცო­ლად. 2013 წელს ჩემი მე­უ­ღე 14 წლის იყო, როცა პირ­ვე­ლი შვი­ლი შეგ­ვე­ძი­ნა, ბა­თუ­მის იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში გა­ვა­ტა­რეთ რე­გის­ტრა­ცი­ა­ზე და არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ყო­ფი­ლა. გა­სულ თვე­ში, 12 ნო­ემ­ბერს მე­ო­რე შვი­ლი შეგ­ვე­ძი­ნა და იუს­ტი­ცი­ის სახ­ლს რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის რომ მივ­მარ­თე, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­მიძ­რეს. სამ­სა­ხუ­რი არ მაქვს, მაგ­რამ მშობ­ლე­ბის და ოჯა­ხის მარ­ჩე­ნა­ლი მე ვარ. თურ­ქეთ­ში გა­დავ­დი­ვარ და ვმუ­შა­ობ. ჯა­რი­მა­საც ვერ გა­და­ვიხ­დი და ვი­თხოვ, არ მომ­ცენ არც პი­რო­ბი­თი, რად­გან ვე­ღარ გა­და­ვალ თურ­ქეთ­ში და ოჯა­ხის რჩე­ნაც გა­მი­ჭირ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ნა­დიმ პაქ­სა­ძემ.

პაქ­სა­ძის თქმით, 4 თვის წინ ოჯახს გეგ­მი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლის სტა­ტუ­სიც მო­უხ­სნეს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა რე­ი­ტინ­გის მი­ხედ­ვით და­ბა­ლი, 45 ათა­სი ქულა ჰქონ­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნა­დიმ პაქ­სა­ძის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 140-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გუ­ლის­ხმობს სქე­სობ­რივ კავ­შირს ან სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვარ მოქ­მე­დე­ბას თექ­ვსმე­ტი წლის ასაკს მი­უღ­წე­ველ­თან.

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე

AMBEBI.GE

გა­მოგ­ვყე­ვით, თუ და­ინ­ტრე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია.

გა­მო­ი­წე­რეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/სა­ზო­გა­დო­ე­ბა

რუბრიკის სხვა სიახლეები

ხულოელი არასრულწლოვანის დედა: 13 წლის ჩემი თანხმობით გათხოვდა, ნუ დაუპატიმრებენ ქმარს და ნუ დაუნგრევენ ოჯახს

ხულოელი არასრულწლოვანის დედა: 13 წლის ჩემი თანხმობით გათხოვდა, ნუ დაუპატიმრებენ ქმარს და ნუ დაუნგრევენ ოჯახს

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კორტოხში მცხოვრები ნადიმ პაქსაძის წინააღმდეგ, არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამო, სისხლის სამართლის საქმის აღძვრამ მისი ნათესავების პროტესტი გამოიწვია. პაქსაძის სიდედრი ნანი სოლომონიძე AMBEBI.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ის თანახმა იყო, მისი 13 წლის გოგონა ცოლად გაჰყოლოდა 19 წლის ნადიმს იმიტომ, რომ ბიჭი კარგი ოჯახის შვილი იყო. გთავაზობთ ნანი სოლომონიძის კომენტარს, რომელიც მაღალმთიან ხულოში ადრეული ქორწინების ტრადიციასაც ეხება:

იხილეთ ვიდეო

"რა თქმა უნდა, თანახმა ვიყავი, რომ ჩემი 13 წლის მაია ნადიმს გაჰყოლოდა. კარგი ოჯახის შვილი იყო და რატომ უნდა მეთქვა უარი. მშვენიერი ოჯახი შექმნეს, ორი შვილიც გაუჩნდათ. არ მინდა ჩემს სიძეს შეექმნას პრობლემები. მისი მშობლები ავად არიან, 80 წლის ბებოც მოსავლელია, ორი შვილი გასაზრდელი ჰყავს და არ მინდა, პირობითი მისცენ ან ჯარიმა დააკისრონ, არ აქვს საშუალება და ვერ გადაიხდის. მე რომ გავთხოვდი 16 წლის ვიყავი, ჩვენთან სოფელში ხშირია ამ ასაკში გათხოვება. ახლა გავიგე, რომ შემოვიდა რაღაც კანონი, რომელიც ადრეულ ქორწინებას კრძალავს.

ჩემს შვილს პირველი ბავშვი 14 წლის ასაკში შეეძინა, იუსტიციის სახლში მაშინ რეგისტრაციაზე არ ყოფილა პრობლემა. ახლა კი მეორე შვილი რომ შეეძინა და 12 ნოემბერს ნადიმი რეგისტრაციისთვის მივიდა, მაშინ აღუძრეს საქმე, ჩემი სიძე დაიბარეს დაკითხვაზე, მერე დაგვიბარეს მე და ჩემი მეუღლე და ნადიმის მშობლებიც. ჯერ ხულოში დაგვკითხეს, შემდეგ საქმე გადასცეს ბათუმს. დღეს რომ მივედი პროკურატურაში, გამომძიებელმა მითხრა, ადვოკატი აიყვანეთ და საკითხში ის გაგარკვევთო. არ გვაქვს ჩვენ ადვოკატის ფული, სოციალურად დაუცველები ვართ და გაჭირვებით ვახერხებთ თავის რჩენას.

ეს კანონი ახალია და ჩვენ არ უნდა შეგვეხოს. ამის მერე არასრულწლოვანს ვინც მოიყვას ცოლად, მხოლოდ იმათზე უნდა გავრცელდეს. ჩემი შვილი კარგ ოჯახი გათხოვდა და ნუ დაუნგრევენ ოჯახს, ნუ დაუპატიმრებენ ქმარს და ნუ გააუბედურებენ ხალხს", - აცხადებს ნანი სოლომონიძე.

მაია სოლომონიძე ახლა 16 წლის არის. ის მეცხრე კლასში იყო, როცა გათხოვდა, სკოლის დამთავრება კი ფეხმძიმობის გამო ვეღარ შეძლო. მისი მეუღლე ნადიმ პაქსაძე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითხოვს:

"19 წლის ვიყავი როცა 13 წლის გოგო მოვიყვანე ცოლად. 2013 წელს ჩემი მეუღე 14 წლის იყო, როცა პირველი შვილი შეგვეძინა, ბათუმის იუსტიციის სახლში გავატარეთ რეგისტრაციაზე და არანაირი პრობლემა არ ყოფილა. გასულ თვეში, 12 ნოემბერს მეორე შვილი შეგვეძინა და იუსტიციის სახლს რეგისტრაციისთვის რომ მივმართე, სისხლის სამართლის საქმე აღმიძრეს. სამსახური არ მაქვს, მაგრამ მშობლების და ოჯახის მარჩენალი მე ვარ. თურქეთში გადავდივარ და ვმუშაობ. ჯარიმასაც ვერ გადავიხდი და ვითხოვ, არ მომცენ არც პირობითი, რადგან ვეღარ გადავალ თურქეთში და ოჯახის რჩენაც გამიჭირდება", - აღნიშნა ნადიმ პაქსაძემ.

პაქსაძის თქმით, 4 თვის წინ ოჯახს გეგმიური შემოწმების შემდეგ სოციალურად დაუცველის სტატუსიც მოუხსნეს მიუხედავად იმისა, სოციალურად დაუცველთა რეიტინგის მიხედვით დაბალი, 45 ათასი ქულა ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნადიმ პაქსაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.

ნინო ხოზრევანიძე

AMBEBI.GE

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია