პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვერ წარმოიდგენთ, ტერორისტული იდეოლოგიის თვალსაზრისით რა შორს არის პროცესი წასული - მამუკა არეშიძე
ვერ წარმოიდგენთ, ტერორისტული იდეოლოგიის თვალსაზრისით რა შორს არის პროცესი წასული - მამუკა არეშიძე

ექ­სპერ­ტი მა­მუ­კა არე­ში­ძე მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს­თან" შე­საძ­ლო კავ­ში­რე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად ბოლო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ეფექ­ტუ­რად იმუ­შა­ვეს. ამის შე­სა­ხებ მა­მუ­კა არე­ში­ძე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს. რო­გორც მა­მუ­კა არე­ში­ძე აღ­ნიშ­ნავს, ხში­რად ამ­ბობ­და, რომ პრობ­ლე­მა მარ­ტო პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში არ იყო და არა­ნაკ­ლებ სა­ხი­ფა­თო ვი­თა­რე­ბაა აჭა­რა­სა და გუ­რი­ის სოფ­ლებ­ში.

"რო­გორც ვიცი, ოპე­რა­ტი­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა ისე­დაც იყო და­გეგ­მი­ლი... ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შე­მექ­მნა, რომ ამ ოპე­რა­ტი­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­და მა­ვანს და სწო­რედ ამი­ტო­მაც ვნა­ხეთ ის ვი­დე­ო­გა­მოს­ვლა. ამით შე­ე­ცად­ნენ ყუ­რა­დღე­ბის მი­პყრო­ბას. მოკ­ლედ, რო­გორც ჩანს, დას­წრე­ბა­ზე იყო საქ­მე.

ჩვე­ნი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მოქ­მე­დე­ბა, რო­მელ­თაც მე ხში­რად ვაკ­რი­ტი­კებ ხოლ­მე, ამ ბოლო დროს აშ­კა­რად გა­მოს­წორ­და. მი­მაჩ­ნია, რომ ბოლო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ეფექ­ტი­ა­ნად იმუ­შა­ვეს. იმ ოთხი­დან, რო­მე­ლიც ბო­ლოს და­ა­კა­ვეს, ერთი, რომ­ლის გვარ-სა­ხელ­საც ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ, ნამ­დვი­ლად და­სა­ჭე­რი იყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რას ამ­ბო­ბენ მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი. ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, მისი, რბი­ლად რომ ვთქვათ, ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი "მოღ­ვა­წე­ო­ბის" შე­სა­ხებ. ეს, ჩემს გარ­და, ამ სა­კი­თხით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა ბევ­რმა ადა­მი­ან­მა იცო­და", -გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა არე­ში­ძემ.

რო­გორც ექ­სპერ­ტმა აღ­ნიშ­ნა, ამ ეტაპ­ზე გა­სა­კე­თე­ბე­ლი საქ­მე გა­კეთ­და, მაგ­რამ ეს ერთჯე­რა­დი კამ­პა­ნია არ უნდა იყოს. არე­ში­ძის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნულ­მა პერ­მა­ნენ­ტუ­ლი ხა­სი­ა­თი უნდა მი­ი­ღოს, რო­მელ­შიც მთა­ვა­რი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა უნდა იყოს.

"ხოლო რა­საც პრე­ვენ­ცია ვერ უშ­ვე­ლის, სა­მარ­თლებ­რი­ვად უნდა აღ­მო­ი­ფხვრას. სხვა მხრი­ვაც არის სა­მუ­შაო. ვერ წარ­მო­იდ­გენთ, ტე­რო­რის­ტუ­ლი იდე­ო­ლო­გი­ის თვალ­საზ­რი­სით რა შორს არის პრო­ცე­სი წა­სუ­ლი. ეს შე­სა­ჩე­რე­ბე­ლია! თქვე­ნი გა­ზე­თის სა­შუ­ა­ლე­ბით მინ­და მივ­მარ­თო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას: უპირ­ვე­ლე­სად ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს სა­ქარ­თვე­ლოს მუს­ლი­მა­ნებს, ტრა­დი­ცი­უ­ლი ის­ლა­მის მიმ­დევ­რე­ბი უნდა და­ი­ყე­ნოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გვერ­დით, ამ ხალ­ხს შე­უძ­ლია თვი­თონ შექ­მნას ფუნ­და­მენ­ტა­ლის­ტე­ბის­თვის პრაქ­ტი­კუ­ლად გა­უ­ვა­ლი ბა­რი­ე­რი. სა­ხელ­მწი­ფოს­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფი ყო­ველ­თვის ხდე­ბა სხვი­სი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ქვეყ­ნის მტრის ლუკ­მა. ეს აქ­სი­ო­მაა!" - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა არე­ში­ძემ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ვერ წარმოიდგენთ, ტერორისტული იდეოლოგიის თვალსაზრისით რა შორს არის პროცესი წასული - მამუკა არეშიძე

ვერ წარმოიდგენთ, ტერორისტული იდეოლოგიის თვალსაზრისით რა შორს არის პროცესი წასული - მამუკა არეშიძე

ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს სპეცსამსახურებმა "ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაძლო კავშირების გამოსავლენად ბოლო ორი თვის განმავლობაში ეფექტურად იმუშავეს. ამის შესახებ მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს. როგორც მამუკა არეშიძე აღნიშნავს, ხშირად ამბობდა, რომ პრობლემა მარტო პანკისის ხეობაში არ იყო და არანაკლებ სახიფათო ვითარებაა აჭარასა და გურიის სოფლებში.

"როგორც ვიცი, ოპერატიული რეაგირება ისედაც იყო დაგეგმილი... ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ამ ოპერატიული რეაგირების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა მავანს და სწორედ ამიტომაც ვნახეთ ის ვიდეოგამოსვლა. ამით შეეცადნენ ყურადღების მიპყრობას. მოკლედ, როგორც ჩანს, დასწრებაზე იყო საქმე.

ჩვენი სპეცსამსახურების მოქმედება, რომელთაც მე ხშირად ვაკრიტიკებ ხოლმე, ამ ბოლო დროს აშკარად გამოსწორდა. მიმაჩნია, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ეფექტიანად იმუშავეს. იმ ოთხიდან, რომელიც ბოლოს დააკავეს, ერთი, რომლის გვარ-სახელსაც ვერ დავასახელებ, ნამდვილად დასაჭერი იყო, მიუხედავად იმისა, რას ამბობენ მისი ოჯახის წევრები. ჩემთვის ცნობილია, მისი, რბილად რომ ვთქვათ, ანტისახელმწიფოებრივი "მოღვაწეობის" შესახებ. ეს, ჩემს გარდა, ამ საკითხით დაინტერესებულმა ბევრმა ადამიანმა იცოდა", -განაცხადა მამუკა არეშიძემ.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ამ ეტაპზე გასაკეთებელი საქმე გაკეთდა, მაგრამ ეს ერთჯერადი კამპანია არ უნდა იყოს. არეშიძის განმარტებით, აღნიშნულმა პერმანენტული ხასიათი უნდა მიიღოს, რომელშიც მთავარი პრევენციული ზომების მიღება უნდა იყოს.

"ხოლო რასაც პრევენცია ვერ უშველის, სამართლებრივად უნდა აღმოიფხვრას. სხვა მხრივაც არის სამუშაო. ვერ წარმოიდგენთ, ტერორისტული იდეოლოგიის თვალსაზრისით რა შორს არის პროცესი წასული. ეს შესაჩერებელია! თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა მივმართო ხელისუფლებას: უპირველესად ყურადღება უნდა მიექცეს საქართველოს მუსლიმანებს,  ტრადიციული ისლამის მიმდევრები უნდა დაიყენოს ხელისუფლებამ გვერდით, ამ ხალხს შეუძლია თვითონ შექმნას ფუნდამენტალისტებისთვის პრაქტიკულად გაუვალი ბარიერი. სახელმწიფოსგან მიტოვებული სოციალური ჯგუფი ყოველთვის ხდება სხვისი, ხშირ შემთხვევაში, ქვეყნის მტრის ლუკმა. ეს აქსიომაა!" - განაცხადა მამუკა არეშიძემ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."