მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული სიტყვები, რომელიც სხვა ენაზე არ ითარგმნება
ქართული სიტყვები, რომელიც სხვა ენაზე არ ითარგმნება

ქარ­თულ­ში არის რამ­დე­ნი­მე სი­ტყვა, რომ­ლე­ბიც სხვა ენა­ზე არ ითარ­გმნე­ბა. ასე­თი სი­ტყვე­ბის­თვის სა­ჭი­როა და­მა­ტე­ბი­თი ახ­სნა, რად­გან მათ სხვა ენებ­ზე შე­სა­ტყვი­სი სი­ტყვე­ბი არ მო­ე­ძებ­ნე­ბათ. ეს სი­ტყვე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს მა­გა­ლი­თად, "თა­ნა­მე­ი­ნა­ხე", "თა­მა­და", "ელე­გია", "ელეთ­მე­ლე­თი", "ყან­წი" და სხვა. უფრო ვრცლად ამ თე­მა­ზე AMBEBI.GE მთარ­გმნელ ნინო შე­ყი­ლა­ძეს და ფი­ლო­ლოგ თეა ბურ­ჭუ­ლა­ძეს ესა­უბ­რა.

ნინო შე­ყი­ლა­ძე:

- ქარ­თულ ენა­ში არის სი­ტყვე­ბი, რო­მე­ლიც სხვა ენა­ზე არ ითარ­გმნე­ბა. ასეთ დროს ხდე­ბა ამ სი­ტყვე­ბის ში­ნა­არ­სის ახ­სნა. ანუ ახ­სნი­თი თარ­გმა­ნია სა­ჭი­რო, რომ ადა­მი­ანს მას­ზე წარ­მოდ­გე­ნა შე­ექ­მნას. მა­გა­ლი­თად, ჩურ­ჩხე­ლა, თა­მა­და და ყვე­ლა ის კულ­ტუ­რუ­ლი რამ, რაც ქარ­თველს და სა­ქარ­თვე­ლოს ახა­სი­ა­თებს. ძი­რი­თა­დად ასე­თი სი­ტყვე­ბი არ ითარ­გმნე­ბა და სა­ჭი­როა ახ­სნი­თი თარ­გმა­ნი. ასე­თი სი­ტყვე­ბი არის არა მარ­ტო ქარ­თულ­ში, არა­მედ სხვა ენებ­შიც, ქარ­თუ­ლის მსგავ­სად, არც ისი­ნი ითარ­გმნე­ბა სხვა ენა­ზე.

- ამ სი­ტყვე­ბის გარ­და, ძველ ქარ­თულ­ში არის სი­ტყვე­ბი, რომ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბა ზოგ­ჯერ ჩვენც არ ვი­ცით ხოლ­მე..

- გა­აჩ­ნია, არ­ქა­იზ­მე­ბი ყვე­ლა ენა­შია, შე­სა­ბა­მი­სად, რა­ღა­ცას მო­ე­ძებ­ნე­ბა ეკ­ვი­ვა­ლენ­ტი, რა­ღა­ცას - არა. ნა­წი­ლობ­რივ ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია სტილ­მაც გა­ნა­პი­რო­ბოს.

- სა­სა­უბ­რო მე­ტყვე­ლე­ბა­ში დღეს ბევ­რი იყე­ნებს არა ქარ­თულ, არა­მედ ინ­გლი­სუ­რი­დან ან რუ­სუ­ლი­დან შე­მო­სულ სი­ტყვებს, ბარ­ბა­რიზ­მებს..

- დიახ. ნამ­დვი­ლად არაა სა­ჭი­რო სეს­ხე­ბა ისე­თი სი­ტყვე­ბის, რო­გო­რი­ცაა მაგ.: "მე­სი­ჯი", "ივენ­თი" "კომ­პლი­მენ­ტი" და სხვა. თუმ­ცა არის სი­ტყვე­ბი, რო­მელ­თა სეს­ხე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, მა­გა­ლი­თად - "ბრენ­დი" და ა.შ.

ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის სწავ­ლუ­ლი მდი­ვა­ნის, ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რის, თეა ბურ­ჭუ­ლა­ძის თქმით, ქარ­თულ ენა­ში ისე­თი სი­ტყვე­ბი, რო­მე­ლიც სხვა ენა­ზე ვერ ითარ­გმნე­ბა, არც ისე ბევ­რია.

- ასე­თი სი­ტყვე­ბია, თავ­ქუდ­მოგ­ლე­ჯი­ლი, პირ­შა­ვი (ეს სი­ტყვა დღეს შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ბა ასე­თი აქვს - შენ­თან პირ­შა­ვად ვარ), ასე­ვე სი­ტყვა ალა­ვერ­დი, თუმ­ცა ალა­ვერ­დში იგუ­ლის­ხმე­ბა სი­ტყვა, რო­მელ­საც სუფ­რას­თან ვამ­ბობთ ხოლ­მე. ასე­ვე, ალი­ყუ­რი, თუმ­ცა ალი­ყუ­რი სპარ­სუ­ლი სი­ტყვაა, მაგ­რამ ფრა­ზე­ო­ლო­გიზ­მში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

ასე­თი სი­ტყვე­ბი რა­ო­დე­ნობ­რი­ვად ბევ­რი არ არის და ძი­რი­თა­დად არის კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი, ტი­პუ­რი ქარ­თუ­ლი სი­ტყვე­ბი და ფრა­ზე­ო­ლო­გიზ­მებ­ში რამ­დე­ნი­მე სი­ტყვა. კუ­ლი­ნა­რი­უ­ლია მა­გა­ლი­თად, ჩურ­ჩხე­ლა, ხა­ჭა­პუ­რი, ხინ­კა­ლი, სა­ცი­ვი, მჭა­დი, ფხა­ლი. მა­გა­ლი­თად, რო­მელ ენა­ზე თარ­გმნით პირ­და­პირ თავ­ქუდ­მოგ­ლე­ჯილს? შე­იძ­ლე­ბა თქვა, ძა­ლი­ან სწრა­ფად გარ­ბის, მაგ­რამ თავ­ქუდ­მოგ­ლე­ჯილს პირ­და­პირ ვერ თარ­გმნი. ამ რამ­დე­ნი­მე სი­ტყვის გარ­და, სხვა ყვე­ლა სი­ტყვა ითარ­გმნე­ბა.

ავ­ტო­რი: თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთევან
0

არ ითარგმნება ზმნები:

შემომეჭამა, შემომაკვდა და ა. შ.

გიორგი
0

თამადა არ არის ქართული სიტყვა! სუფრის წინამძღოლი ან სუფრის თავი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ქართული სიტყვები, რომელიც სხვა ენაზე არ ითარგმნება

ქართული სიტყვები, რომელიც სხვა ენაზე არ ითარგმნება

ქართულში არის რამდენიმე სიტყვა, რომლებიც სხვა ენაზე არ ითარგმნება. ასეთი სიტყვებისთვის საჭიროა დამატებითი ახსნა, რადგან მათ სხვა ენებზე შესატყვისი სიტყვები არ მოეძებნებათ. ეს სიტყვები შეიძლება იყოს მაგალითად, "თანამეინახე", "თამადა", "ელეგია", "ელეთმელეთი", "ყანწი" და სხვა. უფრო ვრცლად ამ თემაზე AMBEBI.GE მთარგმნელ ნინო შეყილაძეს და ფილოლოგ თეა ბურჭულაძეს ესაუბრა.

ნინო შეყილაძე:

- ქართულ ენაში არის სიტყვები, რომელიც სხვა ენაზე არ ითარგმნება. ასეთ დროს ხდება ამ სიტყვების შინაარსის ახსნა. ანუ ახსნითი თარგმანია საჭირო, რომ ადამიანს მასზე წარმოდგენა შეექმნას. მაგალითად, ჩურჩხელა, თამადა და ყველა ის კულტურული რამ, რაც ქართველს და საქართველოს ახასიათებს. ძირითადად ასეთი სიტყვები არ ითარგმნება და საჭიროა ახსნითი თარგმანი. ასეთი სიტყვები არის არა მარტო ქართულში, არამედ სხვა ენებშიც, ქართულის მსგავსად, არც ისინი ითარგმნება სხვა ენაზე.

- ამ სიტყვების გარდა, ძველ ქართულში არის სიტყვები, რომლის მნიშვნელობა ზოგჯერ ჩვენც არ ვიცით ხოლმე..

- გააჩნია, არქაიზმები ყველა ენაშია, შესაბამისად, რაღაცას მოეძებნება ეკვივალენტი, რაღაცას - არა. ნაწილობრივ ეს შესაძლებელია სტილმაც განაპირობოს.

- სასაუბრო მეტყველებაში დღეს ბევრი იყენებს არა ქართულ, არამედ ინგლისურიდან ან რუსულიდან შემოსულ სიტყვებს, ბარბარიზმებს..

- დიახ. ნამდვილად არაა საჭირო სესხება ისეთი სიტყვების, როგორიცაა მაგ.: "მესიჯი", "ივენთი" "კომპლიმენტი" და სხვა. თუმცა არის სიტყვები, რომელთა სესხებაც შესაძლებელია, მაგალითად - "ბრენდი" და ა.შ.

ენათმეცნიერების ინსტიტუტის სწავლული მდივანის, ფილოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის, თეა ბურჭულაძის თქმით, ქართულ ენაში ისეთი სიტყვები, რომელიც სხვა ენაზე ვერ ითარგმნება, არც ისე ბევრია.

- ასეთი სიტყვებია, თავქუდმოგლეჯილი, პირშავი (ეს სიტყვა დღეს შეიძლება ნაკლებად გამოიყენება, მაგრამ მნიშვნელობა ასეთი აქვს - შენთან პირშავად ვარ), ასევე სიტყვა ალავერდი, თუმცა ალავერდში იგულისხმება სიტყვა, რომელსაც სუფრასთან ვამბობთ ხოლმე. ასევე, ალიყური, თუმცა ალიყური სპარსული სიტყვაა, მაგრამ ფრაზეოლოგიზმში გამოიყენება.

ასეთი სიტყვები რაოდენობრივად ბევრი არ არის და ძირითადად არის კულინარიული, ტიპური ქართული სიტყვები და ფრაზეოლოგიზმებში რამდენიმე სიტყვა. კულინარიულია მაგალითად, ჩურჩხელა, ხაჭაპური, ხინკალი, საცივი, მჭადი, ფხალი. მაგალითად, რომელ ენაზე თარგმნით პირდაპირ თავქუდმოგლეჯილს? შეიძლება თქვა, ძალიან სწრაფად გარბის, მაგრამ თავქუდმოგლეჯილს პირდაპირ ვერ თარგმნი. ამ რამდენიმე სიტყვის გარდა, სხვა ყველა სიტყვა ითარგმნება.

ავტორი: თეა ბეჟიტაშვილი

კორონავირუსის 1 064 ახალი შემთხვევა და 29 გარდაცვლილი - რომელ რეგიონებშია ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?

"კახასთვის ყველაზე დიდი საფიქრალი მისი ვაჟი სანდრო იყო... პირადზე არასდროს საუბრობდა" - როგორ იხსენებენ ცნობილ რეჟისორს, რომელმაც დაუვიწყარი სპექტაკლები შექმნა

დღეიდან ჩინური "სინოვაკით“ ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაცია იწყება - როგორ და სად უნდა დარეგისტრირდეთ აცრისთვის