პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასაფეთქებელი თვალთან აუფეთქდა " - ნათია მიქიაშვილი "მარშრუტკის" მძღოლის უმძიმეს მდგომარეობაზე საუბრობს
"ასაფეთქებელი თვალთან აუფეთქდა " - ნათია მიქიაშვილი "მარშრუტკის" მძღოლის უმძიმეს მდგომარეობაზე საუბრობს

#192-ე სა­მარ­შრუ­ტო ხა­ზის მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში სა­ა­ხალ­წლო პი­რო­ტექ­ნი­კის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი მძღო­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ მძი­მეა. რო­გორც AMBEBI.GE-ს კომ­პა­ნია "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის" პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ნა­თია მი­ქი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, და­შა­ვე­ბუ­ლი მძღო­ლი სა­მუ­ელ სა­ჯა­ია სა­ა­ვად­მყო­ფო­დან უკვე გა­მო­წე­რეს, თუმ­ცა მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ მძი­მეა.

- სა­მუ­ელ სა­ჯა­ია გუ­შინ დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში გა­მო­წე­რეს სა­ა­ვად­მყო­ფო­დან, მაგ­რამ მდგო­მა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ მძი­მეა. ჯერ­ჯე­რო­ბით თვა­ლი შეხ­ვე­უ­ლი აქვს და უც­ნო­ბია, რო­გორ დას­რულ­დე­ბა ეს მდგო­მა­რე­ო­ბა, ანუ და­კარ­გავს თუ არა მძღო­ლი მხედ­ვე­ლო­ბას. რა თქმა უნდა, კომ­პა­ნია ყვე­ლა­ნა­ი­რად ეხ­მა­რე­ბას მას, იქ­ნე­ბა ეს ფი­ნან­სუ­რი თუ სხვა სა­ხის დახ­მა­რე­ბა, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­ლო­დე­ბით შე­დე­გებს, შეძ­ლებს თუ არა ის მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას თა­ვის ძველ პო­ზი­ცი­ა­ზე.

- თუ მხედ­ვე­ლო­ბა და­კარ­გა, ალ­ბათ ვე­ღარ შეძ­ლებს ხომ მუ­შა­ო­ბას?

- ბუ­ნებ­რი­ვია ის ვერ გა­აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას, მგზავ­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. სამ­წუ­ხა­როდ, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა, ფაქ­ტობ­რი­ვად, თვალ­ში აუ­ფეთ­ქდა ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი, რო­მე­ლიც სა­ხე­ში შე­ა­ყა­რეს.

- თუ ასე მოხ­და, მძღო­ლი უმუ­შე­ვა­რი დარ­ჩე­ბა, კომ­პა­ნია თუ და­ეხ­მა­რე­ბა?

- კომ­პა­ნია შე­ეც­დე­ბა რა­ი­მე სხვა პო­ზი­ცი­ა­ზე მა­ინც შეს­თა­ვა­ზოს სამ­სა­ხუ­რის გაგ­რძე­ლე­ბა იმი­ტომ, რომ დღეს ძა­ლი­ან მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბაა და შე­სა­ბა­მი­სად, ადა­მი­ა­ნი უბ­რა­ლოდ ცო­დოა ამის გამო უმუ­შე­ვა­რი დარ­ჩეს.

- ოჯა­ხი თუ ჰყავს, მე­უღ­ლე ან შვი­ლე­ბი?

- კი, ჰყავს ცო­ლიც და შვი­ლე­ბიც.

შემ­თხვე­ვა გუ­შინ, 6 დე­კემ­ბერს მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი ერთ-ერ­თმა პირ­მა გა­ა­ჩე­რა და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა ავ­ტო­მო­ბილ­ში შე­აგ­დო.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, პირი, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა ჩა­ი­დი­ნა, ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა 187-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბას ან გა­ნად­გუ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი სრულ­წლო­ვა­ნია.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

"ასაფეთქებელი თვალთან აუფეთქდა " - ნათია მიქიაშვილი "მარშრუტკის" მძღოლის უმძიმეს მდგომარეობაზე საუბრობს

"ასაფეთქებელი თვალთან აუფეთქდა " - ნათია მიქიაშვილი "მარშრუტკის" მძღოლის უმძიმეს მდგომარეობაზე საუბრობს

#192-ე სამარშრუტო ხაზის მიკროავტობუსში საახალწლო პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებული მძღოლის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. როგორც AMBEBI.GE-ს კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" პრესსამსახურის უფროსმა ნათია მიქიაშვილმა განუცხადა, დაშავებული მძღოლი სამუელ საჯაია საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს, თუმცა მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

- სამუელ საჯაია გუშინ დღის მეორე ნახევარში გამოწერეს საავადმყოფოდან, მაგრამ მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ჯერჯერობით თვალი შეხვეული აქვს და უცნობია, როგორ დასრულდება ეს მდგომარეობა, ანუ დაკარგავს თუ არა მძღოლი მხედველობას. რა თქმა უნდა, კომპანია ყველანაირად ეხმარებას მას, იქნება ეს ფინანსური თუ სხვა სახის დახმარება, მაგრამ ჯერჯერობით ველოდებით შედეგებს, შეძლებს თუ არა ის მუშაობის გაგრძელებას თავის ძველ პოზიციაზე.

- თუ მხედველობა დაკარგა, ალბათ ვეღარ შეძლებს ხომ მუშაობას?

- ბუნებრივია ის ვერ გააგრძელებს მუშაობას, მგზავრების უსაფრთხოებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, მძიმე მდგომარეობაა, ფაქტობრივად, თვალში აუფეთქდა ასაფეთქებელი, რომელიც სახეში შეაყარეს.

- თუ ასე მოხდა, მძღოლი უმუშევარი დარჩება, კომპანია თუ დაეხმარება?

- კომპანია შეეცდება რაიმე სხვა პოზიციაზე მაინც შესთავაზოს სამსახურის გაგრძელება იმიტომ, რომ დღეს ძალიან მძიმე სოციალური ვითარებაა და შესაბამისად, ადამიანი უბრალოდ ცოდოა ამის გამო უმუშევარი დარჩეს.

- ოჯახი თუ ჰყავს, მეუღლე ან შვილები?

- კი, ჰყავს ცოლიც და შვილებიც.

შემთხვევა გუშინ, 6 დეკემბერს მოხდა. არსებული ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსი ერთ-ერთმა პირმა გააჩერა და ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში შეაგდო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პირი, რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული სრულწლოვანია.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

"იმედი მაქვს, რომ მომავალი წელი იქნება პანდემიის დედამიწაზე ბოგინის ბოლო წელი" - პაატა იმნაძე

"ახალი წელი უნდა აღვნიშნოთ მოკრძალებულად, მხოლოდ ოჯახის წევრების შეკრება, მაქსიმუმ 4-5 ადამიანი" - ამირან გამყრელიძე

"ახალი კორონავირუსის ცირკულაცია სულ მცირე ერთი წელი, წელიწად-ნახევარი გაგრძელდება" - ამირან გამყრელიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს