პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია ლეონიდ ჩერნოვეცკის პოლიტიკური წარსული და რა ქონებას ფლობს კიევის ყოფილი მერი
როგორია ლეონიდ ჩერნოვეცკის პოლიტიკური წარსული და რა ქონებას ფლობს კიევის ყოფილი მერი

კი­ე­ვის ყო­ფილ­მა მერ­მა ლე­ო­ნიდ ჩერ­ნო­ვეც­კიმ სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის - "ბედ­ნი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის შე­სა­ხებ, მან ქო­ბუ­ლეთ­ში ჟურ­ნა­ლის­ტებს ამ­ცნო. ჩერ­ნო­ვეც­კი ხუთი წე­ლია ქო­ბუ­ლეთ­ში ცხოვ­რობს, მან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბაც მი­ი­ღო.

ვინ იქ­ნე­ბი­ან მისი გუნ­დის წევ­რე­ბი, ამას უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი არ აკონ­კრე­ტებს. მან ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ "მწა­მებ­ლებ­თან" არ ითა­ნამ­შრომ­ლებს. თუმ­ცა, ვინ იგუ­ლის­ხმა მწა­მებ­ლებ­ში, არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია.

ვიდ­რე ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა, რა გეგ­მე­ბი და ამ­ბი­ცი­ე­ბი აქვს ჩერ­ნო­ვეც­კის ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში, AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რო­გო­რია მისი პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლი უკ­რა­ი­ნა­ში და რა ქო­ნე­ბას ფლობს უკ­რა­ი­ნის ყო­ფი­ლი მერი.

ლე­ო­ნიდ ჩერ­ნო­ვეც­კის და­ბა­დე­ბი­დან მა­ლე­ვე მისი მშობ­ლე­ბი გა­ი­ყარ­ნენ. ჩერ­ნო­ვეც­კის დე­დამ, პრას­კო­ვია გავ­რი­ლოვ­ნამ შვი­ლი ინ­ტერ­ნატ­ში ჩა­ა­ბა­რა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრას­კო­ვია თე­ატ­რის რე­ჟი­სორ­ზე გა­თხოვ­და და ლე­ო­ნი­დი დე­დას­თან და მა­მი­ნაც­ვალ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და.

სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, 1977-დან 1981 წლამ­დე ჩერ­ნო­ვეც­კი კი­ე­ვის ოლ­ქის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში უფ­როს გა­მომ­ძი­ებ­ლად მუ­შა­ობ­და. 1981 წელს სამ­სა­ხუ­რი და­ტო­ვა და 1984 წლამ­დე ხარ­კო­ვის იუ­რი­დი­ულ ას­პი­რან­ტუ­რა­ში სწავ­ლობ­და.

1984 წლი­დან 1989 წლამ­დე კი­ე­ვის ტა­რას შევ­ჩენ­კოს სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ას­წავ­ლი­და, გახ­ლდათ კრი­მი­ნა­ლის­ტი­კის კა­თედ­რის დო­ცენ­ტი. 1989 წელს ჩერ­ნო­ვეც­კიმ და­ა­არ­სა და სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა იუ­რი­დი­ულ სა­კონ­სულ­ტა­ციო ცენ­ტრ "პრა­ვექსს", რო­მე­ლიც მალე კონ­ცერნ "ჯგუფ პრა­ვექ­სად" გარ­და­იქ­მნა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მის­გან გა­მო­ი­ყო ბან­კი "პრა­ვექ­სი".

1997 წლის აპ­რი­ლი­დან 2000 წლის იან­ვრამ­დე გახ­ლდათ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის შტატ­გა­რე­შე მრჩე­ვე­ლი და პრე­ზი­დენ­ტის უმაღ­ლე­სი ეკო­ნო­მი­კუ­რი საბ­ჭოს წევ­რი.

ოთხჯერ აირ­ჩი­ეს უკ­რა­ი­ნის სა­ხალ­ხო დე­პუ­ტა­ტად. პარ­ლა­მენ­ტში ერ­თგუ­ლი იყო პრე­ზი­დენტ ლე­ო­ნიდ კუჩ­მა­სი, 2002 წლი­დან მხარს უჭერ­და ვიქ­ტორ იუ­შენ­კოს. 1997 წლის 16 ივ­ლისს და­ა­არ­სა საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი "სო­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რო­ბა".

1998 წელს უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ლე­ო­ნიდ დერ­კაჩ­მა ჩერ­ნო­ვეც­კი ნარ­კო­ტი­კე­ბით და ია­რა­ღით ვაჭ­რო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რა­ზეც გა­მო­ძი­ე­ბაც და­ი­წყო. საქ­მე და­ი­ხუ­რა მას შემ­დეგ, რაც ჩერ­ნო­ვეც­კიმ პირ­და­პირ ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თავ­მჯდო­მა­რის წი­ნა­აღ­მდეგ შე­ეძ­ლო სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნა.

2001 წელს გახ­და "კი­ე­ვის სა­ბან­კო კავ­ში­რის" პრე­ზი­დენ­ტი. 2003 წლის 15 აპ­რილს კონ­ცერნ "პრა­ვექ­სის" სამ­სა­ხუ­რებ­რივ­მა მან­ქა­ნამ ზებ­რა გა­და­სას­ვლელ­ზე კი­ევ­ში გა­ი­ტა­ნა 11 წლის ბავ­შვი, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. მან­ქა­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ჩერ­ნო­ვეც­კის მე­უღ­ლე ალი­ნა აი­ვა­ზოვ­სკა­ია, მძღოლ­მა კი მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ მან­ქა­ნის ნომ­რე­ბი მოხ­სნა და მი­ი­მა­ლა. ჩერ­ნო­ვეც­კი უარ­ყოფს ბავ­შვის სიკ­ვდილ­თან კავ­შირს და აცხა­დებს, რომ ყვე­ლა­ფე­რი კი­ე­ვის მთავ­რო­ბამ მო­ა­წყო მისი დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მიზ­ნით.

2004 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე ნა­ხე­ვარ პრო­ცენტზე ცოტა ხმა მო­აგ­რო­ვა (0,46%) და არ­ჩევ­ნე­ბი­დან გა­ვარ­და. "ნა­რინ­ჯის­ფე­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის" დროს ვიქ­ტორ იუ­შენ­კოს და­უ­ჭი­რა მხა­რი.

2008 წლის თე­ბერ­ვალს ჩერ­ნო­ვეც­კიმ იტა­ლი­ურ ჯგუფ "ინ­ტე­სა სან­პა­ო­ლოს" "პრა­ვექს ბან­კის" აქ­ცი­ე­ბის 100 პრო­ცენ­ტი მი­ყი­და 750 მი­ლი­ონ დო­ლა­რად. ჩერ­ნო­ვეც­კი ჟურ­ნალ "ფორბსის" უკ­რა­ი­ნის ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ა­ში მე­თორ­მე­ტე ად­გილ­ზეა.

2009 წელს ჩერ­ნო­ვეც­კიმ სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბი "კი­ე­ვის არ­სე­ნა­ლი" შე­ი­ძი­ნა. 2011 წელს ვი­ტა­ლი კლი­ჩკომ გა­ნა­ცხა­და, რომ ჩერ­ნო­ვეც­კიმ ქვე­ყა­ნას 70 მი­ლი­არ­დი მო­პა­რა და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თა­ვი­სუფ­ლად მოგ­ზა­უ­რობს მსოფ­ლი­ოს ირ­გვლივ.

2012 წლის ბო­ლოს ჩერ­ნო­ვეც­კიმ სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნია Chernovetskyi Investment Group და­ა­არ­სა, რომ­ლის სა­ინ­ვეს­ტი­ციო პო­ტენ­ცი­ა­ლიც 750 მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენს. 2014 წლის თე­ბერ­ვალ­ში უკ­რა­ი­ნა­ში მომ­ხდა­რი ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის შემ­დეგ მან და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხე­ბის­თვის 10 მი­ლი­ო­ნი გრივ­ნა გა­მო­ყო.

ლე­ო­ნიდ ჩერ­ნო­ვეც­კი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო ნა­ხევ­რად ქარ­თუ­ლი, ნა­ხევ­რად სომ­ხუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის ალი­ნა აი­ვა­ზო­ვა­ზე, რო­მე­ლიც ხარ­კო­ვის ინ­სტი­ტუ­ტში სწავ­ლი­სას გა­იც­ნო. მას ორი შვი­ლი, ქრის­ტი­ნა და სტე­ფა­ნი ჰყავს. 2012 წლის თე­ბერ­ვალს მან მე­ო­რე ცოლი ელე­ნა სავ­ჩუ­კი მო­იყ­ვა­ნა. 2014 წელს მათ შვი­ლი ეყო­ლათ, რო­მე­ლიც ჩერ­ნო­ვეც­კიმ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ნათ­ლა. 2008 წელს სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით კი­ევ­ში ძეგლი გა­უხ­სნა გი­ორ­გი ღონ­ღა­ძეს და ჟურ­ნა­ლის­ტებს, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის გამო გარ­და­იც­ვალ­ნენ.

ჩერ­ნო­ვეც­კის თქმით, ის თბი­ლის­ში 600-მდე მო­ხუც ადა­მი­ანს აფი­ნან­სებს და აგ­რეთ­ვე მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯა­ხებს ფი­ნან­სუ­რად ეხ­მა­რე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია focus.ua-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორია ლეონიდ ჩერნოვეცკის პოლიტიკური წარსული და რა ქონებას ფლობს კიევის ყოფილი მერი

როგორია ლეონიდ ჩერნოვეცკის პოლიტიკური წარსული და რა ქონებას ფლობს კიევის ყოფილი მერი

კიევის ყოფილმა მერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაცია ჩამოაყალიბა. ორგანიზაციის - "ბედნიერი საქართველოსთვის" ჩამოყალიბების შესახებ, მან ქობულეთში ჟურნალისტებს  ამცნო. ჩერნოვეცკი ხუთი წელია ქობულეთში ცხოვრობს, მან საქართველოს მოქალაქეობაც მიიღო.

ვინ იქნებიან მისი გუნდის წევრები, ამას უკრაინელი პოლიტიკოსი არ აკონკრეტებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ "მწამებლებთან" არ ითანამშრომლებს. თუმცა, ვინ იგულისხმა მწამებლებში, არ დაუკონკრეტებია.

ვიდრე ცნობილი გახდება, რა გეგმები და ამბიციები აქვს ჩერნოვეცკის ქართულ პოლიტიკაში, AMBEBI.GE დაინტერესდა, როგორია მისი პოლიტიკური წარსული უკრაინაში და რა ქონებას ფლობს უკრაინის ყოფილი მერი.

ლეონიდ ჩერნოვეცკის დაბადებიდან მალევე მისი მშობლები გაიყარნენ. ჩერნოვეცკის დედამ, პრასკოვია გავრილოვნამ შვილი ინტერნატში ჩააბარა, მოგვიანებით პრასკოვია თეატრის რეჟისორზე გათხოვდა და ლეონიდი დედასთან და მამინაცვალთან ერთად ცხოვრობდა.

საჯარო სამსახურის დასრულების შემდეგ, 1977-დან 1981 წლამდე ჩერნოვეცკი კიევის ოლქის პროკურატურაში უფროს გამომძიებლად მუშაობდა. 1981 წელს სამსახური დატოვა და 1984 წლამდე ხარკოვის იურიდიულ ასპირანტურაში სწავლობდა.

1984 წლიდან 1989 წლამდე კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტში ასწავლიდა, გახლდათ კრიმინალისტიკის კათედრის დოცენტი. 1989 წელს ჩერნოვეცკიმ დააარსა და სათავეში ჩაუდგა იურიდიულ საკონსულტაციო ცენტრ "პრავექსს", რომელიც მალე კონცერნ "ჯგუფ პრავექსად" გარდაიქმნა, მოგვიანებით მისგან გამოიყო ბანკი "პრავექსი".

1997 წლის აპრილიდან 2000 წლის იანვრამდე გახლდათ უკრაინის პრეზიდენტის შტატგარეშე მრჩეველი და პრეზიდენტის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს წევრი.

ოთხჯერ აირჩიეს უკრაინის სახალხო დეპუტატად. პარლამენტში ერთგული იყო პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმასი, 2002 წლიდან მხარს უჭერდა ვიქტორ იუშენკოს. 1997 წლის 16 ივლისს დააარსა საქველმოქმედო ფონდი "სოციალური პარტნიორობა".

1998 წელს უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა ლეონიდ დერკაჩმა ჩერნოვეცკი ნარკოტიკებით და იარაღით ვაჭრობაში დაადანაშაულა, რაზეც გამოძიებაც დაიწყო. საქმე დაიხურა მას შემდეგ, რაც ჩერნოვეცკიმ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ უშიშროების სამსახურის თავმჯდომარის წინააღმდეგ შეეძლო სარჩელის შეტანა.

2001 წელს გახდა "კიევის საბანკო კავშირის" პრეზიდენტი. 2003 წლის 15 აპრილს კონცერნ "პრავექსის" სამსახურებრივმა მანქანამ ზებრა გადასასვლელზე კიევში გაიტანა 11 წლის ბავშვი, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მანქანაში იმყოფებოდა ჩერნოვეცკის მეუღლე ალინა აივაზოვსკაია, მძღოლმა კი მკვლელობის შემდეგ მანქანის ნომრები მოხსნა და მიიმალა. ჩერნოვეცკი უარყოფს ბავშვის სიკვდილთან კავშირს და აცხადებს, რომ ყველაფერი კიევის მთავრობამ მოაწყო მისი დისკრედიტაციის მიზნით.

2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ნახევარ პროცენტზე ცოტა ხმა მოაგროვა (0,46%) და არჩევნებიდან გავარდა. "ნარინჯისფერი რევოლუციის" დროს ვიქტორ იუშენკოს დაუჭირა მხარი.

2008 წლის თებერვალს ჩერნოვეცკიმ იტალიურ ჯგუფ "ინტესა სანპაოლოს" "პრავექს ბანკის" აქციების 100 პროცენტი მიყიდა 750 მილიონ დოლარად. ჩერნოვეცკი ჟურნალ "ფორბსის" უკრაინის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეთორმეტე ადგილზეა.

2009 წელს ჩერნოვეცკიმ საფეხბურთო კლუბი "კიევის არსენალი" შეიძინა. 2011 წელს ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ჩერნოვეცკიმ ქვეყანას 70 მილიარდი მოპარა და მიუხედავად ამისა, თავისუფლად მოგზაურობს მსოფლიოს ირგვლივ.

2012 წლის ბოლოს ჩერნოვეცკიმ საინვესტიციო კომპანია Chernovetskyi Investment Group დააარსა, რომლის საინვესტიციო პოტენციალიც 750 მილიონ დოლარს შეადგენს. 2014 წლის თებერვალში უკრაინაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევების შემდეგ მან დაღუპულთა ოჯახებისთვის 10 მილიონი გრივნა გამოყო.

ლეონიდ ჩერნოვეცკი დაქორწინებული იყო ნახევრად ქართული, ნახევრად სომხური წარმომავლობის ალინა აივაზოვაზე, რომელიც ხარკოვის ინსტიტუტში სწავლისას გაიცნო. მას ორი შვილი, ქრისტინა და სტეფანი ჰყავს. 2012 წლის თებერვალს მან მეორე ცოლი ელენა სავჩუკი მოიყვანა. 2014 წელს მათ შვილი ეყოლათ, რომელიც ჩერნოვეცკიმ საქართველოში მონათლა. 2008 წელს საკუთარი სახსრებით კიევში ძეგლი გაუხსნა გიორგი ღონღაძეს და ჟურნალისტებს, რომლებიც თავისუფალი სიტყვის გამო გარდაიცვალნენ.

ჩერნოვეცკის თქმით, ის თბილისში 600-მდე მოხუც ადამიანს აფინანსებს და აგრეთვე მრავალშვილიან ოჯახებს ფინანსურად ეხმარება.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."