პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერ დაიმორჩილეს, აუწერელი მოქმედებები ჰქონდა" - ვინ იყო 34 წლის პაციენტი, რომელიც "ღუდუშაურის" მე-4 სართულიდან გადმოხტა
"ვერ დაიმორჩილეს, აუწერელი მოქმედებები ჰქონდა" - ვინ იყო 34 წლის პაციენტი, რომელიც "ღუდუშაურის" მე-4 სართულიდან გადმოხტა

2 ნო­ემ­ბერს, ოთხშა­ბათს, ღუ­დუ­შა­უ­რის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნულ სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში მძი­მე თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის პა­ცი­ენ­ტი, 34 წლის ახალ­გაზ­რდა კაცი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, ეროვ­ნე­ბით აფხა­ზი (მისი ვი­ნა­ო­ბა გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია), მე-4 სარ­თუ­ლის ერთ-ერთი პა­ლა­ტის ფან­ჯრი­დან გა­დახ­ტა და ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ისიც და­წე­რეს, რომ მას ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა ჰქონ­და და შე­სა­ბა­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დრო­უ­ლად არ გა­და­იყ­ვა­ნე­სო...

ავად­მყო­ფის მიერ ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში ვის მი­უ­ძღვის ბრა­ლი და რამ გა­ნა­პი­რო­ბა მისი სუ­ი­ცი­დამ­დე მიყ­ვა­ნა, გა­მო­ძი­ე­ბის მიერ მოკ­ვლე­უ­ლი ფაქ­ტე­ბის მი­ხედ­ვით გა­ირ­კვე­ვა, თუმ­ცა არის ერთი კი­თხვა, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს და­ე­ბა­დე­ბა... დღი­სით, მზი­სით, პა­ცი­ენ­ტმა რო­გორ შეძ­ლო თა­ვი­სი გან­ზრახ­ვის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნა, რო­დე­საც ინ­ტენ­სი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იყო, სა­დაც, სხვა თუ არა­ფე­რი, ფან­ჯრებ­ზე გი­სო­სე­ბია და 24-სა­ა­თი­ა­ნი მო­ნი­ტო­რინ­გი მიმ­დი­ნა­რე­ობს... ასე­ვე, დაც­ვის პოს­ტია. სამ­წუ­ხა­როდ, ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უნი­ა­თო­ბით, ქვე­ყა­ნა­ში ისე­თი მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ყო­ფაა, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნია უკი­დუ­რე­სად სა­სო­წარ­კვე­თილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და ამი­ტომ ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ადა­მი­ა­ნე­ბი უცა­ბე­დად ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე რომ მი­დი­ან...

გა­ზე­თი "ქრო­ნი­კა" ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლეს, მა­რი­ნა გე­ლან­ტი­ას ესა­უბ­რა:

- პა­ცი­ენ­ტი შე­მო­ვი­და მძი­მე პნევ­მო­ნი­ით, მას სუნ­თქვა უჭირ­და. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ სხვა დროს ის ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და (ამ დროს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის ფსი­ქი­კუ­რად იყო აშ­ლი­ლი და შე­სა­ბა­მის კლი­ნი­კა­ში არ იქნა გა­დაყ­ვა­ნი­ლი - ნ.ს.) და არც აგ­რე­სი­უ­ლო­ბით. მას სა­თა­ნა­დო გა­მოკ­ვლე­ვე­ბი დრო­უ­ლად ჩა­უ­ტარ­და და მკურ­ნა­ლო­ბის კურსს კლი­ნი­კა­ში გა­დი­ო­და. იმ დღეს კი ძალ­ზე აგ­რე­სი­უ­ლი იყო რო­გორც ექი­მე­ბის, ასე­ვე პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­მარ­თაც. წა­მო­ვარ­და სა­წო­ლი­დან, ვერ და­ი­მორ­ჩი­ლეს, რად­გან აუ­წე­რე­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი ჰქონ­და, უმალ იქნა გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი, მაგ­რამ პა­ცი­ენ­ტმა გა­არ­ღვია არე­ა­ლი, გა­და­ვი­და ჩვე­უ­ლებ­რივ პა­ლა­ტა­ში და მე-5 სარ­თუ­ლი­დან გა­დახ­ტა. ასე­თი პა­ცი­ენ­ტი ბევ­რი გვყო­ლია, მაგ­რამ მსგავ­სი შემ­თხვე­ვა არ მომ­ხდა­რა. გი­მე­ო­რებთ, წა­მებ­ში მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი, ამ­ჟა­მად ექ­სპერ­ტი­ზა­ზეა მიც­ვა­ლე­ბუ­ლი გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

- თქვე­ნი კლი­ნი­კა კერ­ძოა და იქ­ნებ გარ­დაც­ვლილს ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მა ჰქონ­და?

- ის სა­ყო­ველ­თაო და­ფი­ნან­სე­ბით სარ­გებ­ლობ­და, ამ მხრივ, მას პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია...

- იქ­ნებ მისი ვი­ნა­ო­ბა მი­თხრათ?

- ვერ გე­ტყვით, კა­ნო­ნი უფ­ლე­ბას არ მაძ­ლევს, მისი ვი­ნა­ო­ბა გა­გიმ­ხი­ლოთ...

გა­ზეთ "ქრო­ნი­კის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ცი­ენ­ტი პა­ტი­მა­რია, რო­მე­ლიც სა­ი­დუმ­ლოდ იყო კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნი­ლი... გა­მო­ცე­მა მა­რი­ნა გე­ლან­ტი­ას დახ­მა­რე­ბით პა­ცი­ენ­ტის ახ­ლობ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბას შე­ე­ცა­და, თუმ­ცა რო­გორც გე­ლან­ტი­ამ გა­ნა­ცხა­და, გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­კონ­ტაქ­ტო ტე­ლე­ფო­ნი ვერ და­ად­გი­ნა... ამას­თან, პა­ცი­ენ­ტის­თვის მკურ­ნა­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში პატ­რონს არ­ცერ­თხელ არ მო­უ­კი­თხავს...

გა­მოგ­ვყე­ვით, თუ და­ინ­ტრე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია.

გა­მო­ი­წე­რეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/სა­ზო­გა­დო­ე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?

"ვერ დაიმორჩილეს, აუწერელი მოქმედებები ჰქონდა" - ვინ იყო 34 წლის პაციენტი, რომელიც "ღუდუშაურის" მე-4 სართულიდან გადმოხტა

"ვერ დაიმორჩილეს, აუწერელი მოქმედებები ჰქონდა" - ვინ იყო 34 წლის პაციენტი, რომელიც "ღუდუშაურის" მე-4 სართულიდან გადმოხტა

2 ნოემბერს, ოთხშაბათს, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში მძიმე თერაპიის განყოფილების პაციენტი, 34 წლის ახალგაზრდა კაცი, საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით აფხაზი (მისი ვინაობა გასაიდუმლოებულია), მე-4 სართულის ერთ-ერთი პალატის ფანჯრიდან გადახტა და ადგილზევე გარდაიცვალა. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელებში ისიც დაწერეს, რომ მას ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა და შესაბამის დაწესებულებაში დროულად არ გადაიყვანესო...

ავადმყოფის მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღებაში ვის მიუძღვის ბრალი და რამ განაპირობა მისი სუიციდამდე მიყვანა, გამოძიების მიერ მოკვლეული ფაქტების მიხედვით გაირკვევა, თუმცა არის ერთი კითხვა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს დაებადება... დღისით, მზისით, პაციენტმა როგორ შეძლო თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანა, როდესაც ინტენსიურ განყოფილებაში მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო, სადაც, სხვა თუ არაფერი, ფანჯრებზე გისოსებია და 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობს... ასევე, დაცვის პოსტია. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების უნიათობით, ქვეყანაში ისეთი მძიმე სოციალური და ეკონომიკური ყოფაა, ძალიან ბევრი ადამიანია უკიდურესად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში და ამიტომ ხშირია შემთხვევები, გამოუვალი მდგომარეობის გამო ადამიანები უცაბედად ასეთ გადაწყვეტილებამდე რომ მიდიან...

გაზეთი "ქრონიკა" ღუდუშაურის კლინიკის გენერალური დირექტორის მოადგილეს, მარინა გელანტიას ესაუბრა:

- პაციენტი შემოვიდა მძიმე პნევმონიით, მას სუნთქვა უჭირდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სხვა დროს ის ფსიქიკური აშლილობით არ გამოირჩეოდა (ამ დროს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ფსიქიკურად იყო აშლილი და შესაბამის კლინიკაში არ იქნა გადაყვანილი - ნ.ს.) და არც აგრესიულობით. მას სათანადო გამოკვლევები დროულად ჩაუტარდა და მკურნალობის კურსს კლინიკაში გადიოდა. იმ დღეს კი ძალზე აგრესიული იყო როგორც ექიმების, ასევე პაციენტების მიმართაც. წამოვარდა საწოლიდან, ვერ დაიმორჩილეს, რადგან აუწერელი მოქმედებები ჰქონდა, უმალ იქნა გამოძახებული დაცვის სამსახური, მაგრამ პაციენტმა გაარღვია არეალი, გადავიდა ჩვეულებრივ პალატაში და მე-5 სართულიდან გადახტა. ასეთი პაციენტი ბევრი გვყოლია, მაგრამ მსგავსი შემთხვევა არ მომხდარა. გიმეორებთ, წამებში მოხდა ეს ყველაფერი, ამჟამად ექსპერტიზაზეა მიცვალებული გადაყვანილი.

- თქვენი კლინიკა კერძოა და იქნებ გარდაცვლილს ფინანსური პრობლემა ჰქონდა?

- ის საყოველთაო დაფინანსებით სარგებლობდა, ამ მხრივ, მას პრობლემა არ ჰქონია...

- იქნებ მისი ვინაობა მითხრათ?

- ვერ გეტყვით, კანონი უფლებას არ მაძლევს, მისი ვინაობა გაგიმხილოთ...

გაზეთ "ქრონიკის" ინფორმაციით, პაციენტი პატიმარია, რომელიც საიდუმლოდ იყო კლინიკაში მიყვანილი... გამოცემა მარინა გელანტიას დახმარებით პაციენტის ახლობლებთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა როგორც გელანტიამ განაცხადა, გარდაცვლილის ოჯახის წევრების საკონტაქტო ტელეფონი ვერ დაადგინა... ამასთან, პაციენტისთვის მკურნალობის პერიოდში პატრონს არცერთხელ არ მოუკითხავს...

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია