სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენთან ბაქიბუქობდა და იქ ცუციკი ტიპი იყო" - რას ადასტურებს მიხეილ მაჭავარიანი?!
"ჩვენთან ბაქიბუქობდა და იქ ცუციკი ტიპი იყო" - რას ადასტურებს მიხეილ მაჭავარიანი?!

რამ­დე­ნი­მე დღის წინ "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რის გოკა გა­ბაშ­ვი­ლი­სა და მისი ძმის, ლადო გა­ბაშ­ვი­ლის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი გავ­რცელ­და, რომ­ლის თა­ნახ­მად, პარ­ტი­ა­ში გიგა ბო­კე­რი­ა­სა და სა­ა­კაშ­ვილ-ადე­იშ­ვი­ლის გუნ­დი ცალ-ცალ­კე ფლან­გე­ბად გა­მო­ი­ყო.

ჩა­ნა­წე­რე­ბის ავ­თენ­ტუ­რო­ბას პარ­ტი­ა­ში ადას­ტუ­რე­ბენ, თუმ­ცა "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უბ­რი­სას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი ამტკი­ცებს, რომ ჩა­ნა­წე­რე­ბი ძვე­ლია.

- ხაზ­გას­მით უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩა­ნა­წე­რე­ბი, უკა­ნო­ნოდ, რუ­სე­თის ეფ-ეს-ბე-სთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­თაა მო­პო­ვე­ბუ­ლი, რაც კი­დევ ერთხელ აქარ­წყლებს გან­ცდას, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აღარ გვის­მენს. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად სა­უბ­რის ში­ნა­არსს, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი ძვე­ლია, ივ­ნის­ში უნდა იყოს ჩა­წე­რი­ლი. ამ პე­რი­ოდ­ში პარ­ტი­ი­დან ოთხი წევ­რი, მათ შო­რის, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდი­ვა­ნი წა­ვი­და და მის ჩა­სა­ნაც­ვლებ­ლად შიდა არ­ჩევ­ნე­ბი და­ი­ნიშ­ნა.

- ანუ, ადას­ტუ­რებთ, რომ პარ­ტი­ა­ში ორი ფლან­გი, ბო­კე­რი­ა­სა და სა­ა­კაშ­ვილ-ადე­იშ­ვი­ლის გუნ­დი ერ­თმა­ნეთს რე­ა­ლუ­რად და­უ­პი­რის­პირ­და?

- არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გუნ­დის წევ­რებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა. უბ­რა­ლოდ, ივა­ნიშ­ვი­ლი ცდი­ლობს სა­კუ­თა­რი კო­ლექ­ცი­ი­დან ჩა­ნა­წე­რე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას ნა­წილ-ნა­წილ მი­ა­წო­დოს და ამ გზით და­ამ­ტკი­ცოს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" სე­რი­ო­ზუ­ლი გან­ხეთ­ქი­ლე­ბა არ­სე­ბობს. ვა­დას­ტუ­რებ, რომ მსგავ­სი სა­უბ­რე­ბი პარ­ტი­ა­ში მარ­თლაც იყო, მაგ­რამ ამ ჩა­ნა­წე­რე­ბის შემ­დეგ პარ­ტი­ის წევ­რე­ბი კი­ევ­ში სა­ა­კაშ­ვილ­სა და და­ნარ­ჩენ ლი­დე­რებს შევ­ხვდით და შევ­თან­ხმდით, რომ ამ ეტაპ­ზე, ყვე­ლა პრობ­ლე­მას გვერ­დზე გა­დავ­დებ­დით და სა­ერ­თო მიზ­ნის­თვის ერთ გუნ­დად ვიბ­რძო­ლებ­დით.

დიახ, აღ­მას­რუ­ლე­ბელ მდივ­ნად შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში და­ძა­ბუ­ლო­ბა არ­სე­ბობ­და, სერ­გო რა­ტი­ან­თან ერ­თად, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის კან­დი­და­ტად გი­ორ­გი ვა­შა­ძეც იყ­რი­და კენ­ჭს, მაგ­რამ მსგავ­სი კონ­ფლიქ­ტე­ბი ხომ ოჯა­ხებ­შიც ხდე­ბა?!

- თუ პარ­ტი­ის წევ­რე­ბი მი­იჩ­ნევთ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი "ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გი­ჟია" და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ოპო­ნი­რე­ბის ნაც­ვლად, ძი­რი­თა­დად, პარ­ტი­ის წევ­რებ­ზე ეჭ­ვი­ა­ნობს, მსგავ­სი გან­წყო­ბით პარ­ტი­ის ლი­დერ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ?

- ვი­მე­ო­რებ, კონ­ფლიქ­ტი ამო­ი­წუ­რა. ამ სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის შემ­დეგ გიგი უგუ­ლა­ვაც ცი­ხი­დან ერთი დღით გა­მო­ვი­და და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან გა­ურ­კვევ­ლო­ბის თე­მაც ამო­ი­წუ­რა.

- გი­ორ­გი ვა­შა­ძი­სა და მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვას სა­უბ­რებ­ში ისიც ჩანს, რომ ექ­სპრე­ზი­დენტს პრობ­ლე­მე­ბი უკ­რა­ი­ნა­შიც შე­ექ­მნა და გარ­კვე­უ­ლი გავ­ლე­ნე­ბის მო­პო­ვე­ბას პო­რო­შენ­კოს ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­დას­ვლის მუ­ქა­რით ცდი­ლობ­და.

- ვა­შა­ძე-ზო­დე­ლა­ვას ჩა­ნა­წე­რიც ძვე­ლია. მიშა უკ­რა­ი­ნა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ და მა­ღალ­რე­ი­ტინ­გულ ლი­დე­რად ით­ვლე­ბა, სა­ხელ­მწი­ფოს პირ­ვე­ლი პი­რე­ბი კი მას სრულ მხარ­და­ჭე­რას უცხა­დე­ბენ...

ირაკ­ლი გო­გა­ვა, ექ­სპერ­ტი: "სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნ­დი უკ­რა­ი­ნა­ში ჩაფ­ლავ­და - ე.წ. ქარ­თველ­მა რე­ფორ­მა­ტო­რებ­მა ძი­რე­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ვერ შეძ­ლეს. სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბით, პო­რო­შენ­კომ პან­დო­რას ყუთი გახ­სნა, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნას დიდ უბე­დუ­რე­ბას მო­უ­ტანს. იმის გამო, რომ მა­იდ­ნის და­ფი­ნან­სე­ბა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და და ის მა­კ­კე­ი­ნის მხარ­და­ჭე­რით სარ­გებ­ლობს, პო­რო­შენ­კოს­გან ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტო­რო­ბა მი­ი­ღო. თუმ­ცა

რო­გორც კი სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტთან და­პი­რის­პი­რე­ბას გა­ბე­დავს­, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ა­დე­პორ­ტე­ბენ.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ჩვენთან ბაქიბუქობდა და იქ ცუციკი ტიპი იყო" - რას ადასტურებს მიხეილ მაჭავარიანი?!

"ჩვენთან ბაქიბუქობდა და იქ ცუციკი ტიპი იყო" - რას ადასტურებს მიხეილ მაჭავარიანი?!

რამდენიმე დღის წინ "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილისა და მისი ძმის, ლადო გაბაშვილის სატელეფონო საუბარი გავრცელდა, რომლის თანახმად, პარტიაში გიგა ბოკერიასა და სააკაშვილ-ადეიშვილის გუნდი ცალ-ცალკე ფლანგებად გამოიყო.

ჩანაწერების ავთენტურობას პარტიაში ადასტურებენ, თუმცა "კვირის პალიტრასთან" საუბრისას "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ ჩანაწერები ძველია.

- ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ინტერნეტში გავრცელებული ფარული სატელეფონო ჩანაწერები, უკანონოდ, რუსეთის ეფ-ეს-ბე-სთან თანამშრომლობითაა მოპოვებული, რაც კიდევ ერთხელ აქარწყლებს განცდას, რომ ხელისუფლება აღარ გვისმენს. რაც შეეხება კონკრეტულად საუბრის შინაარსს, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ჩანაწერები ძველია, ივნისში უნდა იყოს ჩაწერილი. ამ პერიოდში პარტიიდან ოთხი წევრი, მათ შორის, აღმასრულებელი მდივანი წავიდა და მის ჩასანაცვლებლად შიდა არჩევნები დაინიშნა.

- ანუ, ადასტურებთ, რომ პარტიაში ორი ფლანგი, ბოკერიასა და სააკაშვილ-ადეიშვილის გუნდი ერთმანეთს რეალურად დაუპირისპირდა?

- არჩევნების შემდეგ გუნდის წევრებს შორის დაპირისპირება ჩვეულებრივი მოვლენაა. უბრალოდ, ივანიშვილი ცდილობს საკუთარი კოლექციიდან ჩანაწერები საზოგადოებას ნაწილ-ნაწილ მიაწოდოს და ამ გზით დაამტკიცოს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" სერიოზული განხეთქილება არსებობს. ვადასტურებ, რომ მსგავსი საუბრები პარტიაში მართლაც იყო, მაგრამ ამ ჩანაწერების შემდეგ პარტიის წევრები კიევში სააკაშვილსა და დანარჩენ ლიდერებს შევხვდით და შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე, ყველა პრობლემას გვერდზე გადავდებდით და საერთო მიზნისთვის ერთ გუნდად ვიბრძოლებდით.

დიახ, აღმასრულებელ მდივნად შერჩევის პროცესში დაძაბულობა არსებობდა, სერგო რატიანთან ერთად, აღმასრულებელი მდივნის კანდიდატად გიორგი ვაშაძეც იყრიდა კენჭს, მაგრამ მსგავსი კონფლიქტები ხომ ოჯახებშიც ხდება?!

- თუ პარტიის წევრები მიიჩნევთ, რომ სააკაშვილი "ხელისუფლების გიჟია" და ხელისუფლებასთან ოპონირების ნაცვლად, ძირითადად, პარტიის წევრებზე ეჭვიანობს, მსგავსი განწყობით პარტიის ლიდერთან თანამშრომლობა როგორ წარმოგიდგენიათ?

- ვიმეორებ, კონფლიქტი ამოიწურა. ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ გიგი უგულავაც ციხიდან ერთი დღით გამოვიდა და მიხეილ სააკაშვილთან გაურკვევლობის თემაც ამოიწურა.

- გიორგი ვაშაძისა და მურთაზ ზოდელავას საუბრებში ისიც ჩანს, რომ ექსპრეზიდენტს პრობლემები უკრაინაშიც შეექმნა და გარკვეული გავლენების მოპოვებას პოროშენკოს ოპოზიციაში გადასვლის მუქარით ცდილობდა.

- ვაშაძე-ზოდელავას ჩანაწერიც ძველია. მიშა უკრაინაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და მაღალრეიტინგულ ლიდერად ითვლება, სახელმწიფოს პირველი პირები კი მას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ...

ირაკლი გოგავა, ექსპერტი: "სააკაშვილის გუნდი უკრაინაში ჩაფლავდა - ე.წ. ქართველმა რეფორმატორებმა ძირეული რეფორმების განხორციელება ვერ შეძლეს. სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებით, პოროშენკომ პანდორას ყუთი გახსნა, რომელიც უკრაინას დიდ უბედურებას მოუტანს. იმის გამო, რომ მაიდნის დაფინანსებაში სააკაშვილიც მონაწილეობდა და ის მაკკეინის მხარდაჭერით სარგებლობს, პოროშენკოსგან ოდესის გუბერნატორობა მიიღო. თუმცა

როგორც კი სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტთან დაპირისპირებას გაბედავს­, საქართველოში დაადეპორტებენ.

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."