პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობს ლევან მურუსიძე გირგვლიანისა და მოლაშვილის საქმეებზე და რატომ არ ახსოვს "ქართუ ბანკის" საქმე?
რას ამბობს ლევან მურუსიძე გირგვლიანისა და მოლაშვილის საქმეებზე და რატომ არ ახსოვს "ქართუ ბანკის" საქმე?

იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მდი­ვა­ნი ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე უკა­ნო­ნოს ვე­რა­ფერს ხე­დავს იმა­ში, რომ საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში სურს. სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის და სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის საქ­მე­ე­ბის მო­სა­მარ­თლე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში მის მო­სა­მარ­თლედ შე­საძ­ლო და­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­ტესტს ეხ­მა­უ­რე­ბა და აცხა­დებს, რომ მო­სა­მარ­თლე­თა კონ­ფე­რენ­ცი­ამ იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს მდივ­ნად აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბით აირ­ჩია და მათ მხარ­და­ჭე­რას დღემ­დე გრძნობს.

"სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის სურ­ვი­ლი რომ მაქვს, ამა­ში უკა­ნო­ნო არა­ფე­რია - მო­სა­მარ­თლე­თა კონ­ფე­რენ­ცი­ამ იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს მდივ­ნად აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბით ამირ­ჩია და მათ მხარ­და­ჭე­რას დღემ­დე ვგრძნობ. რაც შე­ე­ხე­ბა იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რებს, თი­თო­ე­ულს ვურ­ჩევ, ჩემი წარ­სუ­ლი გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ", - აცხა­დებს მუ­რუ­სი­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მეს, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე ფიქ­რობს, რომ კა­ნო­ნი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა.

"კა­ნო­ნი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ვი­ტა­ნე, თუმ­ცა კა­ნო­ნი­ერ­სა და სა­მარ­თლი­ანს შო­რის დიდი გან­სხვა­ვე­ბაა. რო­დე­საც უზე­ნა­ეს­ში საქ­მე შე­მო­ვი­და, და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე ოთხი პირი უკვე პა­სუ­ხის­გე­ბა­ში იყო მი­ცე­მუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ორი ვა­რი­ან­ტი გვქონ­და - ან ეს პი­რე­ბი გაგ­ვე­მარ­თლე­ბი­ნა, ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლა­ში დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა. სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და, საქ­მე ხე­ლა­ხალ გა­მო­ძი­ე­ბა­ში და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა. თა­ნაც ამ პე­რი­ოდ­ში კა­ნონ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და ცვლი­ლე­ბა, თუ პი­რის ტან­საც­მლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 150 ლარს არ აღე­მა­ტე­ბა და ის და­ზი­ან­და, ეს არ ით­ვლე­ბო­და მნიშ­ვნე­ლო­ვან და­ნა­კარ­გად. სწო­რედ ამი­ტომ მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლე­ბის­თვის აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლი უნდა მოგ­ვეხ­სნა, შე­დე­გად ოთხი­ვე პი­როვ­ნე­ბას პა­ტიმ­რო­ბა ექ­ვსი თვით შე­უმ­ცირ­და. იმის გამო, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ფიქ­რობ­და, კა­ნო­ნი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ უნდა მი­მე­ღო?! თუ პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არას­წო­რა­დაა გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი, უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლოს მისი შეც­ვლის უფ­ლე­ბა არა აქვს. თუ ნე­ბის­მი­ე­რი იუ­რის­ტი მე­ტყვის, რომ სა­კა­სა­ციო ინ­სტან­ცი­ას ჰქონ­და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტის სა­ჩივ­რის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ბო­დიშს მო­ვიხ­დი, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მი­დან წა­ვალ და სა­ჯა­რო სივ­რცე­ში სა­ერ­თოდ არ გა­მოვ­ჩნდე­ბი", - გან­მარ­ტავს ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე.

მი­სი­ვე თქმით, თე­ო­რი­უ­ლად ყვე­ლას შე­იძ­ლე­ბა შე­ე­შა­ლოს, თუმ­ცა ის სა­კუ­თარ სინ­დის­თან მარ­თა­ლია.

"სა­კუ­თარ სინ­დის­თან მარ­თა­ლი ვარ. მო­სა­მარ­თლემ თუ იმა­ზე იფიქ­რა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­სა­ღე­ბი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნოს, ის მო­სა­მარ­თლედ ვე­რა­სო­დეს შედ­გე­ბა... ზოგი ამ­ბობს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მარ­ჯვე­ნა ხე­ლი­აო, ოპო­ზი­ცია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლად მი­მიჩ­ნევს. მთა­ვა­რია, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის გვერ­დით დავ­რჩე, თუ იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭო სხვაგ­ვა­რად გა­და­წყვეტს, მერ­წმუ­ნეთ, არ და­ვი­კარ­გე­ბი", - აღ­ნიშ­ნა მუ­რუ­სი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

რას ამბობს ლევან მურუსიძე გირგვლიანისა და მოლაშვილის საქმეებზე და რატომ არ ახსოვს "ქართუ ბანკის" საქმე?

რას ამბობს ლევან მურუსიძე გირგვლიანისა და მოლაშვილის საქმეებზე და რატომ არ ახსოვს "ქართუ ბანკის" საქმე?

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე უკანონოს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ საქმიანობის გაგრძელება სასამართლო სისტემაში სურს. სანდრო გირგვლიანის და სულხან მოლაშვილის საქმეების მოსამართლე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში სააპელაციო სასამართლოში მის მოსამართლედ შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით პროტესტს ეხმაურება და აცხადებს, რომ მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის საბჭოს მდივნად აბსოლუტური უმრავლესობით აირჩია და მათ მხარდაჭერას დღემდე გრძნობს.

"სასამართლო სისტემაში საქმიანობის გაგრძელების სურვილი რომ მაქვს, ამაში უკანონო არაფერია - მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის საბჭოს მდივნად აბსოლუტური უმრავლესობით ამირჩია და მათ მხარდაჭერას დღემდე ვგრძნობ. რაც შეეხება იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს, თითოეულს ვურჩევ, ჩემი წარსული გაითვალისწინონ", - აცხადებს მურუსიძე.

რაც შეეხება სანდრო გირგვლიანის საქმეს, ლევან მურუსიძე ფიქრობს, რომ კანონიერი გადაწყვეტილება გამოიტანა.

"კანონიერი გადაწყვეტილება გამოვიტანე, თუმცა კანონიერსა და სამართლიანს შორის დიდი განსხვავებაა. როდესაც უზენაესში საქმე შემოვიდა, დანაშაულში მონაწილე ოთხი პირი უკვე პასუხისგებაში იყო მიცემული. შესაბამისად, ორი ვარიანტი გვქონდა - ან ეს პირები გაგვემართლებინა, ან გადაწყვეტილება ძალაში დაგვეტოვებინა. სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, საქმე ხელახალ გამოძიებაში დაებრუნებინა. თანაც ამ პერიოდში კანონში განხორციელდა ცვლილება, თუ პირის ტანსაცმლის ღირებულება 150 ლარს არ აღემატება და ის დაზიანდა, ეს არ ითვლებოდა მნიშვნელოვან დანაკარგად. სწორედ ამიტომ მსჯავრდადებულებისთვის აღნიშნული მუხლი უნდა მოგვეხსნა, შედეგად ოთხივე პიროვნებას პატიმრობა ექვსი თვით შეუმცირდა. იმის გამო, რომ საზოგადოება განსხვავებულად ფიქრობდა, კანონიერი გადაწყვეტილება არ უნდა მიმეღო?! თუ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება არასწორადაა გასაჩივრებული, უზენაეს სასამართლოს მისი შეცვლის უფლება არა აქვს. თუ ნებისმიერი იურისტი მეტყვის, რომ საკასაციო ინსტანციას ჰქონდა დაზარალებულის ადვოკატის საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობა, ბოდიშს მოვიხდი, სასამართლო სისტემიდან წავალ და საჯარო სივრცეში საერთოდ არ გამოვჩნდები", - განმარტავს ლევან მურუსიძე.

მისივე თქმით, თეორიულად ყველას შეიძლება შეეშალოს, თუმცა ის საკუთარ სინდისთან მართალია.

"საკუთარ სინდისთან მართალი ვარ. მოსამართლემ თუ იმაზე იფიქრა, საზოგადოებისთვის მისაღები გადაწყვეტილება გამოიტანოს, ის მოსამართლედ ვერასოდეს შედგება... ზოგი ამბობს, "ნაციონალური მოძრაობის" მარჯვენა ხელიაო, ოპოზიცია ხელისუფლების წარმომადგენლად მიმიჩნევს. მთავარია, დამოუკიდებელი მოსამართლეების გვერდით დავრჩე, თუ იუსტიციის საბჭო სხვაგვარად გადაწყვეტს, მერწმუნეთ, არ დავიკარგები", - აღნიშნა მურუსიძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ