კანადის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან აბორიგენები სახლობდნენ. XV საუკუნიდან ბრიტანეთმა და საფრანგეთმა კანადის ტერიტორიების დაკავება დაიწყეს. 1756 წელს ევროპაში დაწყებულმა შვიდწლიანმა ომმა მეტროპოლიების კოლონიებში გადაინაცვლა.
დიდმა ბრიტანეთმა კანადის ტერიტორიაზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, ბრიტანეთმა დაიკავა კვებეკი. ქვეყანაში შეიქმნა კანადის კონფედერაცია. მოგვიანებით კანადის შემადგენლობაში შევიდა არქტიკული ტერიტორიები. 1931 წელს კანადამ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ამის შემდეგ ქვეყნის შემადგენლობაში გარკვეული ტერიტორიები კვლავ შევიდა. წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ამ ქვეყნის შესახებ:
1. ჩერჩილში მცხოვრები ადამიანები კარებს ყოველთვის ღიას ტოვებენ, იმ შემთხვევისთვის, თუკი მეზობელს პოლარული დათვის თავდასხმისგან თავის შეფარება დასჭირდება.
2. ჩერჩილში არსებობს ციხე იმ პოლარული დათვებისთვის, რომლებიც ადამიანებს სახლში ეჭრებიან.
3. 1943 წელს ოტავაში სპეციალური საავადმყოფოს ოთახი ააშენეს, რომელიც ე.წ. "საერთაშორისო" ტერიტორიაზე განლაგდებოდა, რათა ჰოლანდიის პრინცესა სრულფასოვან ჰოლანდიის მოქალაქედ დაბადებულიყო (ასეთია ჰოლანდიის მოთხოვნა პრინცესას ტიტულის შესანარჩუნებლად).
4. ამის გამო, ყოველ წელს, ჰოლანდია კანადას მადლობის ნიშნად ათასობით ტიტას უგზავნის.
5. კანადაში აკრძალულია ვესტბოროს ბაპტისტური ეკლესია და მათ წევრებს ქვეყანაში არ უშვებენ.
6. ონკანის წყალი კანადაში მინერალურ წყალზე უკეთესი ხარისხისაა.
7. კანადა მსოფლიოში ყველაზე განათლებული ქვეყანაა.
8. კანადის საფოსტო ოფისში სანტა კლაუსის სახელზე მილიონობით წერილი შედის. ყოველ მათგანს ფოსტა პასუხს მისის კლაუსის სახელით უგზავნის.
9. კანადის ტერიტორიაზე გაცილებით ნაკლები გრავიტაციაა, ვიდრე მთელ დედამიწაზე.
10. დღესასწაულებზე ნებაყოფლობითი სერვისები მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეები უფასოდ ატარებენ მთვრალ ან დაღლილ ადამიანებს.
11. კანადაში დაუშვებელია სამსახურში მიღებამდე ნარკოტესტირება და შემთხვევითი ნარკოტესტები.
12. ჰავაური პიცა ონტარიოს მცხოვრებმა მოიგონა.
13. მოქალაქებისა და ემიგრაციის სამინისტრომ განაცხადა, რომ სანტა კლაუსი კანადელია.
14. კანადაში არსებობს კუნძული, რომელსაც დილდო ქვია.
15. კანადურ მაკდონალდსში ლობსტერის ბურგერი ექსკლუზიურად იყიდება.
16. ვიქტორიას უნივერსიტეტში ისწავლება კურსი "ბეტმენის მეცნიერება".
17. კანადის ნახევარ პროვინციებს ქალი გუბერნატორები უძღვებიან.
18. კვლევის თანახმად, კანადელები მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ერების სიაში მეორე ადგილს იკავებენ.
მომზადებულია buzzfeed.com-ს მიხედვით.