პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ღირს ახალი წლის ღამე საქართველოს ძვირადღირებულ კურორტებზე
რა ღირს ახალი წლის ღამე საქართველოს ძვირადღირებულ კურორტებზე

ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე ერთ თვე­ზე ნაკ­ლე­ბი დრო რჩე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ბევ­რმა ჩვენ­გან­მა უკვე და­ი­წყო ფიქ­რი იმა­ზე, თუ სად და რა პი­რო­ბებ­ში შევ­ხვდეთ 2016-ს. წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო პე­რი­ოდ­ში AMBEBI.GE ქა­ლაქ­გა­რეთ მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო­ე­ბის გეგ­მე­ბი­თა და შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბით და­ინ­ტე­რეს­და. ჩვენ მიერ გა­მო­კი­თხულ სას­ტუმ­რო­ებს უკვე შერ­ჩე­უ­ლი აქვთ სა­დღე­სას­წა­უ­ლო პროგ­რა­მე­ბი და არც კლი­ენ­ტთა ნაკ­ლე­ბო­ბას უჩი­ვი­ან. რო­გორც ჩანს, ქარ­თვე­ლი თუ უცხო­ე­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი და­ჯავ­შნას ახალ წლამ­დე ერთი თვით ადრე იწყებს. სას­ტუმ­რო­ებ­ში კი სა­დღე­სას­წა­უ­ლო პე­რი­ოდ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ან აღარ არის, ან მათი რი­ცხვი დღი­თი­დღე მცირ­დე­ბა.

ქეთი ხვე­დე­ლი­ძე გუ­და­ურ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო "მარ­კო პო­ლოს" მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რია. რო­გორც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, წელს პირ­ვე­ლად სას­ტუმ­როს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ა­ხალ­წლო სო­ფე­ლი მო­ე­წყო­ბა, რო­მე­ლიც დამ­სვე­ნე­ბელს მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უმას­პინ­ძლებს. გა­ი­მარ­თე­ბა სუ­ვე­ნი­რე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა, სტუმ­რებს ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბის და მა­ყალ­ზე გო­ჭის შეწ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ.

რაც შე­ე­ხე­ბა ახა­ლი წლის ღა­მეს, სა­დღე­სას­წა­უ­ლო აქ­ტი­ო­ბე­ბი 31 დე­კემ­ბრის 5 სა­ა­თი­დან იგეგ­მე­ბა. 11 სა­ათ­ზე "მარ­კო პო­ლო­ში" სა­ა­ხალ­წლო ვახ­შა­მი გა­ი­მარ­თე­ბა, რო­მელ­საც უკ­რა­ი­ნი­დან მოწ­ვე­უ­ლი წამ­ყვა­ნი და დი­ჯეი, ასე­ვე ჯგუ­ფი "გუ­ფი­ლენ­დი" უმას­პინ­ძლე­ბენ. 12 სა­ათ­ზე კი ტრა­დი­ცი­უ­ლად იქ­ნე­ბა ფე­ი­ერ­ვერ­კიც.

სას­ტუმ­რო­ში ერთი სტან­დარ­ტუ­ლი ნომ­რის ფასი სა­ა­ხალ­წლო დღე­ე­ბი (30 დე­კემ­ბრი­დან 3 იან­ვრამ­დე) იმა­ტებს და 180 დო­ლა­რის ნაც­ვლად, 252 დო­ლარს შე­ად­გენს. რო­გორც მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი აღ­ნიშ­ნავს, "მარ­კო პო­ლო­ში" უკვე თით­ქმის ყვე­ლა ნო­მე­რი და­ჯავ­ნი­ლია.

კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო "ყვარ­ლის ტბის" კორ­პო­რა­ტი­უ­ლი გა­ყიდ­ვე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ლინ­და კი­კო­ლაშ­ვი­ლის თქმით, სას­ტუმ­რო­ში ორ­დღი­ა­ნი სა­დღე­სას­წა­უ­ლო პა­კე­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ორ ადა­მი­ან­ზე 1200 ლარს შე­ად­გენს.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს თან­ხა შე­საძ­ლოა, ზოგს მა­ღა­ლი მო­ეჩ­ვე­ნოს, მომ­ხმა­რე­ბელ­თა სიმ­ცი­რეს ნამ­დვი­ლად არ ვუ­ჩი­ვით. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვე­ცა­დეთ კონ­კუ­რენ­ტებ­თან შე­და­რე­ბით მი­სა­ღე­ბი ფა­სე­ბი დაგ­ვედ­გი­ნა. ორ­დღი­ან პა­კეტ­ში შე­დის: ნომ­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, სა­ა­ხალ­წლო გალა ვახ­შა­მი, ბავ­შვე­ბი­სათ­ვის ანი­მა­ტო­რი, სან­ტა და ასე­ვე ყვე­ლა სტუმ­რის­თვის სა­ჩუ­ქა­რი", - აღ­ნიშ­ნავს კორ­პო­რა­ტი­უ­ლი გა­ყიდ­ვე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

ლინ­და კი­კო­ლაშ­ვი­ლის თქმით, სა­ა­ხალ­წლო დღე­ებ­ში ფა­სე­ბი ორ­ჯერ უფრო მა­ღა­ლია. ერთ ადა­მი­ან­ზე 315-დან 600 ლა­რამ­დე იზ­რდე­ბა, თუმ­ცა და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი მომ­ხმა­რე­ბელს ამ ფა­სად ნამ­დვი­ლად უღირს.

ბა­კუ­რი­ან­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­როს BAKURIANI RESORTS-ის მე­ნე­ჯე­რის მა­რი­კა კო­პა­ლი­ა­ნის თქმით, სას­ტუმ­რო­ში ერთი დღის ფასი ერთ ადა­მი­ან­ზე 50-დან 65 დო­ლა­რის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს. სა­ა­ხალ­წლო აქ­ტი­ვო­ბე­ბი ფას­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ არის. ჯავ­შნე­ბის მი­ღე­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია, მომ­ხმა­რე­ბე­ლი საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რია. რო­გორც სას­ტუმ­როს მე­ნე­ჯე­რი აღ­ნიშ­ნავს, ახა­ლი წლის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა, თუმ­ცა, მისი თქმით, სა­დღე­სას­წა­უ­ლო პე­რი­ო­დის­თვის BAKURIANI RESORT-ში უკვე მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე თა­ვი­სუ­ფა­ლი ნო­მე­რია დარ­ჩე­ნი­ლი.

კაჭ­რე­თის "ამ­ბა­სა­დორ­ში" სტუმ­რე­ბის გან­წყო­ბა­ზე ელე­ნე კა­ლან­და­ძე იზ­რუ­ნებს. 12 სა­ა­თის შემ­დეგ სტუმ­რე­ბის­თვის დი­ჯეი და­უკ­რავს, ახა­ლი წლის და ბე­დო­ბის ღა­მის გა­ტა­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა კი 2 ადა­მი­ან­ზე 550 დო­ლარს შე­ად­გენს.

დამ­დე­გი ახა­ლი წლის­თვის სას­ტუმ­რო­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით ემ­ზა­დე­ბი­ან. სა­დღე­სას­წა­უ­ლო პროგ­რა­მე­ბი­სა და ტრა­დი­ცი­უ­ლი სუფ­რის გარ­და, კლი­ენ­ტებს ისი­ნი კი­დევ ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბას სთა­ვა­ზო­ბენ. მომ­ხმა­რებ­ლე­ბი კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გან­წყო­ბის შექ­მნის­თვის მა­ღა­ლი ფა­სის გა­დახ­დას, რო­გორც ჩანს, სუ­ლაც არ ერი­დე­ბი­ან.

ქრის­ტი­ნე გამ­თე­ნა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რა ღირს ახალი წლის ღამე საქართველოს ძვირადღირებულ კურორტებზე

რა ღირს ახალი წლის ღამე საქართველოს ძვირადღირებულ კურორტებზე

ახალი წლის დადგომამდე ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩება. შესაბამისად, ბევრმა ჩვენგანმა უკვე დაიწყო  ფიქრი იმაზე, თუ სად და რა პირობებში შევხვდეთ 2016-ს. წინასაახალწლო პერიოდში AMBEBI.GE ქალაქგარეთ მდებარე სასტუმროების გეგმებითა და შემოთავაზებებით დაინტერესდა. ჩვენ მიერ გამოკითხულ სასტუმროებს უკვე შერჩეული აქვთ სადღესასწაულო პროგრამები და არც კლიენტთა ნაკლებობას უჩივიან. როგორც ჩანს, ქართველი თუ უცხოელი მომხმარებელი დაჯავშნას ახალ წლამდე ერთი თვით ადრე იწყებს. სასტუმროებში კი სადღესასწაულო პერიოდში თავისუფალი ადგილების რაოდენობა ან აღარ არის, ან მათი რიცხვი დღითიდღე მცირდება.

ქეთი ხვედელიძე გუდაურში მდებარე სასტუმრო "მარკო პოლოს" მარკეტინგის მენეჯერია. როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, წელს პირველად სასტუმროს ტერიტორიაზე საახალწლო სოფელი მოეწყობა, რომელიც დამსვენებელს მთელი თვის განმავლობაში უმასპინძლებს. გაიმართება სუვენირების გამოფენა-გაყიდვა, სტუმრებს ტრადიციული კერძების დაგემოვნების და მაყალზე გოჭის შეწვის შესაძლებლობა ექნებათ.

რაც შეეხება ახალი წლის ღამეს, სადღესასწაულო აქტიობები 31 დეკემბრის 5 საათიდან იგეგმება. 11 საათზე "მარკო პოლოში" საახალწლო ვახშამი გაიმართება, რომელსაც უკრაინიდან მოწვეული წამყვანი და დიჯეი, ასევე ჯგუფი "გუფილენდი" უმასპინძლებენ. 12 საათზე კი ტრადიციულად იქნება ფეიერვერკიც.

სასტუმროში ერთი სტანდარტული ნომრის ფასი საახალწლო დღეები (30 დეკემბრიდან 3 იანვრამდე) იმატებს და 180 დოლარის ნაცვლად, 252 დოლარს შეადგენს. როგორც მარკეტინგის მენეჯერი აღნიშნავს, "მარკო პოლოში" უკვე თითქმის ყველა ნომერი დაჯავნილია.

კახეთში მდებარე სასტუმრო "ყვარლის ტბის" კორპორატიული გაყიდვების ხელმძღვანელის, ლინდა კიკოლაშვილის თქმით, სასტუმროში ორდღიანი სადღესასწაულო პაკეტის ღირებულება ორ ადამიანზე 1200 ლარს შეადგენს.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა შესაძლოა, ზოგს მაღალი მოეჩვენოს, მომხმარებელთა სიმცირეს ნამდვილად არ ვუჩივით. ყველანაირად ვეცადეთ კონკურენტებთან შედარებით მისაღები ფასები დაგვედგინა. ორდღიან პაკეტში შედის: ნომრის ღირებულება, საახალწლო გალა ვახშამი, ბავშვებისათვის ანიმატორი, სანტა და ასევე ყველა სტუმრისთვის საჩუქარი", - აღნიშნავს კორპორატიული გაყიდვების ხელმძღვანელი.

ლინდა კიკოლაშვილის თქმით, საახალწლო დღეებში ფასები ორჯერ უფრო მაღალია. ერთ ადამიანზე 315-დან 600 ლარამდე იზრდება, თუმცა დაგეგმილი აქტივობები მომხმარებელს ამ ფასად ნამდვილად უღირს.

ბაკურიანში მდებარე სასტუმროს BAKURIANI RESORTS-ის  მენეჯერის მარიკა კოპალიანის თქმით, სასტუმროში ერთი დღის ფასი ერთ ადამიანზე 50-დან 65 დოლარის ფარგლებში მერყეობს. საახალწლო აქტივობები ფასში გათვალისწინებული არ არის. ჯავშნების მიღება უკვე დაწყებულია, მომხმარებელი საკმაოდ აქტიურია. როგორც სასტუმროს მენეჯერი აღნიშნავს, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად მსურველთა რაოდენობა იზრდება, თუმცა, მისი თქმით, სადღესასწაულო პერიოდისთვის BAKURIANI RESORT-ში უკვე მხოლოდ რამდენიმე თავისუფალი ნომერია დარჩენილი.

კაჭრეთის "ამბასადორში" სტუმრების განწყობაზე ელენე კალანდაძე იზრუნებს. 12 საათის შემდეგ სტუმრებისთვის დიჯეი დაუკრავს, ახალი წლის და ბედობის ღამის გატარების ღირებულება კი 2 ადამიანზე 550 დოლარს შეადგენს.

დამდეგი ახალი წლისთვის სასტუმროები განსაკუთრებით ემზადებიან. სადღესასწაულო პროგრამებისა და ტრადიციული სუფრის გარდა, კლიენტებს ისინი კიდევ ბევრ საინტერესო ღონისძიებას სთავაზობენ. მომხმარებლები კი განსაკუთრებული განწყობის შექმნისთვის მაღალი ფასის გადახდას, როგორც ჩანს, სულაც არ ერიდებიან.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია