პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინისტრის პოსტი არა, თუმცა მაღალი თანამდებ­ობა შემომთავაზეს" - აპირებს თუ არა ეკა გიგაური წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ფრონტზე გადანაცვლებას?
"მინისტრის პოსტი არა, თუმცა მაღალი თანამდებ­ობა შემომთავაზეს" - აპირებს თუ არა ეკა გიგაური წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ფრონტზე გადანაცვლებას?

"კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა-სა­ქარ­თვე­ლოს" ხელ­მძღვა­ნე­ლი ეკა გი­გა­უ­რი სა­უბ­რობს:

- ფაქ­ტია, სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კე­თილ­გან­წყო­ბით ვე­რა­სო­დეს ვსარ­გებ­ლობთ, თუმ­ცა ამას ჩვენ­თვის არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს. მთა­ვა­რი ყო­ველ­თვის მი­ზა­ნია­ - მა­გა­ლი­თად­, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად, რე­კო­მენ­და­ცია შე­ვი­მუ­შა­ვეთ, რომ­ლის ძირ­ითა­დი ნა­წი­ლიც რე­ფორ­მის პირ­ველ ეტაპ­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გაით­ვ­ალის­წი­ნა; ანუ, თუ ქვე­ყა­ნა­ში სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობ­და, სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა მო­ვა­ხერ­ხეთ. ასე რომ, სხვა­დას­ხვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ეპი­თე­ტე­ბი ყვე­ლას და­ა­ვი­წყდე­ბა, მთა­ვა­რია, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გი მი­ი­ღოს.

- ბოლო დროს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზ­­აცი­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის პო­ზი­ცი­ე­ბი იმ­დე­ნად ემთხ­ვევა ერ­თმა­ნეთს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი გარ­კვე­ულ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გამ­ხმო­ვა­ნებ­ლა­დაც კი მო­იხ­სე­ნი­ებს.

- ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს ვერ და­ვუშ­ლით იმ სა­კი­თხებ­ზე ლა­პა­რაკს, რა­ზეც ჩვენც ვმუ­შა­ობთ. გა­სა­გე­ბია, რომ ზო­გი­ერ­თი პარ­ტია სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას აფუძ­ნებს, თუმ­ცა სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის ყვე­ლა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ერთ ქვაბ­ში არ უნდა მოვ­ხარ­შოთ. ხში­რად სა­მო­ქა­ლა­ქო­ სექ­ტორ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის გული­სწყრო­მა სა­მარ­თლი­ა­ნია, რად­გან მო­სახ­ლე­ო­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დე­ფი­ცი­ტი გვაქვს - მეტი მუ­შა­ო­ბაა სა­ჭი­რო.

- თქვე­ნი ბექგ­რა­უნ­დიც გან­ხილ­ვის სა­გა­ნი არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა. ით­ქვა, რომ 2007 წელს ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა კა­პიტ­ნის წო­დე­ბა ვა­და­ზე ადრე მხო­ლოდ იმის­თვის მო­გა­ნი­ჭათ, რომ 7 ნო­ემ­ბრის აქ­ცი­ის დამრბე­ვე­ბი პრე­მი­ე­ბით და­ა­ჯილ­დო­ეთ.

- ამ სა­კი­თხზე სარ­ჩე­ლი სა­სა­მარ­თლო­ში შე­ვი­ტა­ნე, რო­მე­ლიც მო­სა­მარ­თლე თა­მაზ­ ურ­თმე­ლი­ძემ უნდა გა­ნი­ხი­ლოს, თუმ­ცა მარ­ტის შემ­დეგ პრო­ცე­სი არ და­ნიშ­ნუ­ლა. ამ გან­ცხა­დე­ბებ­ში სი­მარ­თლე მხო­ლოდ ის არის, რომ 2008 წლამ­დე სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­სა და რე­ფორ­მებს ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დი. მსგავს ბრალ­დე­ბებ­ზე ერ­თა­დერ­თი პა­სუ­ხი მაქვს - ვა­მა­ყობ,­ რომ უწყე­ბა­ში კო­რუფ­ცი­ის აღ­მო­ფხვრა და ახა­ლი სის­ტე­მის და­ნერგვა შევ­ძე­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უწყე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბა შე­მეძ­ლო, გარ­კვე­ულ ჯგუფ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მო­ვე­დი.

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა­ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­კუ­თა­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით­ სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორს ამა­ხინ­ჯებთ, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" ერ­თად ხე­ლი­სუფლ­ების დიდი კრი­ტი­კო­სი ხართ, ამი­ტომ ოფი­ცი­ალუ­რად თქვენს პო­ლი­ტი­კა­ში გა­დას­ვლას მი­ე­სალ­მე­ბა.

- სხვა­თა შო­რის, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გარ­და, არა­ერ­თმა პრო­ევ­რო­პულ­მა ძა­ლამ შე­მომ­თა­ვა­ზა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გა­ნაც მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რომ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რი გავმხდა­რი­ყა­ვი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მხოლოდ 5 თვეში, თბილისში მილიარდ 200 მილიონი დოლარის ბინები გაიყიდა

"მინისტრის პოსტი არა, თუმცა მაღალი თანამდებ­ობა შემომთავაზეს" - აპირებს თუ არა ეკა გიგაური წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ფრონტზე გადანაცვლებას?

"მინისტრის პოსტი არა, თუმცა მაღალი თანამდებ­ობა შემომთავაზეს" - აპირებს თუ არა ეკა გიგაური წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ფრონტზე გადანაცვლებას?

"კვირის პალიტრასთან" "საერთა­შორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური საუბრობს:

- ფაქტია, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხელისუფლების კეთილგანწყობით ვერასოდეს ვსარგებლობთ, თუმცა ამას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარი ყოველთვის მიზანია­ - მაგალითად­, წლების განმავლობაში სასამართლო სისტემაზე დაკვირვების შედეგად, რეკომენდაცია შევიმუშავეთ, რომლის ძირ­ითადი ნაწილიც რეფორმის პირველ ეტაპზე ხელისუფლებამ გაით­ვ­ალისწინა; ანუ, თუ ქვეყანაში სასამართლო სისტემა საერთოდ არ არსებობდა, სისტემის გაუმჯობესება მოვახერხეთ. ასე რომ, სხვადასხვა ხელისუფლების ეპითეტები ყველას დაავიწყდება, მთავარია, საზოგადოებამ კონკრეტული შედეგი მიიღოს.

- ბოლო დროს არასამთავრობო ორგანი­ზ­­აციების უმრავლესობისა და ოპოზიციური ძალების პოზიციები იმდენად ემთხ­ვევა ერთმანეთს, რომ საზოგადოების ნაწილი გარკვეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს "ნაციონალური მოძრაობის" გამხმოვანებლადაც კი მოიხსენიებს.

- ოპოზიციურ პარტიებს ვერ დავუშლით იმ საკითხებზე ლაპარაკს, რაზეც ჩვენც ვმუშაობთ. გასაგებია, რომ ზოგიერთი პარტია საკუთარი ინტერესებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციას აფუძნებს, თუმცა სამოქალაქო სექტორის ყველა წარმომადგენელი ერთ ქვაბში არ უნდა მოვხარშოთ. ხშირად სამოქალაქო­ სექტორზე საზოგადოების გული­სწყრომა სამართლიანია, რადგან მოსახლეობასთან კომუნიკაციის დეფიციტი გვაქვს - მეტი მუშაობაა საჭირო.

- თქვენი ბექგრაუნდიც განხილვის საგანი არაერთხელ გამხდარა. ითქვა, რომ 2007 წელს ვანო მერაბიშვილმა კაპიტნის წოდება ვადაზე ადრე მხო­ლოდ იმისთვის მოგანიჭათ, რომ 7 ნოემბრის აქციის დამრბევები პრემიებით დააჯილდოეთ.

- ამ საკითხზე სარჩელი სასამართლოში შევიტანე, რომელიც მოსამართლე თამაზ­ ურთმელიძემ უნდა განიხილოს, თუმცა მარტის შემდეგ პროცესი არ დანიშნულა. ამ განცხადებებში სიმართლე მხოლოდ ის არის, რომ 2008 წლამდე სასაზღვრო პოლიციაში საერთაშორისო ურთიერთობებსა და რეფორმებს ვხელმძღვანელობდი. მსგავს ბრალდებებზე ერთადერთი პასუხი მაქვს - ვამაყობ,­ რომ უწყებაში კორუფციის აღმოფხვრა და ახალი სისტემის დანერგვა შევძელი. მიუხედავად იმისა, რომ უწყებაში წარმატებული კარიერის გაგრძელება შემეძლო, გარკვეულ ჯგუფთან დაპირისპირების შემდეგ საჯარო სამსახურიდან წამოვედი.

- ბიძინა ივანიშვილმა­ განაცხადა, რომ საკუთარი განცხადებებით­ სამოქალაქო სექტორს ამახინჯებთ, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ხელისუფლ­ების დიდი კრიტიკოსი ხართ, ამიტომ ოფიცი­ალურად თქვენს პოლიტიკაში გადასვლას მიესალმება.

- სხვათა შორის, "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, არაერთმა პროევროპულმა ძალამ შემომთავაზა თანამშრომლობა. ხელისუფლებისგანაც მივიღე შემოთავაზება, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წევრი გავმხდარიყავი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია