საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეთრი ოქრო" საქართველოში აღარ ჩხრიალებს - ბამბა ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში მოჰყავდათ...
"თეთრი ოქრო" საქართველოში აღარ ჩხრიალებს - ბამბა ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში მოჰყავდათ...

ქარ­თვე­ლე­ბი ოდით­გან­ვე გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ მოხ­დე­ნი­ლი ჩაც­მუ­ლო­ბით. ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი­დან ცნო­ბი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გლე­ხებ­საც კი ლა­მა­ზად და სუფ­თად ეც­ვათ, ამით ისი­ნი თა­ვად-აზ­ნა­უ­რებს არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბოდ­ნენ, თბი­ლისს კი კავ­კა­სი­ის პა­რიზს ეძახ­დნენ. იმ ქსო­ვი­ლებს შო­რის, რომ­ლებ­საც ქარ­თვე­ლე­ბი თა­ვი­ან­თი სა­მო­სის შე­სა­კე­რად იყე­ნებ­დნენ, გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი ეჭი­რა ბამ­ბის ქსო­ვი­ლებს. სამ­წუ­ხა­როდ, ბამ­ბა ჩვენ­ში აღარ იწარ­მო­ე­ბა. არა­და, ეს კულ­ტუ­რა, რო­მელ­საც "თეთრ ოქ­რო­საც" უწო­დე­ბენ, სა­ქარ­თვე­ლო­ში უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან მოჰ­ყავ­დათ. გვე­სა­უბ­რე­ბა ის­ტო­რი­ის დოქ­ტო­რი, ეთ­ნო­ლო­გი ნა­ნუ­ლი აზი­კუ­რი.

- მე მი­მუ­შა­ვია იმ ხალ­ხთან, ვინც ბამ­ბის წარ­მო­ე­ბას მო­ეს­წრო და ეს სა­კი­თხიც შე­ვის­წავ­ლე. რო­გორც ჩანს, ბამ­ბა სა­ო­ჯა­ხო სა­ჭი­რო­ე­ბის­თვის მოჰ­ყავ­დათ, ძი­რი­თა­დად, ბა­ღებ­ში, ბოსტნე­ულ­თან ერ­თად. ზოგ­ჯერ ბამ­ბა­სა და სი­მინდს მო­ნაც­ვლე­ო­ბით თე­სავ­დნენ, სა­გან­გე­ბოდ ბამ­ბის­თვის ფარ­თო­ბი არ ჰქონ­დათ გა­მო­ყო­ფი­ლი, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩვე­ნე­ბუ­რი ბამ­ბა სხვა ქვეყ­ნებ­ში მო­წე­ულს არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბო­და.

- რო­დის იყო ყვე­ლა­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ბამ­ბის წარ­მო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში ამე­რი­კა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომი და­ი­წყო. მა­ნამ­დე ევ­რო­პას ბამ­ბით ამე­რი­კა ამა­რა­გებ­და, ომის გამო კი ევ­რო­პა­ში ბამ­ბის მი­წო­დე­ბა შემ­ცირ­და. ამი­ტო­მაც გახ­და სა­ჭი­რო, ბამ­ბა ევ­რო­პი­და­ნაც შე­ე­ტა­ნათ და აზი­ის იმ ქვეყ­ნე­ბი­და­ნაც, სა­დაც ის მოჰ­ყავ­დათ. იმ ხა­ნებ­ში გა­ი­ზარ­და ბამ­ბის მო­სა­ვა­ლი და ფას­მაც აი­წია. ამას ხელი შე­უ­წყო მე­ფის­ნაც­ვალ­მა ვო­რონ­ცოვ­მა, რო­მელ­მაც 1860-იან წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ბამ­ბის თეს­ლი შე­მო­ი­ტა­ნა. თუმ­ცა, მან ვერ იხა­რა და ისევ ად­გი­ლობ­რივ­მა თეს­ლმა გა­ა­მარ­თლა. ამე­რი­კა­ში ომის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბამ­ბის წარ­მო­ე­ბა კვლავ შემ­ცირ­და, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას თესლს მა­ინც ური­გებ­და. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ 1911 წელს მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბამ­ბა 7800 დე­სე­ტი­ნა მი­წა­ზე (და­ახ­ლო­ე­ბით 8500 ჰექ­ტა­რი) იყო და­თე­სი­ლი. სულ იწევ­დნენ 91 ათას ფუთ ბამ­ბას, 1914 წლის­თვის კი მო­წე­ულ იქნა 150 ათა­სი ფუთი (და­ახ­ლო­ე­ბით 2,46 ტონა).

გაგ­რძე­ლე­ბა

გა­მოგ­ვყე­ვით, თუ და­ინ­ტრე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია.

გა­მო­ი­წე­რეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/სა­ზო­გა­დო­ე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"თეთრი ოქრო" საქართველოში აღარ ჩხრიალებს - ბამბა ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში მოჰყავდათ...

"თეთრი ოქრო" საქართველოში აღარ ჩხრიალებს - ბამბა ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში მოჰყავდათ...

ქართველები ოდითგანვე გამოირჩეოდნენ მოხდენილი ჩაცმულობით. ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ საქართველოში გლეხებსაც კი ლამაზად და სუფთად ეცვათ, ამით ისინი თავად-აზნაურებს არ ჩამოუვარდებოდნენ, თბილისს კი კავკასიის პარიზს ეძახდნენ. იმ ქსოვილებს შორის, რომლებსაც ქართველები თავიანთი სამოსის შესაკერად იყენებდნენ, გამორჩეული ადგილი ეჭირა ბამბის ქსოვილებს. სამწუხაროდ, ბამბა ჩვენში აღარ იწარმოება. არადა, ეს კულტურა, რომელსაც "თეთრ ოქროსაც" უწოდებენ, საქართველოში უძველესი დროიდან მოჰყავდათ. გვესაუბრება ისტორიის დოქტორი, ეთნოლოგი ნანული აზიკური.

- მე მიმუშავია იმ ხალხთან, ვინც ბამბის წარმოებას მოესწრო და ეს საკითხიც შევისწავლე. როგორც ჩანს, ბამბა საოჯახო საჭიროებისთვის მოჰყავდათ, ძირითადად, ბაღებში, ბოსტნეულთან ერთად. ზოგჯერ ბამბასა და სიმინდს მონაცვლეობით თესავდნენ, საგანგებოდ ბამბისთვის ფართობი არ ჰქონდათ გამოყოფილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენებური ბამბა სხვა ქვეყნებში მოწეულს არაფრით ჩამოუვარდებოდა.

- როდის იყო ყველაზე განვითარებული ბამბის წარმოება საქართველოში?

- მე-19 საუკუნეში ამერიკაში სამოქალაქო ომი დაიწყო. მანამდე ევროპას ბამბით ამერიკა ამარაგებდა, ომის გამო კი ევროპაში ბამბის მიწოდება შემცირდა. ამიტომაც გახდა საჭირო, ბამბა ევროპიდანაც შეეტანათ და აზიის იმ ქვეყნებიდანაც, სადაც ის მოჰყავდათ. იმ ხანებში გაიზარდა ბამბის მოსავალი და ფასმაც აიწია. ამას ხელი შეუწყო მეფისნაცვალმა ვორონცოვმა, რომელმაც 1860-იან წლებში საქართველოში ბამბის თესლი შემოიტანა. თუმცა, მან ვერ იხარა და ისევ ადგილობრივმა თესლმა გაამართლა. ამერიკაში ომის დამთავრების შემდეგ საქართველოში ბამბის წარმოება კვლავ შემცირდა, მაგრამ ხელისუფლება მოსახლეობას თესლს მაინც ურიგებდა. საინტერესოა, რომ 1911 წელს მთელ საქართველოში ბამბა 7800 დესეტინა მიწაზე (დაახლოებით 8500 ჰექტარი) იყო დათესილი. სულ იწევდნენ 91 ათას ფუთ ბამბას, 1914 წლისთვის კი მოწეულ იქნა 150 ათასი ფუთი (დაახლოებით 2,46 ტონა).

გაგრძელება

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია