Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მასტერა" მნიშვნელოვანი მოწმე იქნება პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთის საქმეში" - "ოქროს მოწმე" ჰოლანდიიდან?!
"მასტერა" მნიშვნელოვანი მოწმე იქნება პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთის საქმეში" - "ოქროს მოწმე" ჰოლანდიიდან?!

სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰო­ლან­დი­ი­დან შე­საძ­ლოა, სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძის, იგი­ვე "მას­ტე­რას" ექ­სტრა­დი­ცია გან­ხორ­ცი­ელ­დეს. დგე­ბუ­ა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­თხოვ­ნით ჰო­ლან­დი­ა­ში გა­სუ­ლი წლის ზა­ფხულ­ში და­ა­კა­ვეს. ჰო­ლან­დი­ის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა მის სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­ცი­ის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მო­ა­წე­რა ხელი. რო­გორც დგე­ბუ­ა­ძის საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ლე­ვან ადე­იშ­ვილ­მა გვი­თხრა, ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე უარი უთხრა ჰო­ლან­დი­ის რო­გორც პირ­ვე­ლი, ისე მე­ო­რე ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ. ამის შემ­დეგ "მას­ტე­რამ" ქვე­ყა­ნა­ში თავ­შე­სა­ფა­რი მო­ი­თხო­ვა, რომ­ლის გან­ხილ­ვა­საც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი დას­ჭირ­დე­ბა. თუმ­ცა პრო­კუ­რო­რი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ დგე­ბუ­ა­ძის სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­რე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა. იუ­რის­ტე­ბის თქმით კი, "მას­ტე­რას" სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოყ­ვა­ნამ შე­საძ­ლოა, მრა­ვალ გახ­მა­უ­რე­ბულ თუ გა­უხ­მა­უ­რე­ბელ და­ნა­შა­ულს ახა­დოს ფარ­და.

რა­მინ პა­პი­ძე, ად­ვო­კა­ტი: "მთელ­მა ბა­თუმ­მა იცის, რომ "მას­ტე­რა" იყო შავ­ბნე­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი. მისი სა­ხე­ლი თით­ქმის ყვე­ლა გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამშ­რომ­ლო­ბით ბევრ აქამ­დე უც­ნობ და­ნა­შა­ულს ახა­დოს ფარ­და. დგე­ბუ­ა­ძეს ბა­ბუა კა-გე-ბეს თა­ნამ­შრო­მე­ლი ჰყავ­და, ბავ­შვო­ბი­დან გამო­ირ­ჩე­ო­და სა­დის­ტუ­რი ქცე­ვით და ვინც იც­ნობს, ყვე­ლა უარ­ყო­ფი­თად­ ახა­სი­ა­თებს. ბა­თუმ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. დგე­ბუ­ა­ძის მე­ზობ­ლის­გან მსმე­ნია, რომ ბავ­შვო­ბა­ში თავ­ისი კორ­პუ­სის ეზო­ში თა­ნა­ტო­ლი­ ცო­ცხლად და­მარ­ხა - ორ­მო­ში ჩა­აგ­დო და მიწა მი­ა­ყა­რა.­ სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბავ­შვი გა­და­არ­ჩი­ნეს. "მას­ტე­რა" ბო­ლოს გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ზე გა­ა­სა­მარ­თლეს - მე­ო­თხე სარ­თულ­ზე აძ­ვრა, შე­ვი­და ქალ­თან და ძალა იხმ­არა... ჯერ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა, შემ­დეგ ყბა-სახე და­უმტვრია. გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მუხ­ლი და­უ­ტო­ვეს, ნა­წი­ლი კი შე­უც­ვა­ლეს, რათა შემ­სუ­ბუ­ქე­ბო­და საქ­მე. არა­და, ასე­თი ძალა­დობა 14 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. "მას­ტე­რა" ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლი რომ იყო, ამას აჭა­რა­ში ყვე­ლა და­გი­დას­ტუ­რებთ. ახა­ლა­ი­ე­ბის მარ­ჯვე­ნა ხელი იყო და უამ­რავ შავ­ბნელ საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. წა­მე­ბით მოკ­ლუ­ლი სამ­ხედ­რო მზვე­რა­ვის, როინ შა­ვა­ძის საქ­მეს­თან კი პირ­და­პირ კავ­შირ­შია. ჯა­რის­კა­ცი 16 აგ­ვის­ტოს მოკ­ლეს. 15-ში ღა­მით "მას­ტე­რამ" გა­იყ­ვა­ნა სახ­ლი­დან და თა­ნამ­შრომ­ლებს მი­უყ­ვა­ნა კუდ-ში. ლადო მგა­ლობ­ლიშ­ვილ­მა (იმ­ხა­ნად სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­ში მუ­შა­ობ­და) მი­თხრა, მა­შინ ბა­თუმ­ში მე­რა­ბიშ­ვი­ლის მო­ად­გი­ლე­ გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ჩა­მო­ვი­და და, სა­ვა­რა­უ­დოდ, შა­ვა­ძის მკვლე­ლო­ბის გეგ­მა მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და ახა­ლა­ი­ას და­ვა­ლე­ბით მან ჩა­მო­ი­ტა­ნა აჭა­რა­შიო".

მა­მუ­კა ნო­ზა­ძე, ად­ვო­კა­ტი: "მასტ­ერა" ოქ­როს მოწ­მე იქ­ნე­ბა მე­რა­ბიშ­ვი­ლის, ადე­იშ­ვი­ლი­სა და თვით სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მე­ებ­შიც. ყვე­ლა­ზე მე­ტად კი ახა­ლა­ი­ე­ბის საქ­მე­ში. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოწ­მე იქ­ნე­ბა ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის შეკ­ვე­თის საქ­მე­შიც - ფარ­ულ ჩა­ნა­წე­რებ­ში­ ჩე­ჩენ სა­ვე­ლე მე­თა­ურ­თან დგე­ბუ­ა­ძე აწარ­მო­ებს მო­ლა­პა­რა­კე­ბას (ამა­ზე ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მაც ილა­პა­რა­კა).

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

რუბრიკის სხვა სიახლეები

"მასტერა" მნიშვნელოვანი მოწმე იქნება პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთის საქმეში" - "ოქროს მოწმე" ჰოლანდიიდან?!

"მასტერა" მნიშვნელოვანი მოწმე იქნება პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთის საქმეში" - "ოქროს მოწმე" ჰოლანდიიდან?!

საქართველოში ჰოლანდიიდან შესაძლოა, სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის გიორგი დგებუაძის, იგივე "მასტერას" ექსტრადიცია განხორციელდეს. დგებუაძე საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით ჰოლანდიაში გასული წლის ზაფხულში დააკავეს. ჰოლანდიის იუსტიციის მინისტრმა მის საქართველოში ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. როგორც დგებუაძის საქმის პროკურორმა ლევან ადეიშვილმა გვითხრა, ყოფილ მაღალჩინოსანს გათავისუფლებაზე უარი უთხრა ჰოლანდიის როგორც პირველი, ისე მეორე ინსტანციის სასამართლომ. ამის შემდეგ "მასტერამ" ქვეყანაში თავშესაფარი მოითხოვა, რომლის განხილვასაც გარკვეული პერიოდი დასჭირდება. თუმცა პროკურორი დარწმუნებულია, რომ დგებუაძის საქართველოში ექსტრადირება აუცილებლად მოხდება. იურისტების თქმით კი, "მასტერას" საქართველოში ჩამოყვანამ შესაძლოა, მრავალ გახმაურებულ თუ გაუხმაურებელ დანაშაულს ახადოს ფარდა.

რამინ პაპიძე, ადვოკატი: "მთელმა ბათუმმა იცის, რომ "მასტერა" იყო შავბნელი დავალებების შემსრულებელი. მისი სახელი თითქმის ყველა გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს და არ არის გამორიცხული, გამოძიებასთან თანამშ­რომლობით ბევრ აქამდე უცნობ დანაშაულს ახადოს ფარდა. დგებუაძეს ბაბუა კა-გე-ბეს თანამშრომელი ჰყავდა, ბავშვობიდან გამო­ირჩეოდა სადისტური ქცევით და ვინც იცნობს, ყველა უარყოფითად­ ახასიათებს. ბათუმში დაიბადა და გაიზარდა. დგებუაძის მეზობლისგან მსმენია, რომ ბავშვობაში თავ­ისი კორპუსის ეზოში თანატოლი­ ცოცხლად დამარხა - ორმოში ჩააგდო და მიწა მიაყარა.­ საბედნიეროდ, ბავშვი გადაარჩინეს. "მასტერა" ბოლოს გაუპატიურებაზე გაასამართლეს - მეოთხე სართულზე აძვრა, შევიდა ქალთან და ძალა იხმ­არა... ჯერ გააუპატიურა, შემდეგ ყბა-სახე დაუმტვრია. გაუპატიურების მუხლი დაუტოვეს, ნაწილი კი შეუცვალეს, რათა შემსუბუქებოდა საქმე. არადა, ასეთი ძალა­დობა 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. "მასტერა" ყველაფერზე წამსვლელი რომ იყო, ამას აჭარაში ყველა დაგიდასტურებთ. ახალაიების მარჯვენა ხელი იყო და უამ­რავ შავბნელ საქმეში მონაწილეობდა. წამებით მოკლული სამხედრო მზვერავის, როინ შავაძის საქმესთან კი პირდაპირ კავშირშია. ჯარისკაცი 16 აგვისტოს მოკ­ლეს. 15-ში ღამით "მასტერამ" გაიყვანა სახლიდან და თანამშრომლებს მიუყვანა კუდ-ში. ლადო მგალობლიშვილმა (იმხანად სახალხო დამცველის აპარატში მუშაობდა) მითხრა, მაშინ ბათუმში მერაბიშვილის მოადგილე­ გია ლორთქიფანიძე ჩამოვიდა და, სავარაუდოდ, შავაძის მკვლელობის გეგმა მერაბიშვილისა და ახალაიას დავალებით მან ჩამოიტანა აჭარაშიო".

მამუკა ნოზაძე, ადვოკატი: "მასტ­ერა" ოქროს მოწმე იქნება მერაბიშვილის, ადეიშვილისა და თვით სააკაშვილის საქმეებ­შიც. ყველაზე მეტად კი ახალაიების საქმეში. მნიშვნელოვანი მოწმე იქნება ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთის საქმეშიც - ფარ­ულ ჩანაწერებში­ ჩეჩენ საველე მეთაურთან დგებუაძე აწარმოებს მოლაპარაკებას (ამაზე ირაკლი ოქრუაშვილმაც ილაპარაკა).

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია