მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაზა ფირალიშვილი - შეწყალება არ არის სასულიერო პირების კომპეტენცია, მათ შეუძლიათ ცოდვები მიუტევონ ციხეში მყოფ ადამიანებს
ზაზა ფირალიშვილი - შეწყალება არ არის სასულიერო პირების კომპეტენცია, მათ შეუძლიათ ცოდვები მიუტევონ ციხეში მყოფ ადამიანებს

შე­წყა­ლე­ბა არ არის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის კომ­პე­ტენ­ცია, მათ შე­უძ­ლი­ათ ცოდ­ვე­ბი მი­უ­ტე­ვენ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ცი­ხე­ში არი­ან, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში ფი­ლო­სო­ფო­სი ზაზა ფი­რა­ლიშ­ვი­ლი შე­წყა­ლე­ბის უფ­ლე­ბის პატ­რი­არ­ქის­თვის მი­ნი­ჭე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვას.

მისი თქმით, არ უნდა და­ის­ვას სა­კი­თხი ისე, თით­ქოს მარ­თლაც შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც სა­მარ­თლებ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დეს, რომ პატ­რი­არ­ქს ჰქონ­დეს შე­წყა­ლე­ბის უფ­ლე­ბა.

ზაზა ფი­რა­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ პატ­რი­არ­ქს ეს უფ­ლე­ბა მი­ე­ნი­ჭე­ბა, შე­დე­გი იქ­ნე­ბა ის, რომ მალე დავ­რწმუნ­დე­ბით თუ რამ­დე­ნად აბ­სურ­დუ­ლი სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მნე­ბა.

"პატ­რი­არ­ქი არ გახ­ლავთ პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა. ის არ გახ­ლავთ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ან ხელ­მძღვა­ნე­ლი. ის არის ჩვე­ნი უმ­თავ­რე­სი რე­ლი­გი­უ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ლი­დე­რი და მას თა­ვი­სი კომ­პე­ტენ­ცია აქვს. მას უფალ­მა უმაღ­ლე­სი კომ­პე­ტენ­ცია მის­ცა - ადა­მი­ა­ნის ცოდ­ვე­ბის მი­ტე­ვე­ბის.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­წყა­ლე­ბას, ეს არის წმინ­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ფუნ­ქცია, ეს არის პრე­ზი­დენ­ტის ფუნ­ქცია. ახლა ისე­თი ელე­მენ­ტა­რუ­ლი ან­ბა­ნუ­რი რა­ღა­ცის გან­მარ­ტე­ბა მი­წევს, უხერ­ხუ­ლიც არის. შე­წყა­ლე­ბა არ არის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის კომ­პე­ტენ­ცია. მათ შე­უძ­ლი­ათ ცოდ­ვე­ბი მი­უ­ტე­ვენ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ცი­ხე­ში არი­ან.

შე­წყა­ლე­ბა არ გახ­ლავთ იოლი პრო­ცე­სი. სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, რომ სი­ნა­ნულს ყვე­ლა­ზე მძაფ­რად გა­მო­ხა­ტა­ვენ მძი­მე დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე იმე­ო­რე­ბენ და­ნა­შა­ულს. ასე რომ, პრაქ­ტი­კუ­ლად ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია და იმე­დი მაქვს, რომ ცოტა ხან­ში შე­ნელ­დე­ბა ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი", - გა­ნა­ცხა­და ზაზა ფი­რა­ლიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ორმა-სამ­მა ადა­მი­ან­მა გა­მოთ­ქვა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის სურ­ვი­ლი, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ მარ­თლაც ეს სა­კი­თხი პარ­ლა­მენ­ტში შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად დად­გეს. "მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არა­ვი­თა­რი ილუ­ზი­ე­ბი არ მაქვს დღე­ვან­დე­ლი პარ­ლა­მენ­ტის მი­მართ, იქ სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა საღი აზრი, რომ ეს სა­უ­ბა­რი ამ თე­მა­ზე შე­წყდეს", - აღ­ნიშ­ნა ზაზა ფი­რა­ლიშ­ვილ­მა.

გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ გა­ნა­ცხა­და, რომ პა­ტი­მარ­თა შე­წყა­ლე­ბა პატ­რი­არ­ქის უფ­ლე­ბა უნდა იყოს. გუ­შინ­ვე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა პრე­ზი­დენ­ტსა და პარ­ლა­მენტს აღ­ნიშ­ნუ­ლი წი­ნა­და­დე­ბის გან­ხილ­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვით მი­მარ­თა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ზაზა ფირალიშვილი - შეწყალება არ არის სასულიერო პირების კომპეტენცია, მათ შეუძლიათ ცოდვები მიუტევონ ციხეში მყოფ ადამიანებს

ზაზა ფირალიშვილი - შეწყალება არ არის სასულიერო პირების კომპეტენცია, მათ შეუძლიათ ცოდვები მიუტევონ ციხეში მყოფ ადამიანებს

შეწყალება არ არის სასულიერო პირების კომპეტენცია, მათ შეუძლიათ ცოდვები მიუტევენ იმ ადამიანებს, რომლებიც ციხეში არიან, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბარში ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი შეწყალების უფლების პატრიარქისთვის მინიჭების ინიციატივას.

მისი თქმით, არ უნდა დაისვას საკითხი ისე, თითქოს მართლაც შეიძლება რაღაც სამართლებრივი ცვლილებები განხორციელდეს, რომ პატრიარქს ჰქონდეს შეწყალების უფლება.

ზაზა ფირალიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პატრიარქს ეს უფლება მიენიჭება, შედეგი იქნება ის, რომ მალე დავრწმუნდებით თუ რამდენად აბსურდული სიტუაცია შეიქმნება.

"პატრიარქი არ გახლავთ პოლიტიკური ფიგურა. ის არ გახლავთ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი ან ხელმძღვანელი. ის არის ჩვენი უმთავრესი რელიგიური მიმდინარეობის ლიდერი და მას თავისი კომპეტენცია აქვს. მას უფალმა უმაღლესი კომპეტენცია მისცა - ადამიანის ცოდვების მიტევების.

რაც შეეხება შეწყალებას, ეს არის წმინდა ადმინისტრაციული ფუნქცია, ეს არის პრეზიდენტის ფუნქცია. ახლა ისეთი ელემენტარული ანბანური რაღაცის განმარტება მიწევს, უხერხულიც არის. შეწყალება არ არის სასულიერო პირების კომპეტენცია. მათ შეუძლიათ ცოდვები მიუტევენ იმ ადამიანებს, რომლებიც ციხეში არიან.

შეწყალება არ გახლავთ იოლი პროცესი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სინანულს ყველაზე მძაფრად გამოხატავენ მძიმე დამნაშავეები, რომლებიც გამოსვლისთანავე იმეორებენ დანაშაულს. ასე რომ, პრაქტიკულად ეს შეუძლებელია და იმედი მაქვს, რომ ცოტა ხანში შენელდება ამ თემაზე საუბარი", - განაცხადა ზაზა ფირალიშვილმა.

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ორმა-სამმა ადამიანმა გამოთქვა კონსულტაციების სურვილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მართლაც ეს საკითხი პარლამენტში შეიძლება სერიოზულად დადგეს. "მიუხედავად იმისა, რომ არავითარი ილუზიები არ მაქვს დღევანდელი პარლამენტის მიმართ, იქ სრულიად საკმარისი იქნება საღი აზრი, რომ ეს საუბარი ამ თემაზე შეწყდეს", - აღნიშნა ზაზა ფირალიშვილმა.

გუშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა, რომ პატიმართა შეწყალება პატრიარქის უფლება უნდა იყოს. გუშინვე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტსა და პარლამენტს აღნიშნული წინადადების განხილვის ინიციატივით მიმართა.

"შებოჭა და ძალადობით მის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა" - პროკურატურა გოგი წულაიასთვის ბრალის დამძიმებაზე ინფორმაციას ავრცელებს

"შვილი რომ დაინახა ასეთ მდგომარეობაში, ალბათ გული გაუსკდა და ისიც ჩამოვარდა" - რას ყვებიან ქობულეთში გარდაცვლილ მამა-შვილზე?

"ნაცმოძრაობის" ოფისის მისამართით გასროლის ფაქტზე კახეთში 29 წლის მამაკაცი დააკავეს