პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადამიანები, რომლებიც ჩეხეთში ქართული ენის პოპულარიზაციას ეწევიან
ადამიანები, რომლებიც ჩეხეთში ქართული ენის პოპულარიზაციას ეწევიან

ჟურ­ნა­ლის­ტი კობა ლიკ­ლი­კა­ძე უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ოჯახ­თან ერ­თად პრა­ღა­ში ცხოვ­რობს.

მის­მა მე­უღ­ლემ - ლელა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა-ლიკ­ლი­კა­ძემ იქ საკ­მა­ოდ კარ­გი საქ­მე წა­მო­ი­წყო: და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ქარ­თულ ენას ას­წავ­ლის და თურ­მე, ჩვე­ნი მშობ­ლი­უ­რი ენის შეს­წავ­ლის მსურ­ველ­თა რი­ცხვი დღი­თი დღე მა­ტუ­ლობს. ქალ­ბა­ტონ ლე­ლას ინ­ტერ­ნე­ტით და­ვუ­კავ­შირ­დით.

- პრა­ღა­ში 6 წლის წინ, კო­ბას სამ­სა­ხუ­რის გამო ჩა­მო­ვე­დით. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აქ "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" სა­თა­ვო ოფი­სია, სა­დაც კო­ბას სა­მუ­შაო შეს­თა­ვა­ზეს. კონ­ტრაქ­ტი პრა­ღა­ში ოჯა­ხით ჩა­მოს­ვლა­სა და ცხოვ­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. ასე მოვ­ხვდით ამ მშვე­ნი­ერ ქა­ლაქ­ში, სამ შვილ­თან ერ­თად. უახ­ლო­ე­სი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვიდ­რე ჩვე­ნი უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი სკო­ლას არ და­ამ­თავ­რებს და სტუ­დენ­ტი არ გახ­დე­ბა, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის შეც­ვლას არ ვგეგ­მავთ. თუმ­ცა, ჩვე­ნი აქ ცხოვ­რე­ბის ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი მხო­ლოდ ეს არ არის: "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა", რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნალ ჟურ­ნა­ლისტს, კო­ბას შე­სა­ნიშ­ნავ პი­რო­ბებს სთა­ვა­ზობს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ ყვე­ლა­ფერს და­ე­მა­ტა ჩემი პი­რა­დი საქ­მი­ა­ნო­ბაც, რო­მე­ლიც ასე­ვე, სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მედ მი­მაჩ­ნია. დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი დრო და ენერ­გია მო­ვახ­მა­რო ქარ­თუ­ლი ენის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას.

- პრო­ფე­სი­ით ვინ ბრძან­დე­ბით?

- ფი­ლო­ლო­გი გახ­ლა­ვართ და ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, რომ ამ უცხო ქვე­ყა­ნა­ში ჩემი სპე­ცი­ა­ლო­ბით მუშა­ობის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა. ერთი წლის წინ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი­სა და მათი შვი­ლე­ბის­თვის სკო­ლა გა­იხ­სნა, სა­დაც ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას ვას­წავ­ლი. ვერც კი წარ­მო­იდ­გენთ, რამ­ხე­ლა სიყ­ვა­რულ­სა და მონ­დო­მე­ბას ვგრძნობ თი­თო­ე­უ­ლი აქ მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნის­გან. ეს ად­გი­ლი იქცა არა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის შეს­წავ­ლის, არა­მედ ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და მე­გობ­რო­ბის პა­ტა­რა ოა­ზი­სად და ამა­ში უდი­დე­სი წვლი­ლი ჩე­ხეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრომ­ლებს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სა­ქარ­თვე­ლოს ელჩს - ზაზა გოგ­სა­ძეს მი­უ­ძღვის, რომ­ლის მონ­დო­მე­ბი­სა და გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბის შე­დე­გია ამ სკო­ლის გახ­სნაც და მისი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბაც.

რო­გორც უმე­ტე­სად ხდე­ბა ხოლ­მე, ერთ კარგ საქ­მეს, მე­ო­რე მოჰ­ყვე­ბა: ქარ­თუ­ლი ენი­თა და კულ­ტუ­რით და­ინ­ტე­რეს­და კარ­ლო­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია და ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა ელ­ჩის, ლაშა ნა­ვე­რი­ა­ნის დიდი მონ­დო­მე­ბი­თა და ძა­ლის­ხმე­ვით და­ი­წყო მო­ლა­პა­რა­კე­ბა სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს შო­რის. სა­ბო­ლო­ოდ, კარ­ლო­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­ის შემ­სწავ­ლე­ლი კურ­სი გა­იხ­სნა, რო­მელ­საც წარ­მა­ტე­ბით უძღვე­ბა ამ საქ­მის შე­სა­ნიშ­ნა­ვი სპე­ცი­ა­ლის­ტი, ძალ­ზე გა­მოც­დი­ლი პე­და­გო­გი მაია დარ­ჩია.

წელს კი, ოქ­ტომ­ბრი­დან გა­იხ­სნა უშუ­ა­ლოდ ქარ­თუ­ლი ენის შემ­სწავ­ლე­ლი კურ­სი, რო­მელ­საც მე ვუ­ძღვე­ბი. სა­სი­ხა­რუ­ლო ის არის, რომ ქარ­თუ­ლი ენი­სა და კულ­ტუ­რის ის­ტო­რია, რო­გორც ორი სა­გა­ნი, თა­ვი­სი საკ­რე­დი­ტო სის­ტე­მით, ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­ვი­და კარ­ლო­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პროგ­რა­მა­ში. უფრო მე­ტიც, ჩე­ხე­თის გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­იგ­ზავ­ნა კავ­კა­სი­ო­ლო­გი­ის კა­თედ­რის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მო­თხოვ­ნა, რაც კი­დევ უფრო დიდ პერ­სპექ­ტი­ვას აჩენს ჩვე­ნი ენი­სა და კულ­ტუ­რის არა მხო­ლოდ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის, არა­მედ აკა­დე­მი­ურ დო­ნე­ზე სწავ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით.

თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმა­საც, რომ კარ­ლო­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ტო­პუ­ნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სი­ა­ში შე­დის, მა­შინ ცხა­დი გახ­დე­ბა ამ მოვ­ლე­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო იმ ადა­მი­ა­ნებს, ვისი ძა­ლის­ხმე­ვი­თაც მოხ­და ეს საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო საქ­მე: ჩე­ხეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი - ზაზა გოგ­სა­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს დეს­პა­ნი - ალექ­სან­დრე ჭე­ლი­ძე, ახალ­გაზ­რდა ელჩი - ლაშა ნა­ვე­რი­ა­ნი და ბო­ლოს, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი - გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე, რო­მელ­მაც კარ­ლო­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კას ქარ­თუ­ლი კუ­თხის მო­სა­წყო­ბად წიგ­ნე­ბი აჩუ­ქა.

- რო­გორც ჩანს, უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლით და­ინ­ტე­რეს­დნენ, არა?

- ინ­ტე­რე­სი საკ­მა­ოდ დი­დია. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩვე­ნი ენა მათ­თვის ძნე­ლად აღ­საქ­მე­ლი და წარ­მო­სათ­ქმე­ლია, ამი­ტომ ვცდი­ლობ, შევ­თა­ვა­ზო პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც იო­ლად და­საძ­ლევ მა­სა­ლა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა, ამ თვალ­საზ­რი­სით, დიდი არ­ჩე­ვა­ნი არ მაქვს. ჩე­ხურ ენა­ზე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო ფაქ­ტობ­რი­ვად, არ არ­სე­ბობს და ერ­თგვა­რი კომ­ბი­ნა­ცი­ის გა­კე­თე­ბა მი­წევს სხვა­დას­ხვა ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი წიგ­ნე­ბი­დან, ელექტრო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის სა­ი­ტე­ბი­დან. არ შე­მიძ­ლია არ აღ­ვნიშ­ნო ის დიდი მხარ­და­ჭე­რა და რე­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა, რა­საც ჩემი მე­უღ­ლის მხრი­დან ვგრძნობ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ენის სწავ­ლე­ბა, უპირ­ვე­ლე­სად, პრაქ­ტი­კულ ინ­ტე­რაქ­ცი­ას გუ­ლის­ხმობს, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს არარ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში კი თა­ვად მი­წევს უამ­რა­ვი სა­ვარ­ჯი­შო მა­სა­ლის, ლექ­სი­კო­ნის, დი­ა­ლო­გის შედ­გე­ნა და რომ არა კო­ბას დახ­მა­რე­ბა, ამას მარ­ტო ვერ შევ­ძლებ­დი. ჩა­წე­რი­ლი აუ­დი­ო­დი­ა­ლო­გე­ბის ერთ-ერთი მუდ­მი­ვი "ხმა" ჩემი მე­უღ­ლეა... სწავ­ლის დო­ნე­ე­ბის მი­ხედ­ვით, ეს დი­ა­ლო­გე­ბი უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გახ­დე­ბა, მო­ნა­წი­ლე­თა რი­ცხვიც მო­ი­მა­ტებს და სა­ვა­რა­უ­დოდ, შვი­ლებ­საც ვთხოვ დახ­მა­რე­ბას.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

ადამიანები, რომლებიც ჩეხეთში ქართული ენის პოპულარიზაციას ეწევიან

ადამიანები, რომლებიც ჩეხეთში ქართული ენის პოპულარიზაციას ეწევიან

ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე უკვე რამდენიმე წელია, ოჯახთან ერთად პრაღაში ცხოვრობს.

მისმა მეუღლემ - ლელა ჟორჟოლიანმა-ლიკლიკაძემ იქ საკმაოდ კარგი საქმე წამოიწყო: დაინტერესებულ ადამიანებს ქართულ ენას ასწავლის და თურმე, ჩვენი მშობლიური ენის შესწავლის მსურველთა რიცხვი დღითი დღე მატულობს. ქალბატონ ლელას ინტერნეტით დავუკავშირდით.

- პრაღაში 6 წლის წინ, კობას სამსახურის გამო ჩამოვედით. მოგეხსენებათ, აქ "რადიო თავისუფლების" სათავო ოფისია, სადაც კობას სამუშაო შესთავაზეს. კონტრაქტი პრაღაში ოჯახით ჩამოსვლასა და ცხოვრებას ითვალისწინებდა. ასე მოვხვდით ამ მშვენიერ ქალაქში, სამ შვილთან ერთად. უახლოესი 4 წლის განმავლობაში, ვიდრე ჩვენი უმცროსი ქალიშვილი სკოლას არ დაამთავრებს და სტუდენტი არ გახდება, საცხოვრებელი ადგილის შეცვლას არ ვგეგმავთ. თუმცა, ჩვენი აქ ცხოვრების ერთადერთი მიზეზი მხოლოდ ეს არ არის: "რადიო თავისუფლება", როგორც პროფესიონალ ჟურნალისტს, კობას შესანიშნავ პირობებს სთავაზობს. საბედნიეროდ, ამ ყველაფერს დაემატა ჩემი პირადი საქმიანობაც, რომელიც ასევე, საპასუხისმგებლო საქმედ მიმაჩნია. დიდი სურვილი მაქვს, რაც შეიძლება მეტი დრო და ენერგია მოვახმარო ქართული ენის პოპულარიზაციას.

- პროფესიით ვინ ბრძანდებით?

- ფილოლოგი გახლავართ და ძალიან გამიმართლა, რომ ამ უცხო ქვეყანაში ჩემი სპეციალობით მუშა­ობის საშუალება მომეცა. ერთი წლის წინ, საქართველოს საელჩოში ქართველი ემიგრანტებისა და მათი შვილებისთვის სკოლა გაიხსნა, სადაც ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი. ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა სიყვარულსა და მონდომებას ვგრძნობ თითოეული აქ მოსული ადამიანისგან. ეს ადგილი იქცა არა მხოლოდ ქართულის შესწავლის, არამედ ერთმანეთთან ურთიერთობისა და მეგობრობის პატარა ოაზისად და ამაში უდიდესი წვლილი ჩეხეთში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს, განსაკუთრებით კი საქართველოს ელჩს - ზაზა გოგსაძეს მიუძღვის, რომლის მონდომებისა და გულისხმიერების შედეგია ამ სკოლის გახსნაც და მისი ფუნქციონირებაც.

როგორც უმეტესად ხდება ხოლმე, ერთ კარგ საქმეს, მეორე მოჰყვება: ქართული ენითა და კულტურით დაინტერესდა კარლოსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ლაშა ნავერიანის დიდი მონდომებითა და ძალისხმევით დაიწყო მოლაპარაკება სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საელჩოს შორის. საბოლოოდ, კარლოსის უნივერსიტეტში ქართული კულტურის ისტორიის შემსწავლელი კურსი გაიხსნა, რომელსაც წარმატებით უძღვება ამ საქმის შესანიშნავი სპეციალისტი, ძალზე გამოცდილი პედაგოგი მაია დარჩია.

წელს კი, ოქტომბრიდან გაიხსნა უშუალოდ ქართული ენის შემსწავლელი კურსი, რომელსაც მე ვუძღვები. სასიხარულო ის არის, რომ ქართული ენისა და კულტურის ისტორია, როგორც ორი საგანი, თავისი საკრედიტო სისტემით, ოფიციალურად შევიდა კარლოსის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამაში. უფრო მეტიც, ჩეხეთის განათლების სამინისტროში გაიგზავნა კავკასიოლოგიის კათედრის აკრედიტაციის მოთხოვნა, რაც კიდევ უფრო დიდ პერსპექტივას აჩენს ჩვენი ენისა და კულტურის არა მხოლოდ პოპულარიზაციის, არამედ აკადემიურ დონეზე სწავლების თვალსაზრისით.

თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ კარლოსის სახელმწიფო უნივერსიტეტი ტოპუნივერსიტეტების სიაში შედის, მაშინ ცხადი გახდება ამ მოვლენის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვისი ძალისხმევითაც მოხდა ეს საშვილიშვილო საქმე: ჩეხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - ზაზა გოგსაძე, საქართველოს დესპანი - ალექსანდრე ჭელიძე, ახალგაზრდა ელჩი - ლაშა ნავერიანი და ბოლოს, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი - გიორგი კეკელიძე, რომელმაც კარლოვის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ქართული კუთხის მოსაწყობად წიგნები აჩუქა.

- როგორც ჩანს, უცხოელი სტუდენტები ქართული ენის შესწავლით დაინტერესდნენ, არა?

- ინტერესი საკმაოდ დიდია. რასაკვირველია, ჩვენი ენა მათთვის ძნელად აღსაქმელი და წარმოსათქმელია, ამიტომ ვცდილობ, შევთავაზო პროგრამა, რომელიც იოლად დასაძლევ მასალაზეა ორიენტირებული. თუმცა, ამ თვალსაზრისით, დიდი არჩევანი არ მაქვს. ჩეხურ ენაზე სახელმძღვანელო ფაქტობრივად, არ არსებობს და ერთგვარი კომბინაციის გაკეთება მიწევს სხვადასხვა ინგლისურენოვანი წიგნებიდან, ელექტრონული სწავლების საიტებიდან. არ შემიძლია არ აღვნიშნო ის დიდი მხარდაჭერა და რეალური დახმარება, რასაც ჩემი მეუღლის მხრიდან ვგრძნობ. მოგეხსენებათ, ენის სწავლება, უპირველესად, პრაქტიკულ ინტერაქციას გულისხმობს, სახელმძღვანელოს არარსებობის პირობებში კი თავად მიწევს უამრავი სავარჯიშო მასალის, ლექსიკონის, დიალოგის შედგენა და რომ არა კობას დახმარება, ამას მარტო ვერ შევძლებდი. ჩაწერილი აუდიოდიალოგების ერთ-ერთი მუდმივი "ხმა" ჩემი მეუღლეა... სწავლის დონეების მიხედვით, ეს დიალოგები უფრო მრავალფეროვანი გახდება, მონაწილეთა რიცხვიც მოიმატებს და სავარაუდოდ, შვილებსაც ვთხოვ დახმარებას.

იხილეთ გაგრძელება

"კლინიკაში მისულ ანას მანანამ გზა გადაუღობა... ამაოდ ვცდილობთ ცოტნეზე ინფორმაციის მოპოვებას" - გამსახურდიას მეუღლის წარმომადგენლი

პაატა იმნაძე - ჩინეთიდან ჩამოსულ გოგონას კორონავირუსი არ დაუდასტურდა

პოლიციამ ბრიტანელი მოგზაურის მოპარული ველოსიპედი იპოვა და პატრონს დაუბრუნა (ფოტოები)