თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა პირადად გასცა ბრძანება, ჩამოაგდონ რუსული თვითმფრინავი, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკების" საწინააღმდეგო კამპანიაში მონაწილეობს.
"გაზეტა.რუ"-ს ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია "ვიკილიქსის" "ტვიტერის" გვერდზე, რომელიც თავის მხრივ სანდო წყაროს ეფუძნება.
ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული განკარგულება ერდოღანმა ექვსი კვირით ადრე გასცა, ვიდრე თურქეთი "სუ-24"-ს ჩამოაგდებდა. წყაროს ინფორმაციით, თურქეთის ლიდერმა გადაწყვიტა ქვეყანა რუსეთთან ომის ზღვარზე აღმოჩნდეს, რათა მთავრობები გააერთიანოს და მიიღოს მხარდაჭერა.