#192-ე სამარშრუტო ხაზის მიკროავტობუსში საახალწლო ასაფეთქებლის აფეთქების შედეგად მიკროავტობუსის მძღოლმა მხედველობა დაკარგა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თბილისის მიკროავტობუსში" განუცხადეს, შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსი გააჩერა ერთ-ერთმა პირმა და ასაფეთქებელი მოწყობილობა შეაგდო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პირი, რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული სრულწლოვანია.
სამარშრუტო ტაქსიში, საახალწლო შუშხუნის აფეთქების შედეგად, მძღოლმა თვალი დაკარგა: "ორმა ახალგაზრდა ბიჭმა ასაფეთქებელი ესროლა"