არყის გამოყენების როგორც მინიმუმ, ერთი საშუალება, ყველასთვის ნაცნობია. მაგრამ ეს ძველისძველი გამოგონება მხოლოდ საქეიფო პოპულარულ ალკოჰოლურ სასმელს არ წარმოადგენს.
ტრადიციული გამოყენების გარდა, არაყი ანტისეპტიკი, ცხიმის გამხსნელი და კონსერვატი გახლავთ.
გამოცდილი დიასახლისები ფართოდ მოიხმარენ არაყს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
1. თუ გსურთ ძვირფასთვლიანი სამკაულების გაწმენდა, ჩაუშვით საიუველირო ნაწარმი არყიან ჭიქაში 5 წუთით. შემდეგ გამოავლეთ წყალში და რბილი ქსოვილით გაამშრალეთ. ძვირფასეულობა უწინდებურ ბრწყინვალებას დაიბრუნებს.
2. ლეიკოპლასტირი მყარად მიგეკროთ კანზე? აიღეთ არაყში დამბალი ბამბის ტამპონი და მიადეთ პლასტირს. ალკოჰოლი გახსნის წებოვან ფენას და იოლად მოიცილებთ ლეიკოპლასტირს.
3. ზღვაზე დასასვენებლად გამგზავრებისას, ნუ დაგავიწყდებათ ჩანთაში არყის პატარა ბოთლის ჩაგდება. თუ შემთხვევით მედუზა დაგსუსხავთ, არყის კომპრესი მოგიხსნით ტკივილს.
4. სათვალის ლინზის კარგად გასაწმენდად გამოიყენეთ არაყში ჩამბალი ნაჭერი. არაყი შუშას გაწმენდს და გაანადგურებს ბაქტერიებს.
5. თუ ტანსაცმელი უსიამოვნო სუნით გაიჟღინთა, ჩაასხით დასანამ მოწყობილობაში არაყი და დააპკურეთ. შემდეგ ტანსაცმელი გაანიავეთ, ალკოჰოლი ბაქტერიებს გაანეიტრალებს და აორთქლდება.
6. ფანჯრის იდეალურად გასაწმენდად წყალს არაყი შეურიეთ.