"მე არ ვარ საშიში" - მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებმა და დილერებმა თბილისში საპროტესტო აქცია გამართეს

"მე არ ვარ საშიში" - მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებმა და დილერებმა თბილისში საპროტესტო აქცია გამართეს

თბილისში, მტკვირის მარჯვენა სანაპიროზე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებისა და დილერების საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ლოზუნგია: "მე არ ვარ საშიში". აქციის მონაწილეების განცხადებით, ის მიზეზები, რომლითაც ხელისუფლება აპირებს აკრძალოს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია, გაუმართლებელია.

[იხილეთ ვიდეო]

როგორც აქციის მონაწილეებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, იაპონური მანქანები არის უსაფრთხო, ასევე, არ ქმნის პრობლემას ეკოლოგიურობის კუთხით და შესაბამისად, ხელისუფლებისგან აღნიშნული გადაწყვეტილება, რომ გააუქმოს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია, სრულიად მიუღებელია.

მძღოლებმა და დილერებმა პროტესტის ნიშნად საავტომობილო გზის პირველ ზოლში, რამდენიმე კილომეტრზე გააჩერეს საკუთარი ავტომობილები და გააკეთეს უწყვეტი ჯაჭვი. ჯაჭვი მშრალი ხიდიდან იწყებოდა და თამარ მეფის ხიდამდე გრძელდებოდა.

ამასთან, მძღოლებმა და დილერებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ხელისუფლებას რამდენიმედღიანი ვადა მისცეს იმისთვის, რომ არ აკრძალოს რეგისტრაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, საპროტესტო აქციების გაგრძელებით და უფრო მწვავე პროტესტით იმუქრებიან.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია