მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეხმაურებიან სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას "ნაციონალები" და მათი მხარდამჭერები - FB-პოსტები
როგორ ეხმაურებიან სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას "ნაციონალები" და მათი მხარდამჭერები - FB-პოსტები

ყო­ფილ პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა შე­უ­წყდა. შე­სა­ბა­მი­სი ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა გუ­შინ გა­მოს­ცა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" ამ ფაქტს "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი და ცნო­ბი­ლი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან:

ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რი:

მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი - უღირ­სე­ბო კაცი.

ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე:

ბავ­შვე­ბო, რად­გან მე­ო­რე პრე­ზი­დენ­ტმა მის­გან­ვე დევ­ნილ სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ პრე­ზი­დენტს სამ­შობ­ლო­ში ად­გი­ლი არ და­უ­ტო­ვა, მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა მი­ი­ღო პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ნეშ­თი სამ­შობ­ლო­ში.

მე­ო­თხემ მე­სა­მეს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჩა­მო­არ­თვა.

"მე­ხუ­თეს" თქვენ რი­გებ­ში ვე­ძებ, მე­ო­თხეს შე­სარ­ცხვე­ნად!..

მო­მა­ვალ­ში და­წე­რი­ლი ის­ტო­რი­ის ის თავი მა­ინ­ტე­რე­სებს, სა­დაც ჟამ­თა­აღ­მწე­რე­ლი უამ­ბობს თა­ო­ბებს, თუ რო­გორ მო­ახ­ვია სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნას, გვა­რად ქარ­თველ­მა, უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქემ

ნიკა გვა­რა­მია:

ზედ­მე­ტია ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ სა­ა­კაშ­ვილს შეც­დო­მე­ბი ქონ­და - ცხა­დია, ქონ­და და ბევ­რი.

ზედ­მე­ტია ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ სა­ა­კაშ­ვილს მიღ­წე­ვე­ბი ქონ­და - ცხა­დია ქონ­და, და შეც­დო­მებ­ზე ბევ­რად მეტი.

მთა­ვა­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, დიახ, მთელ ის­ტო­რი­ა­ში, სა­ა­კაშ­ვი­ლი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი და გავ­ლე­ნი­ა­ნი ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სია და თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მამა.

გინ­და წა­არ­თვით მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, გინ­და სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეთ, თქვე­ნი მას­შტა­ბი მას­თან შე­და­რე­ბით მი­ლი­მეტ­რია კი­ლო­მეტრთან.

ნიკა რუ­რუა:

პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვა სა­მარ­ცხვი­ნო და არა­კე­თილ­გო­ნივ­რუ­ლი ქმე­დე­ბაა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან.

იმის ფონ­ზე, როცა ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე სიკ­ვდი­ლამ­დე არა­ნა­ი­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ვიწ­რო­ვე­ბის ობი­ექ­ტი არ გამ­ხდა­რა - რაც პრე­ცე­დენ­ტის შე­საქ­მნე­ლად, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბის დათ­მო­ბა არ უდ­რის ყვე­ლაფ­რის და­კარ­გვას - სწო­რი იყო, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ამ­გვა­რი დევ­ნა ძა­ლი­ან უსა­მარ­თლოა და მავ­ნებ­ლუ­რი.

"ოც­ნე­ბა" ხე­ლახ­ლა ნერ­გავს რე­ა­ლო­ბას, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბის და­კარ­გვა კა­ტას­ტრო­ფაა, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ან ცვლას საფრ­თხეს უქ­მნის. ამ რე­ა­ლო­ბით დამფრ­თხა­რი მო­მა­ვა­ლი თუ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუ­ფა­ლი ყვე­ლა­ნა­ირ უკა­ნო­ნო­ბას მო­ი­მოქ­მე­დებს, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბა არ და­კარ­გოს. ეს კი დიდი არე­უ­ლო­ბე­ბის და უფრო მეტი ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რის უე­ბა­რი რე­ცეპ­ტია.

სერ­გი კა­პა­ნა­ძე:

სუფ­თა იუ­რი­დი­უ­ლად მა­ინ­ტე­რე­სებს რა გან­სხვა­ვე­ბაა სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის 2015 წელს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვის მი­ზე­ზებს და 2012 წელს ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვას შო­რის? შე­გიძ­ლი­ათ ვინ­მემ ამიხ­სნათ? კვა­ლი­ფი­ცი­უ­რად და წყნა­რად? მად­ლო­ბა!

მა­რი­ამ სა­ჯა­ია:

მოკ­ლედ, კონ­კრე­ტუ­ლად:

არ მეს­მის და არას­დროს გა­ვი­გებ იმ ხალ­ხი­სას ვინც მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას არ­თმევს იმ ადა­მი­ანს, ვი­საც და­ნარ­ჩე­ნი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­რო მი­იჩ­ნევს ამ სა­ხელ­მწი­ფოს "ვა­შინგტო­ნად".

სა­მარ­ცხვი­ნო ასო­ე­ბია ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში, რომ სა­ხელ­მწი­ფოს founding father არის დევ­ნი­ლო­ბა­ში და არ­თმე­ვენ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას.

ვინც ახლა რა­დი­კალ-მარ­გი­ნა­ლად შემ­რა­ცხავთ, მა­ნამ­დე გო­ნე­ბა გა­ი­თა­ვი­სუფ­ლეთ და­უ­ნა­ხა­ო­ბის და სიბ­ნე­ლის სე­ნის­გან. მერე მშვი­დად და­ი­ძი­ნეთ.

P.S. ახლა დე­ბა­ტე­ბის­თვის არ მცა­ლია. ხვალ დიდი დღეა

თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი:

გა­მი­ხარ­დე­ბო­და, ემო­ცი­ე­ბის ფრქვე­ვი­სას ადა­მი­ა­ნე­ბი საღ აზრს რომ არ კარ­გავ­დნენ ხოლ­მე:

1. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, ისე­ვე რო­გორც თა­ვის დრო­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, კონ­სტი­ტუ­ცი­ის მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად და­კარ­გა მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა.

პრე­ზი­დენ­ტმა კონ­სტი­ტუ­ცი­ის მო­თხოვ­ნა შე­ას­რუ­ლა და ამის­თვის მისი გი­ნე­ბა "არა­მია"!

2. პრე­ზი­დენტს თა­ვი­სუფ­ლად შე­ეძ­ლო ამ ნა­ბი­ჯის შემ­დეგ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა შე­ე­თავ­ზე­ბი­ნა და კლა­სი ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა (მი­თუ­მე­ტეს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ და­თან­ხმდე­ბო­და - არც უკ­რა­ი­ნა­შია დაშ­ვე­ბუ­ლი ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა), მაგ­რამ he has no class. We know that.

ნაც­ვლად ამი­სა, პრე­ზი­დენ­ტმა კონ­სტი­ტუ­ცი­ით ნა­კარ­ნა­ხევ ნა­ბიჯს, პი­რა­დი სი­ძულ­ვი­ლით ნა­კარ­ნა­ხე­ვი ისე­თი ბან­ძი ტექ­სტი მო­ა­ყო­ლა - მისი გი­ნე­ბა "ალა­ლია"!

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი:

ეს არის ის პრე­ზი­დენ­ტი, რო­მელ­მაც უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში ამ ქვეყ­ნის­თვის, ყვე­ლა­ზე მე­ტის გა­კე­თე­ბა შეს­ძლო. დან­გრე­უ­ლი ქვე­ყა­ნა აა­შე­ნა.

მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას მას ის­ტო­რია (დრო) და­უბ­რუ­ნებს. მთა­ვა­რია თქვენ სად იქ­ნე­ბით მაგ ის­ტო­რი­ის ფურ­ცლებ­ზე:)

მა­გა­რი ბან­ძე­ბი ხართ. ესაა ჩემი კო­მენ­ტა­რი:)

იხი­ლეთ ასე­ვე: ბა­ტო­ნო მი­ხე­ილ, რო­გორ წა­გარ­თმევ­და მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი იმას, რაც არ გაქვთ, ანუ რას ნიშ­ნავს "გიჟი" "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ენა­ზე?

თინა ხი­და­შე­ლი - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ გა­მო­ხა­ტა იმით, რომ უარი თქვა მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე

სა­ა­კაშ­ვი­ლი - მათ შე­უძ­ლი­ათ წა­ი­ღონ ჩემი პას­პორ­ტი, მაგ­რამ ვე­რა­ვინ წა­მარ­თმევს ქარ­თვე­ლო­ბას

მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი - სა­ა­კაშ­ვილ­მა შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუტს, ისე ქვე­ყა­ნას

გა­მოგ­ვყე­ვით, რომ არ გა­მო­ტო­ვოთ პო­ლი­ტი­კის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბი.

გა­მო­ი­წე­რეთ პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პო­ლი­ტი­კა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

როგორ ეხმაურებიან სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას "ნაციონალები" და მათი მხარდამჭერები - FB-პოსტები

როგორ ეხმაურებიან სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას "ნაციონალები" და მათი მხარდამჭერები - FB-პოსტები

ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ გამოსცა. სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ამ ფაქტს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და ცნობილი მხარდამჭერები ეხმაურებიან:

ნუგზარ წიკლაური:

მარგველაშვილი - უღირსებო კაცი.

ეკა ხერხეულიძე:

ბავშვებო, რადგან მეორე პრეზიდენტმა მისგანვე დევნილ საქართველოს პირველ პრეზიდენტს სამშობლოში ადგილი არ დაუტოვა, მესამე პრეზიდენტმა მიიღო პირველი პრეზიდენტის ნეშთი სამშობლოში.

მეოთხემ მესამეს მოქალაქეობა ჩამოართვა.

"მეხუთეს" თქვენ რიგებში ვეძებ, მეოთხეს შესარცხვენად!..

მომავალში დაწერილი ისტორიის ის თავი მაინტერესებს, სადაც ჟამთააღმწერელი უამბობს თაობებს, თუ როგორ მოახვია სახელმწიფოებრიობა ჩვენს ქვეყანას, გვარად ქართველმა, უკრაინის მოქალაქემ

ნიკა გვარამია:

ზედმეტია ლაპარაკი იმაზე, რომ სააკაშვილს შეცდომები ქონდა - ცხადია, ქონდა და ბევრი.

ზედმეტია ლაპარაკი იმაზე, რომ სააკაშვილს მიღწევები ქონდა - ცხადია ქონდა, და შეცდომებზე ბევრად მეტი.

მთავარია, რომ საქართველოს ისტორიაში, დიახ, მთელ ისტორიაში, სააკაშვილი ყველაზე მასშტაბური და გავლენიანი ქართველი პოლიტიკოსია და თანამედროვე ევროატლანტიკური საქართველოს მთავარი დამფუძნებელი მამა.

გინდა წაართვით მოქალაქეობა, გინდა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეთ, თქვენი მასშტაბი მასთან შედარებით მილიმეტრია კილომეტრთან.

ნიკა რურუა:

პრეზიდენტ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა სამარცხვინო და არაკეთილგონივრული ქმედებაა ხელისუფლების მხრიდან.

იმის ფონზე, როცა ედუარდ შევარდნაძე სიკვდილამდე არანაირი სამართლებრივი შევიწროვების ობიექტი არ გამხდარა - რაც პრეცედენტის შესაქმნელად, რომ ძალაუფლების დათმობა არ უდრის ყველაფრის დაკარგვას - სწორი იყო, მიხეილ სააკაშვილის ამგვარი დევნა ძალიან უსამართლოა და მავნებლური.

"ოცნება" ხელახლა ნერგავს რეალობას, რომ ძალაუფლების დაკარგვა კატასტროფაა, რაც ხელისუფლების მშვიდობიან ცვლას საფრთხეს უქმნის. ამ რეალობით დამფრთხარი მომავალი თუ დღევანდელი ხელისუფალი ყველანაირ უკანონობას მოიმოქმედებს, რომ ძალაუფლება არ დაკარგოს. ეს კი დიდი არეულობების და უფრო მეტი ეკონომიკური სიდუხჭირის უებარი რეცეპტია.

სერგი კაპანაძე:

სუფთა იურიდიულად მაინტერესებს რა განსხვავებაა სააკაშვილისთვის 2015 წელს მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზებს და 2012 წელს ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას შორის? შეგიძლიათ ვინმემ ამიხსნათ? კვალიფიციურად და წყნარად? მადლობა!

მარიამ საჯაია:

მოკლედ, კონკრეტულად:

არ მესმის და არასდროს გავიგებ იმ ხალხისას ვინც მოქალაქეობას ართმევს იმ ადამიანს, ვისაც დანარჩენი ცივილიზებული სამყარო მიიჩნევს ამ სახელმწიფოს "ვაშინგტონად".

სამარცხვინო ასოებია ქვეყნის ისტორიაში, რომ სახელმწიფოს founding father არის დევნილობაში და ართმევენ მოქალაქეობას.

ვინც ახლა რადიკალ-მარგინალად შემრაცხავთ, მანამდე გონება გაითავისუფლეთ დაუნახაობის და სიბნელის სენისგან. მერე მშვიდად დაიძინეთ.

P.S. ახლა დებატებისთვის არ მცალია. ხვალ დიდი დღეა

თამარ ჩერგოლეიშვილი:

გამიხარდებოდა, ემოციების ფრქვევისას ადამიანები საღ აზრს რომ არ კარგავდნენ ხოლმე:

1. მიხეილ სააკაშვილმა, ისევე როგორც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა, კონსტიტუციის მოთხოვნის შესაბამისად დაკარგა მოქალაქეობა.

პრეზიდენტმა კონსტიტუციის მოთხოვნა შეასრულა და ამისთვის მისი გინება "არამია"!

2. პრეზიდენტს თავისუფლად შეეძლო ამ ნაბიჯის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილისთვის ორმაგი მოქალაქეობა შეეთავზებინა და კლასი ეჩვენებინა (მითუმეტეს, რომ სააკაშვილი არ დათანხმდებოდა - არც უკრაინაშია დაშვებული ორმაგი მოქალაქეობა), მაგრამ he has no class. We know that.

ნაცვლად ამისა, პრეზიდენტმა კონსტიტუციით ნაკარნახევ ნაბიჯს, პირადი სიძულვილით ნაკარნახევი ისეთი ბანძი ტექსტი მოაყოლა - მისი გინება "ალალია"!

ნანუკა ჟორჟოლიანი:

ეს არის ის პრეზიდენტი, რომელმაც უახლეს ისტორიაში ამ ქვეყნისთვის, ყველაზე მეტის გაკეთება შესძლო. დანგრეული ქვეყანა ააშენა.

მოქალაქეობას მას ისტორია (დრო) დაუბრუნებს. მთავარია თქვენ სად იქნებით მაგ ისტორიის ფურცლებზე:)

მაგარი ბანძები ხართ. ესაა ჩემი კომენტარი:)

იხილეთ ასევე: ბატონო მიხეილ, როგორ წაგართმევდა მარგველაშვილი იმას, რაც არ გაქვთ, ანუ რას ნიშნავს "გიჟი" "ნაციონალების" ენაზე?

თინა ხიდაშელი - მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ გამოხატა იმით, რომ უარი თქვა მოქალაქეობაზე

სააკაშვილი - მათ შეუძლიათ წაიღონ ჩემი პასპორტი, მაგრამ ვერავინ წამართმევს ქართველობას

მარგველაშვილი - სააკაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტს, ისე ქვეყანას

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს