პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკის ყოფილი ელჩი ნატო-ში ალიანსში საქართველოს გაწევრიანების შესახებ
ამერიკის ყოფილი ელჩი ნატო-ში ალიანსში საქართველოს გაწევრიანების შესახებ

ამე­რი­კის ყო­ფი­ლი ელჩი ნატო-ში კურტ ვოლ­კე­რი სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცე­სის დაჩ­ქა­რე­ბას არ ელო­დე­ბა. რო­გორც კურტ ვოლ­კერ­მა "ამე­რი­კის ხმის" ქარ­თულ რე­დაქ­ცი­ას­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლოს ვი­თა­რე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლია, მას ნატო-სთან პირ­და­პი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ვი­თა­რე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლია, მას ნატო-სთან პირ­და­პი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს, მას აქვს ყო­ველ­წლი­უ­რი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, მას არ აქვს MAP-ი მაგ­რამ აქვს მისი ექ­ვი­ვა­ლენ­ტი - ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს კო­მი­სია. ამ ეტაპ­ზე ვერ ვხე­დავ ნატო-ს გან­სა­კუთ­რე­ბულ აქ­ტი­უ­რო­ბას, სა­ქარ­თვე­ლო­საც ჰქონ­და მცი­რე­დი უკუს­ვლა დე­მოკ­რა­ტი­ის კუ­თხით. ამავდრო­უ­ლად ნატო-ს ძა­ლი­ან აშ­ფო­თებს რუ­სე­თი, ჩვენ ვხე­დავთ "გა­უ­ყი­ნავ" კონ­ფლიქ­ტებს. ამ ეტაპ­ზე ვერ ვხე­დავ ალი­ან­სის წევ­რო­ბის ან MAP-ის პრო­ცე­სის დაჩ­ქა­რე­ბას", - გა­ნა­ცხა­და ვოლ­კერ­მა.

კი­თხვა­ზე - ელო­დე­ბა თუ არა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მხარს და­უ­ჭე­რენ საფ­რან­გე­თი და გერ­მა­ნია, რომ­ლე­ბიც ამ სა­კი­თხი­სად­მი კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბით არი­ან ცნო­ბილ­ნი, ვოლ­კე­რი პა­სუ­ხობს, რომ ეს ბევრ რა­მე­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

"ეს კონ­ტექ­სტზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. საფ­რან­გე­თის და გერ­მა­ნი­ის უარი გა­რე­მო­ე­ბე­ბის მი­ხედ­ვით შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს, ამა­ზე გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა, პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის ნაკ­ლე­ბო­ბა, თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დია, მთავ­რო­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის უფრო მო­წი­ფუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, რა­შიც ამ­ჟა­მად ვფიქ­რობ, ორი­ვე მხა­რე დამ­ნა­შა­ვეა. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც ახლა ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რობს, რა თქმა უნდა, არი­ან ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ასე ვთქვათ "რუ­სე­თის პრო­ვო­ცი­რე­ბა" არ სურთ. ეს წარ­მოდ­გე­ნა შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს იმის მი­ხედ­ვით, თუ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და რო­გორ მო­იქ­ცე­ვა რუ­სე­თი", - აცხა­დებს ვოლ­კე­რი.

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ვოლ­კე­რი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში მიწ­ვე­ვას არ ელო­დე­ბა, მას მი­აჩ­ნია, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ატ­ლან­ტი­კურ მიზ­ნებ­თან ალი­ანსთან მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და­ა­ახ­ლო­ებს.

გა­მოგ­ვყე­ვით, რომ არ გა­მო­ტო­ვოთ პო­ლი­ტი­კის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბი.

გა­მო­ი­წე­რეთ პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პო­ლი­ტი­კა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ამერიკის ყოფილი ელჩი ნატო-ში ალიანსში საქართველოს გაწევრიანების შესახებ

ამერიკის ყოფილი ელჩი ნატო-ში ალიანსში საქართველოს გაწევრიანების შესახებ

ამერიკის ყოფილი ელჩი ნატო-ში კურტ ვოლკერი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას არ ელოდება. როგორც კურტ ვოლკერმა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა, საქართველოს ვითარება გამორჩეულია, მას ნატო-სთან პირდაპირი ურთიერთობა აქვს.

"საქართველოს ვითარება გამორჩეულია, მას ნატო-სთან პირდაპირი ურთიერთობა აქვს, მას აქვს ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, მას არ აქვს MAP-ი მაგრამ აქვს მისი ექვივალენტი - ნატო-საქართველოს კომისია. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ნატო-ს განსაკუთრებულ აქტიურობას, საქართველოსაც ჰქონდა მცირედი უკუსვლა დემოკრატიის კუთხით. ამავდროულად ნატო-ს ძალიან აშფოთებს რუსეთი, ჩვენ ვხედავთ "გაუყინავ" კონფლიქტებს. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ალიანსის წევრობის ან MAP-ის პროცესის დაჩქარებას", - განაცხადა ვოლკერმა.

კითხვაზე - ელოდება თუ არა, რომ საქართველოს მხარს დაუჭერენ საფრანგეთი და გერმანია, რომლებიც ამ საკითხისადმი კრიტიკულად განწყობით არიან ცნობილნი, ვოლკერი პასუხობს, რომ ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული.

"ეს კონტექსტზეა დამოკიდებული. საფრანგეთის და გერმანიის უარი გარემოებების მიხედვით შეიძლება შეიცვალოს, ამაზე გავლენას იქონიებს საქართველოში სამართლიანი სასამართლო სისტემა, პოლიტიკური დევნის ნაკლებობა, თავისუფალი მედია, მთავრობასა და ოპოზიციას შორის უფრო მოწიფული ურთიერთობა, რაშიც ამჟამად ვფიქრობ, ორივე მხარე დამნაშავეა. ასევე მნიშვნელოვანი იქნება რუსეთთან ურთიერთობა, რომელიც ახლა ძალიან აქტიურობს, რა თქმა უნდა, არიან ქვეყნები, რომლებსაც ასე ვთქვათ "რუსეთის პროვოცირება" არ სურთ. ეს წარმოდგენა შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში და როგორ მოიქცევა რუსეთი", - აცხადებს ვოლკერი.

იმის მიუხედავად, რომ ვოლკერი უახლოეს მომავალში საქართველოს ნატო-ში მიწვევას არ ელოდება, მას მიაჩნია, რომ საბოლოო ჯამში, საქართველოს ატლანტიკურ მიზნებთან ალიანსთან მჭიდრო თანამშრომლობა დააახლოებს.

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა