პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის სატანა დასავლეთში, რუსეთში, არაბულ სამყაროსა და საქართველოში - კოკო გამსახურდია
რა არის სატანა დასავლეთში, რუსეთში, არაბულ სამყაროსა და საქართველოში - კოკო გამსახურდია

კოკო გამ­სა­ხურ­დია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სა­ტა­ნის შე­სა­ხებ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"სა­ტა­ნის შე­სა­ხებ - მარ­თა­ლია პო­ე­ზი­ა­სა და ღვთის­მე­ტყვე­ლე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, მისი არ­სე­ბა მოკ­ლე­აო, მაგ­რამ მა­ინც მო­მინ­და მას­ზე და­წე­რა მას შემ­დეგ, რაც დღეს მო­ვის­მი­ნე: ექ­ვსმა ბავ­შვმა, ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს წევ­რებ­მა სა­კუ­თა­რი ხე­ლით დახ­ვრი­ტეს სი­რი­ე­ლი ტყვე­ე­ბი. ამ ბავ­შვებ­მა მა­ნამ­დე მო­ი­გეს შე­ჯიბ­რი ის­ლა­მუ­რი რე­ლი­გი­ის და შა­რი­ა­თის ცოდ­ნა­ში. იქვე კო­მენ­ტარ­ში დას­ძი­ნეს, ISIS-თვის სი­რი­ე­ლის დახ­ვრე­ტა უდი­დეს პა­ტი­ვად და სი­ა­მოვ­ნე­ბად ით­ვლე­ბაო.

მოკ­ლედ, ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ შეგ­ზი­ზღდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი: სამ­ყა­როს და­ბა­დე­ბაც, რე­ლი­გი­აც, "საღვთო" წიგ­ნე­ბიც, ის­ტო­რი­აც, სი­ცო­ცხლეც. თით­ქოს რე­ა­ლუ­რად გან­ჭვრე­ტა­დი ხდე­ბა სა­ტა­ნის არ­სე­ბო­ბა და სი­ახ­ლო­ვე. იგი მსოფ­ლი­ო­ში ყველ­გა­ნაა, თა­ვი­სი მა­ხინ­ჯი და შემ­ზა­რა­ვი ჰი­პოს­ტა­სუ­რო­ბე­ბით:

და­სავ­ლეთ­ში: რო­გორც თა­ვა­დი გულ­გრი­ლო­ბი­სა, ოპორ­ტუ­ნიზ­მი­სა, კე­თილ­დღე­ო­ბით მოყირ­ჭე­ბი­სა: წამ­ქე­ზე­ბე­ლი პრაგ­მა­ტიზ­მის, რომ­ლის წი­ნაც იყო შიშ­ვე­ლი პრაგ­მა­ტიზ­მი და ის სა­მო­მავ­ლოდ ისევ პრაგ­მა­ტიზ­მში გა­და­ვა, რო­გორც ერ­თა­დერთ ლე­გი­ტი­მურ მი­ზან­ში.

რუ­სეთ­ში: რო­გორც აბ­სურ­დის, სი­გი­ჟის, აგ­რე­სი­უ­ლო­ბის, კრი­მი­ნა­ლო­ბის, სხვის ხარ­ჯზე მა­ნი­ა­კა­ლუ­რი გა­ფარ­თო­ე­ბის არ­ქონ­ტი.

არა­ბულ სამ­ყა­რო­ში: რო­გორც პერ­მა­ნენ­ტუ­ლი სიც­რუ­ის სამ­ყა­რო­ში დარ­ჩე­ნის, რე­ლი­გი­ის გა­ფა­რი­სევ­ლუ­რო­ბის, ორ­მა­გი და მეტ­მა­გი სტან­დარ­ტე­ბის ავ­ტო­რი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც ამ სა­კი­თხებ­ში დი­დად არ ქმნის ამინდს, მაგ­რამ მა­ინც: რო­გორც ცრუ იმე­დე­ბის, თვი­თტ­კბო­ბის, უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის, მუდ­მი­ვად მო­სა­ჭი­დე­ბე­ლი ხავ­სის ძი­ე­ბის, ან­ტი­პო­ლი­ტი­კუ­რო­ბის (რა­საც რა­ტომ­ღაც პო­ლი­ტი­კუ­რო­ბად რა­ცხა­ვენ) და ინ­ფან­ტი­ლიზ­მის შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი.

გოგი და მა­გო­გი იმ კა­ცობ­რი­ო­ბის სა­ხე­ლია, რო­მელ­საც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბა წა­არ­თვეს.

მოგ­ვხე­დე მაღ­ლით ღმერ­თო, შენი აღ­თქმით და და­ნა­პი­რე­ბით".

რა არის სატანა დასავლეთში, რუსეთში, არაბულ სამყაროსა და საქართველოში - კოკო გამსახურდია

რა არის სატანა დასავლეთში, რუსეთში, არაბულ სამყაროსა და საქართველოში - კოკო გამსახურდია

კოკო გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე სატანის შესახებ პოსტს აქვეყნებს:

"სატანის შესახებ - მართალია პოეზიასა და ღვთისმეტყველებაში ნათქვამია, მისი არსება მოკლეაო, მაგრამ მაინც მომინდა მასზე დაწერა მას შემდეგ, რაც დღეს მოვისმინე: ექვსმა ბავშვმა, ისლამური სახელმწიფოს წევრებმა საკუთარი ხელით დახვრიტეს სირიელი ტყვეები. ამ ბავშვებმა მანამდე მოიგეს შეჯიბრი ისლამური რელიგიის და შარიათის ცოდნაში. იქვე კომენტარში დასძინეს, ISIS-თვის სირიელის დახვრეტა უდიდეს პატივად და სიამოვნებად ითვლებაო.

მოკლედ, ამ ყველაფრის შემდეგ შეგზიზღდება ყველაფერი: სამყაროს დაბადებაც, რელიგიაც, "საღვთო" წიგნებიც, ისტორიაც, სიცოცხლეც. თითქოს რეალურად განჭვრეტადი ხდება სატანის არსებობა და სიახლოვე. იგი მსოფლიოში ყველგანაა, თავისი მახინჯი და შემზარავი ჰიპოსტასურობებით:

დასავლეთში: როგორც თავადი გულგრილობისა, ოპორტუნიზმისა, კეთილდღეობით მოყირჭებისა: წამქეზებელი პრაგმატიზმის, რომლის წინაც იყო შიშველი პრაგმატიზმი და ის სამომავლოდ ისევ პრაგმატიზმში გადავა, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ მიზანში.

რუსეთში: როგორც აბსურდის, სიგიჟის, აგრესიულობის, კრიმინალობის, სხვის ხარჯზე მანიაკალური გაფართოების არქონტი.

არაბულ სამყაროში: როგორც პერმანენტული სიცრუის სამყაროში დარჩენის, რელიგიის გაფარისევლურობის, ორმაგი და მეტმაგი სტანდარტების ავტორი.

საქართველოში, რომელიც ამ საკითხებში დიდად არ ქმნის ამინდს, მაგრამ მაინც: როგორც ცრუ იმედების, თვითტკბობის, უპასუხისმგებლობის, მუდმივად მოსაჭიდებელი ხავსის ძიების, ანტიპოლიტიკურობის (რასაც რატომღაც პოლიტიკურობად რაცხავენ) და ინფანტილიზმის შთამაგონებელი.

გოგი და მაგოგი იმ კაცობრიობის სახელია, რომელსაც ინდივიდუალობა წაართვეს.

მოგვხედე მაღლით ღმერთო, შენი აღთქმით და დანაპირებით".

სამი დიდი ქართველი ერთ ფოტოზე - კოკო გამსახურდია უნიკალურ ფოტოს აქვეყნებს

"ჩემი ცხოვრება დამთავრებული იყო. სიცოცხლეს შვილებისთვის ვაგრძელებდი... ის კი ისე ლამაზად მიხატავდა ყველაფერს, რაც მძულდა" - რას იხსენებს ნანუკა ჟორჟოლიანი და რას წერს საკუთარ იუბილეზე

"10 წელი კი გასულა" - რა ფოტოებს აქვეყნებს ელენე ხოშტარია ქორწინების იუბილესთან დაკავშირებით