საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველა მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ავტომფლობელებმა უნდა გაითვალისწინონ: შსს-ს დამატებითი განმარტებები
ყველა მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ავტომფლობელებმა უნდა გაითვალისწინონ: შსს-ს დამატებითი განმარტებები

"ჩემი მარ­ჯვე­ნა სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლი ია­პო­ნი­ი­დან ჩა­მომ­ყავს, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რაა, რაც გზა­შია და რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ვა შე­იძ­ლე­ბა, რომ ვერ გან­ვა­ბა­ჟო?", - თუ ამ კი­თხვის ავ­ტო­რი შენ არ ხარ, მაგ­რამ მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდი, მა­შინ გე­ტყვით, რომ მსგავ­სი საფრ­თხე ჯერ­ჯე­რო­ბით არ გე­მუქ­რე­ბათ. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ახა­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა ჯერ პარ­ლა­მენტს არ და­უ­წყია, თუმ­ცა მთავ­რო­ბამ შსს-ს ინი­ცი­ა­ტი­ვა მო­ი­წო­ნა.

მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის აკ­რძალ­ვა ერ­თა­დერ­თი ცვლი­ლე­ბა არ იქ­ნე­ბა, რა­საც შსს-ს ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტი გუ­ლის­ხმობს.

რა ცვლი­ლე­ბებს გეგ­მა­ვენ შსს-ში და რე­ა­ლუ­რად, რას ემ­სა­ხუ­რე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, AMBEBI.GE ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს, შალ­ვა ხუ­ციშ­ვილს ესა­უბ­რა.

- ბა­ტო­ნო შალ­ვა, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, რა ბედი ელით მო­ქა­ლა­ქე­ებს, ვინც მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ში­ძი­ნეს და ახლა ელო­დე­ბი­ან მათ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტრან­სპორ­ტი­რე­ბას, შეძ­ლე­ბენ თუ არა ისი­ნი მან­ქა­ნე­ბის გან­ბა­ჟე­ბას?

- კა­ნო­ნის მი­ღე­ბი­დან და ამოქ­მე­დე­ბი­დან სამ­თვი­ა­ნი გო­ნივ­რუ­ლი ვადა იქ­ნე­ბა, მათ­თვის, ვინც ავ­ტო­მო­ბილს ელო­დე­ბა, ვი­საც გა­მო­წე­რი­ლი აქვს ან ვინც უკ­ვე­თავს მან­ქა­ნას, რო­მე­ლიც მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნია. სწო­რედ 3-თვი­ა­ნი გო­ნივ­რუ­ლი ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ შევა ეს კა­ნო­ნი ძა­ლა­ში, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, რა თქმა უნდა.

- ვის­თან გა­მარ­თეთ შეხ­ვედ­რე­ბი და თუ გქონ­დათ სა­უ­ბა­რი პრო­ექ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბამ­დე დი­ლე­რებ­თან?

- რაც შე­ე­ხე­ბა დი­ლე­რებ­თან შეხ­ვედ­რას, ჩვენ არ გვქო­ნია შეხ­ვედ­რა მათ­თან, რად­გან ბა­ზარ­ზე არ გვინ­დო­და რა­ი­მე ზე­გავ­ლე­ნა მოგ­ვეხ­დი­ნა. მა­ნამ­დე შეხ­ვედ­რე­ბი მხო­ლოდ ექ­სპერ­ტებ­თან გვქონ­და და მათი შე­ფა­სე­ბე­ბი მო­ვის­მი­ნეთ.

რე­ა­ლუ­რად, ჩვე­ნი ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა გა­მოწ­ვე­უ­ლია იმით, რომ წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდი­ლია მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ასე­ვე გაზ­რდი­ლია თა­ნა­ფარ­დო­ბა მარ­ცხე­ნა­სა­ჭი­ან მან­ქა­ნებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

წინა წლებ­ში, მა­გა­ლი­თად, ყო­ველ 100 000 მან­ქა­ნა­ზე მო­დი­ო­და 12-15 000 მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლი, რაც გარ­კვე­ულ­წი­ლად, და­საშ­ვე­ბი ბა­ლან­სია. დღე­ის­თვის ეს ციფ­რი გაზ­რდი­ლია იმ­პორ­ტის 40 პრო­ცენ­ტამ­დე. გარ­და ამი­სა, ავ­ტო­პარკს ძვე­ლი მან­ქა­ნე­ბი რაც აკ­ლდე­ბა, ეს არის ძი­რი­თა­დად მარ­ცხე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი, ეს კი­დევ უფრო ზრდის მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის პრო­ცენ­ტულ მაჩ­ვე­ნე­ბელს.

ეს ყვე­ლა­ფე­რი იქით­კენ მი­დის, რომ ჩვენ უნდა გა­დავ­წყვი­ტოთ, რო­გო­რი იქ­ნე­ბა გან­ვი­თა­რე­ბა ჩვე­ნი მოძ­რა­ო­ბის სის­ტე­მის. მთე­ლი ქვე­ყა­ნა, გზე­ბი, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა მო­წყო­ბი­ლია მარ­ცხე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის. მსოფ­ლი­ო­ში არ არის არ­ცერ­თი შემ­დგა­რი სა­ხელ­მწი­ფო, სა­დაც 50-50-ზეა მარ­ცხე­ნა და მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რი­ცხვი.

თუ ჩვენ ახლა არ მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი იყოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა, მა­შინ 7 წე­ლი­წად­ში მთავ­რო­ბას მო­უ­წევს ზრუნ­ვა, რომ ერთ დღეს გა­მო­ვიდ­ნენ მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი, ხოლო მე­ო­რე დღეს მარ­ცხე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი.

იმი­სათ­ვის, რომ პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად ექ­სპერ­ტებ­თან შეხ­ვედ­რა მხო­ლოდ შეხ­ვედ­რად არ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, გა­დავ­წყვი­ტეთ, მთავ­რო­ბი­სათ­ვის მიგ­ვე­მარ­თა ინი­ცი­ა­ტი­ვით და და­წყე­ბუ­ლი­ყო მსჯე­ლო­ბა ამ სა­კი­თხზე უკვე კა­ნონპ­რო­ექ­ტის ფორ­მატ­ში.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლია და ცვლი­ლე­ბე­ბი სწო­რედ სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის ხორ­ცი­ელ­დე­ბა. თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­თან­ხმდე­ბა, რომ ჩვენ­თვის ეს მი­სა­ღე­ბია და ეს ასე უნდა დარ­ჩეს, მა­შინ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­და­სა­წყვე­ტია და პარ­ლა­მენ­ტი მი­ი­ღებს შე­სა­ბა­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. თუმ­ცა თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა მხარს ცვლი­ლე­ბებს და­უ­ჭერს, ეს იქ­ნე­ბა პრობ­ლე­მის წი­ნას­წარ გა­და­წყვე­ტა.

არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ავ­კრძა­ლოთ მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი. მა­გა­ლი­თად, წყნა­რი ოკე­ა­ნის რამ­დე­ნი­მე სა­ხელ­მწი­ფოს და­უდ­გა მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცია. ია­პო­ნი­ის იაფ­მა ბა­ზარ­მა შექ­მნა სუ­რა­თი, რომ მარ­ცხე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­პარ­კი სრუ­ლად გა­და­იყ­ვა­ნა მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ან­ზე.

- აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი და შე­საძ­ლო შე­ზღუდ­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ავ­ტო­პარ­კის "და­ბე­რე­ბას" ხომ არ გა­მო­იწ­ვევს, რად­გა­ნაც ია­პო­ნუ­რი მან­ქა­ნე­ბის შე­მოყ­ვა­ნა ხდე­ბო­და ია­ფად და შე­და­რე­ბით ახა­ლი შე­მო­დი­ო­და, ხოლო ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ მო­სახ­ლე­ო­ბას შე­საძ­ლოა მან­ქა­ნის წლო­ვა­ნე­ბის გაზ­რდა მო­უ­წი­ოს, რათა შე­ზღუ­დულ თან­ხა­ში ჩა­ე­ტი­ოს...

- ჩვენ პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში ვცდი­ლობთ, რომ გა­ვა­ი­ა­ფოთ ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გან­ბა­ჟე­ბა. ვინც დღეს 3 000 დო­ლარს იხ­დის ია­პო­ნურ ავ­ტო­მო­ბილ­ში და ამ თან­ხა­ში ყვე­ლა­ფე­რი შე­დის, ამ კა­ტე­გო­რი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლი ალ­ბათ ვე­ღარ შე­ი­ძენს მან­ქა­ნას, იმი­ტომ რომ, თუ მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი აიკ­რძა­ლე­ბა, იაფ მან­ქა­ნა­ზე ჩა­ი­კე­ტე­ბა მო­თხოვ­ნა. მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, ეს გან­ტვირ­თავს გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში მოძ­რა­ო­ბას - ამ­დე­ნი მან­ქა­ნა აღარ იმოძ­რა­ვებს და იმ ხალ­ხს, ვი­საც ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ძე­ნა მა­ინც სურს, სა­ხელ­მწი­ფო მის­ცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ, მა­გა­ლი­თად, ია­პო­ნუ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლის ნაც­ვლად გან­ბა­ჟე­ბა­ში და­ზო­გონ თან­ხე­ბი და უფრო უკე­თე­სი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ი­ძი­ნონ.

გარ­და ამი­სა, გა­ი­აფ­დე­ბა მო­ტო­ციკ­ლე­ბი­სა და მო­პე­დე­ბის გან­ბა­ჟე­ბა, რათა სტუ­დენ­ტის­თვის შე­საძ­ლე­ბე­ლი იყოს, ევ­რო­პის მსგავ­სად, მათი შე­ძე­ნა ავ­ტო­მო­ბი­ლის ნაც­ვლად.

- სი­ახ­ლეა ასე­ვე უკონ­ტაქ­ტო პო­ლი­ცია და მარ­თვის მოწ­მო­ბის ქუ­ლე­ბი­ა­ნი სის­ტე­მა. ხომ არ მო­ახ­დენს უკონ­ტაქ­ტო პო­ლი­ცი­ის მიერ გა­მო­წე­რი­ლი ჯა­რი­მა ან ვი­დეო ჯა­რი­მა მარ­თვის მოწ­მო­ბის ქუ­ლებ­ზე გავ­ლე­ნას?

- ქუ­ლე­ბის სის­ტე­მა არ ვრცელ­დე­ბა ვი­დეო ჯა­რი­მებ­ზე. ქუ­ლე­ბი ვრცელ­დე­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვებ­ზე, რო­დე­საც მო­დის პო­ლი­ცი­ე­ლი, ახ­დენს ადა­მი­ა­ნის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას და აჯა­რი­მებს.

უკონ­ტაქ­ტო პო­ლი­ცია გუ­ლის­ხმობს, რომ კა­მე­რა, რო­მე­ლიც არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი შუქ­ნი­შან­თან და აფიქ­სი­რებს დარ­ღვე­ვას, მო­ვი­დეს მოძ­რა­ო­ბა­ში. ეს არ არის არც ჩა­საფ­რე­ბა, არც თვალ­თვა­ლი. იქ­ნე­ბა წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრუ­ლი გრა­ფი­კი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ შსს-ს ეცო­დი­ნე­ბა. არ ექ­ნე­ბა მძღოლს თვით­ნე­ბო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სა­დაც უნდა იქ გა­ი­ა­როს, და ვი­საც უნდა გა­მო­ე­კი­დოს და გა­და­უ­ღოს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ლი­ცია არა­ვის ჩა­წე­რას არ ახორ­ცი­ე­ლებს, არა­მედ ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში უყუ­რებს გზა­ზე მოძ­რა­ო­ბას. თუ და­ფიქ­სირ­და დარ­ღვე­ვა, ამის შემ­დეგ ხდე­ბა გა­და­ღე­ბა და შსს-ს ვებგ­ვერ­დზე ატ­ვირ­თვა, რო­გორც დღეს ეს არის ვი­დეო ჯა­რი­მის შემ­თხვე­ვა­ში. სწო­რედ ამი­ტომ ქვია მას უკონ­ტაქ­ტო პო­ლი­ცია და ჩვენ ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი გა­ვა­კე­თეთ ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზე.

შემ­დგომ­ში იგეგ­მე­ბა ეს პროგ­რა­მა გა­ფარ­თოვ­დეს - მო­ქა­ლა­ქე­ებს, რო­მელ­თაც ვი­დე­ო­რე­გის­ტრა­ტო­რი აქვთ და იღე­ბენ დარ­ღვე­ვებს, და თუკი მი­აწ­ვდი­ან ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, მო­ქა­ლა­ქე­თა ჩარ­თვაც მოხ­დეს ამ პრო­ცეს­ში.

- რამ­დე­ნად მზად არის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია სი­ახ­ლე­ე­ბის­თვის - თუნ­დაც, მარ­თვის მოწ­მო­ბის ქუ­ლე­ბის სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით თუ ჩა­უ­ტარ­დე­ბათ მათ ტრე­ნინ­გი?

- ქუ­ლე­ბის სის­ტე­მა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას­თან არა­ფერ კავ­შირ­ში არ არის. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია რო­გორც მუ­შა­ობს დღეს, ისე­ვე გა­აგ­რძლებს მუ­შა­ო­ბას. მისი გა­და­სა­წყვე­ტი არ იქ­ნე­ბა, მო­ქა­ლა­ქეს ქულა უნდა გა­მო­აკ­ლდეს თუ არა. უბ­რა­ლოდ ჯა­რი­მა, რო­მე­ლიც გა­მო­ი­წე­რე­ბა, ის ეგ­ზავ­ნე­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს. მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო პორგრა­მუ­ლად წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრულ ქუ­ლებს ჩა­მო­აკ­ლებს. ეს არ არის ადა­მი­ა­ნებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ჩა­მოკ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მო­ქა­ლა­ქეს მი­უ­ვა მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა, იმის შე­სა­ხებ, რომ მას მარ­თვის მოწ­მო­ბა­ზე ქუ­ლე­ბი ჩა­მო­აკ­ლდა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქუ­ლე­ბის სის­ტე­მა უკვე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია, თუმ­ცა მცი­რე­დით და­სახ­ვე­წია და რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტში გან­ხილ­ვა და­ი­წყე­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ჯა­რო გახ­დე­ბა.

ჩვენ არ ვა­კე­თებთ მკაცრ რე­გუ­ლა­ცი­ებს, ანუ არ ვზრდით ჯა­რი­მებს და ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბი არა­ვის ემუქ­რე­ბა. პი­რი­ქით, ეს ცვლი­ლე­ბე­ბი არის იქით­კენ მი­მარ­თუ­ლი, რომ საგ­ზაო წე­სე­ბის დაც­ვა ადა­მი­ანს სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა თუ სტა­ტუ­სის მი­ხედ­ვით არ მო­ე­თხო­ვე­ბო­დეს.

ჯონი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

გა­მოგ­ვყე­ვით, თუ და­ინ­ტრე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია.

გა­მო­ი­წე­რეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/სა­ზო­გა­დო­ე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ყველა მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ავტომფლობელებმა უნდა გაითვალისწინონ: შსს-ს დამატებითი განმარტებები

ყველა მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ავტომფლობელებმა უნდა გაითვალისწინონ: შსს-ს დამატებითი განმარტებები

"ჩემი მარჯვენა საჭიანი ავტომობილი იაპონიიდან ჩამომყავს, დაახლოებით ერთი კვირაა, რაც გზაშია და როდესაც საქართველოში შემოვა შეიძლება, რომ ვერ განვაბაჟო?", - თუ ამ კითხვის ავტორი შენ არ ხარ, მაგრამ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდი, მაშინ გეტყვით, რომ მსგავსი საფრთხე ჯერჯერობით არ გემუქრებათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი კანონპროექტის განხილვა ჯერ პარლამენტს არ დაუწყია, თუმცა მთავრობამ შსს-ს ინიციატივა მოიწონა.

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვა ერთადერთი ცვლილება არ იქნება, რასაც შსს-ს ცვლილებათა პაკეტი გულისხმობს.

რა ცვლილებებს გეგმავენ შსს-ში და რეალურად, რას ემსახურება აღნიშნული ცვლილებები, AMBEBI.GE შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, შალვა ხუციშვილს ესაუბრა.

- ბატონო შალვა, პირველ ყოვლისა, რა ბედი ელით მოქალაქეებს, ვინც მარჯვენასაჭიანი ავტომობილები შიძინეს და ახლა ელოდებიან მათ საქართველოში ტრანსპორტირებას, შეძლებენ თუ არა ისინი მანქანების განბაჟებას?

- კანონის მიღებიდან და ამოქმედებიდან სამთვიანი გონივრული ვადა იქნება, მათთვის, ვინც ავტომობილს ელოდება, ვისაც გამოწერილი აქვს ან ვინც უკვეთავს მანქანას, რომელიც მარჯვენასაჭიანია. სწორედ 3-თვიანი გონივრული ვადის ამოწურვის შემდეგ შევა ეს კანონი ძალაში, იმ შემთხვევაში, თუ იქნება მიღებული, რა თქმა უნდა.

- ვისთან გამართეთ შეხვედრები და თუ გქონდათ საუბარი პროექტის შემუშავებამდე დილერებთან?

- რაც შეეხება დილერებთან შეხვედრას, ჩვენ არ გვქონია შეხვედრა მათთან, რადგან ბაზარზე არ გვინდოდა რაიმე ზეგავლენა მოგვეხდინა. მანამდე შეხვედრები მხოლოდ ექსპერტებთან გვქონდა და მათი შეფასებები მოვისმინეთ.

რეალურად, ჩვენი ეს ინიციატივა გამოწვეულია იმით, რომ წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია მარჯვენასაჭიანი იმპორტირებული მანქანების რაოდენობა. ასევე გაზრდილია თანაფარდობა მარცხენასაჭიან მანქანებთან მიმართებაში.

წინა წლებში, მაგალითად, ყოველ 100 000 მანქანაზე მოდიოდა 12-15 000 მარჯვენასაჭიანი ავტომობილი, რაც გარკვეულწილად, დასაშვები ბალანსია. დღეისთვის ეს ციფრი გაზრდილია იმპორტის 40 პროცენტამდე. გარდა ამისა, ავტოპარკს ძველი მანქანები რაც აკლდება, ეს არის ძირითადად მარცხენასაჭიანი ავტომანქანები, ეს კიდევ უფრო ზრდის მარჯვენასაჭიანი ავტომობილების პროცენტულ მაჩვენებელს.

ეს ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორი იქნება განვითარება ჩვენი მოძრაობის სისტემის. მთელი ქვეყანა, გზები, ინფრასტრუქტურა მოწყობილია მარცხენასაჭიანი ავტომობილებისთვის. მსოფლიოში არ არის არცერთი შემდგარი სახელმწიფო, სადაც 50-50-ზეა მარცხენა და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რიცხვი.

თუ ჩვენ ახლა არ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მოწესრიგებული იყოს საავტომობილო მოძრაობა, მაშინ 7 წელიწადში მთავრობას მოუწევს ზრუნვა, რომ ერთ დღეს გამოვიდნენ მარჯვენასაჭიანი, ხოლო მეორე დღეს მარცხენასაჭიანი ავტომობილები.

იმისათვის, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ექსპერტებთან შეხვედრა მხოლოდ შეხვედრად არ დარჩენილიყო, გადავწყვიტეთ, მთავრობისათვის მიგვემართა ინიციატივით და დაწყებულიყო მსჯელობა ამ საკითხზე უკვე კანონპროექტის ფორმატში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოების ნაწილია და ცვლილებები სწორედ საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებისათვის ხორციელდება. თუ საზოგადოება შეთანხმდება, რომ ჩვენთვის ეს მისაღებია და ეს ასე უნდა დარჩეს, მაშინ საზოგადოების გადასაწყვეტია და პარლამენტი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. თუმცა თუ საზოგადოება მხარს ცვლილებებს დაუჭერს, ეს იქნება პრობლემის წინასწარ გადაწყვეტა.

არ არის აუცილებელი ავკრძალოთ მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. მაგალითად, წყნარი ოკეანის რამდენიმე სახელმწიფოს დაუდგა მსგავსი სიტუაცია. იაპონიის იაფმა ბაზარმა შექმნა სურათი, რომ მარცხენასაჭიანი ავტოპარკი სრულად გადაიყვანა მარჯვენასაჭიანზე.

- აღნიშნული ცვლილებები და შესაძლო შეზღუდვა საქართველოს ავტოპარკის "დაბერებას" ხომ არ გამოიწვევს, რადგანაც იაპონური მანქანების შემოყვანა ხდებოდა იაფად და შედარებით ახალი შემოდიოდა, ხოლო ცვლილების შემდეგ მოსახლეობას შესაძლოა მანქანის წლოვანების გაზრდა მოუწიოს, რათა შეზღუდულ თანხაში ჩაეტიოს...

- ჩვენ პარალელურ რეჟიმში ვცდილობთ, რომ გავაიაფოთ ახალი ავტომობილების განბაჟება. ვინც დღეს 3 000 დოლარს იხდის იაპონურ ავტომობილში და ამ თანხაში ყველაფერი შედის, ამ კატეგორიის მოქალაქეების ნაწილი ალბათ ვეღარ შეიძენს მანქანას, იმიტომ რომ, თუ მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები აიკრძალება, იაფ მანქანაზე ჩაიკეტება მოთხოვნა. მაგრამ მეორე მხრივ, ეს განტვირთავს გრძელვადიან პერსპექტივაში მოძრაობას - ამდენი მანქანა აღარ იმოძრავებს და იმ ხალხს, ვისაც ავტომობილის შეძენა მაინც სურს, სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას, რომ, მაგალითად, იაპონური ავტომობილის ნაცვლად განბაჟებაში დაზოგონ თანხები და უფრო უკეთესი ავტომობილი შეიძინონ.

გარდა ამისა, გაიაფდება მოტოციკლებისა და მოპედების განბაჟება, რათა სტუდენტისთვის შესაძლებელი იყოს, ევროპის მსგავსად, მათი შეძენა ავტომობილის ნაცვლად.

- სიახლეა ასევე უკონტაქტო პოლიცია და მართვის მოწმობის ქულებიანი სისტემა. ხომ არ მოახდენს უკონტაქტო პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმა ან ვიდეო ჯარიმა მართვის მოწმობის ქულებზე გავლენას?

- ქულების სისტემა არ ვრცელდება ვიდეო ჯარიმებზე. ქულები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როდესაც მოდის პოლიციელი, ახდენს ადამიანის იდენტიფიცირებას და აჯარიმებს.

უკონტაქტო პოლიცია გულისხმობს, რომ კამერა, რომელიც არის დაფიქსირებული შუქნიშანთან და აფიქსირებს დარღვევას, მოვიდეს მოძრაობაში. ეს არ არის არც ჩასაფრება, არც თვალთვალი. იქნება წინასწარ განსაზღვრული გრაფიკი, რომელიც მხოლოდ შსს-ს ეცოდინება. არ ექნება მძღოლს თვითნებობის საშუალება, რომ სადაც უნდა იქ გაიაროს, და ვისაც უნდა გამოეკიდოს და გადაუღოს. აღნიშნული პოლიცია არავის ჩაწერას არ ახორციელებს, არამედ ონლაინ რეჟიმში უყურებს გზაზე მოძრაობას. თუ დაფიქსირდა დარღვევა, ამის შემდეგ ხდება გადაღება და შსს-ს ვებგვერდზე ატვირთვა, როგორც დღეს ეს არის ვიდეო ჯარიმის შემთხვევაში. სწორედ ამიტომ ქვია მას უკონტაქტო პოლიცია და ჩვენ ძირითადი აქცენტი გავაკეთეთ ტექნოლოგიაზე.

შემდგომში იგეგმება ეს პროგრამა გაფართოვდეს - მოქალაქეებს, რომელთაც ვიდეორეგისტრატორი აქვთ და იღებენ დარღვევებს, და თუკი მიაწვდიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოქალაქეთა ჩართვაც მოხდეს ამ პროცესში.

- რამდენად მზად არის საპატრულო პოლიცია სიახლეებისთვის - თუნდაც, მართვის მოწმობის ქულების სისტემასთან დაკავშირებით თუ ჩაუტარდებათ მათ ტრენინგი?

- ქულების სისტემა საპატრულო პოლიციასთან არაფერ კავშირში არ არის. საპატრულო პოლიცია როგორც მუშაობს დღეს, ისევე გააგრძლებს მუშაობას. მისი გადასაწყვეტი არ იქნება, მოქალაქეს ქულა უნდა გამოაკლდეს თუ არა. უბრალოდ ჯარიმა, რომელიც გამოიწერება, ის ეგზავნება მომსახურების სააგენტოს. მომსახურების სააგენტო პორგრამულად წინასწარ განსაზღვრულ ქულებს ჩამოაკლებს. ეს არ არის ადამიანებზე დამოკიდებული. ჩამოკლების შემთხვევაში მოქალაქეს მიუვა მოკლე ტექსტური შეტყობინება, იმის შესახებ, რომ მას მართვის მოწმობაზე ქულები ჩამოაკლდა. აღნიშნული ქულების სისტემა უკვე შემუშავებულია, თუმცა მცირედით დასახვეწია და როდესაც პარლამენტში განხილვა დაიწყება, ეს ყველაფერი საჯარო გახდება.

ჩვენ არ ვაკეთებთ მკაცრ რეგულაციებს, ანუ არ ვზრდით ჯარიმებს და ფინანსური სანქციები არავის ემუქრება. პირიქით, ეს ცვლილებები არის იქითკენ მიმართული, რომ საგზაო წესების დაცვა ადამიანს სოციალური მდგომარეობისა თუ სტატუსის მიხედვით არ მოეთხოვებოდეს.

ჯონი პატარკაციშვილი

AMBEBI.GE

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია