თინა ხიდაშელი - მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ გამოხატა იმით, რომ უარი თქვა მოქალაქეობაზე

თინა ხიდაშელი - მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ გამოხატა იმით, რომ უარი თქვა მოქალაქეობაზე

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ გამოხატა იმით, რომ უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. ამის შესახებ თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის კომენტირებისას განუცხადა.

კითხვაზე, რა პოზიცია აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში მისი პოზიცია საერთოდ არ არის საინტერესო.

"მე პოზიცია არ მაქვს. ამაზე ცალსახა არის საქართველოს კონსტიტუცია. მან საკუთარი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, რომლის პრეზიდენტად 10 წელი იმუშავა, გამოხატა იმით, რომ უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. კონსტიტუცია ამ შემთხვევაში პირდაპირი და ცალსახაა. ეს უარი უნდა დადასტურდეს, ამიტომ ჩემი პოზიცია საერთოდ არ არის ამ შემთხვევაში საინტერესო", - განაცხადა ხიდაშელმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."