კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაგვცინიან და ამბობენ, რომ მირჩევნია საერთოდ არ ვიარო ეკლესიაში, ვიდრე მათნაირი გავხდე" - მიტროპოლიტი ათანასე მმარხველებს
"დაგვცინიან და ამბობენ, რომ მირჩევნია საერთოდ არ ვიარო ეკლესიაში, ვიდრე მათნაირი გავხდე" - მიტროპოლიტი ათანასე მმარხველებს

"რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმას მე დღეს შევ­ჭამ ზეთს თუ არ შევ­ჭამ?

შე­იძ­ლე­ბა არ შევ­ჭა­მო ზეთი, მაგ­რამ გა­თე­ნე­ბი­დან და­ღა­მე­ბამ­დე "ვჭა­მო" ჩემი ძმა. ათო­ნის წმი­და მთა­ზე ამ­ბობ­დნენ, ნუ კი­თხუ­ლობ ვჭამ თუ არა თევზს. შე­ჭა­მე თევ­ზი, ოღონდ მე­თევ­ზეს ნუ შე­ჭამ ანდა ჭამე ზეთი, ოღონდ ზე­თის გა­მომ­ხდელს ნუ შე­ჭამ! განა, ენით ვინ­მეს შეჭ­მა უფრო უა­რე­სი არ არის, ვიდ­რე ერთი კოვ­ზი ზე­თის ჭამა? თუმ­ცა, მა­ინც იქ ვდგა­ვართ, ვჭამთ ზეთს თუ არ ვჭამთ ანდა ვჭამთ თევზს თუ არა?

შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა­ნეთს ვე­ჩხუ­ბოთ ან ერ­თმა­ნე­თი დავ­ხო­ცოთ, მხო­ლოდ იმის გამო, რომ მა­ნამ­დე ვინ­მემ კოვ­ზი რა­ი­მე სხვა საჭ­მელ­ში ამო­უ­რია. გეს­მით ხომ, თუ რა სა­სა­ცი­ლოა ყო­ვე­ლი­ვე ეს? და ჩვენ დაგ­ვცი­ნი­ან, რო­გორც დე­მო­ნე­ბი, ასე­ვე ის ადა­მი­ა­ნე­ბიც, რომ­ლე­ბიც ეკ­ლე­სი­ის­გან შორს ცხოვ­რო­ბენ.

და რო­დე­საც ისი­ნი ჩვენ­თან ახ­ლოს მო­დი­ან, ნაც­ვლად იმი­სა რომ იხი­ლონ ეკ­ლე­სი­უ­რი, ქრის­ტეს ნათ­ლით გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, მო­წი­ფუ­ლი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და სრულ­ყო­ფი­ლი, ში­ნა­გა­ნი ჰარ­მო­ნი­უ­ლო­ბით სავ­სე ადა­მი­ა­ნე­ბი, სა­უ­ბე­დუ­როდ, ჩვენ ყვე­ლა ამ ნაკ­ლუ­ლო­ვა­ნე­ბით აღ­სავ­სეს გვხე­და­ვენ და ამ­ბო­ბენ, რომ მირ­ჩევ­ნია სა­ერ­თოდ არ ვი­ა­რო ეკ­ლე­სი­ა­ში, ვიდ­რე მათ­ნა­ი­რი გავ­ხდე.

შენ, ვინც ეკ­ლე­სი­ა­ში მი­დი­ხარ, რა გინ­და ეკ­ლე­სი­ა­ში? რო­გორც გუ­შინ, წახ­ვე­დი სა­ლო­ცა­ვად, ნახე მა­მე­ბი, წახ­ვე­დი ათო­ნის წმი­და მთა­ზე, ყვე­ლა­ფე­რი ეს მხო­ლოდ წას­ვლი­თა და მოს­ვლით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა.

ყო­ვე­ლი­ვე ამით, განა კი სახე იც­ვა­ლა ჩვენ­მა გულ­მა?

განა კი გავ­ხდით უფრო თავ­მდა­ბა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, განა კი ვი­ქე­ცით უფრო მო­სიყ­ვა­რუ­ლე, უფრო უწყი­ნარ ადა­მი­ა­ნე­ბად ჩვენს სახ­ლებ­ში, ჩვენს მო­ნას­ტრებ­ში ან იქ, სა­დაც ვმუ­შა­ობთ? სწო­რედ ამას აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა.

თუკი, ამ ყო­ვე­ლი­ვეს ვერ შევ­ძლებთ, მა­შინ ის მა­ინც მო­ვა­ხერ­ხოთ, რომ სი­ნა­ნუ­ლის გზით თავ­მდა­ბალ­ნი გავ­ხდეთ, თუკი ამას მი­ვაღ­წევთ, მა­შინ მრა­ვა­ლი ცრემ­ლის ღირ­სნი გავ­ხდე­ბით, რად­გან სა­უ­ბე­დუ­როდ დრო გა­დის და იკარ­გე­ბა, ჩვენ კი დროს ვით­ვლით".

ლი­მა­სო­ლის მიტ­რო­პო­ლი­ტი ათა­ნა­სე

წყა­რო: და­ვი­თი­ან­ნი [DAVITIANNI]

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"დაგვცინიან და ამბობენ, რომ მირჩევნია საერთოდ არ ვიარო ეკლესიაში, ვიდრე მათნაირი გავხდე" - მიტროპოლიტი ათანასე მმარხველებს

"დაგვცინიან და ამბობენ, რომ მირჩევნია საერთოდ არ ვიარო ეკლესიაში, ვიდრე მათნაირი გავხდე" - მიტროპოლიტი ათანასე მმარხველებს

"რა მნიშვნელობა აქვს იმას მე დღეს შევჭამ ზეთს თუ არ შევჭამ?

შეიძლება არ შევჭამო ზეთი, მაგრამ გათენებიდან დაღამებამდე "ვჭამო" ჩემი ძმა. ათონის წმიდა მთაზე ამბობდნენ, ნუ კითხულობ ვჭამ თუ არა თევზს. შეჭამე თევზი, ოღონდ მეთევზეს ნუ შეჭამ ანდა ჭამე ზეთი, ოღონდ ზეთის გამომხდელს ნუ შეჭამ! განა, ენით ვინმეს შეჭმა უფრო უარესი არ არის, ვიდრე ერთი კოვზი ზეთის ჭამა? თუმცა, მაინც იქ ვდგავართ, ვჭამთ ზეთს თუ არ ვჭამთ ანდა ვჭამთ თევზს თუ არა?

შეიძლება ერთმანეთს ვეჩხუბოთ ან ერთმანეთი დავხოცოთ, მხოლოდ იმის გამო, რომ მანამდე ვინმემ კოვზი რაიმე სხვა საჭმელში ამოურია. გესმით ხომ, თუ რა სასაცილოა ყოველივე ეს? და ჩვენ დაგვცინიან, როგორც დემონები, ასევე ის ადამიანებიც, რომლებიც ეკლესიისგან შორს ცხოვრობენ.

და როდესაც ისინი ჩვენთან ახლოს მოდიან, ნაცვლად იმისა რომ იხილონ ეკლესიური, ქრისტეს ნათლით განათლებული, მოსიყვარულე, მოწიფული, გაწონასწორებული და სრულყოფილი, შინაგანი ჰარმონიულობით სავსე ადამიანები, საუბედუროდ, ჩვენ ყველა ამ ნაკლულოვანებით აღსავსეს გვხედავენ და ამბობენ, რომ მირჩევნია საერთოდ არ ვიარო ეკლესიაში, ვიდრე მათნაირი გავხდე.

შენ, ვინც ეკლესიაში მიდიხარ, რა გინდა ეკლესიაში? როგორც გუშინ, წახვედი სალოცავად, ნახე მამები, წახვედი ათონის წმიდა მთაზე, ყველაფერი ეს მხოლოდ წასვლითა და მოსვლით შემოიფარგლება.

ყოველივე ამით, განა კი სახე იცვალა ჩვენმა გულმა?

განა კი გავხდით უფრო თავმდაბალი ადამიანები, განა კი ვიქეცით უფრო მოსიყვარულე, უფრო უწყინარ ადამიანებად ჩვენს სახლებში, ჩვენს მონასტრებში ან იქ, სადაც ვმუშაობთ? სწორედ ამას აქვს მნიშვნელობა.

თუკი, ამ ყოველივეს ვერ შევძლებთ, მაშინ ის მაინც მოვახერხოთ, რომ სინანულის გზით თავმდაბალნი გავხდეთ, თუკი ამას მივაღწევთ, მაშინ მრავალი ცრემლის ღირსნი გავხდებით, რადგან საუბედუროდ დრო გადის და იკარგება, ჩვენ კი დროს ვითვლით".

ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე

წყარო: დავითიანნი [DAVITIANNI]

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს