"ამ ინიციატივით უმუშევარი ვრჩები" - ვერიდოთ "მემარჯვენე" მძღოლთა გაღიზიანებას?!

"ამ ინიციატივით უმუშევარი ვრჩები" - ვერიდოთ "მემარჯვენე" მძღოლთა გაღიზიანებას?!

შსს მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, რომ საქართველოში აიკრძალოს მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაცია და არა - იმპორტი, ტრანზიტი, დროებითი შემოყვანის რეჟიმი, რეექსპორტი. მინისტრის განმარტებით: "ვისაც უკვე რეგისტრირებული აქვს მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები ან ავტომანქანები გადატანილი საჭით, შეუძლიათ მთელი ცხოვრება გამოიყენონ, ჩვენ მათ არ ვეხებით. იმ თარიღის შემდეგ, რაზეც ჩვენ შევთანხმდებით, ასეთი მანქანების რეგისტრაცია აიკრძალება".

ამას გარდა, ახალი ინიციატივის მიხედვით, 2016 წლის 1-ელი იანვრიდან ყველა კატეგორიის მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭება და პატრულის მიერ დაჯარიმების შემთხვევაში ქულათა გარკვეული რაოდენობა დააკლდება. იმ შემთხვევაში, თუ ქულათა რაოდენობა ნულამდე ჩამოვა, მართვის მოწმობის მფლობელს ეს მოწმობა გაუუქმდება და გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს.

შალვა ხუციშვილი, შს მინისტრის მოადგილე: - "1-ელი იანვრიდან მომდევნო წლის 1-ელ იანვრამდე მძღოლებს იმ ცხრილის მიხედვით, რაც წინასწარ არის დადგენილი და რომელშიც აისახება ჯარიმების შესახებ ინფორმაცია (ამაში არ იგულისხმება ვიდეოჯარიმა, არამედ საუბარია უშუალოდ პატრულის მიერ გამოწერილ ჯარიმაზე, მაგალითად, ტელეფონზე საუბრისთვის) დააკლდებათ ქულები... სანამ ქულა ნულამდე ჩამოვა, მანამდე მოგივათ მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც გამცნობთ, რომ თქვენი ქულა მცირდება, ხოლო როდესაც ნულზე ჩამოვა, მოგივათ სმს, რომ მართვის მოწმობა გაგიუქმდებათ".

მინისტრის მოადგილის განცხადებითვე, მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო გამოცდის გავლა მოქალაქეებს შესაძლოა ქალაქში, ავტომანქანების რეალურ მოძრაობაში მოუწიოთ. "ამაზე მიდის მუშაობა, რამდენიმე ვარიანტი განიხილება. მე არ შემიძლია გითხრათ ზუსტი დრო, მაგრამ ინტენსიურად ვმუშაობთ და ვცდილობთ, რომ მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანა რაც შეიძლება მალე განხორციელდეს".

იხილეთ გაგრძელება

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია