3 წლის ბავშვის გარდაცვალების გამო, თბილისის 29-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია

3 წლის ბავშვის გარდაცვალების გამო, თბილისის 29-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია

აღსაზრდელის გარდაცვალების გამო, თბილისის 29-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. "ინტერპრესნიუსს" თბილისის 29-ე საბავშვო ბაღის დირექტორმა ლალი ნოზაძემ დაუდასტურა, რომ ბაღის აღსაზრდელი - სამი წლისა და შვიდი თვის გოგონა რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

ცნობილია, რომ მცირეწლოვანს ჩუტყვავილას ინფექცია ჰქონდა, მდგომარეობის დამძიმების შედეგად კი, გოგონა ტოქსიკური შოკის დიაგნოზით გარდაიცვალა.

"აღსაზრდელის დას ჩუტყვავილა ჰქონდა, ის სკოლის მოსწავლეა. დას რომ გაუარა, ორი დღის შემდეგ იგივე ინფექცია პატარასაც შეხვდა. მას ძალიან მაღალი სიცხე დაეწყო. როგორც დედამ აღნიშნა, პედიატრს მიმართა, რომ საავადმყოფოში წაიყვანდა, მაგრამ ექიმმა უთხრა, რომ არ იყო საჭირო, რადგან ჩუტყვავილამ სიცხე იცის და გაუვლიდა. დედის თქმით, მდგომარეობა ძალიან რომ დამძიმდა, ბავშვი საავადმყოფოში წაიყვანა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ უკვე დაწყებული ჰქონდა სეფსისი. სეფსისის ფონზე ბავშვს გაეთიშა ორივე თირკმელი, გაუკეთეს დიალიზი, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ბავშვი გარდაიცვალა", - აღნიშნა ლალი ნოზაძემ, რომლის ინფორმაციითაც, გამოიკვეთა, რომ ჩუტყვავილით დაინფიცირებულ აღსაზრდელს დისგან სხვა სახის ინფექციაც შეხვდა.

დირექტორის განმარტებით, დაინფიცირებული გოგონა საბავშვო ბაღში არ დადიოდა. მის დაინფიცირებამდე ბაღში ჩუტყვავილა სხვა ბავშვსაც ჰქონდა, თუმცა აღსაზრდელის ჯგუფში - არავის. დირექტორის თქმით, გუშინ ადგილზე ეპიდემიოლოგი იმყოფებოდა, მაგრამ სპეციალისტებმა ჩათვალეს, რომ წყარო არა საბავშვო ბაღი, არამედ ოჯახში, დისგან მოტანილი ჩუტყვავილა იყო. ბაღში ჩუტყვავილა ამჟამადაც არის გავრცელებული.

"დაწესებულებაში დღეს დეზინფექცია ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩუტყვავილა ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის და დეზინფექცია არ შველის, დეზინფექცია მაინც ჩავატარეთ, რომ მშობლები დაწყნარებულიყვნენ და ჩვენც თავი დავიზღვიეთ", - აღნიშნა ლალი ნოზაძემ.

მისივე ინფორმაციით, თბილისის 29-ე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი ორშაბათს, 7 დეკემბრიდან განახლდება.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია