მარჯვენასაჭიანი მანქანების აღსასრული

მარჯვენასაჭიანი მანქანების აღსასრული

მთავრობა საგზაო უსაფრთხოების წესებს ამკაცრებს. 2016 წლის მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტმობილების რეგისტრაცია აღარ მოხდება, საგზაო წესების დარღვევაზე კი ჯარიმები გაიზრდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, პირველი იანვრიდან კი მართვის მოწმობის მოქმედების ვადა პატრულის მიერ გამოწერილ ჯარიმებზე იქნება დამოკიდებული. ყველა კატეგორიის მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭება, მისი ერთ წელში ამოწურვის შემთხვევაში, მძღოლს მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდაზე გასვლა ხელახლა მოუწევს.

ახალ ცვლილებებს დადებითად აფასებენ სპეციალისტები, თუმცა მიიჩნევენ, რომ მარჯვენასაჭიანებზე გარკვეული გამონაკლისი უნდა დაშვებულიყო. რაც შეეხება ქულების სისტემას, როგორც ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი აცხადებს, ეს წესიც მისაღებია, მაგრამ აქ ჩნდება პრობლემა, რამდენად მზადაა საპატრულო პოლიციის ადმინისტრაციული რგოლი მისი განხორციელებისათვის, ხომ არ გახდება ეს გარკვეული გარიგების და კორუფციის საფუძველი.

შს სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროგრამა რეალურ მოთხხოვნას პასუხობს და მისი მიზანია საქართველოში საგზაო მოძრაობის მონაწილეთა: მძღოლების, მგზავრების და ქვეითების უსაფრთხოებისა და დაცულობის გაუმჯობესება.

საკანონმდებლო ცვლილებები და აქტივობები, რომელიც ახალი პროგრამით არის გათვალისწინებული, მოიცავს ადმინისტრირების გაუმჯობესებას, სამგზავრო ავტობუსების მოძრაობაზე კონტროლის გაუმჯობესებას, ქვეყანაში არსებული ავტოპარკის განახლების წახალისებას, სიჩქარის მობილური დეტექტორების გამოყენებას, ე. წ. უკონტაქტო პატრულირებას, გზებზე და ქალაქებში არსებული "შავი წერტილების" განეიტრალებას, 2016 წლის მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის შეზღვდვას, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისთვის კანონმდებლობის გამკაცრებას, მოძრაობის წესების დარღვევებზე ქულების სისტემის შემოტანას, მართვის მოწმობის ტესტის გადატანას რეალურ მოძრაობაში და ა. შ.

იხილეთ გაგრძელება

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია