პოლიტიკა
საზოგადოება

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ითვალისწინებს ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელმაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს
რას ითვალისწინებს ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელმაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს

შს სა­მი­ნის­ტრო საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში ახა­ლი პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას იწყებს. პრე­ზენ­ტა­ცია უწყე­ბა­ში დღეს გა­ი­მარ­თა.

რო­გორც სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, პროგ­რა­მა რე­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბებს პა­სუ­ხობს და მისი მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის მო­ნა­წი­ლე­თა: მძღო­ლე­ბის, მგზავ­რე­ბის და ქვე­ი­თე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და და­ცუ­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი და აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­მე­ლიც ახა­ლი პროგ­რა­მით არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, მო­ი­ცავს ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ (არას­წო­რი მა­ნევ­რი­რე­ბა, სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა, ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მარ­თვა და სხვ.) ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, სამ­გზავ­რო ავ­ტო­ბუ­სე­ბის მოძ­რა­ო­ბა­ზე კონ­ტრო­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­პარ­კის გა­ნახ­ლე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას, სიჩ­ქა­რის მო­ბი­ლუ­რი დე­ტექ­ტო­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, ე.წ. უკონ­ტაქ­ტო პატ­რუ­ლი­რე­ბას, გზებ­ზე და ქა­ლა­ქებ­ში არ­სე­ბუ­ლი "შავი წერ­ტი­ლე­ბის" გა­ნე­იტ­რა­ლე­ბას, 2016 წლის მარ­ტი­დან მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის იმ­პორ­ტის შე­ზღუდ­ვას, ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თა უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გამ­კაც­რე­ბას, მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვებ­ზე ქუ­ლე­ბის სის­ტე­მის შე­მო­ტა­ნას, მარ­თვის მოწ­მო­ბის ტეს­ტის გა­და­ტა­ნას რე­ა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში და ა.შ.

რო­გორც მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, ასე­ვე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია, რომ­ლის მი­ზა­ნია საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა.

ამას­თან, სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პროგ­რა­მის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში ექ­სპერ­ტებ­თან და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან არა­ერ­თი გან­ხილ­ვა გა­ი­მარ­თა.

შს სა­მი­ნის­ტრო­ში პროგ­რა­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ესწნენ.

პროგ­რა­მის ლოგო არის საგ­ზაო ნიშ­ნე­ბით და­ფა­რუ­ლი გული, რო­მე­ლიც, რო­გორც შსს-ში გან­მარ­ტა­ვენ, სი­ცო­ცხლის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის სიმ­ბო­ლოა.

გა­მოგ­ვყე­ვით, თუ და­ინ­ტრე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია.

გა­მო­ი­წე­რეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/სა­ზო­გა­დო­ე­ბა

რას ითვალისწინებს ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელმაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს

რას ითვალისწინებს ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელმაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს

შს სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს. პრეზენტაცია უწყებაში დღეს გაიმართა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროგრამა რეალურ საჭიროებებს პასუხობს და მისი მიზანია საქართველოში საგზაო მოძრაობის მონაწილეთა: მძღოლების, მგზავრების და ქვეითების უსაფრთხოებისა და დაცულობის გაუმჯობესება.

საკანონმდებლო ცვლილებები და აქტივობები, რომელიც ახალი პროგრამით არის გათვალისწინებული, მოიცავს ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარი მიზეზების წინააღმდეგ (არასწორი მანევრირება, სიჩქარის გადაჭარბება, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა და სხვ.) ადმინისტრირების გაუმჯობესებას, სამგზავრო ავტობუსების მოძრაობაზე კონტროლის გაუმჯობესებას, ქვეყანაში არსებული ავტოპარკის განახლების წახალისებას, სიჩქარის მობილური დეტექტორების გამოყენებას, ე.წ. უკონტაქტო პატრულირებას, გზებზე და ქალაქებში არსებული "შავი წერტილების" განეიტრალებას, 2016 წლის მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისთვის კანონმდებლობის გამკაცრებას, მოძრაობის წესების დარღვევებზე ქულების სისტემის შემოტანას, მართვის მოწმობის ტესტის გადატანას რეალურ მოძრაობაში და ა.შ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ასევე განხორციელდება ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანია საგზაო უსაფრთხოების საკითხებში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის შემუშავების პროცესში ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან არაერთი განხილვა გაიმართა.

შს სამინისტროში პროგრამის პრეზენტაციას ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწნენ.

პროგრამის ლოგო არის საგზაო ნიშნებით დაფარული გული, რომელიც, როგორც შსს-ში განმარტავენ, სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის სიმბოლოა.

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ